• georgian flag
  • english flag

ღმერთმა შექნა ცა და მიწა


author
Мирза Бадиаури
A A       892

საკვანძო მუხლები: დაბადება 1:1-12; დაბადება 1:14-17; დაბადება 1:20-22; დაბადება 1:24-31; დაბადება 2:1; დაბადება 2:4-6; გამოსვლა 20:11; გამოსვლა 31:17; 1 ნეშტთა 16:26; ნეემია 9:6; იობი 26:7; იობი 26:13; იობი 38:4-11; ფსალმუნები 8:4; ფსალმუნები 18:2; ფსალმუნები 32:6; ფსალმუნები 32:9; ფსალმუნები 88:12; ფსალმუნები 89:2; ფსალმუნები 95:5; ფსალმუნები 101:26; ფსალმუნები 103:5; ფსალმუნები 103:19; ფსალმუნები 103:24; ფსალმუნები 120:2; ფსალმუნები 123:8; ფსალმუნები 123:8; ფსალმუნები 133:3; ფსალმუნები 135:5; ფსალმუნები 145:6; ფსალმუნები 148:5; იგავნი სოლომონისა 3:19; იგავნი სოლომონისა 8:1-3; იგავნი სოლომონისა 8:22-29; იგავნი სოლომონისა 16:4; ესაია 26:28; ესაია 37:16; ესაია 40:22; ესაია 42:5; ესაია 44:24; ესაია 45:7; ესაია 45:18; ესაია 53:13; ესაია 53:16; ესაია 65:17; იერემია 10:12; იერემია 32:17; იერემია 51:15; ზაქარია 12:1; მარკოზის სახარება 13:19; იოანეს სახარება 1:1; იოანეს სახარება 1:3; იოანეს სახარება 1:10; მოციქულთა საქმეები 4:24; მოციქულთა საქმეები 14:15; მოციქულთა საქმეები 17:24; 2 პეტრეს წერილი 3:5; 1 იოანე 1:1; ეფესელთა მიმართ 3:9; კოლასელთა მიმართ 1:16-17; ებრაელთა მიმართ 1:2; ებრაელთა მიმართ 1:10; ებრაელთა მიმართ 11:3; გამოცხადება 3:14; გამოცხადება 4:11; გამოცხადება 10:6; გამოცხადება 14:7; გამოცხადება 21:6; გამოცხადება 22:13;

2.2.1__
დაბ.1,[1.2]-[6-10]-12.14-17.20-22.24-31; 2,1.4-6; 1ნეშ.16,26 ნეემ.9,6 იობ.26,7.13; 38,4-11 ფს.88,12; 89,2; 95,5; 101,26; 103,5.19; 120,2; 123,8; 133,3; 145,6 ზირ.18,1 ეს.37,16; 40,22.26.28; 42,5; 44,24; 45,7.18; 51,13.16; 65,17 იერ.10,12; 32,17; 51,15 ზაქ.12,1; 2მაკ.7,28 მარ.13,19 საქ.4,24; 14,15; 17,24;2პეტ.3,5 ებრ.1,10 გმცხ.10,6; 14,7

- შექმნა ექვს დღეში გამ.20,11; 31,17

- ცა შენი თითების ნამოქმედარია ფს.8,4; 18,2

- უფლის სიტყვით შეიქმნენ ფს.32,6; 3ეზრ.6,38; 16,56 ინ.1,1.3.10; 2პეტ.3,5; 1ინ.1,1 ეფ.3,9 კოლ.1,16.17 ებრ.1,[2]; 11,3 გმცხ.3,14; 21,6; 22,13

- მან თქვა და შეიქმნენ ფს.32,9; 148,5

- ინება და შეიქმნენ ფს.32,9 გმცხ.4,11

- სიბრძნით და გონიერებით შექმნა ფს.103,24; 135,5 იგ.3,19; 8,1-3.22-29 სიბრ.9,9 იერ.10,12; 51,15

- შექმნა საკუთარი მიზნისთვის იგ.16,4

- თავისი ძალით იერ.51,15

- 1975 წ. სირიაში იქნა ნაპოვნი თიხის წიგნები, რომელთა შორის არის მოთხრობა სამყაროს შექმნის შესახებ. თარიღდება 2400-2250 წ. ქრ-მდე, რაც მოიცავს აბრაამამდე და მის შემდგომ პერიოდს.

