• georgian flag
  • english flag

ღვთის სახელი „იეჰოვა“ მსოფლიო ლიტერატურასა და კინომატოგრაფიაში


author
ლადო ქურთუბაძე
A A       2595

საკვანძო მუხლები: ესაია 41:4; ესაია 42:8; ფსალმუნები 82:18; ფსალმუნები 8:1; ფსალმუნები 90:14; გამოსვლა 15:3; ფსალმუნები 95:2; ლუკას სახარება 11:2; იოანეს სახარება 12:28; გამოსვლა 20:7; მათეს სახარება 6:9; იოანეს სახარება 17:6; მალაქია 3:16;

„ქრისტიანული“ ეკლესიები ასწავლიან, რომ სამყაროს შემოქმედ ღმერთს სახელი არ აქვს ან აქვს, მაგრამ რამდენიმე ერთად. ბიბლიის პირველი ნაწილი „ძველი აღთქმა“ დაიწერა ებრაულ ენაზე, რომელზეც მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობდენ. ამ ენაში არ იყო ხმოვნების აღმნიშვნელი ნიშნები, ამიტომ სიტყვები მხოლოდ თანხმოვნებისგან შედგებოდა. ებრაულენოვან მკითხველს თავისუფლად შეეძლო სიტყვებში სათანადო ხმოვნების ჩასმა. ღვთის სახელი, ქართულად ნათარგმნია როგორც „იეჰოვა“, ებრაულ ენაში კი ოთხი თანხმოვნით, იგივე ტეტრაგრამატონითაა ცნობილი יהוה, მისი ქართული ტრანსლიტერაციაა იჰვჰ. უცნობია, ზუსტად როგორ წარმოითქმებოდა იგი ძველ ებრაულ ენაზე. მიუხედავად ამისა, ღვთის სახელის ფორმას იეჰოვას დიდი ხნის ისტორია აქვს ინგლისურ ენაში. ეს პირველად 1530 წელს უილიამ ტინდალის მიერ გამოცემულ ბიბლიის თარგმანში გამოჩნდა.

იეჰოვა არის ღვთის უნიკალური სახელი, როგორც ამას ბიბლია გვიმჟღავნებს (გამოსვლა 3:15; ფსალმუნი 83:18 იგივე ფსალმუნი 82:18, სსგ). ეს სახელი მომდინარეობს ებრაული ზმნიდან, რომელიც ნიშნავს “გახდომას” მრავალი სწავლულის აზრით, ის ნიშნავს „აქცევინებს“. ეს მართლაც შესაფერისია განზრახვების შემსრულებელი ღვთისთვის, რომელიც ყოველივეს შემოქმედია (გამოცხადება 4:11).

მას შემდეგ, რაც „ძველი აღთქმის“ წერა დასრულდა, ებრაელებში გავრცელდა ცრურწმენა, რომ თითქოს ღვთის საკუთარი სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა. როდესაც ისინი წმინდა წერილებიდან ხმამაღლა კითხულობდნენ იმ მონაკვეთებს, სადაც იგი იყო მოხსენიებული, ისეთი წოდებებით ცვლიდნენ, როგორიცაა „უფალი“ ან „ღმერთი“. საუკუნეების გასვლის შემდეგ ამ ცრურწმენამ ყველგან გაიდგა ფესვი, რის გამოც თანდათანობით დავიწყებას მიეცა, თუ ზუსტად როგორ წარმოითქმებოდა ღვთის სახელი თავდაპირველად.

ის ტეტრაგრამატონის სახით დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება ბიბლიაში. ღმერთი თაყვანისმცემლებს მოუწოდებს, რომ გამოიყენონ მისი სახელი (ესაია 42:8; იოელი 2:32; მალაქია 3:16; რომაელები 10:13).

როდესაც ქრისტემ დედამიწაზე მსახურება დაიწყო, იგი ადამიანებს აცნობდა ზეციერი მამის სახელს და ამოწმებდა მის შესახებ. იესოს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ, მის მორწმუნეებს ქრისტიანები ეწოდათ და მათ იცოდნენ, რომ ღვთის სახელი სრული ფორმით იეჰოვა იყო (გამოსვლა 6:3).

ქრისტიანულ კრებებს მელევე გაუჩნდნენ განდგომილები რომლებიც ახლა „ეკლესიის მამებად“ იწოდებიან, ისინი ავრცელებდნენ თავიანთ ცრუ სწავლებებს და ბიბლიის ორიგინალი ხელნაწერების თარგმნის დროს ღვთის სახელს სხვადასხვა წოდებით ანაცვლებდნენ. ჩვენი ზეციერი მამა გვეუბნება: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი.“ (ესაია 42:8).

