• georgian flag
  • english flag

რატომ ითხოვს იესო რჯულის ყველა „იოტისა“ და „წერტილის“ დაცვას?


author
გიორგი ჯიჯიეშვილი
A A       813

საკვანძო მუხლები: მათეს სახარება 5:17-18;

რატომ ითხოვს იესო რჯულის ყველა „იოტისა“ და „წერტილის“ დაცვას?

ძალიან ხშირად ტრადიციულ ებრაულ მიდგომას თორის შესახებ ურევენ ქრისტიანულ ლეგალიზმთან. ამასთან ქრისტიანული ლეგალიზმი - ეს არის ხსნის მიღება მორჩილებითა და კეთილი საქმეებით, ხოლო იუდეველთათვის თორა არ არის საქმე, რომელსაც სამოთხისკენ მივყავართ, არამედ ცხოვრებისეული გზაა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა არის სწორი და რა არა. ამას ჰქვია ეთიკა. მაგალითად ავიღოთ დეკალოგის მარტივი მცნება „არ იქურდო“. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანხმდება, რომ ქურდობა ცუდია, ჩვენი აზრები შეიძლება განსხვავდებოდეს, თუ რას წარმოადგენს ქურდობა. თორას მოჰყავს რამოდენიმე მაგალითი იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა ქურდობაში იმ დღეებში. მაგალითად, კანონი, რომელიც დაწერილია გამოსვლის 22:2-ში, ითვალისწინებს სასჯელს სხვისი პირუტყვის ქურდობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლის 22-ე თავში აღწერილი სიტუაცია აშკარაა, ლევიტელთა 6:1-6 მოჰყავს შემთხვევა, როდესაც ვირაც ატყუებს თავის მოყვასს ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც მას შესანახად ჰქონდა გადაცემული. კონტექსტიდან ნათელია, რომ ასეთი სიცრუის დანიშნულებაა ამ ქონების დაუფლება, რაც წარმოადგენს ქურდობას. ამრიგად, მთელი თორის სხვადასხვა კანონები და ასევე წინასწარმეტყველთა გამონათქვამები ეხება პრეცედენტებს, რომელიც განმარტავს დეკალოგში მოცემულ პრინციპებს.

ჩვენს დროში ჩვენს საზოგადოებაშიც იგივეს ვაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ესმის მოპარვა ან მანქანის გატაცება - ქურდობაა, მარაზიების გასახდელებშიც უხსნიან ზოგიერთ კლიენტს, რომ მაღაზიიდან მოპარვა ასევე ქურდობაა. მთავრობა გადასახადების გადამხდელებს უმარტავს, რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდება საგადასახადო დეკლარაციების შესახებ, რომლებიც მალავს მათ რეალურ შემოსავალს, ასევე არის ქურდობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკული კანონებისა და ჩვენი საზოგადოების ნორმების მიხედვით, ტერმინი „ქურდობა“ მოიცავს ქმედებების სხვადასხვა სპექტრს. მეორე მხრივ, საზოგადოებაში მიდის კამათი გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმოადგენს კონკრეტული ქმედება ქურდობას, მაგალითად, დასაქმება ან სოციალური დაზღვევის მიღება ყალბი პირადობის მოწმობით. კონსერვატიული მედია ამას აღწერს დანაშაულად, რომელიც დაკავშირებულია ქურდობასთან, ხოლო მათი ოპონენტები ასე არ თვლიან.

მიუხედავად იმისა, რომ კამათისას სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა მხარეს იკავებენ, მათი პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე, არსებობს ეთიკური ნორმების შექმნის ზოგადი მეთოდი, რომელთა დაცვაც შესაძლებელია შემდეგ მაგალითზე დაყრდნობით. ამ მეთოდს შეიძლება ეწოდოს „შეკვრა და შესუსტება“. „შესუსტება“ არის მცნებების უფრო მკაცრი ინტერპრეტაცია, ხოლო „შესუსტება“ - პირიქით. მაგალითად, თუ ყალბი პირადობის მოწმობა არის წარმოდგენილი, ისინი ვინც თვლიან რომ ამის გამოყენება სამსახურის შოვნის მიზნით არის ქურდობა, „კრავენ“ მცნებას „არ იქურდო“ და ამ ქმედებას ქურდობას უწოდებენ.

ჩვენი ეპოქის პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული, რაბინები დაკავებულნი იყვნენ ეთიკური პრინციპების შემუშავებით. ეს იყო რჯულზე დისკუსიის მიზანი, რომელიც მიშნაში იყო ჩაწერილი II საუკუნეში და გრძელდებოდა თალმუდის ფორმირების პერიოდშიც III საუკუნიდან VII საუკუნემდე. მიშნა არის კოდიფიცირებული (ჩაწერილი) ფარისეული იურიდიული ტრადიცია, რომელიც არსებობდა I საუკუნეში იესოს დროს. ფარისევლები იმას განიხილავდნენ თუ როგორ დაეცვათ თორაში დაწერილი მცნებები.

