ბოროტებას მიზეზი არ სჭირდება
ნოდარ(Admin) ყარაშვილი |
A A 20843 |
საკვანძო მუხლები: დაბადება 4:2-8;
რა არის ბოროტება? საიდან წარმოიშვა ის და რატომ არის, რომ უამრავ ადამიანს უჩნდება კითხვა საიდან მოდის და რატომ არსებობს ამდენი ბოროტება? ფაქტი ის არის, რომ ყველა ადამიანში არსებობს რაღაც დოზით ბოროტება, რის შედეგებსაც განვიცდით ცხოვრებაში, თუმცა ამ სტატიის მიზანი არ არის ბოროტების არსის ახსნა. არც ვეცდებით ბოროტების წარმოშობის შესახებ ისეთი კითხვები დავსვათ რომელზე პასუხის გაცემაც რთულია და სუბიექტურ შეხედულებებზე იქნება დამყარებული. ჩემი მთავარი მიზანია წმინდა წერილის ერთ მონაკვეთზე დაყრდნობით ავხსნა ბოროტების თვისებები და როგორ იდგავს ის ფესვს ადამიანის გონებაში და გულში. ბოროტება ჩემი შეხედულებით ძალიან გავს ვირუსულ დაავადებას, რომლის მთავარი გადამტანები თავად ადამიანები ვართ; ბოროტებაში რათქმაუნდა არ ვგულისხმობ მხოლოდ მკვლელობას, ქურდობას ან რაიმე სახის ძალადობას ერთი ადამიანის მხრიდან მეორეზე. ბოროტებაში იგულისხმება: შური, წყენა, უპატიებლობა, ეჭვი, სიზარმაცე, ცინიზმი, ტყუილი, ფუჭსიტყვაობა, უიმედობა, ურწმუნოება და ა.შ უამრავი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ, მეტსაც გეტყვით, წმინდა წერილის თანახმად ადამიანს რომელსაც ძალუძს სიკეთის გაკეთება და ის ამას არ აკეთებს, ეს უკვე ბოროტებად ეთვლება. თავს ანგელოზად არ გამოვიყვან და სტატიის დასაწყისშივე გამოგიტყდებით, რომ ზემოთ ჩამოთვლილ რომოდენიმე სენისგან მეც ვერ განვთავისუფლებულვარ, თუმცა რათქმაუნდა ვცდილობ ღვთის შეწევნით;
ეს სტატია ეყრდნობა დაბადების წიგნს, კერძოდ ისტორიას კაენსა და აბელზე. ეს ადგილი ძალიან საინტერესოა რამოდენიმე ფაქტის გამო:
1 ბიბლიის თანახმად აქ მოხდა პირველი მკვლელობა კაცობრიობის ისტორიაში.
2 კეთილის და ბოროტების გარჩევის უნარის მქონე ადამიანს პირველად ეძლევა საშუალება გააკეთოს სწორი არჩევანი.
ყველამ კარგად ვიცით ეს ისტორია თუ როგორ კლავს კაენი აბელს. ისტორია ძალიან მოკლედ, რამოდენიმე მუხლში, არის აღწერილი ბიბლიაში, თუმცაღა ადამი და ევას არჩევანთან ერთად, კაენის არჩევანიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს შემდგომ კაცობრიობის ისტორიაში.
ეს ისტორია არის კაენში ბოროტების გამარჯვებაზე. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ბიბლიის ამ მონაკვეთიდან?
