• georgian flag
  • english flag

ესთერის წიგნი და აპოკალიფტური წინასწარმეტყველებები


author
გიორგი ჯიჯიეშვილი
A A       1205

საკვანძო მუხლები: ეზრა 7:13-14; ეზრა 4:5-6; ნეემია 4:6-6; ესთერი 1:1-22;

უძველესი დროიდან რაბინებმა შენიშნეს, რომ მეგილათ ესთერი არის ერთადერთი წიგნი ბიბლიაში, რომელშიც პირდაპირ არ არის ნახსენები ღვთის სახელი. სწორედ ამ მიზეზით ხდება ებრაულ კულტურაში, რომ ესთერის, მორდექაისა და ამანის ისტორიაზე დაყრდნობით იქმნება მრავალი იუმორისტული პიესები, რომლებიც იწოდებიან როგორც ფურიმშპილ.

მიუხედავად იმისა, რომ ესთერში აღწერილი ისტორიული მოვლენები ეჭვს არ იწვევს, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ წიგნი წმინდა წერილში საკმაოდ გვიან დაკანონდა. ეს ვარაუდი ემყარება იმ ფაქტს, რომ ბიბლიური წიგნების ფრაგმენტებს შორის, რომლებიც ძვ.წ. აღ II-I საუკუნეებით თარიღდება და ქუმრანშია აღმოჩენილი, ესთერის წიგნიდან არცერთი არ არის ნაპოვნი. მიუხედავად ამისა, სწორედ ესთერის ცხოვრებასთან დაკავშირებული მოვლენები არის ამოსავალი წერტილი, რომელიც ემსახურება ორი ყველაზე მნიშვნელოვანი აპოკალიფტური პერიოდის დასაწყისს, რომელთაგან ერთი უმთავრესი მნიშვნელობისაა მათთვის, ვინც თვლის, რომ იესო ნაზარეველი, რომელიც ჯვარს აცვეს ახ.წ.აღ 31 წელს, არის მაშიახი.

ესთერის წიგნის ისტორიული კონტექსტი

იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა კავშირშია მეგილათ ესთერი, აპოკალიფტურ წინასწარმეტყველებებთან, აუცილებელია შევისწავლოთ ის ისტორიული პერიოდი, რომელშიც ხდებოდა ის მოვლენები, რომლებიც აღწერილია ამ წიგნში. სინოდის თარგმანის გადმოცემის თანახმად, 1-ლი მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი გადმოსცემს, რომ მოვლენები ხდება „არტაქსერქსეს ხანაში“. ქართულენოვანი მკითხველებისთვის აქ დაუყონებლივ ჩნდება ერთი სერიოზული პრობლემა. მასორეტული ტექსტის თანახმად, ივრითულად სპარსეთის მეფის სახელი არის - ახაშვეროში. სამწუხაროდ, თარგმნისას სახელების თარგმნა ხშირად დამახინჯებულია იმის გამო, რომ სინოდური თარგმანის რედაქტორები ხშირად იყენებდნენ თარგმნებას, რაც არსებობდა თანახის ბერძნულ თარგმანებში. ამ შემთხვევაში, ეს არის ის ფაქტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას იწვევს.

საქმე იმაშია, რომ სინოდური ბიბლია იყენებს არტაქსერქსეს სახელს ასევე იმ მეფესთან მიმართებაში, რომელიც ეზრას წიგნშია ნახსენები (4:7; 6:14; 7:8) და ნეემია 4:6, და როგორც ებრაულად ასევე მასორეტულ ტექსტში, ჟღერს როგორც არტახშასტა (არტასასტა). სწორედ არტახშასტა ყველა ისტორიულ ცნობარში ითარგმნება, როგორც არტაქსერქსე. საუბარია არტაქსერქსე I-ზე, რომელიც განაგებდა ძვ.წ.აღ 465 – 425 წლებში.

