• georgian flag
  • english flag

აპოლოგია ნაშრომისათვის fillioque ( და ძისაგან ) ერთი სიტყვის გამო გაყოფილი ეკლესია


author
ვასილ ნებიერიძე
A A       1841

საკვანძო მუხლები:

პასუხის პასუხი სტატიაზე: http://www.faith.ge/?p=1561

ჩემი ნაშრომის ვითომდა ''კრიტიკული ''ანალიზის ავტორი ამბობს :
//უნდა ითქვას, რომ ამ სტატიის სათაური საეკლესიო-ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება. ავტორს სურს თქმა, რომ მხოლოდ ერთი სიტყვის — filioque-ს გამო ეკლესია 1054 წელს''//

დავაკვირდეთ მეგობრებო ჩემი ნაშრომის სათაურია ''Filuoque( და ძისაგან )
ერთი სიტყვის გამო გაყოფილი ეკლესია''. ჩემს მიერ დაწერილ სათაურში სიტყვა ''მხოლოდ'' არსად მოიძებნება. მაშინ, რატომ ამატებს ამას ავტორი ? (რომლის სახელი და გვარი არ არის მითითებული). რატომ არ თვლის ავტორი საჭიროდ რომ სახელი და გვარი დაწეროს? რატომ სურს მას ინკოგნიტოდ დარჩენა? არ მესმის, თუმცა ეს მისი საქმეა (მაგრამ მე უფლებას ვიტოვებ ამ შემთხვევაში ავტორს ვუწოდო ''ვიღაც ავტორი”),
ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, ალბათ, რომ თავიდანვე ცდილობს ნაშრომის და ავტორის დისკრედიტაცია მოახდინოს, თითქოსდა ნაშრომს რაიმე აკლია ან ავტორია ცოდნას მოკლებული. ეს ასე ვთქვათ არაკეთილსინდისიერი საქციელია ანდა ავტორი უცოდინარობის გამო უშვებს ამ ხისტ შეცდომას.

ასევე ნაშრომის აღწერაშიც, არსად არ მაქვს ნახსენები რომ ეკლესიის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილს შორის გაყოფა ''მხოლოდ'' Filioque-ს გამო მოხდა, არამედ სხვა უამრავი მიზეზი მაქვს ნახსენები და ჩამოთვლილი რამაც ეკლესიის გაყოფა გამოიწვია, ამიტომ არც სათაურში და არც თავად ტექსტში არ იკითხება რომ ''მხოლოდ '' Filioque-ს გამო მოხდა გაყოფა.
მაგრამ მთავარი მიზეზი, რამაც ეკლესიის გაყოფას დაუდო სათავე იყო Filioque ( ჩემი ნაშრომის ერთ ადგილზე მიწერია, რომ ხშირად Filioque-ს საფარქვეშ სხვა პოლიტიკური და პირადი ინტერესებიც იყო და თვითონ სიტყვა Filioque არ იყო მიზეზი არამედ სხვა მაგრამ უთანხმოების დასაწყისად ამ სიტყვას იმიზეზებდნენ).
ამიტომ ''მხოლოდ''ერთი სიტყვის გამო მსგავსი სახით ნაშრომის განხილვა არასწორია, გაურკველია, დემაგოგიურია, არაკვალიფიციურია ეს უკვე ე.წ ტექსტის ''კრიტიკა '' კი არ არის, არამედ ცილისწამებაა!

''ვიღაც'' ავტორის და ასევე თქვენთვის პატივცემულო მეგობრებო ჩემი ნაშრომის დედააზრის განმარტებას ვიძლევი !

გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა

- ჩემი ნაშრომის მთავარი აზრი არის აგებული სიტყვა filioque-ს გარშემო, ის ცდილობს გამოიკვლიოს ამ სიტყვის წარმოშობა, განვითარება, გავრცელება, მოგზაურობს ამ სიტყვასთან ერთად დროში.

ვინაიდანაც და რადგანაც მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ გავყოლოდით Filioque-ს ამ გზაზე, მოგვიწია ეკლესიის განხეთქილების სხვა ასპექტები მიმოგვეხილა რათა ზოგადი წარმოდგენა გვქონოდა და არ გვეწარმოებინა ძირეული კვლევა, რადგან ნაშრომი ვრცელი გამოვიდოდა და დავკარგავდით მთავარ არსს filioque-ს.