მაგალითად, დეკალოგის მეოთხე მცნება, შაბათის დღესთან დაკავშირებით, იუწყება: „...ხოლო მეშვიდე დღე - უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო.“ (ებრ. „მელახა“) (გამოსვ. 20:10). თორა და წინასწარმეტყველები მოქმედებების რამოდენიმე მაგალითს აჩვენებენ, რომელიც არღვევს შაბათს. გამოსვლის 16:23 ნათქვამია: „...ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათი; რასაც გამოაცხობთ, გამოაცხეთ და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ; რაც მოგრჩებათ დილისთვის შეინახეთ”. ეს იმას ნიშნავს, რომ შაბათ დღეს საჭმლის კეთება არღვევს მცნებას. გარდა ამისა, გამოსვლის 35:3-ში ნათქვამია: „ნუ დაანთებთ ცეცხლს შაბათ დღეს თქვენს საცხოვრებელში”. მიუხედავად იმისა, რომ თორაში მოცემული ეს ორი განცხადება აღწერს იმ მაგალითებს, რაც არის საქმე- მელახა შაბათ დღეს, წერილი არ შეიცავს შაბათზე აკრძალული საქმიანობის ამომწურავ ჩამონათვალს. ამასთან, იერემია წინასწარმეტყველი აფრთხილებდა იერუსალიმის ხალხს ქარავნის დატვირთვასა და ქალაქის კარიბჭის მეშვეობით საქონლის შემოყვანაზე შაბათ დღეს, ხოლო ნეემია აკრიტიკებდა თავის თანამემამულეებს უფლის დღეს საკვების ყიდისთვის.

ბიბლიაში მოცემული მაგალითები ცხადყოფს, რომ შაბათის დასვენების მცნება არის საკმაოდ რთული და დამაბნეველი მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც ებრაელი ხალხი აწყდებოდა ყოველკვირეულად და რაც ქმნიდა ტრადიციებს. თუმცა შეიძლება სიტყვა „ტრადიცია“ შეიძლება ცუდად და არაბიბლიურად ჟღერდეს, ამ შემთხვევაში ეთიკური ტრადიციების არარსებობა დიდ პრობლემებს იწვევს.

X საუკუნეში იუდაიზმის მთავარ ნაწილს ჩამოშორდა ერთი ჯგუფი. საკუთარ თავს მათ კარაიმები უწოდეს, პირობა დადეს, რომ უარს იტყოდნენ რაბინულ ტრადიციებზე, რომ გაჰყვებოდნენ თორას წერილს. სიტყვების „არ აკეთო საქმე“ მათეული გაგება იყო ძალიან უბრალო. პარასკევს მზის ჩასვლამდე კარაიმები ატარებდნენ მსახურებას, ხოლო შემდეგ ყველა მიიჩქაროდა სინაგოგიდან სახლში. სახლში წვებოდნენ საწოლში და 24 საათის განმავლობაში იყვნენ სახლში, შაბათ დღეს მზის ჩასვლამდე.

საკვანძო შეკითხვა, რომელიც აინტერესებდათ რაბინებს შაბათთან დაკავშირებით, იყო ის რასაც წარმოადგენდა თავად საქმე (მელახა). მათ ამ შეკითხვას პასუხი გასცეს იმ 39 ძირითადი საქმიანობის ჩამოთვლით, რისი გაკეთებაც აკრძალულია შაბათ დღეს. ამ საქმიანობის სახეები მათ აიღეს გამოსვლის წიგნის 25-31 თავიდან, რომელიც საკურთხევლის მშენებლობის დროს იყო აღსრულებული. და რადგან გამოსვლის წიგნის 31-ე თავი მთავრდება სიტყვებით „დაიცავი შაბათი“, რაბინები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თვით ღმერთის სამყოფელი სახლის მშენებლობაც აკრძალულია ამ დღეს.

იუდაიზმში ეთიკური ტრადიციის განვითარება დინამიური პროცესია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა. მაგრამ, ქრისტიანული დენომინაციებისგან განსხვავებით, სადაც საეკლესიო ტრადიცია განიხილება, როგორც მდგრადი ინსპირირებული ავტორიტეტი, ებრაელები არ მიიჩნევენ მიშნასა და თალმუდს როგორც ასეთებს, არამედ იყენებენ ამ იურიდიულ დოკუმენტებს, როგორც პლაცდარმს, ებრაული სამართლებრივი ტრადიციის შემდგომი განვიტარებისთვის, რომელიც ცნობილია როგორც - გალახა. ეს სიტყვა მოდის დესვიდან „გალახ“ - სიარული- და ამრიგად, გალახა- ეს არის ცხოვრებისეული გზა (სიარული ცხოვრების მანძილზე). ქრისტიანებისგან განსხვავებით, ებრაელები არ სვამენ კითხვებს, თუ როგორ უნდა გადარჩნენ და მოხვდნენ მარადისობაში და ტავი აარიდონ ჯოჯოხეთს, არამედ უფრო მეტს ფიქრობენ როგორ იცხოვრონ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაშასადამე, გალახას დაცვას ან ცხოვრების ეთიკის, არაფერი საერთო არ აქვს ტრადიციულ ქრისტიანულ კანონებთან, სადაც მორჩილება ან კეთილი საქმეების შესრულება ადამიანს უხსნის გზას ზეცისკენ.