მსოფლიოში თითქმის ყველას სმენია „იეჰოვას მოწმეების“ შესახებ, მაგრამ ცოტამ თუ იცის მათი თანამედროვე ისტორია. მე-19 საუკუნის ბოლოს, ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფის წევრები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიაში, პიტსბურგთან ახლოს ცხოვრობდნენ, შეუდგნენ წმინდა წერილების სისტემატურ კვლევას. მათ ეკლესიის მიერ დადგენილი დოგმების შედარება დაიწყეს იმასთან, რასაც ბიბლია სინამდვილეში ასწავლის. ისინი ნასწავლს გამოსცემდნენ წიგნების, გაზეთებისა და იმ ჟურნალის მეშვეობით, რომელსაც ახლა “საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ” ეწოდება. აგრეთვე გამოიცემა ჟურნალი სახელწოდებით „გამოიღვიძეთ“.

ბიბლიის გულწრფელ მკვლევართა ჯგუფში იყო ახალგაზრდა კაცი ჩარლზ ტეიზ რასელი. მიუხედავად იმისა, რომ რასელი იმ დროს ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმეს ხელმძღვანელობდა და „საგუშაგო კოშკის“ პირველი რედაქტორიც იყო, მას არ დაუარსებია ახალი რელიგია. რასელისა და სხვა მკვლევრების, როგორც ჯგუფის მიზანი, ქრისტეს სწავლებების გავრცელება და პირველი ქრისტიანული კრების მაგალითის მიყოლა იყო. ვინაიდან ქრისტიანობას საფუძველი იესომ ჩაუყარა, შეიძლება ითქვას, რომ ის არის მათი ორგანიზაციის ფუძემდებელი (კოლოსელები 1:18-20).

„მოწმეებმა“ ღმერთს იეჰოვა კი არ დაარქვეს, არამედ ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანში ზედმიწევნით აღადგინეს განდგომილთა მიერ ამოღებული ღვთის პირადი სახელი.

კაცობრიობისთვის სამყაროს შემოქმედის სახელის დავიწყებას ათასწლეულების განმავლობაში ბოროტი სულიერი ქმნილებები სატანა და დემონები ცდილობდნენ.

როგორც უკვე ავღნიშნე „იეჰოვას მოწმეების“ თანამედროვე ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება, ქვემოთ კი ჩამოთვლილია ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეები რომლებიც მანამდე ცხოვრობდნენ ვიდრე ორგანიზაცია შეიქმნებოდა მაგრამ, ნაწარმოებებში მოიხსენიებდნენ ღვთის სახელს. ისინი არ ყოფილან “მოწმეები” მაგრამ, ბიბლიის ორიგინალ ხელნაწერებს ენდობოდნენ.

„იეჰოვას მოწმეების“ ოფიციალური ვებ-გვერდი: https://www.jw.org/ka/

„იეჰოვას მოწმეების“ ონლაინ ბიბლიოთეკა: https://wol.jw.org/ka/

მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი საუბრობს იეჰოვას მოწმეების შესახებ და მიიჩნევს, რომ ისინი ქრისტიანები არიან და მათ აღადგინეს ის ქრისტიანობა, რომელიც ჰყვაოდა პირველ საუკუნეში. წყარო: https://youtu.be/BV7ONZejqGM

ტელეკომპანია ტაბულას გადაცემაში “საუბარი რელიგიაზე” იეჰოვას მოწმე უხუცესები, ალექსანდრე ბარნაბიშვილი და დავით ჩხიკვაძე საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხობენ. მათ არ იციან ფრენა, არ დადიან წყალზე, არავის უვარდებიან სახლში და არ ყიდულობენ გაჭირვებულ ადამიანებს მატერიალური დაინტერესების ფასად. იეჰოვას მოწმეები ქრისტიანები არიან. წყარო: https://youtu.be/DHJlFMLrv1w

ტელეკომპანია ტაბულას გადაცემაში “საუბარი რელიგიაზე” იეჰოვას მოწმეთა ადვოკატი შალვა კაციაშვილი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენელი ეკა ჭითანავა, იეჰოვას მოწმეების დისკრიმინაციის შესახებ საუბრობენ. წყარო: https://youtu.be/3acYDPI4sJ0

ტელეკომპანია ტაბულას გადაცემაში “საუბარი რელიგიაზე” უხუცესი გურამ კვარაცხელია და იეჰოვას მოწმეთა ადვოკატი მანუჩარ ციმინტია, საუბრობენ თუ რა შეხედულებები აქვთ იეჰოვას მოწმეებს ღვთის სახელზე, ოჯახურ ფასეულობებზე, ხელოვნებასა და მუსიკაზე, განიხლავენ თუ არა თავს საზოგადოების ნაწილად და როგორია მათი დისკრიმინაციის ანატომია. წყარო: https://youtu.be/eKEbYPUK6mQ

საქართველოში იეჰოვას მოწმეები დღემდე ყველაზე სტიგმატიზებულ რელიგიურ ჯგუფად რჩებიან. ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემამ “საუბარი რელიგიაზე” ისინი ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში ჩაწერა. ჟურნალისტები იყვნენ ქუჩაში, დაათვალიერეს ადმინისტრაციის შენობა და იეჰოვას მოწმეების საქმიანობა, გაიცნეს რელიგიური ძალადობის მსხვერპლი.

