საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის (ე. წ 50-იანული ეკლესიის) ისტორია
ვასილ ნებიერიძე |
A A 1548 |
საკვანძო მუხლები:
XIX საუკუნის მეორე ნახევარში კავკასიაში მოღვაწეობას იწყებს შვედური მისია, რომელსაც, მოგვიანებით, «სინათლე ხალხისთვის» ეწოდა და რომელმაც საქართვე- ლოში ორმოცდაათიანელთა წინამორბედის როლი შეასრულა.
საქართველოში ორმოცდაათიანელთა პირველი თემები 1918 წლის ახლო ხანს აბასთუმანსა და თბილისში თურქეთიდან გამოსახლებული რუსების ბაზაზე ჩამოყა- ლიბდა, მაგრამ მათ არ ჰყავდათ ხელდასხმით ნაკურთხი ხუცესი, რის გამოც წყლით
ნათლობა არ ხდებოდა. თბილისში პირველი ნათლობა 1942 წელს შედგა, რაც უკრაინიდან ჩამოსულმა ხუცესმა, ვასილ ბიზიაევმა, შეასრულა.
1929-1930 წლებში დასავლეთ საქართველოში უკრაინიდან, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებიდან ჩამოვიდა ხალხი, რომელიც მძვინვარე შიმშილობას გამოექ- ცა. მათ შორის იყვნენ ორმოცდაათიანელებიც, რომლებმაც ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში, ცხაკაიაში, ნატანებში, მერიაში, ციხისძირში, სუფსასა და ქუთაისში პატარ-პატარა გეტოები შექმნეს.
1932 წელს საქართველოში ორმოცდაათიანელთა პირველი მასიური დაპატიმრება მოხდა. ერთ კვირაში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 300 ორმოცდაათიანელი მორწმუნე დააკავეს და ფოთის პორტიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მათი ბედი დღემდე უცნობია.
რეპრესიების მიუხედავად, ანალოგიური ეკლესიები მალე ჭიათურაში, გორში, გუდაუთასა და სოხუმშიც იქმნება.
ორმოცდაათიანელთა პირველი ქართულენოვანი ჯგუფი 1945 წელს გორში შეიქმნა. მისი ხელმძღვანელები გიორგი (ჟორა) კოჭლავაშვილი და ბესარიონ კურმაშვილი იყვნენ.
1951 წელს ახალი მასიური დაპატიმრება მოხდა. ამ დროს თბილისის ეკლესიაში სიით 87 მორწმუნე ირიცხებოდა, მათგან 40 დააპატიმრეს. ხელმძღვანელ პირებს 25- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო დანარჩენებს — 8-10 წელი.
მართალია, 1953 წლიდან, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ორმოცდაათიანელთა დევნა შენელდა, პატიმრების დიდი ნაწილი გაათავისუფლეს, მაგრამ 1961 წელს მასობრივი დაპატიმრებები კვლავ განახლდა. ამ წელს მარტო თბილისში 14 ორმოცდაათიანელი დააპატიმრეს, უმრავლესობა მეორედ მისცეს სამართალში. გორის ეკლესიიდან ღვთისმსახურების დროს დააპატიმრეს გიორგი (ჟორა) კოჭლავაშვილი და ბესარიონ კურმაშვილი. მორწმუნებზე ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური, ასევე მორალური ზეწოლა.
ამ პერიოდში პროტესტანტი ორმოცდაათიანელები სიმტკიცითა და სარწმუნოებისადმი ერთგულებით გამოირჩეოდნენ. ახალგაზრდები მკაცრად ემიჯნებოდნენ კომუნისტურ იდეოლოგიას. საბჭოთა კავშირის მასობრივი ინ- ფორმაციის საშუალებები მიმართული იყო იქითკენ, რომ ხალხში ზიზღი გაეღვივებინა ორმოცდაათიანელი მორწმუნეების მიმართ. ამ ნიშნითაა აღბეჭდილი მაშინდელი ფილმები: «ღრუბლები ბორდსკის თავზე», «სასწაულმოქმედი ბირულევოდან», «ეს ყველას აღელვებს», «მოციქულები ნიღბების გარეშე» და სხვ. იბეჭდებოდა ათასგვარი ცილისწამებლური წერილები. 1964 წელს საქართველოს ორმოცდაათიანელთა ეკლესიის საწინააღმდეგოდ გამოვიდა ჟურნალი «წყვდიადი».
