• georgian flag
  • english flag

არაბიბლიური მტკიცებულებები იესო ქრისტეს არსებობის შესახებ


author
ვასილ ნებიერიძე
A A       6574

საკვანძო მუხლები:

იესო ქრისტეს პიროვნება, უდიდეს მითქმა-მოთქმას იწვევს, უკვე 2000 წელზე მეტია! მიუხდავად იმისა რომ ქრისტეს შობიდან ოც საუკუნეზე მეტია გასული, იესო ქრისტეს პიროვნების შესახებ დისკუსიები და პოლემიკები აქტუალობას არა თუ კარგავს არამედ ყოველდღიურ რეჟიმშია გადასული !

ერთერთი თემა რომელიც ვნებათა ღელვას იწვევს არის დისკუსია იმის შესახებ, არის თუ არა ქრისტე რეალური ისტორიული პიროვნება.
ზოგიერთი ათეისტი და არაქრისტიანი პირის მოსაზრებით იესო ქრისტე არის მითიური პიროვნება რომელიც აღწერილია მხოლოდ ბიბლიაში . სხვა არცერთი ექსტრა ბიბლიური წყარო არ აღწერს მას !
არცერთი ავტორი არ იხსენიებს მას ვინც აღწერს იესოს დროინდელ ან მასთან ახლოს მყოფ ისტორიულ მოვლენებს. არცერთი ავტორი არ მოიხსენიებს მას, გარდა ქრისტიანი ავტორებისა .
ამ ნაშრომის მიზანია დავადგინოთ არის თუ არა ეს მოსაზრება სიმართლე !
იხსენებენ თუ არა ქრისტეს არაქრისტიანი ავტორები და იყო თუ არა ქრისტე რეალური ისტორიული პიროვნება,
მაშ ასე.

პირველ ნომრად ჩვენ განვათავსებთ წარმოშობით ებრაელ ავტორს იოსებ ფლავიუსს!
იოსებ ფლავიუსი (ახ.წ.აღ 37-100 წწ) ებრაელი დიდგვაროვანი იყო მაგრამ იერუსალიმის ალყის დროს გადავიდა რომაელთა მხარეს ავტორია რამოდენიმე ნაშრომისა, მათგან ორი ისტორიული სახისააა ერთი ავტობიოგრაფიული, ერთიც რელიგიური სახის პოლემიკაა, იმ დროინდელ პოპულარულ მწერალ აპიონთან რომელიც იუდევლურ რელიგიას განაქიქებდა, მაგრამ ამჟამად ჩვენ გვაინტერესებს იოსებ ფლავიუსის ერთერთი ისტორიული ჟანრის ნაშრომი სათაურით ''იუდეველთა სიძველენი''.

ის ამ ნაშრომში ორჯერ იხსენიებს იესო ქრისტეს

ა) პირველი ციტატა იაკობი, ქრისტეს ძმა, რომელიც იწოდა ქრისტედ.
ეს ციტატა , რომელიც გაკვრით, იხსენიებს ქრისტეს როგორც იაკობის ძმას ,
მკვლევართა და მეცნიერთა უმრავლესობის აზრით არის ავთენტური და ნამდვილად სარწმუნოა რადგან ლიტერატურულ - გრამატიკული ანალიზით, ის არის დაწერილი იოსებ ფლავიუსის წერის მანერით და ლექსიკით
ბ) მეორე ციტატა ''ამ დროისთვის გამოჩნდა იესო ბრძენი ადამიანი ,თუ შეესაბამისება მას იწოდოს ადამიანად !
რადგანაც ის ასრულებდა ! მრავალ პარადოქსულ სასწაულებს და ქმედებებს ! მასწავლებელი ხალხთა ! რომლებიც იღებდნენ მას უჩვეულო სიამოვნებით. მან დაიმორჩილა მრავალი ებრაელთაგანი და ბერძნთაგანი !
ის იყო ცხებული ! პილატემ როცა ბრალი დადო პირველ ადამიანს ჩვენს შორის და მიუსაჯა მას ჯვარცმა .
იმათ ვისაც უყვარდათ ბოლომდე გაჰყვნენ მას.
ის მესამე დღეს გამოეცხადა მათ ისევ ცოცხალი როგორც ღვთის წინასწარმეტყველებმა თქვეს ასევე ბევრი უცნაურობები რაც მას ეხებოდა ქრისტიანთა ტომი რომელიც მისი სახელით ეწოდათ ჯერაც არ გამქრალა !''