ბოლოს კი ესტუმრნენ ოჯახს, სადაც ქართული სუფრის გარშემო ისაუბრეს თემის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. წყარო: https://youtu.be/pxc-_NDpIVM

ტელეკომპანია მაესტროს გადაცემაში “1 წუთი მაესტროზე”, იეჰოვას მოწმე უხუცესი გურამ კვარაცხელია საუბრობს იეჰოვას მოწმე ქრისტიანების შესახებ. წყარო: https://youtu.be/NFNCj8CVba8

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ათწლულებია რაც იეჰოვას მოწმეებს აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას. არსებობს სასტიკი ძალადობის ამსახველი კადრები. წყარო: https://youtu.be/livXJnqaxAY

იეჰოვას მოწმე ქრისტიანები (ესაია 43:10; საქმეები 1:8; საქმეები 11:26) ბედნიერი ღმერთის (1 ტიმოთე 1:11) ბედნიერი ხალხია. წყარო: https://youtu.be/Ge41L1OQr5M

მართლმადიდებელი ეკლესიის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი), საჯაროდ აღიარებს, რომ ღმერთს იაჰვე იგივე იეჰოვა ჰქვია. მას არასდროს უარყვია ღვთის სახელი. წყარო: https://youtu.be/FT7d6ToJ33s

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ერთ-ერთ გადაცემაში აღიარებს, რომ სამყაროს შემოქმედ ბიბლიურ ღმერთს იეჰოვა ჰქვია, ხოლო ახალი წლის აღნიშვნა წარმართი რომაელებისთვის კარიბჭეების, შესასვლელ-გასასვლელისა და ყოველივეს დასაბამის ორ სახიან ღვთაებას – იანუსს უკავშირდება. ქრისტიანებისთვის კი ამ დღესასწაულის ზეიმი დაუშვებელია. წყარო: https://youtu.be/-pR4WWKudlI

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი თეოდორე გიგნაძე საუბრობს მღვდლების შესახებ, რომ ისინი ხშირად არ ფლობენ სასულიერო განათლებას და ადამიანებს აზროვნების საშუალებას არ აძლევენ. წყარო: https://youtu.be/WuWYejl_rvc

ტელეკომპანია ტაბულას გადაცემაში ''საუბარი რელიგიაზე'' მიწვეული სტუმარი პროფესორი გიორგი მაისურაძე, საუბრობს მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ. წყარო: https://youtu.be/_pVRWaFwxlc

1959 წელს კონდრატე თათარაშვილმა გადაიღო ქართული ფილმი “მამლუქი”, ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მისი რეჟისორია დავით რონდელი. ფილმის ეპიზოდში ერთ-ერთი ტყვე მოუხმობს ღმერთს სახელით “ო იეჰოვა”. წყარო: https://youtu.be/pENPq5stsfA

1989 წელს რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა გადაიღო ფილმი “ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა”.

ერთ-ერთ მომენტში ინდიანა დგას ბილიკთან, რომლის ფილებზეც გამოსახულია ლათინური სიმბოლოები. იგი იღებს წიგნს და კითხულობს: “უფლის ნაკვალევზე შეძლებს გავლას მხოლოდ უფლის სახელით”. მამამისი ჰენრი ამბობს, რომ ღვთის სახელი არის იეჰოვა და შესაძლოა იესოც.

ინდიანა ფეხს ადგამს იმ აგურებზე რომლებზეც წერია: I, E, H, O, V, A. ჯონსი გზას მშვიდად აგრძელებს. წყარო: https://youtu.be/d6HejrjYS2c

2003 წელს რეჟისორმა ტომ შედიაკმა გადაიღო ფილმი “ყოვლისშემძლე ბრიუსი”.

როცა ღვთის ძალით დაჯილდოებული ბრიუს ნოლანი ნიუ-იორკის შტატის, ბუფალოს მოსახლეობის ლოცვებს კომპიუტერში მოათავსებს, პროგრამის დასაწყისში გამოსახულია ღვთის სახელი იეჰოვას სხვა ფორმა YAHWEH (იაჰვე). წყარო: https://youtu.be/vTyZefUgo5U

2005 წელს ტელეარხმა THE CW-ემ გადაიღო სერიალი ''ზებუნებრივი''. ერთ-ერთ სერიაში პერსონაჟი ახსენებს ღვთის სახელს იეჰოვას. წყარო: https://youtu.be/90XrGugaOVI

2018 წელს ტელეარხმა AMC-ემ გადაიღო სერიალი “ტერორი”. ერთ-ერთ სერიაში პერსონაჟი საუბრობს დაბადების წიგნის 28-ე თავის 10-დან მე-15 მუხლის ჩათვლით დაწერილის შესახებ.

ბიბლიის ზოგიერთი თარგმანი მე-13 მუხლს ასე გადმოგვცემს: “აჰა, უფალი დგას კიბეზე” (სსგ) მაგრამ, სერიალში ნახსენებია ღვთის სახელი, როგორც ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანში: “კიბის თავზე კი იეჰოვა იყო”. წყარო: https://youtu.be/pRFNDdsItwc

ამ ვიდეოში წარმოდგენილია ბიბლიური მუხლები რომლებიც მოწმობენ იმას, რომ ღმერთს სახელი გააჩნია და ეს არის იეჰოვა. წყარო: https://youtu.be/WwqeymisdgA

ერთი ტურისტი ღირსშესანიშნავ ადგილზე მივიდა და სურათების გადაღება დაიწყო. ამ დროს არქეოლოგმა გამოიარა, სხვა ადგილისკენ მიუთითა და უთხრა: მეგობარო, იქეთ უფრო მშვენიერი პეიზაჟია, იქ წაბრძანდით. გაბრაზებულმა ტურისტმა მიუგო: შენ რას მასწავლი? თუმცა, ის ადგილი მისთვის უცნობი იყო. მან არ იცოდა, რომ ნამდვილი არქეოლოგი ესაუბრებოდა რომელიც ადრე მასავით ტურისტი იყო და შემდეგ ირგვლივ ყველაფერი გამოიკვლია. თხარა, თხარა და ბოლოს ჭეშმარიტება და ფაქტები გამოთხარა. ნუ იქნებით დამკვირვებელი ტურისტი, არამედ იყავით მუდმივი მკვლევარი არქეოლოგი.

რომელიმე რელიგიასთან მიკერძოებაში რომ არ ჩამეთვალოს, ამიტომ ვისარგებლებ რუსული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გამომცემლობებით. ერთი ეკლესიის მიერ გამოცემულ წმინდა წერილებს შორის ასეთ განსხვავებაზე დასკვნები თქვენთვის მომინდია.

ოსია თავი მე-12 მუხლი მე-5, სსგ - ოსია თავი მე-12 მუხლი მე-5, Выберите Версию. წყარო: http://holybible.ge/bible/georgian/book-4-28-12-5-1-ru-m-geo–0?fbclid=IwAR3E8Kf2IVDytj6Pvcbj54DWNF_ahgtoYOccm6BhJohJUXyWZo0ioufkc94

გამოსვლა თავი მე-17 მუხლი მე-15, სსგ - გამოსვლა თავი მე-17 მუხლი მე-15, Выберите Версию. წყარო: http://holybible.ge/bible/georgian/book-4-2-17-15-1-ru-m-geo–0?fbclid=IwAR2_g2_ZVopa5zEKEzqzezgmNApXf1bEl62Z_SV3UpabRtMTsqQ8BQ0NOM

მსაჯული თავი მე-6 მუხლი 24-ე, სსგ - მსაჯული თავი მე-6 მუხლი 24-ე, Выберите Версию. წყარო: http://holybible.ge/bible/georgian/book-4-7-6-24-1-ru-m-geo–0fbclid=IwAR1r8lQjK3F4mrkpZb90LLumxoJ0HHZgum2ZufsMZSYmBldyDOUmVH3iZFg

გამოსვლა თავი 34-ე მუხლი მე-5, სსგ - გამოსვლა თავი 34-ე მუხლი მე-5, Выберите Версию. წყარო: http://holybible.ge/bible/georgian/book-4-2-34-5-1-ru-m-geo–0?fbclid=IwAR016GKD–hnI7nIXYu9XUSltmMWdheuRsH3Z5qSkBpkk87Rpa3PQWQUQ

გამოსვლა თავი 33-ე მუხლი მე-19, სსგ - გამოსვლა თავი 33-ე მუხლი მე-19, Выберите Версию. წყარო: http://holybible.ge/bible/georgian/book-4-2-33-19-1-ru-m-geo–0fbclid=IwAR3yTDVyVWEhMk4kcnA0-90m7cq1l57rMpHUUnLwD4b-9NzAEu_0d29I3FU

გამოსვლა თავი მე-15 მუხლი მე-3, სსგ - გამოსვლა თავი მე-15 მუხლი მე-3, Выберите Версию. წყარო: http://holybible.ge/bible/georgian/book-4-2-15-3-1-ru-m-geo–0?fbclid=IwAR31HKW7i8AnVRNQLQcb_gZ9MWGYvsznYIVttOe0AIIyTYo-GDmVN-eaLZM

დაბადება თავი 22-ე მუხლი მე-14, სსგ - დაბადება თავი 22-ე მუხლი მე-14, Выберите Версию. წყარო: http://holybible.ge/bible/georgian/book-4-1-22-14-1-ru-m-geo–0?fbclid=IwAR1FBhVmXxyXPLuEf1Ajzcy0G1lORs0y8nEFb1SCYLwgaUOp1BS-vFAWF_M

ავტორი/წიგნი: აკაკი წერეთელი – “დავითის გვირგვინი” IV ტომი. გვერდი 259.