ესთერის წიგნში საუბარი არის ახაშვეროშზე, რომელიც ისტორიულ ლიტერატურაში ცნობილია როგორც ქსერქსე I, რომელიც მართავდა მედო-სპარსეთს ძვ.წ.აღ 486 დან-465 მდე. საინტერესოა იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ახაშვეროში ნახსენებია ეზრას 4:6-ში, რაც კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას მატებს სინოდური ბიბლიის მკითხველს. ამასთან, რაც ამ მუხლშია დაწერილი, დაგვეხმარება V საუკუნეში მმართველი მეფეების ქრონოლოგიის გაგებაში. მეფე ახაშვეროში, იგივე ქსერქსე I, იყო დარიოს I-ის ძე, რომელიც გარდაიცვალა ძვ.წ.აღ 486 წელს. არტახშასტა, იგივე არტაქსერქსე, იყო ახაშვეროშის პირველი ძე, რომლის მმართველობაც დაიწყო მამამისის სიკვდილის შემდეგ ძვ.წ.აღ 465 წელს.

ამრიგად, მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ესთერის წიგნში აღწერილი მოვლენები მოხდა დაახლოებით ძვ.წ.აღ 480-470 წლებში მეფე ახაშვეროშის დროს. და თუ ეს ასეა, შესაძლებელია თუ არა, რომ ებრაელი დედოფალი ესთერი ყოფილიყო არტაქსერქსეს დედა? თუ ესთერი იყო არტაქსერქსეს დედა, მაშინ გასაგებია რატომ იყო მედო-სპარსეთის მეფე მწიგნობარი ეზრას მიმართ ასე კეთილგანწყობილი, რომელმაც იზრუნა იმაზე, რომ სამოტივაციო წერილი, რომელიც მას მიჰქონდა ქალაქ იერუსალიმში, დაწერილიყო თორას შესახებ.

„განკარგულებას ვიძლევი, რომ ყოველი მსურველი ისრაელის ხალხთაგან ჩემს სამეფოში, მათი მღვდელნი და ლევიანნი, ვინც ისურვებს შენთან ერთად იერუსალიმში წასვლას, წავიდეს. რადგან მეფისა და მისი შვიდი მრჩევლის მიერ ხარ წარგზავნილი, რომ შენს ხელთ არსებული შენი ღმერთის რჯულის მიხედვით გამოიკვლიო რა ხდება იუდეასა და იერუსალიმში;“ (7:13-14).

რასაკვირველია, ჩვენმა მკითხველმა არ უნდა იფიქროს, რომ არტაქსერქსე I მართლაც იყო იუდეველი და იცავდა თორას. ჰალახური წესები, რომლის მიხედვითაც, ებრაელად ითვლება ის, ვისაც დედა ყავს ებრაელი, შემოიღეს შუა საუკუნეებში და არ იყო დამყარებული არც თორაზე და არც თალმუდზე, შესაბამისაც ამას კავშირი ვერ ექნება არტაქსერქსესთან, რომელიც ცხოვრობდა ძვ.წ.აღ V საუკუნეში. მიუხედავად ამისა, იმ წერილის სიტყვებიდან, რომელსაც ის აძლევს ეზრას, შესაძლოა დავასკვნათ, რომ არტაქსერქსე პატივს სცემდა თორას.

თუ ესთერი იყო მეფე არტაქსერქსეს დედა, მაშინ ამან შეიძლება ახსნას, თუ რატომ ჰყავდა მეფეს ღვინის მწდედ ებრაელი ნეემია. ძველ დროში ღვნისი მწდეები თითქმის პირადი მცველების როლს ასრულებდნენ, რადგან სინჯავდნენ ყველა სასმელს მანამ, სანამ მეფეს მიაწვდიდნენ. თუმცა, ამასთან ერთად, როგორც დაწერილია ნეემიას წიგნის მე-2 თავში, არტაქსერქსე ათავისუფლებს თავის ღვინის მწდეს, რომ მან უხელმძღვანელოს იერუსალიმის აღდგენას და გახდეს ებრაელების გუბერნატორი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არტაქსერქსესა და ნეემიას საუბრის დროს იქვე არის დედოფალიც. და კიდევ შეიძლება ითქვას, რომ ეს არტაქსერქსეს დედაა, რადგან ამ კულტურაში ცოლები არასდროს მონაწილეობდნენ ასეთ საუბრებში, ხოლო დედა სარგებლობდა განსაკუთრებული პრივილეგიებით. ეს ნათლად ჩანს ბელშაცარის დედის მაგალითში, რომელიც რჩევას აძლევს თავის შვილს, რომ მიმართოს წინასწარმეტყველ დანიელს. როგორც ზემოთ იყო ნახსენები, სავარაუდოა, რომ ესთერი შესაძლოა არტაქსერქსეს დედა ყოფილიყო. ნეემიას წიგნის მაგალითი არის სერიოზული არგუმენტი ჩემი ჰიპოთეზის სასარგებლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ ახაშვეროშის (ქსერქსეს) წინა ცოლი ვაშთი, რომელზეც ესთერის წიგნის პირველ თავშია საუბარი, გააძევეს მეფის ნების დაუმორჩილებლობის გამო, ხოლო ესთერი გახდა დედოფალი ვაშთის ნაცვლად.