მაგ . დაპირისპირება პაპის პრეტენზიების გამო როცა ის პირველობისთვის იბრძოდა, ის არ ჯერდებოდა სიმბოლურ ფორმულირებას ''პირველს თანასწორთა შორის'', არამედ მას სურდა, რომ ეს გადაეყვანა პოლიტიკურ ძალაუფლებაში და დაემორჩილებინა აღმოსავლური ავტოკეფალური ეკლესიები და ჩარეულიყო დანარჩენ ოთხ საპატრიარქოს შიდა საქმეებში.
თუმცა ამ ყველაფერს ნაშრომი ზოგადად მიმოიხილავს, არა იმიტომ, რომ არ ვიცით, არამედ იმიტომ, რომ ასპექტების კვლევა დაგვაცილებდა ნაშრომის მთავარ აზრს,
ის რომ ეკლესიის განხეთქილების მრავალთაგან უმთავრესი მიზეზი იყო სიტყვა filioque, და მას ეყრდნობოდნენ, ამაზე ყველა დამეთანხმება ვინც ასე თუ ისე გარკვეულია ამ საკითხებში.
შემდეგ ''ვიღაც'' ავტორი შესავალს უკეთებს ჩემი ნაშრომიდან ამოღებულ ერთ მონაკვეთს :
// ჩვენი ავტორის მეთოდოლოგია, ამ საკითხის აღწერისას, – მრავალ ასპექტში მოიკოჭლებს. ავტორი წერს:

„დასავლური ღვთისმეტყველება სულიწმიდის შესახებ ასწავლიდა რომ სულიწმინდა გამოვალს »მამისაგან და ძისაგან», ხოლო აღმოსავლური პმევმატოლოგია ასწავლიდა რომ სულიწმინდა »გამოვალს მამისგან და ძის მიერ მიიღება ( მოეფინება ) », თუმცა დასავლური მოსაზრების ფორმულება და დოკუმენტურად გაფორმება პირველად მოხდა ამ დონეზე, საეკლესიო კრების დონეზე და არც მეტი და არც ნაკლები ეს ფორმულირება ეკლესიის მიერ მრწამსის უმაღლეს ავტორიტედად მიჩნეულ სიმბოლოში ჩაამატეს!“

VI საუკუნეში, თუ ავტორი ამ პერიოდს გულისხმობს, დასავლური ეკლესია ოფიციალურად ასე არ ასწავლიდა. Filioque-ს ოფიციაულირ ფორმულირება და დოკუმენტაცია დასავლეთის ეკლესიაში VI საუკუნის შემდეგ (ბევრად გვიან) მოხდა, კერძოდ კი 1274 წლის ლიონის კრებაზე. ამ კრებაზე filioque-ს ფორმულა პირველად მოიწონეს //

მაგრამ მეგობრებო ჩემს ნაშრომში არსად არ ფიქსირდება აზრი იმის შესახებ რომ
589 წელს ტოლედოს საეკლესიო კრებაზე მრწამსში ჩამატებული ''filioque '' საერთო დასავლური ეკლესია ოფიციალურად ასწავლიდა

შემდეგ ''ვიღაც ავტორი'' ასევე ამბობს: //ტოლედოს კრებაზე მრწამსში შეტანილი დანამატი ახალი სიმბოლოს მხოლოდ ადგილობრივ(ლოკალურ) ფიქსაციას წარმოადგენს, რომელიც რომის საყდრის ოფიციალურ პოზიციაზე კიდევ დიდ ხანს, 1274 წლის ლიონის კრებამდე, არ ასახულა.//

ეხლა ვნახოთ რას ამბობს ჩემი ნაშრომი

//თავდაპირველად მრწამსში ''ფილიოქვეს'' ჩამატებამ არ გამოიწვია მაშტაბური რეაქცია ტოლედოს კრება ადგილობრივი კრება იყო //
შემდეგ სხვა ადგილზე კიდე წერია:
/809 წელს გამართულ აახენის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე მრწამსში ფილიოქვე დასაშვებად ცნეს მიუხედავად იმისა, რომ რომის პაპი წინააღმდეგი იყო ამის, კარლოსმა მაინც თავისი გაიტანა. ტოლედოს ადგილობრივი კრების შემდეგ, აახენის ადგილობრივი კრება იყო პირველი კრება, რომელმაც დასაშვებად ცნო ფილიოქვე პირენეის ნახევარ კუნძულზე არსებულ ეკლესიების გარდა, ახლა უკვე საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებულმა ეკლესიებმაც დაიწყო მრწამსის წარმოთქმა ფილიოქვეთურთ/.