ავტორი/წიგნი: გრიგოლ რობაქიძე – „ჩაკლული სული“, 1991 წლის გამოცემა. ნაწარმოები: სტალინის ჰოროსკოპი 1997 წელი.

ავტორი/წიგნი: კონსტანტინე ლორთქიფანიძე – “თხზულებები სამ ტომად”, III ტომი. პოემა: „მოსე“.

ავტორი/წიგნი: მიხეილ ჯავახიშვილი – “ჯაყოს ხიზნები”.

ავტორი/წიგნი: მერაბ კოსტავა – „ფიქრი საქართველოს მისიაზე“. ლექსი: „ძალუმი ვით იეჰოვა”.

ავტორი/წიგნი: აკაკი გელოვანი – „სიბრძნის სიმფონია“.

ავტორი/წიგნი: იროდიონ ევდოშვილი – „ისმინე ერო ისრაელისა“. მონაკვეთი: „იერუსალიმს“. გვერდი 60, 141, 188.

ავტორი/წიგნი: კონდრატე თათარაშვილი – „უიარაღო“ I-II ტომი.

ავტორი/წიგნი: ლევან სანიკიძე – “ხაბირუელ…ისრაელ…ებრაელ…”.

ავტორი/წიგნი: ზურაბ ჭუმბურიძე – „რა გქვია შენ?“ სახელები ილია და ელია.

წიგნი: “საბავშვო ენციკლოპედია”. გვერდი 66.

ბროშურა: “სკოლა და ცხოვრება”. 1992 წლის 15 ნოემბერი.

წიგნი: “ბიბლიის ენციკლოპედია” ერთტომეული. გვერდი 152, 154.

ავტორი/წიგნი: ენ ვეტმა – “კვერცხები ჩინურად”. გვერდი 9.

ავტორი/წიგნი: ჯონ მილტონი – “დაკარგული სამოთხიდან დაბრუნებულ სამოთხემდე”. გვერდი 27-30.

ავტორი/წიგნი: უოლტერ სკოტი – “აივენჰო”. გვერდი 479.

ავტორი/წიგნი: ანატოლ ფრანსი – „ანგელოსთა აჯანყება“. გვერდი 4.

წიგნი: “წმინდა გიორგი”.

ავტორი/წიგნი: აკაკი წერეთელი – ტომი V “პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები”.

მონაკვეთი: “მოგონება” მარგანეცის გამო. ავტორი: დავით ბაქრაძე. 26 მარტი 1893 წელი.

წიგნი: “ბიბლიის ლექსიკონი” ტომი I. სვეტი: იმედი და სასოება. გვერდი 218.

ავტორი/ნაწარმოები: ლალი ბრეგვაძე-კახიანი – “მშიერი მგლები”.

ავტორი/ნაწარმოები: გალაკტიონ ტაბიძე – “ქანდაკება”. 1920 წელი.

ავტორი/წიგნი: გალაკტიონ ტაბიძე – ტომი I. ლექსი: “სასიკვდილო მწუხარება”. 1909 წელი. გვერდი 305-306.

წიგნი/ავტორი: პირველი დაწყებითი დარიგება “საღვთო სჯულის სწავლებაზე” – შედგენილი და გამოცემული დასაწყის სახალხო შკოლებისათვის საქართველოს საექსარხოსოისა, მოწამეთის მონასტრის წინამძღვრის არხიმანდრიტის ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ, გამოცემა მეათე, ფასი ერთი აბაზი, ქუთაისი, მსწრაფლ – მბეჭდავი სტამბა ძმობისა 19. მონაკვეთი: “წინასწარმეტყველი ილია”. გვერდი 35-36.

ავტორი/წიგნი: ილია ჭავჭავაძე – “თხზულებათა სრული კრებული” ოც ტომად, თბილისი 1988. ლექსი: “მანფრედი” (ნაწყვეტი ბაირონიდან), მოქმედება I, სცენა პირველი, მანფრედი მარტო. გვერდი 65.

ავტორი/წიგნი: ილია ჭავჭავაძე – “თხზულებანი” ტომი III, მხატვრული თარგმანები საბჭოთა საქართველო 1988. ლექსი: “კაენი”, ნაწყვეტი ბაირონიდან, 1860 წელი. გვერდი 63.

ავტორი/ნაწარმოები: კვინიკაძე ნესტანი – “დევები მთაში წვანან”. 2009 წელი, მაისი.

ავტორი/წიგნი: კონსტანტინე გამსახურდია – ტომი VI “რჩეული თხზულებანი” რვატომეული, სახელმწიფო გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1963 წელი.

ნაწარმოები: “ლეონარდო და-ვინჩი”. გვერდი: 173, 188.

ავტორი/წიგნი: კონსტანტინე გამსახურდია – “თხზულებათა ათტომეული”, თბილისი 1980, თხზულებანი ტომი VI. ლექსი: “დაუკარ სანჯი”. ტფილისი. 1940 წელი.