ესთერის წიგნი და დანიელის წინასწარმეტყველებები

თუ ესთერი იყო მეფე არტაქსერქსეს დედა, მაშინ ამას უნდა ემოქმედა ორ აპოკალიფტურ წინასწარმეტყველებაზე, რომელიც ჩაწერილია დანიელის მე-8 და მე-9 თავებში. ეს ორი ძირითადი აპოკალიფტური წინასწარმეტყველება ითვლება არტაქსერქსეს განკარგულების დროიდან იერუსალიმის აღდგენის შესახებ. კერძოდ, დანიელის მე-9 თავში მას პირდაპირ ეუბნებიან:

„ოღონდ იცოდე და ჩაწვდი: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან, ცხებული მმართველის მოსვლამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და სამოცდაორ შვიდეულში ხელახლა აშენდება იერუსალიმი, თავისი მოედნითა და თხრილით, ძნელბედობის ჟამსაც კი. სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და მას არაფერი დარჩება. ქალაქსა და საწმიდარს მომავალი მთავრის ხალხი დაანგრევს და მისი აღსასრული წარღვნასავით მოვა; აღსასრულის დადგომამდე იქნება ომი. გაპარტახებანი გადაწყვეტილია.“ (25-26)

ეს ტექსტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს თანახის ერთადერთი წინასწარმეტყველებაა, რომელიც საუბრობს პირდაპირ, პირველ რიგში მესიის სიკვდილზე, და მეორე, ადგენს კონკრეტულ დროებს მისი ცხებისა და სიკვდილის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, ამ ტექსტიდან ცალსახად ცხადი ხდება, რომ მაშიახი უნდა მომკვდარიყო მეორე ტაძრის განადგურებამდე, რომელიც მოხდა ჩვ.წ. აღ 70 წელს. ამასთან ერთად წინასწარმეტყველებაში მოცემულია უფრო ზუსტი ვადები, როგორიცაა 7 კვირა და 62 კვირა, ანუ 483 დღე. ეს 483 დღე ათვლას იწყებს იერუსალიმის აღდგენის ბრძანებიდან.

სწორედ წერილი, რომელიც მეფე არტაქსერქსემ მისცა ეზრას, რომელზეც დაწერილია მისი წიგნის მე-7 თავში, საუბრობს იერუსალიმის აღდგენის შესაძლებლობაზე. კერძოდ, მეფე გამოყოფს მნიშვნელოვან თანხას ცხოველების საყიდლად და შესაწირად, შემდეგ კი წერს შემდეგ სიტყვებს: „დანარჩენი ოქრო-ვერცხლით კი ის გააკეთეთ, რასაც კეთილად მიიჩნევთ შენ და შენი ძმები, თქვენი ღმერთის ნების თანახმად“ (18 მუხლი). ამ მუხლის საკვანძო სიტყვებია „თქვენი ღმერთის ნებით“. ღვთის ნება იერუსალიმის კედლების მშენებლობასთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტულად გამოხატა ესაია წინასწარმეტყველმა, რომელმაც იწინასწარმეტყველა ბაბილონის ტყვეობა, ტყვეობიდან დაბრუნება და იერუსალიმის აღდგენა.

„გაიღვიძე, გაიღვიძე, შენი ძალით შეიმოსე, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელით, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან ვეღარ შემოვა შენში წინადაუცვეთელი და უწმიდური. ჩამოიფერთხე მტვერი, აღსდექ, ტყვე იერუსალიმო, ქედის საკვრელები მოიხსენი, დატყვევებულო სიონის ასულო! აყიჟინდით, ერთად შემოსძახეთ სიხარულით, იერუსალიმის ნანგრევებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი, გამოისყიდა იერუსალიმი.“ (ესაია 52:1-2,9).

