• georgian flag
  • english flag

სული, მშვინვა, სხეული შექმნილია ღმერთისგან


author
Мирза Бадиаури
A A       1091

საკვანძო მუხლები: იობი 33:4; იობი 34:14-15; ფსალმუნები 102:14; ფსალმუნები 103:30; ფსალმუნები 136:15-16; ესაია 42:5; ესაია 57:16; იერემია 36:16; ზაქარია 12:1; 1 კორინთელთა მიმართ 15:45-47;

1.3.1__
იობ. 33.4; 34,14.15; ფს. 102,14; 103,30; 138,15.16; ეს. 42,5; 57,[16]; იერ. 38,16; ზაქ. 12,1; 1კორ. 15,45-47

ბიბლიის მუხლები

იობი 33
4. ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლადძლიერის სუნთქვამ მომანიჭა სიცოცხლე.

იობი 34
14. თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა,
15. ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა ადამიანი;

ფსალმუნნი 102
14. რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.

ფსალმუნნი 103
30. გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.

ფსალმუნნი 138
15. არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში.
16. ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი.

ესაია 42
5. ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და მათი გარდამთხმელი, მიწის გადამშლელი მისი ნაყოფებითურთ, სუნთქვის მიმნიჭებელი მის მცხოვრებთათვის და სულისა - მასზე მავალთათვის:

ესაია 57
16. რადგან საუკუნოდ არ ვიქნები დამუქრებული და სამუდამოდ არ ვიქნები განრისხებული, რადგან ჩემგნით არის სული ხორცშესხმული და სამშვინველნი მე შევქმენი.

იერემია 38
16 საიდუმლოდ დაუფიცა იერემიას მეფე ციდკიამ და უთხრა: უფალს გეფიცები, რომელმაც ეს სული ჩაგვიდგა, თუ სიკვდილით დაგსაჯო ან თუ იმათ ხელში ჩაგაგდო, შენი სიკვდილი რომ სწადიათ.

ზაქარია 12
1. განაჩენი, სიტყვა უფლისა ისრაელზე. ასე ამბობს უფალი; რომელმაც გადაფინა ცა და დაამყარა მიწა, რომელმაც გამოსახა ადამის სული მის წიაღში.

1კორინთელთა 15
45. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად.
46. მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი.
47. პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი.

biblesimfony.jimdo.com
1.3.1