ავტორი/წიგნი: კონსანიტე გამსახურდია – “დავით აღმაშენებელი ტეტრალოგია” წიგნი II, სახელმწიფო გამომცემლობა თბილისი, 1955. გვერდი 205-206.

ავტორი/წიგნი: მაინ რიდი – “უთავო მხედარი”. გვერდი: 203.

ავტორი/წიგნი: მურმან ლებანიძე – რჩეული თარგმანები, “უკვდავი ყვავილები”, საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმნისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგია მერანი, თბილისი 1988, მეორე გამოცემა. ლექსი: “ჰიმნი ბრძოლის წინ”. გვერდი 64.

ავტორი/წიგნი: ნ. ოსტროვსკი – “როგორ იწრთობოდა ფოლადი”. გვერდი 84.

წიგნი: “საქართველოს ეკლესიის კალენდარი”, 1992 წელი, დაიბეჭდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. გვერდი 203.

წიგნი: “საღმრთო სჯული” (საკითხავი წიგნი), გამოიცა ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გამომცემლობა მთაწმინდა, თბილისი 2012. მონაკვეთი: “ისრაელის სამეფოში მცხოვრები წინასწარმეტყველნი: ელია, ელისე, იონა”. გვერდები 32-33-34.

ავტორი/წიგნი: ტიციან ტაბიძე – “ქართული სიტყვიერება”, საოჯახო ბიბლიოთეკა,

თბილისი 2011. ლექსი: “ძრწოდე ვალტასარ”. 1910 წელი. გვერდი 17.

ავტორი/წიგნი: ტიციან ტაბიძე – “ქართული სიტყვიერება”, საოჯახო ბიბლიოთეკა, თბილისი 2011. ლექსი: “ებრაული მელოდია”. 1926 წელი. გვერდი 135-137.

ავტორი/წიგნი: ტიციან ტაბიძე – “ქართული სიტყვიერება”, საოჯახო ბიბლიოთეკა, თბილისი 2011. ნოველა: “უკვდავი არის ამაოება”. 1910 წელი. გვერდი 211-215.

ავტორი/წიგნი: ტიციან ტაბიძე – “ქართული სიტყვიერება”, საოჯახო ბიბლიოთეკა, თბილისი 2011. ნაწარმოები: “შურისძიება” (ბიბლიურ ჰანგზე). 1910 წელი. გვერდი 216-219.

ავტორი/წიგნი: ჰენრიკ სენკევიჩი – “ვიდრე ხვალ”. გვერდი 560.

ავტორი/წიგნი: ერიხ მარია რემარკი – ტრიუმფალური თაღი. გვერდი 520.

ავტორი/წიგნი: Robert Estienne – “Alphabetum Hebraicum”. 1539 წელი.

ავტორი/წიგმი: Tomasso de Vio – “Commentarii illustres planeq(ue) insignes in Quinque Mosaicos Libros”. 1539 წელი.

ავტორი/წიგნი: Marcus van Vaernewijck – “Historie van Belgis”. 1574 (1829) წელი.

ავტორი/წიგნი: Phillip Stubbes / John Payne Collier – “Miscellaneous Tracts The Anatomie of Abuses”. 1583 წელი.

ავტორი/წიგნი: Hugh Broughton – “Concentus Scripturae”. 1602 წელი.

ავტორი/წიგნი: უცნობია – “Dissertatio elegans… Pacificatione Foederatum Provinciarum cum Rege Hispania”. 1609 წელი.

ავტორი/წიგნი: Andrea Helvigio – “Origenes dictionum Germanicarum”. 1620 წელი.

ავტორი/წიგნი: George Wither – “Juvinilia – A Collection of Poems”. 1622 წელი.

ავტორი/წიგნი: Artus Vigelii – “Deliciarum gamicarum aureolus varia”. 1624 წელი.

ავტორი/წიგნი: Constantijn L’Empereur – “Talmudis Babylonici”. 1630 წელი.

ავტორი/წიგნი: Jan Janszoon Starter – “Friesche Lusthof”. 1634 წელი.

ავტორი/წიგნი: Charles Butler – “The Principles of Musik in Singing and Setting”. 1636 წელი.

ავტორი/წიგნი: Réné Descartes – “Discours de la Méthode”. 1637 წელი.

ავტორი/წიგნი: Simeon Ash – “The Best Refuge for the Most Oppressed”. 1642 წელი.

ავტორი/წიგნი: Alexander Henderson – “A Sermon Preached to the Honourable House of Commons”. 1644 წელი.

ავტორი/წიგნი: Jan van Mije – “De verholenste Verborgentheden van ‘t Catholijk Apostolijck Rooms Gheloof”. 1644 წელი.

ავტორი/წიგნი: John Bond – “Salvation in a mystery”. 1644 წელი.

ავტორი/წიგნი: Samuel Rutherford – “The Due Right of Presbyteries”. 1644 წელი.

