• georgian flag
  • english flag

არ გადავალ ჩემი წინაპრების რწმენიდან


author
Мирза Бадиаури
A A       706

საკვანძო მუხლები: იერემია 6:14; იერემია 14:18; იერემია 23:17; ეზეკიელი 22:28; მიქა 3:5; სოფონია 3:4; მარკოზის სახარება 7:7-9; მოციქულთა საქმეები 22:3; მოციქულთა საქმეები 24:14; მოციქულთა საქმეები 26:4; 2 პეტრეს წერილი 1:21; 2 პეტრეს წერილი 2:3; 2 პეტრეს წერილი 3:2; იუდა 1:10; რომაელთა მიმართ 11:24; 2 კორინთელთა მიმართ 6:17; გალატელთა მიმართ 1:14-16; გალატელთა მიმართ 2:15; ეფესელთა მიმართ 2:3; კოლასელთა მიმართ 2:8; 1 ტიმოთეს მიმართ 1:4; 1 ტიმოთეს მიმართ 4:7; 2 ტიმოთეს მიმართ 1:3-5; 2 ტიმოთეს მიმართ 3:15; ებრაელთა მიმართ 13:7; დაბადება 11:31; დაბადება 12:1; დაბადება 15:7; დაბადება 29:30-31; მეორე რჯული 13:6-8; მეორე რჯული 21:15-17; მეორე რჯული 33:9; იესო ნავეს ძე 24:2-3; ნეემია 9:7; ფსალმუნები 44:11; ფსალმუნები 105:6; ეკლესიასტე 2:17-19; ესაია 41:8-9; ესაია 51:2; იერემია 7:18; იერემია 16:19; იერემია 44:9; იერემია 44:16-17; იერემია 44:21; დანიელი 9:6; დანიელი 9:8; მათეს სახარება 10:37; ლუკას სახარება 14:26; იოანეს სახარება 12:25; მოციქულთა საქმეები 7:2-6; მოციქულთა საქმეები 20:24; 1 პეტრეს წერილი 1:18; ფილიპელთა მიმართ 3:8; ებრაელთა მიმართ 11:8-16; გამოცხადება 12:11;

1.2.40__
- აბრაამი - ჩვენი რწმენის მამა გამოხმობილ იქნა ღმერთის მიერ თავისი სამკვიდრო ქვეყნიდან დაბ. 11,31; 12[1]; 15,7; იეს.ნ. 24,2.3; ნეემ. 9,7; ფს. 44,11; ეს. 41,8.9; 51,2; საქ. 7,2-6; ებრ. 11,8-16

- ჩვენ გამოხმობილნი ვართ ჩვენი სამკვიდრო ქვეყნიდან და
საახლობლოდან უფალ იესო ქრისტესადმი რწმენაში. ღმერთს არ სურს ვინმე ან რაიმე შევიყვაროთ მასზე მეტად დაბ. 29,30.31; რჯ.13,6-8;' 21,15-17; 33,9; ეკლ. 2,17-19; მათ. 10,37; ლუკ. 14,[26]; ინ.12,25; საქ. 20,24; ფლპ. 3,8; გმცხ. 12,11

- ტომით იუდეველი მოციქული პავლე გულმოდგინედ იცავდა მამაპაპეულ გადმოცემებს და წინაპრების ღმერთს ემსახურებოდა, ხოლო როცა ღმერთმა მოუხმო და იესო ქრისტე გამოუცხადა, ახარებდა სახარებისეულ რწმენას, რომელსაც უწინ ებრძოდა. წინაპრების რწმენა რომ არ მიეტოვებინა იუდაიზმის მიმდევარი იქნებოდა და არა ქრისტიანი საქ.22,3; 24,14; 26,4 გალ.1,14-16.23; 2ტიმ.1,[3]

- უდავოდ დიდია და პოზიტიური ის ფაქტი, რომ ჩვენ, ქართველები, ოდესღაც ბუნებითი რჯულის წარმართი ხალხი ქრისტიან ერად ჩამოვყალიბდით, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ველური ზეთისხილის რტო შინაურ ზეთისხილს დამყნობოდა - აღარ ვყოფილიყავით შერისხვის შვილნი რომ.11,24 გალ.2,15 ეფ.2,3

