• georgian flag
  • english flag

Filioque (და ძისაგან ) ერთი სიტყვის გამო გაყოფილი ეკლესია.


author
ვასილ ნებიერიძე
A A       4335

საკვანძო მუხლები:

325 წელს ქალაქ ნიკეაში გაიმართა ყველაზე მაშტაბური საეკლესიო კრება, რომლის მსგავსი ქრისტიანობის, უკვე სამასი წლის არსებობის მანძილზე არ ყოფილა და რომელშიც მაშინდელი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსული ცნობილი ქრისტიანი ეპისკოპოსები ღებულობდნებ მონაწილეობას, მათი რიცხვი 318 იყო. მოგვიანებით ამ კრებას ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ეწოდა! კრების მიზანი იყო განეხილათ და მოეგვარებინათ ქრისტეს ბუნების, პიროვნებისა და წარმომავლობის შესახებ წარმოქმნილი დავა, რომელიც ალექსანდრიის ეპისკოპოს ალექსანდრეს და ხუცესს არიოზს შორის წარმოიშვა .
-არიოზის შეხედულების მიხედვით ქრისტე, ანუ ძე მამის სწორი და ერთარსი კი არ იყო, ანუ ის ბუნებითათ ღმერთი კი არ იყო, არამედ ის იყო მამის მსგავსი, მამის ქმნილება, უპირველესი ქმნილება ყველა ქმნილებათა უწინარეს, ხოლო დანარჩენი ქმნილება ქრისტეს მეშვეობით შეიქმნა და არაფერი შექმნილა მისი მონაწილეობის გარეშე. ის ყველაფერში მამის მსგავსია ( და არა არსი, მარტივად რომ ვთქვათ შეიძლება რომ შევხედავთ მთვარე ნათელია, მაგრამ ის მზისგან იღებს სინათლეს მაგრამ მთვარე მზის ნაწილი არ არის მთვარე მთვარეა, ხოლო მზე კი მზე).
- ხოლო ეპისკოპოს ალექსანდრე თვლიდა რომ, ქრისტე არა მხოლოდ მამის მსგავსია არამედ არსია. ქმნილება კი არ არის, შობილია, მხოლოდშობილი ძე მამისა, ისინი ერთნი არიან
ქრისტეს ბუნებაც ისევე, როგორც მამისა, ერთია ღვთიური ბუნება ( ჩვენი ნაშრომი სხვა თემაზეა ამიტომ ძალიან სიღრმეში არ ჩავუღმავდებით ამ საკითხს მხოლოდ ზოგადი მიმოხილვა შემოგთავაზეთ ).
თანამოაზრეები ორივე მხარეს საკმაოდ ჰყავდა დავა ისე გამწვავდა რომ საერთო სახალხო არეულობად გადაიქცა არიოზის და ალექსანდრეს მხარდამჭერები მთელი იმპერიის მაშტაბით უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და უსწორდებოდბენ.
ამ სიტუაციის გამო შეწუხებულმა იმპერატორმა კონსტანტინემ გადაწყვიტა ამ საკითხის გადასაჭრელად და მოსაგვარებლად მაშტაბური კრება მოეწვია. კრება ორთვენახევარი გრძელდებოდა.
კრებამ გამოტანა შემდეგი განჩინება: არიოზის ნააზრევი გამოცხადდა მწვალებლობად
და მიუღებლად. თავად არიოზი გამოცხადდა განკვეთილად. კრებამ შეიმუშავა დებულება, რომელიც შვიდი პუნქტისგან შედგებოდა, რომელსაც მოგვიანებით ნიკეის კრების სიმბოლო, ან ნიკეის კრედო ეწოდა, ან მოკლედ მრწამსი, რომლის მოკლე აზრიც შემდეგნაირია ( ჩვენ შეგნებულად არ მოგყავს სიტყვა სიტყვით მრწამსი რათა ნაშრომი არ გამოვიდეს დიდი ზომის ), რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ღვთისა მხოლოდშობილი მამისაგან, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთისაგან.
დოკუმენტს ეპისკოპოსთა უმრავლესობამ მოაწერა ხელი, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ზოგიერთმა არიოზის მომხრე ეპისკოპოსმა ფარისევლურად მოაწერეს ხელი ისე რომ სინამდვილეში თავიანთი აზრი არ უარყვიათ, მათ არათუ ფარ-ხმალი დაყარეს, არამედ მიზანი დასახეს, მოეპოვებინათ იმპერატორის ნდობა და განედევნათ მათი მოწინააღმდეგეები, რომელთაც ათანასე ალექსანდრიელი შემდეგში დიდად წოდებული მეთაურობდა.