__თემაზე წერდნენ__

წვრილად ამცნობს შემოქმედი, რაც სიკეთე შეუქმნია. __ანგელუს სილეზიუსი__

ცათა და ქვეყნის დაბადება თავისთავად როდი აღსრულდა, როგორც ეს ზოგიერთებს წარმოუდგენიათ, - ამის მიზეზი შემოქმედ ღმერთშია. __წმ.ბასილი დიდი__

*** მამა ბრძანებს, ძე ქმნის, სული აღასრულებს... მაგრამ ეს განსხვავება არ მოასწავებს განყოფას, რამეთუ ერთია დასაბამი და მიზეზი ყოველთა არსებათა, შემოქმედი, რომელიც ქმნის ძის მიერ და აღასრულებს სულიწმიდის მიერ. __წმ.ბასილი დიდი__

*** ღმერთმა ადამიანს დედამიწაზე დაბადება და სიკვდილი განუჩინა, ხოლო ცათა შინა - ყოველმხრივი სრულყოფილება და უცვალებელი არსებობა. ყველივე, რაც კი არსებობს, ღმერთმა ადამიანისა და მისი უკვდავი სულისთვის შეჰქმნა. უზენაესმა შემოქმედმა, რომელიც თავისთვის არანაირ სიკეთეს არ საჭიროებს და ყოველივეთი სრულყოფილია, ადამიანისათის განამზადა ცანი, დდამიწა და ბუნებრივი მოვლენები, ხოლო მათი მშვეობით ყოველგვარი სიკეთე მოანიჭა მას. __წმ. ანტონი დიდი__

*** არავის და არაფერს ძალუძს არსებობდეს, თუკი არსმყოფში და არსმყოფის მიერ არ ჰგიებს.
__წმ. გრიგოლ ნოსელი__

*** ღმერთმა შეჰქმნა ადამიანი ცოცხალ გონიერ არსებად, რომელიც აქ, ქვეყნიურ წუთიერ ცხოვრებაში როგორღაც წარიმართება და შემდეგ სხვა ადგილას, ანუ ზეცად, მომავალ საუკუნო ცხოვრებად გადასახლდება; და შეჰქმნა იგი - ჰოი, მიუწვდომელო საიდუმლოებავ! - აღჭურვილი ღმრთისაკენ მსწრაფველი ძალითა და უნარით, ანუ შეჰქმნა ისეთ არსებად, რომელსაც ძალუძს განღმრთოება ღვთაებრივი განათლებისა და შემოქმედ ღმერთთან ზიარების გზით, მაგრამ რომელიც არ გარდაიქმნება საღმრთო არსობრიობად.
__წმ. იოანე დამასკელი__

*** ცანი და ქვეყანაჲ და ყოველი, რომელი დამკვიდრებულ არს მას შინა, სულიერნი და გვამნი. და რამეთუ უკეთუ იხილო ჭურჭელი რაიმე შექმნილი, დაღათუმცა მოქმედი არა ჰნახე, სწამევე, ვითარმედ უვის შემოქმედი. და ეგრეცა ნაშენები, დაღაცათუ მაშენებელი ვერ იხილო, არამედ გონებაჲ წამებს, ვითარმედ უვის მაშენებელი. ხოლო მე, რაჟამს ვიხილე თავი ჩემი და განვიცადე აგებულებაჲ ჩემი, ვცან, რამეთუ მივის შემოქმედი და ვითარცა ენება, დამბადა და გამომხატა თვინიერ კითხვისა ჩემისა. და უკეთუმცა მე ვიყავ დამბადებელი თავისა ჩემისაჲ, უმეტესმცა მყავ თავი ჩემი სიმშვენიერითა და სიხარულითა ჰასაკისაჲთა. ხოლო ღმერთმან, რომელმან დამბადა, მყო მე რომელთამე უდარეს და რომელთამე უმჯობეს. ხოლო გულისხმა ვყავ ესეცა, რამეთუ განმიყვანებს ამის ცხორებისაგან თვინიერ კითხვისა ჩემისა. და ვითარ გულისხმა ვყავ და ვცან საქმე ცხორებისა ჩემისაჲ, ვითარმედ ვერას შემძლებელ ვართ შემატებად გინა დაკლებად ჰასაკისა და ვერცა განახლებად დაძველებულისა და ვერცა კვალად შედგმად, თუ რაჲ მოჰვარდეს ასოთაგანი, და ვერცა შეუძლეს ამას მეფეთა მეფობითა და ვერცა მარჯვეთა სიმარჯვითა და ვერცა ბრძენთა სიბრძნითა და ვერცა ძლიერთა ძალითა თვისითა. და მერმე ვხედევდ შემოსლვასა ღამისასა შემდგომად დღისა და ქცევასა სამყაროთასა. და ამით გამო ვცან, რამეთუ ყოველთა უვის დამბადებელი და არა არს მსგავს დაბადებულთა. და უკეთუმცა მსგავს იყო მათსა, მის ზედაცამცა მოიწეოდა, რომელნი მოიწევიან დაბადებულთა ზედა. რამეთუ ვითარცა თქვას, იქმნეს, და ოდეს ინებოს, აღასრულებს და კვალად აღადგენს, ვითარცა პირველ იყვნეს. რამეთუ ბრძანებაჲ მისი უგანმკვეთელეს არს მახვილისა ორპირისა და უმალეს არს კამკამებასა ელვისასა. და ენებოს თუ, განაქარვებს და კვალად მოაგებს ყოველსავე, და კურთხეულ არს და დიდებულ სახელი მისი უკნისამდე.
__უცნობი ავტორი - სიბრძნე ბალაჰვარისი__

