• georgian flag
  • english flag

ლოცვა იარაღია, საჭურველია


author
Мирза Бадиаури
A A       623

საკვანძო მუხლები: რომაელთა მიმართ 13:12; 2 კორინთელთა მიმართ 6:7; 2 კორინთელთა მიმართ 10:4; ეფესელთა მიმართ 6:11; ეფესელთა მიმართ 6:13; ეფესელთა მიმართ 6:18; 1 თესალონიკელთა მიმართ 5:8;

3.1.1__
სიბრ.5,17 რომ.13,12; 2კორ.6,7; 10,4 ეფ.6,[11.13.]18; 1თეს.5,8

ბიბლიის მუხლები

სიბრძნე სოლომონისა 5
17. აიღებს სრულ საჭურველს - თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს.

რომაელთა 13
12. ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.

2კორინთელთა 6
7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში,

2კორინთელთა 10
4. რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად.

ეფესელთა 6
11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,

1თესალონიკელთა 5
8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.