1970 წელი საქართველოს ორმოცდაათიანელების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. ამ წელს უკრაინიდან ჩამოვიდა ეპისკოპოსი ნიკოლაი კამინსკი. მან ქართულენოვანი ეკლესიის ხუცესად აკურთხა გიორგი კოჭლავაშვილი, ხოლო
რუსულენოვანი ეკლესიის ხუცესად ალიოშა სლივკოვი, დიაკვნად — ტიმოთე ბიზი- აევი. 1980 წელს საქართველოში ორმოცდაათიანელთა ეკლესიების რიცხვი საკმაოდ გაიზარდა. 1981 წელს უკრაინიდან ჩამოსულმა ეპისკოპოსებმა ა. ლევჩუკმა და ნ. მარტიანოვიჩმა ხუცესად ხელდასხმით აკურთხეს ოლეგ ხუბაშვილი და რომან გაჩე- ჩილაძე.
საქართველოს ორმოცდაათიანელთა ეკლესია მჭიდროდ ურთიერთობს ამერიკისა და ევროპის ანალოგიურ ეკლესიებთან და მისიებთან. აღსანიშნავია თანამშრომლობა გერმანიის საერთაშორისო ქრისტიანულ მისიასთან — «ნეემია», შვედურ მისიასთან — «სინათლე ერებისთვის» და ამერიკის საერთაშორისო ქრისტიანულ მისიასთან «საღვთო ასამბლეა».
ორგანიზაცია: სტრუქტურა და იერარქია. საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, რომლის წარმომადგენლობითი ცენტრი თბილისშია, არის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიების ერთიანობა. ადგილობრივ ეკლესიებზე ზედამხედველობა ხორციელდება უფროსი ეპისკოპოსის მიერ, დამხმარე ეპისკოპოსებთან ერთად, რომლებიც ერთობლიობაში წარმოადგენენ სულიერ საბჭოს (შდრ. საქ. 15: 2-4). თითოეულ ადგილობრივ ეკლესიას ჰყავს ხელდასხმული ეპისკოპოსი, ხუცესები და დიაკვნები (შდრ. ფილიპ. 1:1).
ურთიერთობა სახელმწიფოსთან. სახელმწიფოსთან დამოკიდებულების საკითხში ორმოცდაათიანელების სხვადასხვა ფრთა სხვადასხვა პოზიციას ამჟღავნებს. ასეა საქართველოშიც. საქართველოს ორმოცდაათიანელების ნაწილი (უმცირესობა) სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და რეგისტრაციაში არ ტარდება, ნაწილი კი (უმრავლესობა) ამ საკითხში ლოიალურია და რეგისტრაციის სურვილს გამოთქვამს. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო, პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად (რომ. 13), ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტია, რომლის მიზანს საზოგადოებაში წესრიგის მიღწევა წარმოადგენს.
საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ერთ დოკუმენტში ვკითხულობთ: «ქრისტიანი, ისე როგორც საზოგადოების თითოეული წევრი, ხელისუფლების მორ- ჩილი უნდა იყოს და თავისი ქვეყნის კანონების შესაბამისად უნდა იცხოვროს. მოთხოვნილებების დადგენა სახელმწიფოს უფლებაა და ჩვენ ვალდებულნი ვართ ის შევასრულოთ. სამოქალაქო კანონთა დარღვევა, თუ ისინი ღვთის განაწესთან კონფლიქტში არ შედიან (შდრ. საქ. 4:19; 5:29), მორწმუნეებს სახელმწიფოს მხრიდან სასჯელს, ხოლო ღმერთის მხრიდან მსჯავრის დადებას მოუტანს (რომ. 13:2).
საგანმანათლებლო საქმიანობა. ქართველი სახარების რწმენის ქრისტიანები ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებენ, რომ მეცნიერება და კულტურა სწორედ რელიგიის წიაღიდან აღმოცენდა.
ამიტომ ქართველი ორმოცდაათიანელები განათლებას დიდ ყურადღებას აქცევენ. 1992 წელს თბილისში გაიხსნა ბიბლიური კოლეჯი, რომელიც 1994 წლამდე ფუნქცი- ონირებდა. ამ ხნის განმავლობაში საღმრთო წერილში 60 მორწმუნე განისწავლა. 1994 წელს ამერიკელ მისიონერთან, ბერტ კლენ-დენენთან, თანამშრომლობით თბილისში გაიხსნა ახალი სამთვიანი საღვთო სწავლების კოლეჯი. 3 წლის განმავლობაში საქარ-
თველოს სხვადასხვა კუთხიდან კურსი 212 მსმენელმა გაიარა. 2000 წელს თბილისის ეკლესიის ბაზაზე ერთწლიანი ბიბლიური კოლეჯი ჩამოყალიბდა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.
