• georgian flag
  • english flag

ილოცეთ ჩვენთვის


author
Мирза Бадиаури
A A       318

საკვანძო მუხლები: 1 მეფეთა 7:8; 1 მეფეთა 12:19; ესაია 37:4; იაკობის წერილი 5:16; რომაელთა მიმართ 15:30; ეფესელთა მიმართ 6:18-19; კოლასელთა მიმართ 4:3; 1 თესალონიკელთა მიმართ 5:25; 2 თესალონიკელთა მიმართ 3:1; ებრაელთა მიმართ 13:18;

3.8.1.__

- რათა გვიხსნას უფალმა მტრებისგან 1მფ.7,[8]
- ჩვენი ცოდვების გამო 1მფ.12,19
- დარჩენილთათვის ეს.37,4
- ერთმანეთისთვის, ყველა წმიდისთვის იაკ.5,16 ეფ.6,18; 1თეს.5,25
- ჩვენს გასაძლიერებლად რომ.15,30
- რათა უფალმა გაგვიღოს სიტყვის კარი ეფ.6,19 კოლ.4,3; 2თეს.3,1
- რადგან გვწამს, რომ წრფელი სინდისი გვაქვს ებრ.13,[18]

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 7
8. უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: ნუ შეგვიწყვეტ უფლის, ჩვენი ღვთისადმი ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთაგან.

1მეფეთა 12
19. უთხრა ხალხმა სამუელს: შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, შენს მორჩილთა გულისათვის, რომ არ დავიხოცოთ, რადგან მთელს ჩვენს ცოდვებს ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ.

ესაია 37
4. ვინძლო გაიგონოს უფალმა, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი, რომელიც აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, გამოგზავნა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც გაიგონა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან.

იაკობი 5
16. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.

რომაელთა 15
30. თქვენ კი ჩვენი უფლის იესო ქრისტესა და სულის სიყვარულით შეგაგონებთ, ძმანო, ჩემთან ერთად იღვაწეთ ჩემთვის, როცა ღვთის მიმართ ლოცულობთ.

ეფესელთა 6
18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,
19. ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო,

კოლასელთა 4
3. ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა უფალმა გაგვიღოს სიტყვის კარი ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც მადევს ბორკილი;

1თესალონიკელთა 5
25. ძმანო, ილოცეთ ჩვენთვის.

2თესალონიკელთა 3
1. მაშ, ილოცეთ, ძმანო, ჩვენთვის, რათა სიტყვა ღვთისა განავრცოს და იდიდოს, როგორც თქვენს შორის,

ებრაელთა 13
18. ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ

biblesimfony.jimdo.com
3.8.1