მათ იმპერატორის ნდობა მისი მეუღლის დახმარებით მოიპოვეს, რის შემდეგადაც იმპერატორს ჩააგონეს ათანასეს და მისი მომხრეების განდევნა, არიოზის მომხრე ხუცესები დაწინაურდნენ ეკლესიებში და უმაღლეს იერარქიულ საფეხურებზე.
(მაგ. ევსები ნიკომედიელი კონსტანტინეპოლის პატრიარქიც კი გახდა) ფაქტიურად იმპერიიის აღმოსავლეთ ნაწილში არიოზელობა ზეობდა.
სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა იმპერატორმა კონსტანტინესაც ნათლობა არიოზელი ხუცესის ხელით მიიღო, იმპერატორ კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ მისი შვილის არიანელი კონსტანცის ზეობის დროს ოქროს ხანა ქონდა არიოზელებს (ზემოთ ნახსენები ევსებიც ამ დროს გახდა კონსტანტინეპოლის ეკლესიის საჭეთმყრობელი)
თუმცა არც ნიკეის მრწამსის მომხრეები იყვნენ გულხელდაკრეფილნი მართალია ისინი გადასახლებულნი იყვნენ მაგრამ წერილებით ძლიერად ამხელდნენ არიოზელობას რამაც შედეგი გამოიღო. უამრავი ადამიანი არიოზელურ შეხედულებას უკუ აგდებდა და ნიკეის კრების მრწამსს აღიარებდა თუმცა სულ მალე სხვა უბედურება აღიმართა ქრისტიანობაზე
იმპერატორ კონსტანცის სიკვდილის (361 წ) შემდეგ საიმპერატორო ტახტზე ავიდა იულიანე შემდეგში განდგომილად წოდებული, იულიანე განდგომილი (აპოსტაზი)
რომელმაც მიზნად ქრისტიანობის აღმოფხვრა და წარმართობის აღდგენა დაისახა ის
ანგრევდა ქრისტიანულ ეკლესიებს ბილწავდა მათ, ხოლო მათ ადგილზე აშენებდა წარმართულ ტაძრებს.
აღადგინა წარმართული ღმერთებისათვის მსხვერპლშეწირვა, თუმცა მისი მეფობა ხან მოკლე იყო და შუამდინარეთში სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა იუსტინიანეს შემდეგ იმპერიამ რამოდენიმე იმპერატორი გამოიცვალა რომლებიც მცირე ხნით იკავებდნენ საიმპერატორო ტახტს, 378 წელს ტახტზე ავიდა თეოდოსი რომელიც წარმოშობით იმპერიის დასავლეთიდან პირენეის ნახევარკუნძულიდან იყო ( როგორც აღვნიშნეთ არიოზელთა მძლავრობა და ზეობა იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობდა დასავლეთი ნიკეის მრწამსის ერთგული იყო ) ის მომხრე იყო ნიკეის მრწამსის მომხრეების თეოდოსიმ 381 წელს მოიწვია საეკლესიო კრება რომელსაც ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი, ამ კრებას კონსტანტინეპოლის მეორე საეკლესიო კრება ეწოდა, ამ კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ნიკეაში გამოცემული 7 მუხლიანი მრწამსი და დაამატეს კიდევ ხუთი მუხლი, სულიწმინდაზე ეკლესიის ერთიანობაზე, ნათლობაზე მკვდართა აღდგომაზე, საუკუნო ცხოვრებაზე, ასე ჩამოყალიბდა საერთო ქრისტიანული დებულებების ერთიანობა, ქრისტიანული მრწამსი, რომელსაც ვიცნობთ ნიკეა-კონსტანტინეპოლის სიმბოლო. ეს კრება იყო რომელმაც არიოზელობა დაასრულა და ისტორიის კუთვნილებად აქცია.
მრწამსში ერთი პუნქტი საუბრობდა სულიწმიდის შესახებ განსაზღვრავდა მას პიროვნებად და მამის და ძის თანასწორად ( ეს იყო რეაქცია მაკედონიანელების წინააღმდეგ რომლებიც სულიწმინდას აკნინებდნენ უწოდებდნენ რა მას ქმნილებას ), კერძოდ მრწამში ნათქვამი იყო ''სულიწმინდა, უფალი და ცხოველმყოფელი რომელიც მამისგან გამოვალს . და მამასთან და ძესთან ერთად ითაყვანცემის და იდიდების, როგორც ამბობენ წინასწარმეტყველნი'' ამით თითქოს დასრულდა .მრავალსაუკუნოვანი დავა ვნებათა ღელვა შეხლა - შემოხლა იესო ქრისტეს წარმოშობაზე, პიროვნებაზე, მის ბუნებაზე, სულიწმინდაზე მის წარმოშობაზე მის პიროვნებაზე; ეკლესიამ განსაზღვრა დასვა წერტილი, დაბეჭდა ეს ჭეშმარიტება, ქრისტიანობამ თითქოს მოისვენა, მაგრამ მთავარი თურმე ჯერ წინ იყო.