2001 წელს თბილისში, საერთაშორისო ორგანიზაცია «ღვთის ასამბლეასთან» თანამშრომლობით, საქართველოს «სახარებისეული ქრისტიანული თეოლოგიური ინსტიტუტი» გაიხსნა, რომელსაც ორწლიანი პროგრამა აქვს. 6 წლის მანძილზე ეკლესიის მსახურის დიპლომი 50 სტუდენტს მიენიჭა. 2003 წელს სამწლიანი ხუცესთა სკოლა გაიხსნა, სადაც ხუცესის დიპლომი 35 მსმენელმა მიიღო. 2006 წელს ხუცესთათვის ჩამოყალიბდა დამხმარე სასწავლო ჯგუფი.
საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიებში სხვადასხვა წლებში გამოდიოდა ჟურნალ-გაზეთები: «იმანუელი», «ნუგეშისმცემელი», «მშვიდობა თქვენდა», «ახალგაზრდული», «ჩვენი სარბიელი» და «სამკალი». ითარგმნა ცნობილი ღვთის- მსახურების ბერტ კლენდენენის, კენეტ ხეიგინის, რიკ ჯოინერის, ბენი ხინის, ულფ ეკმანისა და სხვათა წიგნები.
ქველმოქმედება. ორმოცდაათიანელთა ეკლესიები აქტიურად მოღვაწეობენ სოციალურ პროგრამებზე და ხელს უწყობენ საზოგადოებაში მშვიდობისა და ჰარმონიის დამკვიდრებას.
ეკლესიებს სხვადასხვა სოციალური პროგრამები აქვთ: ბავშვთა სახლებსა და ინტერ-ნატებში აღმზრდელობით საქმიანობაში მონაწილეობა, დაუძლურებულ ადამიანთა მეურვეობა, პატიმართა ზნეობრივი მხარდაჭერა, ფსიქოლოგიური, სულიერი და მატერიალური დახმარების აღმოჩენა ადამიანებისათვის, რომლებიც რისკის ჯგუფში შედიან.
1992 წლის 10 ივნისს გაიხსნა «სრულიად საქართველოს სახარების რწმენის ქრისტიანთა ასოციაცია», რომლის ბაზაზე უფასო სასადილო დაარსდა. 1996 წლამდე ეს სასადილო ყოველდღიურად 300-ზე მეტ ხელმოკლე ადამიანს მასპინძლობდა. მათ, ვისაც სასადილომდე ფიზიკურად მოსვლა არ შეეძლო, ეკლესიის წევრები საკვებ პროდუქტებს სახლში აწოდებდნენ.
9 აპრილს მოწამლულებს, ასევე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს საქართველოს ორმოცდაათიანელთა ეკლესიამ მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება აღმოუჩინა.
დღევანდელობა. საქართველოში სხვადასხვა ტრადიციისა და სტილის ორმოცდაათიანელთა ეკლესიები არსებობს. მათგან სამი ძირითადი ჯგუფი გამოიყოფა: 1. ტრადიციული ქართულენოვანი, 2. ტრადიციული რუსულენოვანი და 3. ქარიზმატები (როგორც ქართულენოვანი, ისე სხვაენოვანი).
ყველაზე მრავალრიცხოვანი ის ორგანიზაციაა, რომელსაც ოლეგ ხუბაშვილი ხელმძღვანელობს. მის იურისდიქციაში მყოფი ეკლესიების ცენტრი თბილისშია, მაგრამ რეგიონალური ცენტრებიც არსებობს კახეთში, ქართლში, იმერეთში, აჭარასა და გურიაში.
პერესტროიკის დროს (ე.წ გარდაქმნა )
ორმოცდაათიანელთა დევნა შეწყდა, მაგრამ საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემებმა კვლავ იჩინა თავი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურებისთანავე. პიროვნებები და ჯგუფები, რომლებიც მართლმა- დიდებლებად არიან ცნობილი, ორმოცდაათიანელთა საჯარო შეკრებებს, მისიონერულ აქციებსა და საქველმოქმედო ღონისძიებებს, ხშირ შემთხვევაში, ობსტრუქციას უწყობდნენ, რაც, არც თუ იშვიათად, თავდასხმებში, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და კერძო საკუთრების ხელყოფაში გამოიხატებოდა. შედგა რამდენიმე სასამართლო პროცესი, რომელთაგან ყველა ბრალდებული მხარისათვის სასურველი განაჩენით დასრულდა.