- შესაძლებლობა მოგვეცა საუკუნეების განმავლობაში გვებრძოლა ჩვენს წარმართულ აზროვნებასთან და აღარ ვყოფილიყავით იმის მგმობელნი, რაც არ ვიცოდით 2პეტ.2,12 იუდ.1,10

- სადღეისოდ უნდა მივიღოთ ჩვენად და ვბაძავდეთ იმ ახლობლებსა და სულიერ მოძღვრებს, ვინც ღვთის სიტყვას გვიქადაგებენ 2ტიმ.1,5; 3,15 ებრ.13,7

- ბიბლია გვასწავლის, თუ რას ნიშნავს ქრისტიანობა. უნდა ვიცოდეთ ღვთის სიტყვას მივყვებით თუ ადამიანურ გადმოცემებს, ანტიკურ ან ნეოპლატონურ აზრებს, რომელთაც დართული აქვთ ბიბლიის თითო ან ორი მუხლი და ისიც საერთო კონტექსტიდან მოწყვეტილი. ასე აუქმებენ ღმერთის მცნებებს, რათა დაიცვან თავიანთი გადმოცემა მარ.7,8.9.13; 2პეტ.3,2; 2კორ.6,17 კოლ.2,8; 1ტიმ.1,4; 4,7

- ღმერთისადმი მორჩილების ნაცვლად მამების არასწორი გზა აირჩიეს ფს. 105,6; იერ. 7,18; 16,19; 44,9.16[17].21; დან. 9,6.8; 1პეტ. 1,18

- მოვერიდოთ ცრუწინასწარმეტყველებს, სული წმიდის კარნახით კი არა თავისი ნებით, განწყობის შესაქმნელად რომ გვიქადაგებენ მშვიდობასა და გაბრწყინებას და რომ ვითომ ყველაფერი კარგად იქნება იერ.6,14; 14,18; 23,17 ეზ.22,28 მიქ.3,5.11 სოფ.3,4 მარ.7,7 საქ.5,38; 2პეტ.1,21; 2,3.18.19 იუდ.1,16

ბიბლიის მუხლები

დაბადება 11
31. მოჰკიდა ხელი თერახმა თავის ძეს აბრამს, თავის შვილიშვილს ლოტს, ჰარანის ძეს, თავის რძალს სარაის, თავისი ძის აბრამის ცოლს და გავიდნენ ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მიადგნენ ხარანს და იქ დამკვიდრდნენ.

დაბადება 12
1. უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.

დაბადება 15
7. უთხრა: მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა.

დაბადება 29
30. შევიდა იაკობი რახელთანაც და ლეაზე უფრო შეუყვარდა რახელი; და მსახურობდა ლაბანთან კიდევ შვი წელიწადს.
31. დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა მას საშო. რახელი კი ბერწი იყო.

მეორე რჯული 13
6. თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთართ სულივითა გყავს და გეტყვის: წამო, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა,
7. იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენს გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს მყოფთა თუ შენგან შორს მყოფთა, ქვეყნის კიდიდან კიდემდეო,
8. ნუ დაჰყვები მას და ნუ გაუგონებ, ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ, ხელს ნუ დააფარებ,

მეორე რჯული 21
15. თუ კაცს ორი ცოლი ეყოლება - ერთი საყვარელი და მეორე საძულველი, შესძენენ მას ვაჟებს საყვარელიც და საძულველიც, პირმშო კი საძულველისა იქნება,
16. შვილებისთვის თავისი საბადებლის განაწილებისას არა აქვს მას უფლება, პირმშოება მიანიჭოს საყვარელი ცოლის ვაჟს საძულველი ცოლის ვაჟის, პირმშოს, საზიანოდ.
17. რადგან პირმშოდ საძულველი ცოლის ვაჟი უნდა აღიაროს და მისცეს მას ორმაგი წილი ყველაფრიდან, რაც კი აბადია; რადგან ის არის მისი ძალის დასაბამი, მას ეკუთვნის პირმშოების უფლება.