უთანხმოება რომელმაც ეკლესია ორად გაყო კონსტანტინეპოლის მეორე მსოფლიო კრებიდან 208 წლის შემდეგ 589 წელს პირენეის ნახევარ კუნძულის ქალაქ ტოლედოში გაიმართა ეკლესიის დასავლეთ ნაწილის ანუ ლათინური ნაწილის საეკლესიო კრება რომელსაც ეწოდა ეწოდა ტოლეტოს 3-ე ადგილობრივი საეკლესიო კრება.
კრების მიზანი იყო ოფიციალურად გაეფორმებინათ გერმანული ტომების არიოზელური მრწამსის უარყოფა და ემსჯელათ როგორ მიეღოთ ისინი ეკლესიის წიაღში. იმის გასაგებათ თუ როგორ მიიღეს გუთებმა ქრისტიანობა და როგორ ეზიარნენ არიოზულ მრწამს მოგვიწევს უკან, წარსულში დაბრუნება.
დასაწყისში ჩვენ საუბარი გვქონდა ნიკეის მრწამსის მიღების მიზეზებზე და მიღების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე აღვნიშნეთ რომ მართალია კრებამ ამხილა და დაგმო არიოზელობა ხოლო არიოზი განკვეთეს ! არიოზს და მის მომხრეებს ამან არა თუ ფარ-ხმალი დააყრევინა არამედ წინ წაიწიეს ისე რომ იმპერატორის ნდობა მოიპოვეს ეკლესიის იერარქიის სათავეში მოექცნენ და თავიანთი ძალა უფლება გააძლიერეს და აი არიოზელობის მომხრეების ზეობის დროს კონსტანტინეპოლში საიმპერატორო კარს ეწვია გერმანელი ტომების გუთების ელჩიონი
ამ ელჩიონში შედიოდა ახალგაზრდა გუთი დიდგვაროვანი ულფილა რომელიც მოიხიბლა და მიიღო ქრისტიანობა რათქმა უნდა არიოზული მრწამსით. ხოლო 341 წელს ანტიოქიის საეკლესიო კრებაზე არიოზელთა მიერ ნაკურთხ იქნა ეპისკოპოსად და ისევ გოთებთან წარიგზავნა, ულფილამ ღრმად ჩაიდო გულში გოთების გაქრისტიანება. გოთების სახარებისკენ მოსაქცევად ქადაგების დაწყებისთანავე მან გადაწყვიტა რომ წმ. წერილი გუთებისთვის უფრო გასაგები რომ ყოფილიყო მათთავე ენაზე ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ამისთვის ულფილამ გოთებისთვის ადვილად წასაკითხი დამწერლობა შექმნა და ამის შემდეგ თარგმნა ბიბლია. ამ შრომამ წარმოუდგენელი შედეგი გამოიღო ულფილას მსახურება წარმატებული გამოდგა ქრისტიანობაზე არა მარტო ვესტგუთები და ოსტგუთები მოექცნენ არამედ მათივე მეშვეობით სხვა გერმანულ ტომებშიც შეაღწია, და არიოზელურმა ქრისტიანობამ წამყვანი პოზიცია დაიკავა გერმანულ ტომებში,
200 წლის განმავლობაში ცდილობდა ეკლესიის დასავლეთ ნაწილი რომის საეპისკოპოსოს მეთაურობით ეს მოცემულობა შეცვლილიყო, გერმანულ ტომებში იგზავნებოდა უამრავი მისიონერი, 200 წლიანი მცდელობის შემდეგ დადგა შედეგი, 589 წელს ვესტგუტების მეფე რეკარედმა გამოთქვა სურვილი უარი ეთქვა ''არიოზელურ ქრისტიანობაზე '' და ეღიარებინა ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსი და შეერთებოდა ეკლესიას, მაგრამ ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსის მიღებამდე განხილულ იქნა ეს მრწამსი და მასში ჩაემატა სიტყვა და ძისაგან (Filioque).