ყველზე ხმაურიანი თავდასხმები თბილისის ორმოცდაათიანელთა რუსულენოვანი ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელდა. ეს ეკლესია ღვთისმსახურებას 2002 წლის დასაწყისიდან პრესვიტერის, ნიკოლაი კალუცკის, ბინაში ატარებს (დავით გარეჯელის ქუჩაზე). სამი წლის მანძილზე (2002-2004) აღნიშნული ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე პერიოდულად იკრიბებოდნენ ადამიანები (საერო და სასულიერო პი- რები), რომლებიც მლოცველებს ლანძღავდნენ, ზოგჯერ სახლში უვარდებოდნენ და სცემდნენ. ერთ-ერთი თავდასხმის დროს ნ. კალუცკის მეუღლემ ტვინის შერყევა მიიღო. პოლიციელები ძალადობის აღმკვეთ ზომებს არ მიმართავდნენ და მოპიკეტეების მიმართ სიმპათიებს დაუფარავად გამოხატავდნენ. მხოლოდ საერთა- შორისო ორგანიზაციების ჩარევამ აიძულა ისინი, რომ მორწმუნეთა კონსტიტუციური უფლებები დაეცვათ.
საქართველოში (აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის გამოკლებით) ორმოცდაათიანელთა ეკლესიების საერთო რიცხვი 120-ს აღემატება. მორწმუნეთა რაოდენობა 10 000-ს აღწევს. მათგან აქტიური წევრია 7 000.
წყარო : http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8483/1/Religiebi_Saqartveloshi.pdf
P.s აღნიშნული ისტორიული მოკვლევა ,მოიცავს 2008 წლამდე პერიოდს, ამჟამინდელი მდგომარეობით, სახარების რწმენის ეკლესია .აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ აქტიურობაში!
ეწყობა ყოველწლიული ახალგაზრდული ბანაკები,
პერმანენტულ სახეს ატარებს სახალხო ევანგელიზაციები!
მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პერიოდულად ,ქვეყანაში ჩამოდიან მსოფლიოში ცნობილი მახარებლები და მქადაგებლები.
სახარების რწმენის ეკლესიის ბაზაზე. გაჩაღებულია ბეჭვდითი და მთარგმნელობითი ლიტერატურული სამუშაოები.
ამ შრომის მარგალიტია, უშუალოდ საქართველოს სახარების ეკლესიის ბაზაზე
თარგმნილი 2015 წელს დაბეჭდილი ბიბლია .რომლის ანალოგიც თანამედროვე ქართულ სალაპარაკო ენაზე არ ყოფილა .
ბიბლია, მაქსიმალურად მიახლოვებულია ორიგინალ ტექსტს.
ბიბლია, მოიცავს საჭირო და აუცილებელ კომენტარებს და განმარტებებს. რომელიც ამარტივებს წმინდა წერილის აღქმადობას .
ეკლესიაში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს განათლების გეგმიური კურსი.
საგანმანათლებლო კურსი მოიცავს შემდეგ საფეხურებს. დაწყებითი ერთწლიანი კოლეჯი, ( დღის და საღამოს კოლეჯი)
კოლეჯები თბილისის ეკლესიის გარდა. ფუნქციონირებს სხვადასხვა ქალაქებშიც
ქობულეთი, ოზურგეთი, ( სოფ შრომა) ფოთი, ზესტაფონი, საჩხერე, კასპი, გორი, რუსთავი,
გურჯაანი, თელავი, ახმეტა, დედოფლისწყარო,
მცხეთა ( სოფ ნაოზა)
შემდეგი საფეხური ორწლიანი ინსტიტუტი როგორც დასწრებული ფორმით, ასევე დაუსწრებელი ფორმით,
( სადაც ადგილობრივი მასწავლებლების გარდა ასწავლიან მოწვეული უცხოელი პედაგოგები)
ამ ყველაფერს მოჰყვება ერთწლიანი ბაკალავრის კურსი.
დრო გამოშვებით, ეკლესიის ტერიტორიაზე იმართება სხვადახვა სწავლებითი სემინარები .
საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია.
საქართველოს მასშტაბით ,მოიცავს თითქმის ყველა დიდ ქალაქს და
ადმისტრაციულ ცენტრებს .ასევე
სოფლებსაც :
ბათუმი,
ქობულეთი,
ოზურგეთი,( ასევე სოფელი შრომა)
ფოთი ,
ზუგდიდი,
სენაკი,
ხობი( სოფელი საჯიჯაო)
სამტრედია,
ვანი,
ხონი,
ზესტაფონი( თბილისის ეკლესიის შემდეგ რაოდენობით ყველაზე მეტი ეპისკოპოს რომან გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით)
ჭიათურა /საჩხერე
კასპი
გორი
მცხეთა ( ასევე სოფ მუხრანი, სოფ საგურამო, )
თბილისი
რუსთავი
გურჯაანი
თელავი
ახმეტა
დედოფლისწყარო
-პოსტკრიპტუმის ავტორი ვასილ ნებიერიძე