და ის, რომ ეზრას მოსვლისთანავე დაიწყეს იერუსალიმის აღდგენა, აშკარაა საჩივრის წერილიდან, რომელიც იუდას მტრებმა მიწერეს მეფე არტაქსერქსეს, სადაც ნათქვამია, რომ „იუდეველნი, რომლებიც შენგან გამოვიდნენ, ჩვენთან ამოვიდნენ იერუსალიმში, და აშენებენ ამ მეამბოხე და ბოროტ ქალაქს, კედლები აღმართეს და საძირკვლებს ამაგრებენ.“ (ეზრას 4:12). არტაქსერქსე თავის წერილში გასცემს ბრძანებას: „ახლა გაეცით ბრძანება, რომ შეწყვიტონ მუშაობა ამ კაცებმა, რომ არ აშენდეს ეს ქალაქი, ვიდრე ჩემგან არ გაიცემა ბრძანება.“ (მუხლი 21)

ეს ბრძანება ჩააქვს ტავისთან ერთად მღვდელ ეზრას, რომელიც მივიდა იუდეაში არტაქსერქსეს მეფობის მე-7 წელს (ეზრა 7:8). როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, არტაქსერქსე (არტახშასტა) ავიდა ტახტზე მამამისის ახაშვეროშის გარდაცვალების შემდეგ ძვ.წ.აღ 465 წელს. ამგვარად მისი მმართველობის პირველი წელი არის ძვ.წ.აღ 464წ. ხოლო მე-7 წელი ძვ.წ.აღ 457 წელი.

როცა დანიელის წიგნის 9:25 ამბობს იმაზე, რომ „იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან, ცხებული მმართველის მოსვლამდე, იქნება შვიდი შვიდეული“ ეს რიცხვები შეიძლება გაგებულ იქნას ან სიტყვასიტყვით ან სიმბოლურად. პირდაპირი გაგება 69 კვირის უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მაშიახი უკვე მოსული იყო ძვ.წ.აღ 455 წელს, რასაც დღესდღეობით არ ღებულობენ არც იუდევლები და არც ქრისტიანები, რადგან ასეთი ინტერპრეტაცია უაზროა და არ დასტურდება რაიმე ისტორიული მოვლენებით. დღეების სიმბოლური გაგების გასაღები და შესაბამისად კვირების, შეგიძლიათ იხილოთ წინასწარმეტყველი ეზეკიელის წიგნში, რომელიც იყო დანიელის თანამედროვე და ასევე ბაბილონის ტყვეობაში იმყოფებოდა. ამ წიგნის მე-4 თავში ღმერთი უბრძანებს წინასწარმეტყველს რომ იწვეს მარცხენა მხარზე სამას ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში, და ამგვარად აიღოს თავის თავზე ისრაელის ურჯულოება. ღმერთი უხსნის ეზეკიელს, რომ მან „განგისაზღვრე... ურჯულოების წლები დღეთა რიცხვის მიხედვით“ (მუხლი 5). ამგვარად, ჩანს რომ ტყვეობის პერიოდის წინასწარმეტყველურ ლიტერატურაში, წლების რაოდენობა შეიძლება იყოს დღეების სახით.