მეცნიერთა უმრავლესობას, ამ ციტატის ავთენტურობაში ეჭვი შეაქვთ და მიაჩნიათ რომ ის სახეშეცვლილია
თუმცა მკვლევარის აზრით ფლავიუსის ეს ციტატა ქრისტეს შესახებ სიმართლეა ორი მიზეზით:

ა ) მაინცდამაინც არაფრისგან რატომ უნდა გაჩენილიყო ეს ცნობა იესოს შესახებ ფლავიუსის ნაშრომში ?
ვარაუდობენ რომ ეს მონაკვეთი რაღაც სახით მართლაც ეწერა რაც მოგვიანებით გადაკეთდა

ბ) თანაც ამ მონაკვეთის ანალიზის შედეგად დადგინდა სიტყვების გარკვეული რაოდენობა მართლაც წააგავს იოსებ ფლავიუსის ლექსიკას და მას უნდა ეკუთვნოდეს !
ყვეკაზე სავარაუდოა რომ ის მართლაც არსებობდა ორიგინალ ხელნაწერშიც ოღონდ სახეშეცვლილი ფორმით და ჩვენამდე მოღწეული ვარიანტი გადამწერთა ნებით თუ უნებლიეთ პერეფრაზირების შედეგია !

მეორე მოწმობა რომაელი ისტორიკოსი გაიუს კორნელიუს ტაციტუსის (ჩვ წ.აღ 56-117 წწ) ნაშრომი ''ღვთიური იმპერატორის ავგუსტინეს სიკვდილის კვალდაკვალ '' შეიცავს '' ქრისტეს რომლისგანაც ქრისტიანების სახელწოდება წამოვიდა სასტიკად დაისაჯა იმპერატორ ტიბერიუსის მმართველობისას ერთ-ერთი პროკურატორის პილატე პონტოელის ხელით ''
მკვლევართა აბსოლიტური უმრავლესობა ამ ციტატას სარწმუნოდ და ავთენტურად მიიჩნევს არსებობს აზრიც რომ თითქოს ეს ციტატა მერე არის ჩამატებული , ეს აზრი ეფუძნება იმას რომ ადრეული არასოდეს მიუთითებდნენ გაიუს ტაციტუს თუმცა ეს არ არის მტკიცებულება ეს უბრალოდ სუბიექტური აზრია, ტაციტუს ისე ამაზრზენად და დამცირებულად გამოყავს ქრისტიანები უბრალოდ ქრისტიანმა მწერლებმა არ ისურვეს მისი გამოყენება და მისი პოპულარიზება !
ასეა თუ ისეა გვაქვს ფაქტი პირველი საუკუნის არაქრისტიანული წყარო რომელიც მოგვითხრობს ქრისტეს სასტიკად დასჯას პილატეს მიერ ტიბერიუსის მმართველობისას რაც ეთანხმება ბიბლიას

3 გაიუს სეკუნდუს უმცროსი ჩვ.წ აღ 62-113 რომელიც მართავდა პონტოს პროვინციას მის წერილში რომელიც მისწერა იმპერატორს გვხვდება შემდეგი სახის ციტატა :
მათ (ქრისტიანებმა ) თაყვანი სცეს შენს პორტრეტს მაგრამ ადრე მისდევდნენ ქრისტეს ''
კიდევ ერთი მოწმობა ქრისტეს შესახებ რომელიც გვხვდევა მაღალი რანგის პოლიტიკურ მოღვაწესთან და მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელთან რაც უფრო სარწმუნოს ხდის ამ ფაქტს .

4 ლუსიანი რომაელ - სირიელი სატირიკოსი მის ერთერთ ნაშრომში, ვხვდებით ციტატას ''ქრისტიანები როგორც ხედავთ დღემდე ლოცულობენ ადამიანზე ის ადამიანი ჯვარს აცვეს ''

ეს არის წყაროები რომლებიც არსებობენ ქრისტიანობისაგან დამოუკიდებლად .
ყველა ეს ავტორი მოღვაწეობდა ქრისტეს ამ ქვეყნად ყოფნის ეპოქიდან რამოდენიმე წლის შემდეგ .
ზემორე დასახელებული ავტორებიდან ყველანი მიეკუთვნებოდნენ მაღალი ფენის საზოგადოებას
და იკავებდნენ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს რომლებთაც პასუხისმგებლობის გრძნობა გამძაფრებული ქონდათ რაც საანდობას მატებს მათ ნაშრომებს ასე თუ ისეა, ჩვენ მოგვეპოვება ქრისტეს ეპოქასთან ახლოს მყოფი არაბიბლიური ე.წ ექსტრაბიბლიური წყაროები რომლებიც განეკუთვნებიან პირველ მეორე საუკუნეების მიჯნას რომლებიც ადასტურებენ ქრისტეს არსებობას და შეუძლებელია ამდენი ფაქტების თანხმობა
უბრალო დამთხვევა იყოს.

ვასიკო ნებიერიძე