• georgian flag
  • english flag

განკურნება ლოცვის შემდეგ


author
Мирза Бадиаури
A A       661

საკვანძო მუხლები: მეორე რჯული 32:39; 4 მეფეთა 20:5; 2 ნეშტთა 32:24; იობი 33:26; ფსალმუნები 125:5; ესაია 38:5; მათეს სახარება 9:2; მარკოზის სახარება 2:4-5; იაკობის წერილი 5:14-16;

3.24.1.__

4 მეფ.20,[5]; 2 ნეშ. 32,24; იობ.33,26 ეს.38,5

- ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან ფს.125,5

- ავადმყოფმა მოუხმოს ეკლესიის ხუცესთ, რათა ილოცონ მისთვის იაკ.5,14-16

- დავრდომილის მიყვანა უფალთან და მათი რწმენით მისი განკურნება მათ.9,2 მარ.2,4

- უფალი მკურნალია რჯ.32,39

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 32
39. ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან

4მეფეთა 20
5. გაბრუნდი და უთხარი ხიზკიას, ჩემი ერის წინამძღოლს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: შევიწყნარე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, განგკურნავ. ზეგ წახვალ უფლის სახლში

2ნეშტთა 32
24. იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა იეხიზკიაჰუ და შეევედრა უფალს. ელაპარაკა უფალი და მისცა ნიშანი.

იობი 33
26. ის ლოცვას აღუვლენს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას და სიხარულით შეხედავს მის სახეს, დაუბრუნებს მის სიმართლეს;

ფსალმუნი 125
5. ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან.

ესაია 38
5. წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს.

მათე 9
2. და, აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.

მარკოზი 2
4. და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შესძლეს მასთან მისვლა, სახურავი ახადეს სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და ჭერიდან ჩაუშვეს სარეცელი, რომელზედაც დავრდომილი იწვა.
5. მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები

იაკობი 5
14. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით.
15. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება.
16. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.

biblesimfony.jimdo.com
3.24.1