თუ ამ პრინციპს გამოვიყენებთ დანიელის მე-9 თავის მიმართ, მივიღებთ რომ 69 კვირა არის 483 წელი. ამ შემთხვევაში, თუ ამ წლებს დავითვლით არტაქსერქსეს მე-7 წლიდან, ანუ ძვ.წ.აღ 457 წლიდან, მაშინ თუ ნულოვანი წლის არარსებობა იქნება, მივალთ ჩვ.წ.აღ 27 წელზე. სწორედ ამ წელს დაიწყო მსახურება იესომ ნაზარეთიდან, რომელიც რომაელებმა აცვეს ჯვარს სამი წლის შემდგომ ჩვ.წ.აღ 31 წელს. ამრიგად, დანიელის წინასწარმეტყველებაში ასახული ვადები მიანიშნებს იესოზე, როგორც ისრაელის მესიაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დანიელის წიგნის მე-9 თავის 25-27 მუხლებში ჩაწერილია დროებითი წინასწარმეტყველება, რომელიც მიეცა წინასწარმეტყველს ბაბილონის დაცემის შემდეგ, დარიოს მიდიელის მეფობის დროს და არის ახსნა იმ ხედვის შესახებ, რომელიც ეჩვენა დანიელს ერთი წლით ადრე, ბელშაცარის მეფობის დროს, რომელიც აღწერილია დანიელის წიგნის მე-8 თავში. კერძოდ, ამ თავის მე-14 მუხლში მოცემულია კიდევ ერთი დროებითი წინასწარმეტყველება: "ორიათას სამასი მწუხრი და ცისკარი გადაივლის და მაშინ აღორძინდება წმიდა ადგილი”. ხედვის დასასრულს დანიელი ისმენს ამ სიტყვებს ერთ-ერთი ზეციური არსებისგან და დანახულის მნიშვნელობას ის ვერ აღიქვამს. ამიტომ, ამ თავის მეორე ნაწილში, წინასწარმეტყველი აღწერს თუ როგორ უხსნის მას გაბრიელი ხედვის ყველა ელემენტს. თუმცა, როდესაც ანგელოზი მივა ამ დროებით ნაწყვეტზე, ეუბნება წინასწარმეტყველს: „ჭეშმარიტია და დაიმარხე ეს ხილვა შენს გულში, ვინაიდან შორეულ დღეებს ეხება იგი”. (მუხლი 26).

ეს სიტყვები დააბნია დანიელმა, რადგან ისინი წარმოთქმული იყო ბაბილონის სამეფოს არსებობის ბოლო წელს, როდესაც წინასწარმეტყველი, რომელიც ტყვეობაში იმყოფებოდა ძვ. წ.აღ 605 წელს ნაბუქოდონოსორის პირველი შემოჭრიდან თითქმის 70 წლის მანძილზე. ჩვენ არ ვიცით, დანიელთან როგორ მოხვდა წინასწარმეტყველ იერემიას წიგნი, რომლის წერაც მან დაასრულა ძვ.წ.აღ 587 წელს გადამწვარი იერუსალიმის პერიოდში, მაგრამ სწორედ იქ იყო ნათქვამი:

„აჰა, გამოვგზავნი და მივიყვან ჩრდილოეთის ყველა ტომს, ამბობს უფალი, ნაბუქოდონოსორთან, ბაბილონის მეფესთან, ჩემს მსახურთან. და ავამხედრებ მათ ამ ქვეყანასა და მის მკვიდრებზე და ყველა ხალხზე ირგვლივ, გავანადგურებ მათ, სამუდამო საფრთხობელად, დასაცინად და ნანგრევებად გადავაქცევ. ჩავაჩუმებ მათი სიხარულისა და ლხინის ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას, წისქვილთა ხმაურსა და ლამპრის სინათლეს გავაქრობ. გადაიქცევა მთელი ეს ქვეყანა ნანგრევებად და უდაბნოდ, ემსახურებიან ეს ერები ბაბილონის მეფეს სამოცდაათ წელს. სამოცდაათი წლის შესრულებისას კი დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ერს, ამბობს უფალი, მათი ურჯულოების გამო და საუკუნო უდაბნოდ ვაქცევ ქალდეველთა ქვეყანას.“ (იერემია 25:9-12).

როდესაც დანიელი მოესწრო ბაბილონის სამეფოს ხელში ჩაგდებას მეფე კიროსის ჯარით, რის შედეგადაც ბელშაცარი მოკლეს (დან.5:30), მისთვის აშკარა გახდა, რომ აღსრულდა იერემიას სიტყვები ბაბილონის მეფის დასჯის შესახებ. ეს ნიშნავდა იმას, რომ დანგრეული იერუსალიმის აღდგენა მოხდებოდა.

დანიელის წინასწარმეტყველება აშკარად არ შეესაბამება იმ ფაქტს, რაც დანიელმა გაბრიელისგან შეიტყო შორეულ მომავალში საკურთხევლის განწმენდის შესახებ. უფრო მეტიც, ესაია წინასწარმეტყველი ასევე წერდა ისრაელის ბაბილონური ტყვეობიდან გადარჩენის შესახებ, რომელმაც სახელით მოიხსენია მეფე კიროსი მის დაბადებამდე საუკუნენახევრით ადრე. დანიელმა, რომელმაც იცოდა იერემიას წინასწარმეტყველებები, შეუძლებელია არ სცოდნოდა ესაიას წინასწარმეტყველებები, რომლებიც ისრაელის ტყვეობიდან დაბრუნებაზე წინასწარმეტყველებდა, რომელიც ცაწერილია ესაიას წიგნის 40-დან 52 თავამდე.

