• georgian flag
  • english flag
ბლოგი განკუთვნილია ბიბლიის მოყვარულებისთვის, მკვლევარებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ბიბლია და გაიგოს უფრო მეტი ამ დიდებული წიგნის შესახებ,


ვის შეუძლია გახდეს ბლოგერი?

საიტი არ ზღუდავს არავის გაიაროს რეგისტრაცია და დაწეროს ბლოგი, გაავრცელოს და გაუზიაროს ნებისმიერ ადამიანს. რათქმაუნდა თუ მისი დაწერილი სტატია არ ეწინააღმდეგება ბლოგის მოხმარების წესებს (წესები იხილეთ ქვემოთ). იმ შემთხვევაში თუ სტატია არ ჯდება ბლოგის სტანდარტებში და ეწინააღმდეგება წესებს, საიტის ადმინისტრაციას აქვს უფლება სტატიის ავტორს მოსთხოვს ტექსტის რედაქტირება, ან წაშალოს სტატია. წესების ხშირად დარღვევის შემთხვევაში კი დაბლოკოს ბლოგერი და მისი დაწერილი ყველა სტატია.


მოხმარების წესები:

1. ბლოგერს აქვს უფლება გაიაროს რეგისტრაცია საიტზე. ნებისმიერ დროს დაარედაქტიროს მისი პირადი ინფორმაცია. შეუძლია არ გამოაჩინოს თავისი ნამდვილი სახელი და გვარი და ჩაწეროს ფსევდონიმი, ან შემთხვევითი სახელი და გვარი, ატვირთოს ნებისმიერი ფოტო მისი პროფილის სურათზე, ისე რომ არ შეზღუდოს სხვა ადამიანის უფლება.

2. დაწეროს სტატია, რომლის შინაარსი უშუალო კავშირში უნდა იყოს ბიბლიასთან, ბიბლიის ტექსტებთან, სტატია შეიძლება შეეხებოდეს ისტორიულ ფაქტებს ბიბლიის შესახებ(ამ შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში სტატია დაიბლოკება). შესაძლებელია ბიბლიის ნებისმიერი მუხლების განმარტება, შედარება და საკუთარი მოსაზრების სხვებისთვის გაზიარება .

3. მომხმარებელმა ფოტო შეიძლება დაამატოს მხოლოდ პროფილის სურათზე და სტატიის მთავარ სურათზე. ფოტოს ატვირთვისას მითითებულია ფოტოს ზომები პიქსელებში. გთხოვთ გაითვალისწინოთ და დაიცვათ ფოტოს ეს პარამეტრები. ფოტო არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი!

4. ნებისმიერ სტატიას აქვს ბიბლიის მუხლების მიმაგრების ფუნქცია. მას შემდეგ რაც დაამატებთ სტატიას, რედაქტირების რეჟიმში შეგეძლებათ ბიბლიის მუხლების მიმაგრება, რომლებიც შემდგომ გამოჩნდება ძირითად საიტზე (HolyBible.ge), თითოეულ მუხლზე მოხდება სტატიების დათვლა და კითხვის რეჟიმში მოხდება ამ მუხლზე დაწერილი სტატიების რაოდენობის ჩვენება, რის შემდეგაც მომხმარებელს საშუალება ექნება გადავიდეს მოცემულ სტატიაზე და წაიკითხოს. მუხლების მიმაგრება სავალდებულო არ არის, მაგრამ სასურველია, რადგან გაცილებით მეტ მომხმარებელს ექნება საშუალება წაიკითხოს თქვენს მიერ შედგენილი სტატია;

5. იმის გამო რომ ბიბლია ავტორიტეტულია მრავალი დენომინაციისთვის, საიტზე არ ხდება ამ ნიშნით შეზღუდვა. იკრძალება მხოლოდ სტატიაში, ან ფოტოგამოსახულებაზე, განსხვავებული დენომინაციების ირონიულ კონტექსტში მოხსენიება, დაცინვა, ლანძღვა და ნებისმიერი დისკრიმინაციის შემცველი ტექსტების გამოყენება. ნებისმიერი ასეთი სტატია, მიუხედავად მისი სირთულისა და ღირებულებისა დაიბლოკება.

6. ყველა სტატიას აქვს მიმაგრებული facebook კომენტარები, რისი გამორთვის უფლებაც არ აქვს ბლოგერს.


მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.

ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს ვებგვერდზე განთავსებულ სტატიების შინაარსზე!


საიტის ადმინისტრაცია