მეორე რჯული 33
9. რომელიც ამბობს თავის დედ-მამაზე: არ მინახავს ისინი. არ ცნობს თავის ძმებს და არ იცნობს შვილებს, რადგან იცავდნენ ისინი შენს ნათქვამს და შენს აღთქმას ინახავდნენ.

იესო ნავეს ძე 24
2. უთხრა იესომ მთელს ერს: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მდინარის გაღმა ცხოვრობდა თქვენი მამა-პაპა ძველთაგანვე - თერახი, აბრაამის მამა და ნახორის მამა - და ემსახურებოდა უცხო ღმერთებს.
3. წამოვიყვანე მამაშენი აბრაამი მდინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, ვუმრავლე თესლი და მივეცი ისაკი.

ნეემია 9
7. შენ სწორედ ის უფალი და ღმერთი ხარ, აბრამი რომ ამოარჩიე და გამოიყვანე ქალდეველთა ურიდან, და სახელად აბრაამი უწოდე;

ფსალმუნნი 44
11. მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.

ფსალმუნნი 105
6. შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.

ეკლესიასტე 2
17. და შევიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება, რადგან ყოველი ამაოა, ქარების დევნა.
18. და მოვიძულე ყოველივე ნაღვაწი ჩემი, რაც მიღვაწია ამ მზისქვეშეთში, და რაც სხვას უნდა დავუტოვო, ჩემს შემდგომ მოსულს.
19. არავინ უწყის, ვის შეხვდება ჩემი ნაღვაწი, ბრძენს თუ უგუნურს, რაიც სიბრძნით მომიღვაწია ამ მზისქვეშეთში? აჰა, კიდევ ამაოება.

ესაია 41
8. შენ კი, ისრაელ, ჩემო მორჩილო, იაკობ, რომელიც ამოგარჩიე, ჩემი საყვარელი აბრაამის თესლო,
9. რომელიც წამოგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი შორი კუთხეებიდან გამოგიხმე, გითხარი: ჩემი მორჩილი ხარ შენ, ამოგარჩიე და არ უკუგაგდებ-მეთქი.

ესაია 51
2. შეჰედეთ აბრაამს, თქვენს მამას, და სარას, თქვენს მშობელს, რადგან როცა ერთი იყო, მაშინ მოვუწოდე მას, ვაკურთხე და გავამრავლე.

იერემია 6
14. ზერელედ მკურნალობენ ჩემი ერის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! თუმცა არ არის მშვიდობა.

იერემია 7
18. შვილები შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, დედაკაცები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის კოტორების გამოსაცხობად; საღვრელს უღვრიან უცხო ღმერთებს ჩემს გასაჯავრებლად.

იერემია 14
18. გავდივარ ველად და, აჰა - მახვილით განგმირულნი! შევდივარ ქალაქში და, აჰა - შიმშილით დახოცილნი! წინასწარმეტყველიც და მღვდელიც კი უგონოდ მიმოდიან ქვეყნად.

იერემია 16
19. უფალო, ჩემო ძალავ და ძლიერებავ, ჩემო თავშესაფარო გასაჭირის ჟამს, შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრა ჩვენმა მამა-პაბამ, მხოლოდ არარაობა, სარგებლობა რომ არ ჰქონია.

იერემია 23
17. ეუბნებიან ჩემს მაგინებლებს: უფალმა თქვა, მშვიდობა გექნებათო. და ყველას, ვინც თავის გულისთქმას აჰყოლია, ეუბნებიან: უბედურება არ დაგემართებათო.