კონკრეტულად იმ ადგილზე სადაც ნათქვამია, რომ '' სულიწმინდა უფალი და ცხოველმყოფელი რომელიც გამოვალს მამისაგან ''ტოლედოში მიღებულ მრწამსში ეს მონაკვეთი უკვე ჟღერდა ''რომელიც გამოვალს მამისაგან და ძისაგან '', რათქმა უნდა ეს ტერმინი აქ მოგონილი არ იყო
დასავლური ღვთისმეტყველება სულიწმიდის შესახებ ასწავლიდა რომ სულიწმინდა გამოვალს ''მამისაგან და ძისაგან'', ხოლო აღმოსავლური პმევმატოლოგია ასწავლიდა რომ სულიწმინდა ''გამოვალს მამისგან და ძის მიერ მიიღება ( მოეფინება ) '', თუმცა დასავლური მოსაზრების ფორმულება და დოკუმენტურად გაფორმება პირველად მოხდა ამ დონეზე, საეკლესიო კრების დონეზე და არც მეტი და არც ნაკლები ეს ფორმულირება ეკლესიის მიერ მრწამსის უმაღლეს ავტორიტედად მიჩნეულ სიმბოლოში ჩაამატეს!

რატომ გახდა ეს აუცილებელი?
არიოზელობა რომელიც ქრისტეს მამაზე ნაკლებობას ასწავლიდა და მასზე ქვემოთ აყენებდა, ის არ იყო მამის არსი ის არ იყო ბუნებითად ღმერთი, ხოლო მრწამსში სულის ასეთი ფორმულირება რომ ის მამისგან გამოდის მხოლოდ ! ხოლო აღმოსავლური ღვთისმეტყველებით სული მხოლოდ მამისგან გამოდის და ძისაგან მხოლოდ მოეფინება აჩენდა ეჭვებს არის კი ძე მამის თანასწორი? თუ ის მამის თანასწორია და ბუნებითად ღმერთია მაშინ რატომ არ არის ის მამის თანასწორი სულიწმინდის გამომავლობის საკითხში?
აი რატომ გახდა საჭირო Filioque(ფილიოქუე) -ს ჩამატება ეს გამოწვეული იყო საღვთისმეტყველო აუცილებლობით, რათა გუთებისთვის საცდური არ გამხდარიყო
და ეს არ ყოფილიყო წინაღობა ეკლესიის წიაღში შემოსაერთებლად ფილიოქვე-თი მათ შეძლეს ძის და მამის გათანაბრება, რის შემდეგაც ყოველგვარი საღვთისმეტყველო გამყოფი ზღვარი გუთებსა და ეკლესიას შორის წაიშალა და გუთები მასიურად შეუერთდნენ ეკლესიას ! პირენეის ნახევარ კუნძულიდან '' ფილიოქვემ'' გავრცელება დაიწყო დასავლურ ეკლესიებში აღმოსავლეთ ეკლესიაში თავდაპირველად მრწამსში ''ფილიოქვეს'' ჩამატებამ არ გამოიწვია მასშტაბური რეაქცია ტოლედოს კრება ადგილობრივი კრება იყო და მეორე მიზეზი ის იყო რომ ქრისტიანობა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგა ეს იყო ისლამი.
ისლამის აგრესიამ დედა ეკლესიას მოსწყვიტა, ძირძველი ეკლესიები სირია პალესტინა ეგვიპტე ჩრდილოეთ აფრიკა უძლიერესი ქრისტიანული კერები ზოგი საერთოდ გაქრა ზოგის სიძლიერე და ფუნქციები უკიდურესად შეიზღუდა, ქრისტიანობას მოსწყდა უძლიერესი იერუსალიმის, ანტიოქიის, და ალექსანდრიის ეკლესია. ისლამი ექსპორტიორი არაბები დასავლეთ ევროპაშიც შეიჭრა პირენეის ნახევარკუნძული დაიპყრეს და განაგრძობდნენ სვლას ევროპის სიღმისკენ მაგრამ ისინი შეჩერებულ იქნენ ფრანკთა მეფე კარლოს მარტელის მიერ. ფრანკები ერთერთი გერმანული ტომი იყო რომელიც თანდათან ძლიერდებოდნენ და თავიანთ ძლიერებას კარლოს დიდის დროს მიაღწია, რომელმაც მთელი ცენტრალური და დასავლეთ ევროპა გააერთიანა ხოლო 800 წელს იმპერატორად ეკუთხა, მის იმპერიას ეწოდა '' საღვთო რომის იმპერია ''
ხოლო ის გახდა რომაელთა იმპერატორი.

