• georgian flag
  • english flag

მე ვარ კარი


author
Tornike Khubashvili
A A       567

საკვანძო მუხლები: იოანეს სახარება 10:9;

იოანეს სახარება 10:9
,,მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, გადარჩება. შევა, გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს''

ეს ბიბლიური ადგილი ძალიან დიდ სიღრმეს ატარებს, თუ ყველაფერს პირიქით ვიტყოდით, მაშინ ასეთ ტექსტს მივიღებთ:

ვინც მისით არ შევა ვერ გადარჩება და ვერ ჰპოვებს საძოვარს ( მშიერი დარჩება).

თუ კი ქრისტიანისათვის ერთადერთი იმედი და ჭეშმარიტების საზომი არ იქნება ქრისტეს სიტყვები, ,ესე იგი, ის სხვა კარებს ეჯაჯგურება, რომლის მიღმაც არ არის გადარჩენა და საკვები (საძოვარი). ასეთი ადამიანი ყოველთვის იქნება თითქოს რელიგიური , მაგრამ გამუდმებით მშიერი, დაუკმაყოფილებელი იმ რწმენით,მიდგომებითა და მცდელობებით, რომელიც გააჩნია.

მეორესმხრივ, თუ ადამიანი ეძებს იესო ქრისტეს, როგორც საკუთარ შემწეს, როგორც ხიდს, როგორც გზას,როგორც ერთადერთ იმედს გამოუვალ მდგომარეობაში და არაფრის გამო არ აკნინებს უფლის როლს, არც სხვისკენ მიმართავს თვალებს და ბაგეებს იმედის საპოვნელად, მაშინ ეს ადამიანი სწორ კართან დგას და მას აუცილებლად ექნება კმაყოფილება, ის გამოიკვებება და მისი ყოველდღიური რელიგიური ცხოვრება სიცოცხლედ გადაიქცევა ( ის ჰპოვებს საძოვარს).
აირჩიე სწორი კარები...