• georgian flag
  • english flag

ბიბლია ცხოვრების წიგნია


author
Мирза Бадиаури
A A       719

საკვანძო მუხლები: მეორე რჯული 17:19;

1.1.9. ბიბლია ცხოვრების წიგნია

რჯ.17,19 ფს.118,50 იგავ.6,23 მათ.22,29 ინ.5,[39].40; 6,63; 2ტიმ.3,16 ებრ.4,12

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 17
19. და თავისთან იქონიოს და იკითხოს იგი მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს შიში უფლისა, თავისი ღმერთისა, რომ დაიცვას ამ რჯულის ყოველი სიტყვა და შეასრულოს წესები.

ფსალმუნი 118
50. ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამაცოცხლა.

იგავნი 6
23. რადგან მცნება სანთელია და მოძღვრება – სინათლე, ცხოვრების გზა კი – დამრიგებლური შეგონება.

მათე 22
29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა.

იოანე 5
39. წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის.
40. თქვენ კი არ გსურთ მოხვიდეთ ჩემთან, რათა სიცოცხლე გქონდეთ.

იოანე 6
63. სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე.

2ტიმოთე 3
16. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში.

ებრაელთა 4
12. რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს.