• georgian flag
  • english flag

პროტესტანტი


author
გიორგი ჯიჯიეშვილი
A A       1045

საკვანძო მუხლები: მოციქულთა საქმეები 1:8-9;

პროტესტანტი
მე ვარ პროტესტანტი. ხშირად გვითქვამს ეს სახელწოდება ჩვენი ახლობლებისათვის ნათესავებისათვის , მაგარმ რამდენად გვიფიქრია ამ სახელწოდების მნიშვნელობაზე ? ჩვენ საბჭოთა წარსულის ქვეყანა ვართ და ასე თუ ისე საბჭოთა კავშირის მსოფხედველობამ გარკვეული სტერეოტიპული წარმოდეგანა დაუტოვა ჩვენს ახლობლებს ან ნათესავებს სიტყვა პროტესტანტან მიმართებაში მაგალითად ზოგს გონია რომ სიტყვა პროტესტანტი ნიშნავს რომ თითქოსდა რამეს ვაპროტესტებთ , ზოგს გონია რომ ჩვენ ვიღაც ამერიკული სექტანტები ვართ. დღეს მინდა მოკლედ განგიმარტოდ ამ სიტყვის პირვანდელი მნიშვნელობა და თუ სინამდვილეში რას ნიშნავდა ეს სიტყვა: ეს სიტყვა მოდის ლათინური სიტყვისაგან პროტესტარი - რაც თარგმანში ნიშნავს „საჯაროდ დამოწმებელი“ . შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა რას ვამოწმებთ საჯაროდ ? აქ შეიძლება ბევრი ვთქვად მაგრამ მე მინდა მოკლედ მთავარი აზრი გადმოგცეთ. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პროტესტანტებისათვის წმინდა წერილი ბიბლია არის უპირობო და უალტერნატივო ავტორიტეტი , ის არის უცდომელი ღმერთის ცოცხლი სიტყვა, რომელიც სულიწმიდის შთაგონებით დაიწერა უშეცდომოთ. ეს აბსოლიტურად ყველამ ზეპირად უნდა ვიცოდეთ გარდა ამისა პროტესტანტებს გვაქსვ ხუთი განქმული თეზისი : პირველი Sola Scriptura -მხოლოდ წმიდა წერილი . გვწამს, ვსწავლობთ და ვაღიარებთ -( ანუ საჯაროდ ვამოწმებთ-პროტესტარი) რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი და აბსოლიტური სტანდარტი, რომლის მეშვეობით მოწმდება და ფასდება ყველა სწავლება და დოგმატები ეს არის წმინდა წერილი- ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა -ბიბლია.{2ტიმ.3:16} მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში.
მეროე : Sola fide - მხოლოდ რწმენით . გვწამს და საჯაროდ ვაღიარებთ . რომ გამართლება არის მხოლოდ რწმენით და არა საქმებით ან სხვა და სხვა რიტუალებით ჩვენ ვაღიარებთ საქმებს მაგრამ ის არ უსწრებს რწმენას საქმები რწმენის გამოვლინება ანუ იგივე რწმენის ნაყოფები {რომ.4:6-7-8}
როგორც დავითიც ამბობს იმ ადამიანის ნეტარებაზე, რომელსაც ღმერთი საქმეთა გარეშე უთვლის სიმართლეს:
ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა.
ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი.
• მესამე: Sola gratia -მხოლოდ მადლით . გვწმას და საჯაროდ ვაღიარებთ. რომ გადარჩენა ეს არის ღვთის მადლით. ადამიანი ვერანაირად ვერ დაიმსახურებს თავისი კეთილი საქმებით გადარჩენას, მადლით გადარჩენა ეს არის ღმერთის საჩუაქარი და მას ადამიანი მხოლოდ და ხმოლოდ რწმენით იღებს .{ეფეს.2:8-9} ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია.
არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს,
მეოთხე: Solus Christus -მხოლოდ ქრისტე. გვწამს და საჯაროდ ვაღიარებთ რომ იესო ქრისტეა არის ერთადერთი და ულეტრნატივო შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის {1ტიმ.2:5}
ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი - კაცი ქრისტე იესო,
• მეხუთე: Soli Deo gloria- მხოლოდ ღმერთს დიდება . გვწმას და საჯაროდ ვაღიარებთ: რომ მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის დიდება და თაყვანისცემა, არცეთ ქმნილებებს არ უნდა მიენიჭოს ღმერთივით თაყვანისცემა და დიდება. {გამ.20:2-6} მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.
და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.
აი ამის თქმა მინდოდა მოკლედ რომ ჩვენ პროტესტანტები ვართ საჯაროდ დამოწმებელი ქრისტეს სწავლებისა {საქ.1:8}
არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.