ბიზანტიის იმპერია თავს რომის იმპერიის მემკვიდრედ თვლიდა და ბიზანტიის იმპერატორი რომის იმპერატორად იწოდებოდა. ამიტომ ბიზანტიელთათვის, კარლოსი უზურპატორი იყო
ამიტომ კარლოსი ცდილობდა ისედაც გაჩენილი ბზარი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის უფრო გაზრდილიყო და მოწყვეტილიყო ბიზანტიის იმპერიისგან
არავითარი სიახლოვე არ ქონოდათ, რწმენისა და ეკლესიურ დონეზეც კი ამისათვის მან პაპის უფლებები გაზარდა. ხოლო 809 წელს გამართულ აახენის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე მრწამსში ფილიოქვე დასაშვებად ცნეს მიუხედავად იმისა რომ რომის პაპი წინააღმდეგი იყო ამისა კარლოსმა მაინც თავისი გაიტანა, ტოლედოს ადგილობრივი კრების შემდეგ, აახენის ადგილობრივი კრება იყო პირველი კრება რომელმაც დასაშვებად ცნეს ფილიოქვე პირენეის ნახევარ კუნძულზე არსებულ ეკლესიების გარდა ახლა უკვე საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებულმა ეკლესიებმაც დაიწყო მრწამსის წარმოთქმა ფილიოქვეთურთ ნახევარი საუკუნის შემდეგ. ფილიოქვე საკითხი გადაიქცევა უდიდეს ტრაგედიად ეკლესიის ისტორიაში რამაც ეკლესიის ორად გახლეჩვა გამოიწვია და დღემდე ვერ მონახულა საერთო ენა, თანხმობის ენა.
ყველაფერი დაიწყო მაშინ როცა 858 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქი ეგნატე დამხობილ იქნა პატრიარქობიდან. ამის წინა პირობა იყო ის რომ იმპერატორი მიქაელი რომელიც ძალიან ახალგაზრდა იყო როდესაც საიმპერატორო ტახტზე დაჯდა, ხოლო მის მეურვედ და მრჩევლად დაინიშნა მისი ბიძა, დედის ძმა ბარდა
ბარდა ძალზედ განათლებული პიროვნება იყო მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი ჩაედინა სამარცხვინო ქმედება, ის თავის ცოლს გაეყარა უმიზეზოდ და თავის რძალთან ძმის ცოლთან დაიჭირა კავშირი. პატრიარქი ეგნატე ამ ქმედებისთვის მას დაუპირისპირდა და მრავალჯერ ამხილა, დაპირისპირებამ პიკს მიაღწია 858 წელს როცა პატრიარქმა ეგნატემ ბარდას არ მისცა ზიარება და სახალხოდ უწოდა მას მცნებების დამრღვევი და ცოდვილი. ამის საპასუხოდ ბარდამ იმპერატორს ჩააგონა რომ პატრიარქი ეგნატე მის წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებდა მონაწილეობას და იმავე 858 წელს პატრიარქი ეგნატე გადააყენეს და გადაასახლეს.

ახალ პატრიარქად შეირჩა იმპერატორისათვის და ბარდასათვის მისაღები პიროვნება ფოტიუსი რომელიც საერო პირი იყო საერო პირის არჩევა პატრიარქად არ შეიძლებოდა ამიტომ ფოტიუსს ექვს დღეში გაატარეს ყველა ის საეკლესიო ხარისხი რომელიც პატრიარქობამდე უნდა გაიაროს პიროვნებამ, პირველ დღეს ფოტიუსი აღკვეცეს ბერ-მონაზვნად მეორე დღეს ხელი დაასხეს იპოდიაკვნად მესამე დღეს დიაკვნად მეხუთე დღეს მღვდლად ხოლო მეექვსე დღეს უკვე პატრიარქად .
გადასახლებულმა ეგნატეს მომხრეებმა მოაწყეს ხმამაღალი სკანდალი და ურჩობა. სიტუაცია ძალზედ გამწვავდა 861 წელს სიტუაციის განსამუხტავად იმპერატორის კარზე მოიწვიეს სინოდი
რომელზეც რომის პაპის ორი ლეგატიც ესწრებოდა მათ მხარი დაუჭირეს სინოდის გადაწყვეტილებას, რომლითაც გამოცხადდა, რომ ოფიციალურად ეგნატე უკვე სინოდის მიერ გადაყენებულია პატრიარქობიდან, ლეგატების რომში დაბრუნებისას რომის პაპმა ნიკოლოზმა უარი განაცხადა დაედასტურებინა ლეგატების თანხმობის ლეგიტიმურობა სინოდის გადაწყვეტილებაზე, იმ მიზეზით რომ მათ გადააჭარბეს თავიანთ უფლებებს.
პაპი ნიკოლოზი თავს თვლიდა ქრისტიანული სამყაროს მმართველად, უფლებას იტოვებდა განეჩინა სამართალი როგორც პირველსა და უპირატეს რადგანაც ის რომის ეკლესიის საჭეთმყრობელი იყო.