ბოროტებას მიზეზი არ სჭირდება
მოდით დავაკვირდეთ ისტორიას კარგად და დავადგინოთ მთავარი მოტივი რა შეიძლება გამხდარიყო მიზეზი კაენის განაწყენებისა ? როგორც იცით აბელი მეცხვარე იყო ხოლო კაენი მიწათმოქმედი, არანაირი საქმიანი ურთიერთობა მათ არ ქონდათ რის გამოც შესაძლოა ერთმანეთს გადაკიდებოდნენ, რადგან განსხვავებულ საქმიანობაში იყვნენ ჩაბმულნი. ზუსტად თანაბარი მისადგომი ქონდათ ღმერთთან, როგორც აბელს შეეძლო უფალთან მიდგომა ანალოგიურად შეეძლო კაენს, ერთიც სწირავდა მსხვერპლს და მეორეც, არანაირი პრივილეგია არ ქონია აბელს! გარდა ამისა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ისინი ძმები იყვნენ. აბელი იმ პერიოდისთვის კაენის ერთადერთი ძმა იყო! თუ ამ ფაქტებს კარგად დავაკვირდებით ნათლად დავინახავთ, რომ ერთი შეხედვით კაენს არანაირი მიზეზი არ ქონდა იმ დონეზე გაბოროტებულიყო, რომ მისი ძმის მოკვლის სურვილი გაჩენოდა. მაგრამ! ბოროტების ერთერთი თვისება ის არის რომ მიზეზი არაა საჭირო, თუ ბოროტება არსებობს შენში და მის წინააღმდეგ არაფერს აკეთებ, ის თავად იპოვის მიზეზს რომ გაგხადოს იარაღი მის ხელში. ხშირად ადამიანები ვაბრალებთ, გარემოებებს, მეგობრებს, სიტუაციებს, საზოგადოებას სადაც ვიმყოფებით და ვცდილობთ ავხსნათ, თავი ვიმართლოთ და მსხვერპლად წარმოვჩნდეთ, ვითომდა ჩვენში არსებულ წყენის, უპატიებლობის, თუ სხვა ბოროტების მიზეზი ჩვენს გარშემომყოფები არიან, ზოგი იცვლის მეგობრებს, საზოგადოების გარკვეულ წრეს და ეძებს სხვა ადგილს იმის გამო, რომ მიაჩნია, მასში არსებული ბოროტების მიზეზი სხვები არიან, თუმცა ზემოთ მოყვანილი ისტორიიდან კარგად ჩანს, თუ ადამიანმა საკუთარ თავში ბოროტების დაძლევა ვერ შეძლო ვერ იპოვის იდეალურ ადგილს სადაც მასში არსებულ ბოროტებას დაძლევს!
ბოროტებას საზღვარი არ აქვს.
ბოროტება საკმარისი არასოდეს არის, თუ ბოროტმა აზრებმა შემოაღწია ადამიანში და ეს ადამაინი მის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებს ტყუილად აქვს ილუზია იმისა, რომ ეს ბოროტება ერთიდაიგივე ადგილზე იქნება გაჩერებული, წარმოიდგინეთ კანში არსებული წყენა მისი ძმის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მის ძმას ბრალი არ მიუძღოდა არც მისი და არც ღმერთის წინაშე, მაინც მისი მკვლელობით დასრულდა. ბოროტება ღრმად იდგავს ფესვებს ადამიანის გულში ამიტომ აუცილებელია მისი გაჩენისთანავე გამოვუცხადოთ ბრძოლა და არ მივცეთ უფლება ჩვენში არსებულ ამ სენს, მიეცეს საშუალება გარემოგვიცვას და უფალთან და გარშემომყოფებთან მოზიარეობის სურვილი და საშუალება დაგვაკარგვინოს.
ბოროტების ირონია.
წარმოიდგინეთ არ ვიცით ბიბლიის შესახებ, არც კაცობრიობის ისტორია, და ასეთი კითხვა დაგვისვეს როგორ ფიქრობთ სად შეიძლებოდა მომხდარიყო პირველი მკვლელბა და ვის ვინ შეეძლო მოეკლა? არ ვიცი რა პასუხს გავცემდი ამ კითხვას, მაგრამ ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პირველად ადამინი თავის ერთადერთ ძმას მოკლავდა! ეს არის ბოროტების ირონია სიკეთის, სიყვარულის, ძმობის, მეგობრობის მიმართ და ნათლად გვანახებს, რომ ადამიანები ღმერთის გარეშე არარაობები ვართ. ბოროტების მიზანია ძმას ძმა შეაძულოს, მეგობარს მეგობარი, საყვარელ ადამიანს საყვარელი ადამიანი, ის იბრძვის იქ სადაც სიყვარულია. წარმოიდგინეთ პირველი მკვლელობა დედამიწაზე მოხდა არცთუისე შორეულ მომავალში ადამიანის შექმნიდან, და არც მეტი არც ნაკლები ის მოხდა ძმებს შორის. ამიტომ მნიშვნელოვანია კარგად ჩავუკვირდეთ საკუთარ თავს, მუდამ ვიფრთხილოთ რათა ბოროტებამ არ იზეიმოს ჩვენს გულში.
ბოროტებას მიზეზი არ სჭირდება, ბოროტება თავად პოულობს მიზეზებს, ის არის ირონიული ყოველგვარი სიკეთის მიმართ და მას საზღვარი არ აქვს, ის იბრძოლებს მანამ სანამ არ დაანგრევს ყველაფერს შენს გარშემო შენს მიერ, თუ ბრძენნი არ ავღმოჩნდებით და სიყვარულს არ ავირჩევთ ჩვენი ცხოვრების მეგზურად, არ დავუპირისპირდებით ჩვენში არსებულ ბოროტებას, რაც ადამიანურად შეუძლებელია. მოვიშველიებ ქრისტეს სიტყვებს “არავინაა კეთილი გარდა ერთი ღმერთისა”. თუ გვინდა დავამარცხოთ ბოროტება აუცილებლად უნდა დავდგეთ ღმერთის მხარეს!