ამით ყველაფერია ნათქვამი ის რომ ტოლედოში გამართული კრება ადგილობრივი იყო და არა საერთო ეკლესიური ამას ნაშრომი ცხადად უსვავს ხაზს ნარომში ისიც წერია, რომ ტოლედოს კრების გადაწყვეტილება გავრცელდა მხოლოდ პირენეის ნახევარკუძულზე არსებულ ეკლესიებში.
ანუ ''ვიღაც'' ავტორის თითქოსდა დასკვნები და არგუმენტები ღიმილის მომგვრელია ვინაიდან ვითომდა ეს კრიტიკა ნააშრომს უფრო ეთანხმება, ვიდრე აკრიტიკებს.

რასთან გვაქვს საქმე?

''ვიღაც'' ავტორის თემის დასაწყისში მე დადანაშაულებული ვიყავი ვითომდა სისწრაფეში,
არადა მეგობრებო ამ კრიტიკიდან ნათლად ჩანს რომ ამ ''ვიღაც'' ავტორს არა თუ სისწრაფე არამედ ნორმალურად არც აქვს ის წაკითხული რასაც აკრიტიკებს, ასე გარდაიქმნება ეს ''კრიტიკული ნაშრომი'', კომედიური ჟანრის ლიტერატურად.

განვიხილოთ შემდეგი მონაკვეთი

//რომის პაპმა filioque-ს მრწამსში ჩართვა (მაგრამ არა დოგმატური განსაზღვრების სახით) მოიწონა არა საეკლესიო კრებაზე, არამედ გერმანელი იმპერატორის, ჰენრიხ II, აღსაყდრების მომენტში, 1014 წელს [4]. და ეს იყო არა ბენედიქტე VII, არამედ ბენედიქტე VIII (1012-1024). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იტალია ვალდებული იყო მრწამსი ამ ჩანართით ეგალობა, თუნდაც იმიტომ, რომ სამხრეთ იტალიური მხარეები — კალაბრია, აპულია და სიცილია — VIII საუკუნიდან (დაახლ. 733 წ.) ნორმანების დამპყრობამდე (XI ს. მე-2 ნახევარი) კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში შემოდიოდნენ [5]. //

ვიღაც ავტორი წარმოთქვავს კრიტიკას იმის შესახებ, რომ თითქოსდა რომის პაპის მიერ 1014 წელს მიღებული გადაწყვეტილება მთელი იტალიის ეკლესიებისთვის, ვერ იქნებოდა სავალდებულო რადგანაც იტალიის სამხრეთი პროვინციები აპულია კალაბრია სიცილია
კონსტანტინეპოლის იურისდიქციაში შედიოდა ნორმანების დაპყრობადე:

სინამდვილეში რას ამბობს სტატია:

//1014 წელს მოწვეულ კრებაზე რომის პაპმა ბენედიქტე მეშვიდემ ფილიოქვე მიიღო.
ამიერიდან იტალიაში არსებული ეკლესიებიც ვალდებულნი იყვნენ მრწამსი ფილოიქვეს ჩამატებით წარმოეთქვათ, პირენეის ნახევარკუნძულის, საღვთო რომის იმპერიის ეკლესიებს, უკვე იტალიის ეკლესიები დაემატა. ახალმა ფართო მაშტაბიანმა დაპირისპირებამ იფეთქა. კონსტანტინეპოლის პატრიარქ მიქაელ კერულარიოსის დროს დაპირისპირებამ ისევ პოლიტიკურ ნიადაგზე იფეთქა.