863 წელს მან გადაწყვიტა რომ პატრიარქი ეგნატე უსამართლოდ იყო პატრიარქობიდან დამხობილი. მან ფოტიუსი გამოაცხადა უკანონო პატრიარქად და გამოაცხადა, რომ პატრიარქად უნდა აღედგინათ ეგნატე.

იმპერატორმა მიქაელმა და პატრიარქმა ფოტიუსმა უარი თქვეს მოესმინათ ნიკოლოზის განცხადებისათვის და მით უმეტეს დამორჩილებოდნენ მის პრეტენზიას უმაღლესი ძალაუფლების შესახებ ისინი ემზადებოდნენ საპასუხო დარტყმისთვის და აი აქ ამოტივტივდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ''ფილიოქვეს'' საკითხი. გარდა ამისა იმპერატორს და ფოტიუსს აღელვებდათ ბიზანტიის საზღვრებთან კერძოდ ბალკანეთში გამოჩენილი დასავლეთ ეკლესიიდან წამოსული ფრანკი მისიონერები, იმპერატორს აშფოთებდა რომ მის საზრღვრებთან შეიძლება მოწინააღმდეგედ მიჩნეული ფრანკების ძალაუფლება გამყარებულიყო ხოლო პატრიარქ ფოტიუს მისი პრინციპული მეტოქის პაპ ნიკოლოზის ძალაუფლების გავრცელების საშიშროება, ამიტომ მან ბრალი დასდო რომ დასავლეთიდან მოსული ფრანკი მისიონერები მრწამს ''ფილიოქვე''-თი გამოთქვამდნენ 867 წელს ფოტიუსმა დაწერა ეპისტოლე რომელიც '' უარყოფდა'' ფიოლოქვეს მართებულებას.
“ფილიოქვე'' გამოცხადდა ერესად ხოლო ფილიოქვეს ყველა მომხრე ერეტიკოსად. ამ ეპისტოლეს ასლები ფოტიუსმა აღმოსავლეთის ყველა პატრიარქს გაუგზავნა მოიწვია კრება კონსტანტინეპოლში

ამ კრებამ გადაწყვიტა:
ა)რომ დასავლელი ანუ ფრანკი მისიონერების მოღვაწეობას ბალკანეთის ნახევარკუნძულზე კერძოდ ბულგარეთში ''ფილიოქვეს'' გამოყენების გამო გამოეაცხადოს ანათემა.
ბ) რომის პაპი გამოცხადდა გადაყენებულად და ანათემირებულად ასე წარმოიშვა პირველი ფართო მაშტაბების განხეთქილება დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის ამ კრების დამთავრებისას მოკლულ იქნა იმპერატორი მიქაელი და ტახტზე ავიდა ბასილ პირველი
მან დაამხო პატრიარქი ფოტიუსი და მოიწვია კრება სადაც პატრიარქად აღდგენილ იქნა ეგნატე.
ფოტიუს ეწოდა ''თვითმარქვია '' რომთან ურთიერთობა კვლავ ნორმალური გახდა
მაგრამ ამ ყველაფერს თავად პაპი ნიკოლოზი ვერ მოესწრო გაედაიცვალა და ამ კრების დროს პაპის ტახტზე ადრიანი იჯდა. ამ ყველაფერმა გამოაჩინა რომ ''ფილიოქვეს საკითხი'' მხოლოდ ფსევდოსაბაბი იყო განხეთქილების რომლის მიღმა მიზეზი პოლიტიკური ძალაუფლებისკენ სწრაფვა, პირადი ამბიციები, ამაო დიდება, იდგა!
მართალია იმპერატორ ბასილ პირველის და მისი მემკვიდრეობის მეცადინეობით ეკლესიის დასავლეთ ნაწილთან და პაპთან მშვიდობა დამყარდა, მაგრამ არც თუ ხანგრძლივი
1014 წელს მოწვეულ კრებაზე რომის პაპმა ბენედიქტე მეშვიდემ
ფილიოქვე მიიღო .
ამიერიდან იტალიაში არსებული ეკლესიებიც ვალდებულნი იყვნენ მრწამსი ფილოიქვეს ჩამატებით წარმოეთქვათ
პირენეის ნახევარ კუნძულის ! საღვთო რომის იმპერიის ეკლესიებს, უკვე იტალიის ეკლესიები დაემატა. ახალმა ფართო მაშტაბიანმა დაპირისპირებამ იფეთქა. კონსტანტინეპოლის პატრიარქ მიქაელ კერულარიოსის დროს დაპირისპირებამ ისევ პოლიტიკურ ნიადაგზე იფეთქა.