როგორც კარაიმების მაგალითზე ვხედავთ, მათი კანონიერი ტრადიცია ამკაცრებს შაბათს, კრძალავს თუნდაც უბრალო მოძრაობას, თვლის რომ ეს თორას მცნების დარღვევას წარმოადგენს. ზოგჯერ შეკვრა (უფრო მკაცრი ინტერპრეტაცია) ან შემსუბუქება ხდება პოლიტიკული მიზეზების გამო. მაგალითად, XIX საუკუნეში ადამიანებმა დაიწყეს ელექტროენერგიის გამოყენება. ორთოდოქსალურმა რაბინებმა მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ელექტრული დენი, ანუ ელექტრონების გადაადგილება გაყვანილობის საშუალებით, ცეცხლის სახეობაა და რადგან თორას მცნება კრძალავს ცეცხლის გამოყენებას, აკრძალულია ნებისმიერი რამ, რაც ელექტროჩამრთველის გადართვასთან არის დაკავშირებული, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების ჩართვას. ელექტროენერგიის, როგორც ცეცხლის ისე გაგება, ნაკარნახევი იყო ძირიტადად იუდაიზმის ორთოქსალური პროტესტის მიერ იუდაიზმში რეფორმატორული ტენდენციების წინააღმდეგ. სწორედ მაშინ, XIX საუკუნეში გამოაცხადეს ორთოქსალურმა რაბინებმა, რომ ინოვაციები ეწინააღმდეგება თორას, ელექტროენერგიის ჩათვლით. ეს მაგალითი ასახავს გამოსვლის 35:3-ში ჩაწერილი მცნების უმკაცრეს ვარიანტს.

მეორეს მხრივ, XX საუკუნეში რაბინებმა გამოაცხადეს, რომ სამედიცინო მომსახურება შაბათ დღეს არ შეიძლება მელახად ჩაითვალოს. და ამრიგად, პაციენტის მოთხოვნების დაკმაყოფილება არ არის შაბათის დარღვევა. ასეთი განცხადება ასუსტებს დეკალოგის მე-4 მცნებას. ეს შესუსტება შესაძლებელი გახდა ძველ ებრაულთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეს ებრაულად აღნიშნავს სიტყვა „მელახა“. თუმცა, ებრაულად კიდევ არის ერთი სიტყვა - ავოდა - რომელიც ინგლისურად შეიძლება ითარგმნოს, როგორც საქმე. სიტყვა ავოდას სხვა მნიშვნელობა - არის მომსახურება. რაბინები თვლიან, რომ შაბათის მცნება კრძალავს მუშაობას, მაგრამ არა მომსახურებას, მსახურებას. ამიტომ მათ სამედიცინო მომსახურება ჩათვალეს როგორც მომსახურება და არა საქმიანობა, რომელიც შაბათს არ არღვევს.

რა სარგებლობა მოაქვს ქრისტიანებისთვის რაბინული ეთიკის წვრილმანების შესწავლას?

ყველა ქრისტიანისთვის საინტერესო იქნებოდა, რომ იესომ გამოიყენა რაბინული ეთიკა თავისი ეთიკური პრინციპების წარმოსაჩენად. მაგალითად, მათეს სახარების 23-ე თავში მან თქვა ფარისევლების შესახებ: „"მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი. ამიტომ, ყველაფერი, რასაც გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათი საქმეებისამებრ ნუ იმოქმედებთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არ ასრულებენ. კრავენ მძიმე და ძნელად საზიდ ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს; თავად კი თითსაც არ გაატოკებენ მის სატარებლად.“ (2-4 მუხლები). რაბინული ტერმინოლოგიის ცოდნით, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ფრაზა „კრავენ მძიმე ტვირთს“.

შემდეგ თავში იესოს მოყავს შეკვრის ასეთი მაგალითი: „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში - სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ.“ (მუხლი 23). მიუხედავად იმისა, რომ ტექსტიდან ირკვევა, რომ იესო არ აპირებს მეათედის მცნების გაუქმებას, ის არ ეთანხმება ფარისევლებს, რომლებსაც იქამდე დაყავთ ეს მცნება, რომ ხალხს ავალდებულებენ მწვანილის მეათედის მოტანასაც.