მიზეზი იყო შემდეგი:
საუკუნეები იყო უკვე რაც ბიზანტიას სამხრეთ იტალიაში რამოდენიმე ოლქი ეკავა, ეს ოლქები ემორჩილებოდნენ კონსტანტინეპოლის პატრიარქს და ეწოდებოდა ე.წ პატრიარქის ოლქები. აღსანიშნავია, რომ ეს ოლქები თავდაპირველად რომის ეკლესიას ეკუთვნოდა, მაგრამ პაპზე განაწყენებულმა ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა ოლქები წაართვა რომის ეკლესიას და როგორც აღვნიშნეთ კონსტანტინეპოლის ეკლესიას მიუერთა ხოლო იმპერატორმა ნიკიფორე ფოკამ ლათინურენოვანი მსახურებები აკრძალა საუკუნეების განმავლობაში. რომი ითხოვდა ამ ოლქების დაბრუნებას. მე-11 საუკუნეში ამ ოლქებს ნორმანი დამყრობლები მიადგნენ!//
სასაცილოა მეგობრებო თქვენთვის მომინდვია რასთან გვაქვს საქმე არის თუ არა ეს მართლაცდა ''მოკოჭლება '' უფალო შეგვიწყალე:
ავტორის ერთადერთი სიმართლე აქ ის არის რომ პაპი ბენედიქტე მეშვიდე კი არა მერვე იყო ეს არის მცირეოდენი მექანიკური შეცდომა რის გამოც შენდობას ვთხოვთ მკითხველს.

შემდეგ ''კრიტიკა'' გრძელდება:

//კონსტანტინეპოლისპატრარქ მიქაელკერულარიოსის დროს დაპირისპირებამ ისევპოლიტიკურ ნიადაგზე იფეთქა“

ავტორი სრულიად მართალია, რომის და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა, მაგრამ გასაკვირია, რომ ავტორი აზრობივად ამ დაპირისპირების დოგმატურ საფუძვლამდე მიდის, ''
შენ დალოცვილო რომ ადასტურებ //ავტორი მართალია-ო //
ჩაკვირვებოდი ნაშრომს საფუძვლიანად, იქნებ სრულიად გეღიარებინა სიმართლე ;)

მე ვამბობ რომ პატრიარქ კერულარიუსის დროს დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა და ნაშრომში განხილულია ეს პოლიტიკური მიზეზები, მაგრამ უთანხმოება შეიფუთა დოგმატური საკითხით '' filioque''.
ყოველივე ეს მკაფიოდ არის მოყვანილი ნაშრომში.

კვლავ გავყვეთ ე.წ კრიტიკას
//1054 წელი ოფიციურად ითვლება ეკლესიის განხეთქილების ე.წ დიდი სქიზმის, ქრისტიანული ეკლესიის ორად გაყოფის თარიღად. არაფერი არ გაკეთებულა ამ განხეთქილების მოსაგვარებლად პირიქით ( თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე პიროვნების სურვილს ) ამავე მე-11 საუკუნის ბოლოს რომის პაპმა ურბან მეორემ იტალიის ქალაქ ბარში მოიწვია საეკლესიო კრება და ანათემა გამოუცხადა ყველას ვინც არ მიიღებდა ფილიოქვეს“

ცუდია, რომ ავტორი დასავლეთისა და აღმოსავლეთ ურთიერთობის შემდგომ ისტორიას არ გვიჩვენებს,//
მეგობრებო ჩემი სტატიაში აღწერილია დროის მონაკვეთი როცა filioque პირველად იქნა დოკუმენტალურად დაფიქსირებული და მიჰყვება მას 1054 წლამდე.
თარიღამდე რომელიც მიჩნეულია ეკლესიის გაყოფად რაც არ უნდა ამტკიცონ რომ ეს თარიღი პირობითია.
კი ბატონო იყოს პირობითი მაგრამ ჯერჯერობით თუნდაც პირობითად 1054 წელი მიჩნეულია ეკლესიის გაყოფის თარიღად .
''ვიღაც'' ავტორის წუხილი:

//ცუდია, რომ ავტორი დასავლეთისა და აღმოსავლეთ ურთიერთობის შემდგომ ისტორიას არ გვიჩვენებს,//

უსაფუძვლოა სტატიის მიზანი არ ყოფილა 1054 წლის იქით წასულიყო ძიება
თუ ჩაითვლება საჭიროდ შეიძლება დაიწეროს კიდეც 1054 წლის შემდეგ გაგრძელება .

1054 წლის შემდეგ მოჰყავს ''ვიღაც ავტორს '' მტკიცებულებები რომ დასავლეთ ეკლესიას თანაზიარება და ურთიერთობა ქონდა ზოგიერთ ერთეულ ეკლესიებთან
და არა აღმოსავლეთის ყველა ეკლესიასთან თუმცა მე ვალდებულად არ ვთვლი თავს გავცდე ჩემს სტატიას იმის იქით სადაც ის მთავრდება.

პატივისცემით ვასიკო ნებიერიძე