მიზეზი იყო შემდეგი:
ბიზანტიას უკვე საუკუნეები იყო რაც სამხრეთ იტალიაში რამოდენიმე ოლქი ეკავა ეს ოლქები ემორჩილებოდნენ კონსტანტინეპოლის პატრიარქს და ეწოდებოდა ე.წ პატრიარქის ოლქები აღსანიშნავია, რომ ეს ოლქები თავდაპირველად რომის ეკლესიას ეკუთვნოდა, მაგრამ პაპზე განაწყენებულმა ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა ოლქები წაართვა რომის ეკლესიას და როგორც აღვნიშნეთ კონსტანტინეპოლის ეკლესიას მიუერთა ხოლო იმპერატორმა ნიკიფორე ფოკამ ლათინურენოვანი მსახურებები აკრძალა საუკუნეების განმავლობაში. რომი ითხოვდა ამ ოლქების დაბრუნებას. მე-11 საუკუნეში ამ ოლქებს ნორმანი დამყრობლები მიადგნენ! ოლქის მმართველს, პაპი დახმარებას დაჰპირდა ოღონდ იმ პირობით თუ ამ ოლქის ეკლესიებში:
ა)მსახურების რომაულ სტილზე გადავიდოდნენ ,
ბ) ეკლესიებში დაბრუნდებოდა ლათინური ენა,
გ) მრწამსში შეიტანდნენ ფილიოქვეს.
გაიგო რა ეს მოთხოვნები პატრიარქმა მიქაელ კერულარიოსმა, რომელსაც მთელი არსებით სძულდა ყოველივე დასავლურ - ლათინური, პაპის ლეონ მეცხრის მოთხოვნების საპასუხოდ
პატრიარქმა, ჯარისკაცების დახმარებით კონსტანტინეპოლში არსებული ლათინურ ენოვანი ეკლესიები და მონასტრები დახურა.
დახურვა ძნელად თუ ეწოდება ასეთ სიტუაციას მათ დაარბიეს ეკლესია -მონასტრები საკურთხევლებიდან ყრიდნენ და ფეხით თელავდნენ ზიარებისთვის გამზდებულ უფუარ პურს რაც დასავლური გაგებით ქრისტეს სხეულთან ასოცირდებოდა ( აღმოსავლეთში საფუარიანი პურით იღებდნენ ზიარებას ). რაც წარმოუდგენელი შეურაცხყოფა გახლდათ დასავლური სამყაროსთვის.
ამის გარდა პატრიარქმა მიქაელმა დასავლეთი დოქტრინალურ ცდომილებებში ამხილა
მისი მითითებით არქეპისკოპოსმა ლეონ ოქრიდელმა დაწერა ეპისტოლე და გაუგზავნა დასავლეთ ეკლესიის ეპისკოპოსებს ე.წ ფრანკ ეპისკოპოსებს: ჩამოთვლილი იყო რამოდენიმე დოქტრინალური შეცდომა:
უფუარი პურის გამოყენება ზიარებისას - რაც იუდაურ პასექს გავს და ცდომილებაა.
მარხვის დაწესება შაბათს - ვინაიდან შაბათი იუდეური წმინდა დღე იყო და გარკვეულ წილად მარხვასაც შეიცავდა.
ამგვარად დასავლეთი იუდეური ტრადიციის მიყოლაში დადანაშაულდა, დასავლეთი ნებას რთავდა ეჭამათ სისხლიანი ხორცი- რაც არღვევს მოციქულების მიერ მოცემულ კანონს სისხლის ჭამაზე, დიდმარხვის დროს დასავლეთში კრძალავენ სიხარულის გამომხატველ საგალობლებს მათთვის დიდი მარხვა თავშეკავების და მწუხარების დრო იყო და არა სიხარულის ჟამი.
ხოლო აღმოსავლეთი თვლიდა ყოველი წესი რომელიც კრძალავს სიხარულის გამოვლინებას ღვთისთაყვანისცემის დროს არის არა ქრისტიანული ქმედება.
ამ პუნქტების გარდა მიქაელმა უკვე თავის ავტორობით გამოცემულ წერილში დაადანაშაულა
მღვდვლებისთვის ქორწინების აკრძალვის არამართებულებაში და მთავარი ისევ და ისევ ფილიოქვე რომელიც დამატებულია მსოფლიო საეკლესიო კრებასთან შეთანხმების გარეშე რაც უკანონოს ხდის მას. ხოლო მათი მომხრეები ერეტიკოსები არიან.