ავტორი/წიგნი: Edward Reynoldes – “Israels Prayer In Time of Trouble”. 1645 წელი.

ავტორი/წიგნი: Thomas Shepard – “The Sound Beleever or a Treatise of Evangelicall Conversion”. 1645 წელი.

ავტორი/წიგნი: John Prideaux – “Fasciculus Controversiarum Theologicarum”. 1649 წელი.

ავტორი/წიგნი: Alexandro Rossaeo – “Virgili Evangelisantis Christiados”. 1653 წელი.

ავტორი/წიგნი: Johannes Wier – “Opera Omnia”. 1660 წელი.

ავტორი/წიგნი: Thomas Hall – “An Exposition”. 1661 წელი.

ავტორი/წიგნი: Otto Guericke – “Experimenta Nova Magdiburgica De Vacuo Spatio”. 1672 წელი.

ავტორი/წიგნი: Theophilus Gale – “The Court of the Gentiles”. 1677 წელი.

ავტორი/წიგნი: Richard Foxe – “A Commentary on the Five Books of Moses”. 1694 წელი.

ავტორი/წიგნი: Franciscus Van Heurck – “Psalterium Davidicum”. 1698 წელი.

ავტორი/წიგნი: Benjamin Tooke – “Letters of Sr. Francis Bacon”. 1702 წელი.

ავტორი/წიგნი: Petrus Cunaeus – “De Republyk der Hebreen”. 1704 წელი.

ავტორი/წიგნი: Coenraat Mel – “De Geopende Genadethroon”. 1712 წელი.

ავტორი/წიგნი: Don Félix António de Alvarado – “La Liturgia Ynglesa – Church of England”. 1715 წელი.

ავტორი/წიგნი: Johann Georg Schelhorn – “Amoenitates Literaea”. 1725 წელი.

ავტორი/წიგნი: Frederik van Houten – “Geestelijke Gezangen en Gedigten”. 1733 წელი.

ავტორი/წიგნი: Gerrit Bouman – “De Kleine Print-Bybel”. 1736 წელი.

ავტორი/წიგნი: Charles Rollin – “De la manière d’enseigner et d’étudier des Belles-Lettres”. 1736 წელი.

ავტორი/წიგნი: Samuel Wesley – “The History of the Old and New Testament in Verse”. 1741 წელი.

ავტორი/წიგნი: John Milton – “Paradise lost”. 1746 წელი.

ავტორი/წიგნი: Jeremiah Seed – “Discourses on Several Important Subjects”. 1747 წელი.

ავტორი/წიგნი: Martinus Becanus – “Overeenstemming van het Oude met het Nieuwe Testament”. 1752 წელი.

ავტორი/წიგნი: უცნობია – “Dictionaire Portatif, Historique, Géographique et Moral de la Bible”. 1756 წელი.

ავტორი/წიგნი: Emanuël van Meteren – “Historie van de oorlogen en geschiedenissen der Nederlanden…”. 1760 წელი.

ავტორი/წიგნი: Christiaan Salomon Duijtsch – “Jehovah verheerlijkt door…”. 1767 – 1986 წელი.

ავტორი/წიგნი: Isaac Watts – “The Psalms of David”. 1769 წელი.

ავტორი/წიგნი: Pierre Gosse Jr. – “Bibliothèque des Sciences et des Beaux Arts”. 1770 წელი.

ავტორი/წიგნი: Church of England – “The book of common prayer”. 1770 წელი.

ავტორი/წიგნი: Bernardus van Mourik – “Staatkundige Historie van Holland”. 1771 წელი.

ავტორი/წიგნი: Philip Doddridge – “Hymns founded in various texts in the Holy Scriptures”. 1776 წელი.

ავტორი/წიგნი: Friedrich Spellenberg – Gesangbuch zum gebrauch der Evangelischen Brüdergemeinen”. 1778 წელი.

ავტორი/წიგნი: Jakob van Nuys Klinkenberg – “Onderwijs in den Godsdienst (Education in Religion)”. 1780 წელი.

ავტორი/წიგნი: Augustin Calmet – “Dictionaire Historique, Critique, Chronologique, Géographique… de la Bible”. 1783 წელი.

ავტორი/წიგნი: Congregatie van St. Maurus – “Breviarium ad usum congregationis”. 1787 წელი.

ავტორი/წიგნი: J. A. de Chalmot – “Verzameling van Placaaten, Resolutien en andere Authentyke Stukken”. 1789 წელი.

ავტორი/წიგნი: Don Juan Joseph Herdeck – “Defensa de la Religion Christiana”. 1797 წელი.

ავტორი/წიგნი: Jens Michael Hertz – “Det Befriede Israel”. 1804 წელი.

ავტორი/წიგნი: Johann Jahn – “Biblische Archaologie”. 1805 წელი.

ავტორი/წიგნი: Tot nut van ‘t Algemeen – “Nederduitsche Chrestomathie”. 1805 წელი.

ავტორი/წიგნი: Sylvanus Urban – “The Gentleman’s Magazine”. 1814 წელი.