*** მე რომ ღვთაების ნიშნით აღბეჭდილს ვერაფერს ვჭვრეტდე, ალბათ, ურწმუნო გავხდებოდი; ყველაფერი რომ ღვთაების ნიშნით აღბეჭდილი მევლინებოდეს, სამუდამოდ დავცხრებოდი, რწმენით აღვსილი.
__ბლეზ პასკალი__

*** სიცოცხლის შემთხვევით სტიქიური დაბადების შესაძლებლობა ჰგავს იმას, თითქოსდა შესაძლებელი იყოს ენციკლოპედიური ლექსიკონის წარმოშობა სტამბაში აფეთქების შედეგად. __კონლინი__

*** ეს ქვეყანა ცოცხალი გამოსახულებაა ღვთისა. __კამპანელა__

*** - რუახჰ ელოღჰიმ...
- რუახჰ ელოღჰიმ?!
- ყველგან რუახჰ ელოღჰიმ... ყველგან...
თითქო ლოცულობს სპარსი თუ ჰინდო თუ ეგვიპტელი.
...ყველას?! ვინ ჰქმნის?!
ერთი. დიდი. უსახელო...
რუახ ელოღჰიმ: სუნთქვა უსახელოსი...
დუმილი...
- ''ელოღჰიმ'' ხომ მრავლობითი რიცხვია?!
- სწორედ ეგ არის საცნაური... ელოღჰიმ: ღმერთები...
''და რქვა უფალმა ღმერთმა: აი ადამი - იქცა როგორც ერთი ჩვენგანი'' (დაბ.3,22).ჩვენგანი ელოღჰიმ...
- ყველას კი ''ერთი'' ჰქმნის... აქ კი...
- ერთი უთუოდ ერთი... უსახელო... მაგრამ ყოველი ქმნილი მქმნელშია თვითონ - (გონება მიდის ზევით და ზევით)... ყოველი მქნელი ქმნილშია თვითონ - (გონება მიდის ქვევით და ქვევით)... რაც რჩება - ისაა საოცარი და საცნაური - (გონებაში ერთი იბადება)... დიახ: ელოღჰიმ - ერთი და თან მრავალი...
- რა არის ეს ''ერთი'': მატერია თუ სული?
- ეს დაყოფა ეევროპის ანალიტიკაა... იგი არ არის არც მატერია და არც სული... ან უკეთ: იგი მატერიაცაა და სულიც... ან კიდევ უკეთ: იგი ამ დაყოფის მაღლა დგას: მიღმა იქითა მხარეს...
- უსახელო... გამოუცნობი...
- რა საჭიროა გამოცნობა?! გზნებაა საჭირო...
რუახ ელოღჰიმ: სუნთქვა ყოველის... __გრ. რობაქიძე__

biblesimfony.jimdo.com
2.2.1