მეორეს მხრივ, იესო კრავს თორას სხვა მცნებებსაც. მთაზე ქადაგებისას ის ამბობს: „მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში.“ (მათე 5:19). ბერძნულ სიტყვაში, რომელიც აქ წერია როგორც „დაარღვევს“, აქვს ფესვი „ლუო“ „დასვენება“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესო აფრთხილებს თავის მსმენელებს მცნებათა თავისუფალი ინტერპრეტაციის წინააღმდეგ, რომელსაც ის უწოდებს „უმცირეს“.

შემდეგ მუხლში ის ასახელებს ერთ-ერთ ამ მცნებას: „გსმენიათ, რომ ძველ ხალხს ეთქვათ: არა კაც კლა! ვინც მოკლავს, მსჯავრდადებული იქნება“ (მათე 5:21). ფრაზა „ძველ ხალხს“ მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ „არა კაც კლა“ არის მეექვსე მცნება დეკალოგიდან, იესო ციტირებს არა დეკალოგს, არამედ დადგენილ ფარისეულ ტრადიციას, რომ მკვლელობა იყო დანაშაული, რომელიც უნდა გამოეძია და გაესამართლებინა სინედრიონს, ქვეყნის უზენაეს სასამართლოს.

მეოთხე მცნების შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც კანონიერი განმარტება იმის შესახებ, თუ რა არის საქმე, წარმოადგენს ეთიკურ პრობლემას, მკვლელობა საკმაოდ განსაზღვრულია. რადგან იმისთვის რომ დადასტურდეს მკვლელობა, უნდა არსებობდეს გვამი და მოტივი. მკვლელი არის ადამიანი, რომელმაც მოკლა სხვა ადამიანი. ამასთან იესო აფართოებს ტერმინს სხვა სიტყვებით: „...ყოველი, ვინც თავის ძმას უმიზეზოდ განურისხდება, სამსჯავროს თანამდები იქნება; ვინც თავის ძმას ეტყვის - რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება; ხოლო, ვინც ეტყვის სულელოო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება.“ (მუხლი 22).

ამ შემთხვევაში, სიტყვების მეშვეობით რაიმე ზიანის მიყენებას, იესო განიხილავს როგორც მკვლელობას. რაბინული ტრადიციების კონტექსტით, იესოს მხრიდან მეექვსე მცნების ასეთი ინტერპრეტაცია არის ძალიან მკაცრი. მათეს 5:19-ის თანახმად, დეკალოგის მეექვსე მცნება, რომელიც ყველაზე პატარა და მოკლეა, არასოდეს უნდა იყოს დასუსტებული და იესომ არსებითად შეუშალა ხელი ამას.

შესაძლებელია თუ არა იესოს მიერ მითითებული მცნების შესრულება მთაზე ქადაგების დროს? ნამდვილად საჭიროა თუ არა თვალის ამოთხრა და ხელის მოჭრა, როდესაც ცდუნება გვაქვს?

ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა ქრისტიანმა სახარების კითხვისას რაბინული კულტურა. იესო იყო რაბინი, როგორც მას უწოდებდნენ მისი მოწაფეები და ის იყენებდა რაბინულ მიდგომებსა და მეთოდებს. ამ ფაქტის უარყოფამ განაპირობა ის, რომ ზოგიერთმა ქრისტიანმა II და III საუკუნეში დაიწყეს საკუთარი თავის დასახიჩრება რათა ცდუნებისთვის თავი აერიდებინათ. ისინი ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ მათეს სახარების 5:29-30 ამბობს: „თუ მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში. თუ მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.“

ეს არის რაბინული ჰიპერბოლის ტიპიური მაგალითი, რაც მიზანმიმართული გაზვიადებაა, რათა აქცენტი გააძლიეროს საკითხზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იესო ხაზს უსვამს სექსუალურ თავშეკავებას: „გსმენიათ, რომ თქმულა: არ იმრუშო. მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (5:27-28).

მეთოდი, რომელსაც იესო იყენებს ამ ეთიკური პრინციპის შესასრულებლად, ეწოდება თორის გარშემო გალავნის აგება. მიშნაში ნათქვამია: „მოსემ მიიღო თორა სინაის მთაზე და გადასცა იესო ნავეს ძეს, იესო ნავეს ძემ უხუცესებს, წინასწარმეტყველებს, წინასწარმეტყველებმა კი ეს მიაწოდეს დიდი კრების ხალხს. მათ თქვეს სამი რამ: „ფრთხილად იყავი სასამართლოში. აღზარდე მრავალი მოწაფე. გააკეთე თორის გარშემო გალავანი“ (პირკეი ავოტ - მამების ეთიკა 1:1).