ავტორი/წიგნი: John H. Livingston – “The Psalms and Hymns… Dutch Reformed Church”. 1814 წელი.

ავტორი/წიგნი: Nicolaas Anslijn – “Leesboek tot oefening in het kunstmatig lezen”. 1824 წელი.

ავტორი/წიგნი: უცნობია – “Boekzaal der Geleerde Wereld…”. 1825 წელი.

ავტორი/წიგნი: John Milton – “Doctrina Christiana”. 1827 წელი.

ავტორი/წიგნი: Jacques – Bénigne Bossuet – “Geschiedenis van de veranderingen der Protestantse kerken”. 1829 წელი.

ავტორი/წიგნი: S. Converse – “The works of President Edwards”. 1829 წელი.

ავტორი/წიგნი: Ernst Willem Hengenstenberg – “The Christology of the Old Testament”. 1847 წელი.

ავტორი/წიგნი: Emmanuel Swedenborg – “La Vraie Religion Chrétienne”. 1853 წელი.

ავტორი/წიგნი: Theodorus Matthijs Looman – “Handboek der Bijbelverklaring voor Huisgezinnen”. 1854 წელი.

ავტორი/წიგნი: Johannes Hendricus van der Palm – “Bijbel voor de jeugd”. 1857 წელი.

ავტორი/წიგნი: Spitaels – “Jehova is mijn vertrouwen – Volledig gebedenboek voor Rooms-Katholijken”. 1859 წელი.

ავტორი/წიგნი: Karl August Dächsel – “Bijbelverklaring”. 1869 წელი.

ავტორი/წიგნი: Joannes Gerardus Heeres – “Bijbelse geschiedenis voor het Katholieke Nederlandsche volk”. 1875 წელი.

ავტორი/წიგნი: F.A. Robyns – “Nieuw leesboek voor Volksscholen”. 1879 წელი.

ავტორი/წიგნი: Carmen Sylva – koningin Elisabeth van Roemenië – “Jehovah”. 1882 წელი.

ავტორი/წიგნი: Dr. J. Schuster – “Bijbelse geschiedenis des Ouden en Nieuwen Testaments”. 1888 წელი.

ავტორი/წიგნი: Fernandus Joannes Petrus Gregorius Van Etten – “Beknopte Geschiedenis van het oude verbond”. 1888 წელი.

ავტორი/წიგნი: Everardus Hendricus van Leeuwen – “Bijbelsche Godgeleerdheid”. 1898 წელი.

ავტორი/წიგნი: Evarist Bauwens – “Zuid en Noord”. 1902 წელი.

ავტორი/წიგნი: Jan Gerrit Boekenoogen – “De Godsdiensten der Wereld”. 1903 წელი.

ავტორი/წიგნი: Louis Couperus – “God en Goden”. 1903 წელი.

ავტორი/წიგნი: Gerhard Herman Johannes Wilhelm Jacobus Geesink – “Van ‘s Heeren Ordinantiën”. 1907 წელი.

ავტორი/წიგნი: Dr. Abraham Kuyper – “Nabij God te zijn”. 1908 წელი.

ავტორი/წიგნი: Georg Hermann Emil Dönges – “De opneming der Gemeente”. 1909 წელი.

ავტორი/წიგნი: Matthew Henry – Dr. H Bavinck – “Letterlijke en Practicale verklaring…”. 1912 წელი.

ავტორი/წიგნი: Israël Querido – “De oude waereld – het land van Zarathustra (The old world- the land of Zarathustra)”. 1919 წელი.

ავტორი/წიგნი: Petrus Potters – “Verklaring van den Katechismus der Nederlandse Bisdommen”. 1919 წელი.

ავტორი/წიგნი: უცნობია – “Zondagmisboek”. 1920 წელი.

ავტორი/წიგნი: A.B. Routhier – “De Messias”. 1922 წელი.

ავტორი/წიგნი: Israel Querido – “Simson – de Godgewijde (Samson – the consecrated)”. 1927 წელი.

ავტორი/წიგნი: Dr. Johannes Hermanus Gunning – “De Profetieën van Haggaï (The Prophecies of Haggai)”. 1929 წელი.

ავტორი/წიგნი: G. A. Aldus – I. Snoek – “In het Land van den Bijbel (In the land of the Bible)”. 1931 წელი.

ავტორი/წიგნი: Pater J.M. Leytens – “Hulde aan God en de heiligen”. 1947 წელი.

წიგნები, რომ იხილოთ ამისთვის ეწვიეთ საიტებს სადაც განთავსებულია ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების ნაშრომები, რომლებშიც მოხსენიებულია ღვთის სახელი „იეჰოვა“.

ქართული: http://faqtebi777.blogspot.com/

უცხო ენოვანი: http://www.divine-name.info/books.htm#1539

ტექსტში გამოყენებულია ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი (აქთ) და საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა (სსგ).

შემდგენელი ლადო ქურთუბაძე