ამასთან, ის ფაქტი, რომ დანიელი გახდა მოწმე, ესაიასა და იერემიას წინასწარმეტყველებების ნაწილობრივ შესრულებაზე, წინასწარმეტყველს ოპტიმიზმით არ ავსებდა, რადგანაც გაბრიელისგან მოისმინა სიტყვები შორეულ დროზე „დანიელს, ღონე გამომეცალა და რამდენიმე დღე ავად ვიყავი“ (დან. 8:27). მისი განგაშის მიზეზი იყო იერემია წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც მან თავის წიგნში უფრო ადრე დაწერა, ვიდრე ის შემდეგ ისრაელის აღდგენას იწინასწარმეტყველებდა.

„ერთ წამში მოვინდომებ რომელიმე ერის ან სამეფოს აღმოფხვრას, დამხობასა და განადგურებას; მაგრამ ის ერი, რომელზეც ვთქვი, თუ მოიქცევა თავისი ბოროტებისგან, გადავიფიქრებ და აღარ დავატეხ იმ ბოროტებას, მას რომ ვუპირებდი. ერთ წამში მოვინდომებ რომელიმე ერის ან სამეფოს აშენებასა და გამაგრებას; მაგრამ თუ ბოროტებას ჩაიდენს ჩემს თვალში და არ შეისმენს ჩემს ხმას, მაშინ მეც გადავიფიქრებ იმ სიკეთეს, მას რომ ვუპირებდი.“ (18:7-10).

ამის შედარებით შორეულ მომავალში საკურთხევლის განწმენდის შესახებ, დანიელმა ჩათვალა, რომ მისი ხედვის საშუალებით ღმერთს სურს აცნობოს ისრაელის ხალხს, რომ მათ ბოროტება ჩაიდინეს და იერემიას წინასწარმეტყველება ნანგრევების აღდგენის შესახებ გაუქმებულია. სწორედ ამიტომ, დარიუს მიდიანელის მმართველობის პირველ წელს, ბაბილონის დაცემისთანავე, იმის ნაცვლად რომ სიხარულით აივსოს დანიელი დახსნის გამო, მიმართავს უფალს „პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისკენ და ლოცვითა და ვედრებით შევევედრე მარხვაში, ჯვალოსა და ნაცარში.“ (9:3). ამავდროულად, იგი ლოცულობს კონკრეტული პრობლემების შესახებ, ამბობს: „აჰა, შევცოდეთ, ურჯულოებას ვიქმოდით, ბოროტს ჩავდიოდით და ვჯიუტობდით, გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და დადგენილებებს.“ (9:5). ღმერთს სთხოვდა პატიებას მთელი ერისთვის.

დანიელს ასეთი ლოცვის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ესაია თავის წიგნში კიროსს ცხებულს უწოდებდა (ორიგინალში - „მაშიახი“ 45:1), და მიუხედავად იმისა, რომ ესაიამ კონკრეტულად დაწერა: „გამოდით ბაბილონიდან, გაექეცით ქალდეველებს, მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე გაავრცელეთ, თქვით: "გამოისყიდა უფალმა თავისი მსახური იაკობი!” (48:20) ებრაელების ბაბილონიდან ტოტალური გამოსვლა არ მომხდარა. ეზრას ჩანაწერების თანახმად, მას შემდეგ რაც კიროსმა გადასახლების ბრძანება გასცა, რომელსაც სათავეში ზერუბაბელი ჩაუდგა, მხოლოდ 42 360 ადამიანი გამოვიდა (ეზრა 2:64) იმისთვის, რომ ტაძარი აეშენებინათ. იმის მტკიცებულება, რომ დანარჩენი ებრაელები არ გამოვიდნენ და დარჩნენ მიდო-სპარსეთის ტერიტორიაზე, არის ესთერის წიგნი, რომელიც აღწერს მორდექაის, ბენიამინის ტომიდან, რომლის მშობლებმა და ალბათ ბაბუებმაც არ დატოვეს ბაბილონი, ხოლო თავად მორდექაი ცხოვრობდა შუშანში, დედაქალაქში რომელიც იერუსალიმის საპირისპირო მიმართულებით მდებარეობდა.

