• georgian flag
  • english flag

10 ყველაზე ხშირად წაკითხვადი მუხლი 2012 წელს


author
ნოდარ(Admin) ყარაშვილი
A A       1269

საკვანძო მუხლები: იოანეს სახარება 3:16; იერემია 29:11; ფილიპელთა მიმართ 4:13; რომაელთა მიმართ 8:28; ფილიპელთა მიმართ 4:6; იგავნი სოლომონისა 12:2; იგავნი სოლომონისა 3:5; 1 კორინთელთა მიმართ 13:4; ფსალმუნები 22:4; იგავნი სოლომონისა 3:6;

ვებგვერდი www.biblegateway.com ავრცელებს 2012 წელს 10 ყველაზე ხშირად წაკითხვად მუხლს:

10. იგავნი სოლომონისა 3:6
 ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს. 

9. ფსალმუნი 22:4
სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.

 8. 1 კორინთელთა 13:4
სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია; არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, 
7. იგავნი სოლომონისა 3:5
მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი.

6. იგავნი სოლომონისა 12:2 და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

5. ფილიპელთა 4:6
არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს,

4. რომაელთა 8:28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.

3. ფილიპელთა 4:13 
ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის, ქრისტეს მეშვეობით.

2. იერემია 29:11
ვინაიდან მე ვიცი ზრახვანი, რაც თქვენზე განვიზრახე, ამბობს უფალი, სასიკეთო და არა საბოროტო ზრახვანი, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ.

1. იოანე 3:16
 ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

წყარო: https://www.biblegateway.com/blog/2013/01/the-top-10-bible-verses-of-2012/