• georgian flag
  • english flag

10 ფაქტი ბიბლიის შესახებ


author
ნოდარ(Admin) ყარაშვილი
A A       4263

საკვანძო მუხლები:

1) ბიბლიის წერის პერიოდი
ბიბლია იწერებოდა 1600 წლის განმავლობაში სავარაუდოდ 40 ავტორის მიერ. ის იწერებოდა ქრისტეს შობამდე 1500 წლიდან - 100 წლამდე.

2) წიგნები ბიბლიაში
ბიბლია დაყოფილია 66 წიგნად, აქდან ძველი აღთქმა შედგება 39, ხოლო ახალი აღთქმა 27 წიგნისგან

3) თავები და მუხლები
წიგნები ბიბლიაში დაყოფილია თავებად და მუხლებად, მხოლოდ 5 წიგნია რომელიც არ საჭიროებს თავებად დაყოფას მათი, სიმცირის გამო და რომლებიც მხოლოდ მუხლებად არიან დაყოფილნი, ეს წიგნებია: აბდია, ფილიმონი, 2 იოანეს წერილი, 3 იოანეს წერილი და იუდას წერილი.
ბიბლია თავებად დაყოფილი წარმოადგენილ იქნა 1238 წელს, კარდინალ ჰიუგო დე კაროს მიერ(Cardinal Hugo de S. Caro(1200 – 19 March 1263)). ხოლო მუხლებად დაყოფა მოხდა 1551 წელს რობერტუს სტეფანუსის(Robertus Stephanus) მიერ.

4) ყველაზე გრძელი და მოკლე წიგნები ბიბლიაში
ყველაზე გრძელი თავი, არის 118(119) ფსალმუნი რომელიც შედგება 176 მუხლისგან. ხოლო ყველაზე მოკლე 116(117) რომელიც შედგება 2 მუხლისგან.
ყველაზე დიდი წიგნი ბიბლიაში არის ფსალმუნები რომელიც შედგება 150 თავისგან/ფსალმუნისგან, და შეიცავს 43,743 სიტყვას. ყველაზე მოკლე 3 იოანეს წერილი 1 თავით და 299 სიტყვით.
ყველაზე გრძელი მუხლი არის ესთერის 8:9, რომელიც შეიცავს 99 სიტყვას. ყველაზე მოკლე მუხლი კი არის იოანეს 11:35 რომელიც შეიცავ 2 სიტყვას “აცრემლდა იესო”;

5) ბიბლია არის ღმერთის სიტყვა
მრავალი რელიგიულრი წიგნი არის დაწერილი, მაგრამ ბიბილია ერთადერთი წიგნია რომელიც შეიცავს რეალურ ღმერთის სიტყვას. ვისაც სჯერავს ბიბლიის, ყველას ასევე სჯერავს იმის, რომ ღმერთმა შთააგონა 40 ადამიანი საუკუნეების განმავლობაში, რომლებმაც დაწერეს ღმერთის სიტყვა კაცობრიობისთვის. ბიბლიაში 3000 ჯერ არის დაწერილი “ასე ამბობს უფალი”.

6) ბიბლია არის ისტორიულად უტყუარი წიგნი.
იყვნენ სეკულარული ისტორიკოსები რომლებიც წერდნენ ბიბლიურ მოვლენებზე, იმ პერიოდში როდესაც ბიბლია იწერებოდა. ერთერთი ყველაზე ცნობილი არის იოსებ ფლავიუსი. ის იყო ებრაელი ისტორიკოსი. ასევე ტაციტუსი, რომელსაც არანაირი საბაბი არ ქონდა დაეწერა სიცრუე. ეს ორი ისტორიკოსი ისევე როგორც სხვები ადასტურებენ ბიბლიის უტყუარობას.
ასევე დროდადრო ხდება ცნობილი ისტორიული აღმოჩენები, რომლებიც ამყარებენ აზრს ბიბლიის უტყუარობის შესახებ. მერილ ანგერი რომელმაც შეადგინა ბიბლიის ლექსიკონი, წერდა: “ბიბლიის არქეოლოგიამ აღმოაჩინა მრავალი ქვეყანა, აღმოაჩინა მრავალი მნიშვნელოვანი ერი და ყველაზე სასწაულებრივი მეთოდიდ შეავსო ცარიელი ადგილები ისტორიაში.”

7) ბიბლია ყველა დროის “ბესტსელერი”
კვლევების შედეგად ცნობილია რომ 168 000 ეგზემპლარზე მეტი იყიდება ან ჩუქდება ერთი დღის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ისტორიულად ცნობილია რომ ბიბლია არის ყველა დროის ყველაზე ხშირად გაყიდვადი წიგნი. ის გამუმდმებით არის მსოფლიოს ბესტსელერ წიგნებს შორის.
ბიბლია ნათარგმნია 1200-ზე მეტ ენაზე.

8) ბიბლია არასოდეს ეწინააღმდეგება საკუთარ თავს
მრავალი ადამიანი წლების განმავლობაში ცდილობს მოიყვანოს ადგილები რომლებიც ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ იმის ფასად, რომ იღებენ მუხლებს ბიბლიიდან და ამით არღვევენ მის კონტექსტურობას, მთლიანობას. თუ ბიბლიას კონტექსტურად გავაანალიზებთ და გავიაზრებთ მის სწავლებას მივხვდებით, რომ ბიბლია არ შეიცავს წინააღმდეგობებს. ეს გასაოცარია, რადგან ბიბლია იწერებოდა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ავტორის მიერ.

9) ბიბლიის წინასწარმეტყველებები
ბიბლია შეიცავს 3200 წინასწარმეტყველებას რომელიც აღსრულდა ბიბლიაში ან ბიბლიის დაწერის შემდეგ, თუმცა ჯერ კიდევ შეიცავს 3100 წინასწარმეტყველებას რომელიც ჯერ კიდევ არ აღსრულებულა

10) ბიბლიის ავტორები
მიუხედავად იმის არომ ბიბლიის წიგნი დაწერილია 40 ავტორის მიერ, ზოგიერთი მათგანი მეტად ნაყოფიერია სხვებთან შედარებით. პავლე მოციქულმა დაწერა 13 წიგნი. ასევე შესაძლოა სწორედ ის იყოს ავტორი ებრაელთა მიმართ წერილის. მოსემ დაწერა პირველი 5 წიგნი.
ბიბლია შეიცავს 3000ზე მეტ იგავებს მეფე სოლომონის. ყველა მათგანი არ არის შესული იგავებში, თუმცა მათი უმრავლესობა შესულია წიგნში იგავნი სოლომონისა

წყარო: https://www.whatchristianswanttoknow.com/10-amazing-bible-facts/