დანიელს ჰქონდა საფუძველი დაეჯერებინა, რომ ღმერთმა გააუქმა იერემიას მიერ გამოცხადებული ხსნა, რადგან ისინი ვინც მიწაზე დაბრუნდნენ ტაძრის აღდგენის მიზნით, სერიოზულ პრობლემებს წაწყდნენ. ეზრა წერს იმაზე, რომ როგორც კი ტაძრის საფუძველი ჩაყარეს „ხელები მოუსუსტა იმ ქვეყნის ხალხმა იუდას ხალხს და შენების ძალა გამოაცალა მათ. მრჩევლები დაიქირავეს მათ წინააღმდეგ, რომ განზრახვაზე ხელი აეღოთ. ასე იქცეოდნენ სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის დროს, დარიოსის, სპარსეთის მეფის გამეფებამდე.“ (ეზრა 4:4-5). ამ ქმედებების გამო „მაშინ შეჩერდა ღვთის სახლის მშენებლობა იერუსალიმში და შეჩერდა დარიოსის, სპარსეთის მეფის მეფობის მეორე წლამდე“ (4:24).

ბოლო ხედვა, რომელიც დანიელმა დაწერა თავის წიგნში, თარიღდება სპარსეთის მეფის კიროსის მესამე წლიდან (10:1). წინასწარმეტყველი უკვე ასაკში იმყოფებოდა, უზენაესმა უბრძანა მას თავისი დასასრულისკენ წასულიყო (12:13). შედეგად დანიელმა ვერ იცოცხლა დარიოს პირველის მეფობის მეორე წლამდე, რომელმაც ნახა თავისი წინამორბედის განკარგულება არქივებში და არადგინა იერუსალიმის ტაძრის მშვენებლობის განკარგულება, რომელიც დასრულდა ძვ.წ.აღ 515 წელს. დანიელი არ იყო იმის თვითმხილველი, რომ მღვდელმა და მწიგნობარმა ეზრამ, რომელიც დაბრუნდა იერუსალიმში, ტაძრის წინ მოედანზე ყოველ შაბათს თორას კითხვა დანიშნა. დანიელი ვერ მოესწრო კედლების ტრიუმფალურ დასრულებასაც, რომელიც დასრულდა ნეემიას ხელმძღვანელობით, რომელიც გულმოდგინეთ ებრძოდა თავის თანამემამულეთა ადამიანურ ნაკლებს და მოუწოდებდა ეცხოვრათ თორას პრინციპებით.

ამასთან, ღმერთს არ სურდა თავისი წინასწარმეტყველი გაურკვევლობაში დაეტოვებინა. ერთის მხრივ, დანიელისთვის და მისი თანამედროვეებისთვის შეუძლებელი იყო ბოლომდე იმ სიტყვების გაგება „აღორძინდება წმიდა ადგილი“ (8:14), და ამიტომ დანიელს უნდა დაემალა თავისი ხედვის ეს ნაწილი (8:26). მეორეს მხრივ, ღმერთს არ სურდა დანიელს არასწორედ გაეგო ხედვის მნიშვნელობა. მე-8 თავის შესავალში, პატარა მითიტებაც კი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ღმერთმა გააუქმა თავისი ხალხის განთავისუფლება ბაბილონური ტყვეობისგან და იერუსალიმის აღდგენა ებრაელთა ურჩობის გამო. სწორედ ამიტომ მე-9 თავში აღწერილია, რომ როდესაც დანიელი ლოცულობდა, გაბრიელი კვლავ მოვიდა მასთან და უთხრა მას: „ჩაუკვირდი ამ სიტყვას და ჩაწვდი ხილვას.“ (9:23)

ამ სიტყვების საფუძველზე აშკარად ჩანს, რომ გაბრიელი უხსნის დანიელს ხილვის მნიშვნელობას. და მიუხედავად იმისა, რომ მე-9 თავის 25-27 მუხლები არ არის განმარტებული, მე-8 თავი აშკარად განმარტავს იმას, თუ როგორ არ უნდა გავიგოთ ეს წინასწარმეტყველება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: „ორიათას სამასი მწუხრი და ცისკარი გადაივლის და მაშინ აღორძინდება წმიდა ადგილი” (8:14) არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ღვთის გეგმის გაუქმება თავისი ხალხის ცოდვების გამო. 25-ე მუხლის თანახმად, იერუსალიმი აღდგება „ხელახლა აშენდება იერუსალიმი, თავისი მოედნითა და თხრილით“ და ის, რომ ტაძარიც აღდგება, შეგვიძლია გავიგოთ 26-ე მუხლის მეშვეობით: „საწმიდარს მომავალი მთავრის ხალხი დაანგრევს“.