1054 წელს პაპმა ლეონ მეცხრემ თავის ლეგატები სადაო საკითხების მოსაგვარებლად გააგზავნა. კონსტანტინეპოლში ჩასვლისას ლეგატები თავხედურად იქცეოდენ
მათი თქმით ისინი '' ბერძნებისათვის სწორი ღვთისმეტყველების სასწავლებლად არიან ჩამოსულები'' მეორე მხრივ არც კონსტანტინეპოლში დახვდნენ გულღიად ისინი უპატივცემულოდ და თითქმის შეურაცხმყოფელად მიიღეს. მოლაპარაკებების დროს მათ მიქაელს წარუდგინეს ბრალდება ''რომ მან თითქოს მრწამსიდან ამოშალა
ფილიოქვე
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ის მიმდინარეობდა ურთიერთბრალდებების
და შეურაცხყოფებების
ფონზე
1054 წლის 16 ივლისს პაპის წარმომადგენლები იმპერიის ყველაზე უდიდეს და უმთავრეს ტაძარში კონსტანტინეპოლში აია-სოფიაში ლიტურგიის დროს საკურთხეველზე დადეს ''პაპის ბულა'' სადაც ანათემას იყო გადაცემული მიქაელ კერულარიოსი და ყველა მისი მიმდევარი
ხოლო მიქაელ კერულარიოის მოწვეულმა კრებამ მეორე მხარე გადასცა ანათემას. 1054 წელი ოფიციურად ითვლება ეკლესიის განხეთქილების ე.წ დიდი სქიზმის, ქრისტიანული ეკლესიის ორად გაყოფის თარიღად.
არაფერი არ გაკეთებულა ამ განხეთქილების მოსაგვარებლად პირიქით ( თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე პიროვნების სურვილს ) ამავე მე-11 საუკუნის ბოლოს რომის პაპმა ურბან მეორემ იტალიის ქალაქ ბარში მოიწვია საეკლესიო კრება და ანათემა გამოუცხადა ყველას ვინც არ მიიღებდა ფილიოქვეს.

P.s filioque ერთი სიტყვა გადაიქცა განხეთქილების მიზეზად რამაც გამოიწვია უდიდესი ტრაგედია, ეკლესიის ორად გაყოფა , დღესაც filioque ერთერთი მთავარი მიზეზია რაც აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკლესიის დაახლოებას ამუხრუჭებს. სინამდვილეში filioque -ს უკან ადამიანების ძალაუფლებისკენ სწრაფვა, გავლენის მოპოვება, ამაო დიდების მიღება და
კულტურული განსხვავება იდგა.
თუ რაოდენ დიდი უბედურება მოჰყვა ამ განხეთქილებას რომელიც უკვე ერთმანეთის მიმართ პიროვნულ სიძულვილში იყო გადასული ერთი მაგალითი მკაფიოდ წარმოაჩენს.
1453 წელს როცა კონსტანტინეპოლს თურქ-ოსმალების ალყა ქონდა შემორტყმული და ქალაქი უკვე სულს ღაფავდა, კონსტანტინეპოლს პაპმა შესთავაზა დახმარება ოღონდ თუ თანხმობას იტყოდნენ ეღიარებინათ ღვთისმეტყველური განსხვავებანი მათ შორის ფილიოქვე და პაპის და რომის ეკლესიის უპირატესობა დანარჩენ პატიარქებზე და ეკლესიებზე. ამ შეთავაზებაზე კონსტანტინეპოლში უარი თქვეს ხოლო კონტანტინეპოლის ჯარების სარდალმა ლუკა ნოტარამ წარმოთქვა საქვეყნოდ ცნობილი სიტყვები '' კონსტანტინეპოლში პაპის ტიარის ნახვას
თურქების სულთანის ჩალმის ხილვა მირჩევნია''.
ქრისტანთა სამწუხაროდ ლუკა ნოტარას სიტყვების ბოლო ნაწილი ახდა, კონსტანტინეპოლში მართლაც გამოჩნდა, სულთნის ჩალმა
დაეცა კონსტანტინეპოლი დაეცა ქრისტიანობის უდიდესი კერა !!
დაეცა აია-სოფიას უდიდესი ტაძარი და მეჩეთად გადაკეთდა
და რატომ.? “ერთი სიტყვის” გამო დაწყებული განხეთქილება.
მიუხედავად იმისა რომ ეკლესია განხეთქილების ურთიერთბრალდებების და სიძულვილის მორევში ჩაეშვა ღმერთი არ აპირებდა ქრისტიანული რწმენის და სახარებისეული პრინციპების რღვევას!
ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა ერთმა გერმანელმა ბერმა ვინტერბერგის ეკლესიის კარიბჭეზე 95 თეზისი გამოაკრა. მისი სახელი იყო მარტინ ლუთერი.