ამრიგად, დანიელის წიგნის მე-8 მე-9 ტავების გაანალიზება მთელი მისი წინასწარმეტყველური მოღვაწეობის კონტექსტში, ასევე ესაია და იერემია წინასწარმეტყველებთან დაკავშირებით, რომლებიც ცნობილი იყო დანიელისთვის, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორი დროებითი წინასწარმეტყველება დაახლოებით 70 კვირასა და 2300 საღამოზე, ლოგიკურია ურთიერთდაკავშირებულია ისე, რომ პირველი წინასწარმეტყველება ხსნის მეორეს. და, შესაბამისად, წინასწარმეტყველება, რომელიც წინასწარმეტყველებს მესიის დაღუპვას, და ის რომელიც წინასწარმეტყველებს საკურთხევლის განწმენდას, აქვთ საერთო წერტილი - „იერუსალიმის აღდგენის ბრძანება“.

ჰადასას როლი წინასწარმეტყველებების შესრულებაში

ახლა ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რა როლი შეასრულა ებრაელმა ქალმა სახელად ჰადასამ, რომელიც ესთერის სახელით იმალებოდა, ასეთი მნიშვნელოვანი წინასწარმეტყვეებების შესრულებაში. ამ ქალმა ნახა გამბედაობა, ჩაეცვა ჯვალო და გამოეცხადებინა მარხვა ყველა იუდეველთან ერთად მთელ შუშანში და გაემხილა მეფე ახაშვეროშისთვის ვინ იყო სინამდვილეში. ეს აღიარება სინამდვილეში იყო ღმერთისადმი დაუმორჩილებლობის აღიარება, რაც მისმა მამებმა და ბაბუებმა ბაბილონში დარჩენით ანახეს, რომელიც ბევრისთვის სპარსეთის იმპერიაში კომფორტულ ცხოვრებად გადაიქცა. ეს აღიარება მოისმინა ღმერთმა, რომელმაც გადაარჩინა თავისი ხალხი გარდაუვალი განადგურებისგან.

ესტერისა და ახაშვეროშის ქორწინებიდან, როგორც სტატიის დასაწყისშივე აღვნიშნე, სავარაუდოდ იშვა არტაქსერქსე, რომელმაც გამოსცა ბრძანება იერუსალიმის აღდგენის შესახებ. დანიელის ზემოთხსენებული წინასწარმეტყველება ითვლება ამ ბრძანებიდან და მიუთითებს იმ დროზე, როცა უნდა მოკლულიყო მესია ცოდვების გამოსყიდვისთვის და როდესაც დაიწყებოდა საკურთხევლის განწმენდა. თორას თანახმად, საკურთხეველი იწმინდებოდა გამოსყიდვის დღეს, იომ კიპურზე, რომელზედაც უნდა დამდაბლებულიყვნენ სულები (ლევიტ. 16:30). ამგვარად სიტყვები „აღორძინდება წმინდა ადგილი“ (დან. 8:13) საუბრობს გლობალური განაჩენის დროზე, რომელიც დანიელის დროსთან მიმართებაში იყო „შორეული მომავალი“, მაგრამ იმ დროისთვის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დაიწყო 176 წლის წინ. და აქ შეუძლებელია არ შეინიშნოს მნიშვნელოვანი პარალელი მარხვასა და მონანიებას შორის, რომელიც ესთერმა გამოაცხადა თავის გადამწყვეტ წელიწადში და მისი სულის სიმდაბლე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო იომ კიპურის მარხვის დროს.

საინტერესოა, რომ ესთერის წიგნის მოვლენების მოსაგონად, ორთოდოქსი ებრაელები დღესაც მარხულობენ პურიმის დღესასწაულის წინ.
ავტორი -იუდაიზმისა და ქრისტიანული ღვთისმეტყველების პროფეორი პალექსნდრე ბოლოტნიკოვი
თარგმნა - სალომე ჯებისშვილი