იერემია 44
9. ხომ არ დაგვიწყნიათ ბოროტებანი, რომელთაც თქვენი მამა-პაპა, იუდას მეფეები, მათი ცოლები, თქვენ და თქვენი ცოლები სჩადიოდით იუდას ქვეყანაში და იერუსალიმის ქუჩებში?
16. არ ვაპირებთ დავუჯეროთ შენს სიტყვას, რაც უფლის სახელით გვითხარი,
17. არამედ ყველაფერს ჩვენი სიტყვისამებრ გავაკეთებთ. კვლავაც ვუკმევთ საკმეველს ცის დედოფალს და საღვრელს დავუღვრით, როგორც ვაკეთებდით ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა, ჩვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში. ვძღებოდით პურით, კარგად ვიყავით და უბედურება არ გვინახავს.
21. განა არ გაიხსენა უფალმა, განა არ მოაგონდა, რომ აკმევდით თქვენ და თქვენი მამა-პაპა, თქვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში?

ეზეკიელი 22
28. მისი წინასწარმეტყველნი ეპირფერებიან მათ, ფუჭად მხილველნი და ცრუმისანნი, ეუბნებიან: ასე ამბობსო უფალი ღმერთი, უფალს კი არ უთქვამს.

დანიელი 9
6. ყურს არ ვუგდებდით შენს მორჩილთ - წინასწარმეტყველთ, რომელნიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამა-პაპას და ქვეყნის ყველა ხალხს.
8. უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამა-პაპას სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინაშე.

მიქა 3
5. ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს; მშვიდობას რომ ქადაგებენ და კბილებით კი რაღაცას ჯიჯგნიან; თუ ვინმემ რამე არ ჩაუდვა პირში, ომს უცხადებენ.
11. მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ; უფალს ემყარებიან, ამბობენ: განა ჩვენს შორის არ არის უფალი? უბედურება არ გვეწევაო.

სოფონია 3
4. ქარაფშუტა ხალხია მისი წინასწარმეტყველნი, გამყიდველნი, მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, რჯულს არღვევენ.

მათე 10
37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი;

მარკოზი 7
7. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს.
8. ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ.
9. და უთხრა მათ: მერედა, კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა?
13. და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ.

ლუკა 14
26. თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.

იოანე 12
25. ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.

საქმე მოციქულთა 7
2. ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე,
3. და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
4. მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.
5. ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის მემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.
6. და უთხრა ღმერთმა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დამონებული და დაბეჩავებული ოთხას წელიწადს.

საქმე მოციქულთა 20
24. მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება, რაც მომენდო უფალ იესოს მიერ, რათა ვმოწმობდე ღვთის მადლის სახარებას.

საქმე 22
3. მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსოსში შობილი, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი და მამათა რჯულში ზედმიწევნით განსწავლული, ღვთის ისეთივე მოშურნე, როგორც დღეს ხართ ყველანი.

საქმე 24
14. იმას კი ვაღიარებ შენს წინაშე, რომ იმ მოძღვრებით, რომელსაც ისინი მწვალებლურს უწოდებენ, მამების ღმერთს ვემსახურები, და მწამს ყველაფერი, რაც დაწერილია რჯულში და წინასწარმეტყველთა მიერ.

საქმე 26
4. სიყრმიდანვე მე ჩემს ხალხს შორის ვცხოვრობდი იერუსალიმში, და ეს იცის ყველა იუდეველმა.

1პეტრე 1
18. რაკიღა იცით, რომ ხრწნადი საფასით - ოქრო-ვერცხლით როდი ხართ გამოსყიდულნი მამათა მიერ მოცემული ამაო ცხოვრებისაგან,

2პეტრე 1
21. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.

2პეტრე 2
3. ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.
18. ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცთურში დანთქმულთ.
19. თავისუფლებას აღუთქვამთ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა. ვინაიდან ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა.

2პეტრე 3
2. რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ იმთავითვე თქმული სიტყვები და უფლისა და მაცხოვრის მცნებანი გადმოცემულნი თქვენი მოციქულების მიერ.

იუდა 1
10. ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს.
16. ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და - ანგარების გამო - პირფერნი.

რომაელთა 11
24. ვინაიდან თუ შენ მოიკვეთე თავისი ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე შინაურ ზეთისხილს, განა ბუნებრივი რტონი მით უმეტეს არ დაემყნობიან თავიანთ საკუთარ ღეროს?

2კორინთელთა 6
17. ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.

გალატელთა 1
14. ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს.
15. ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, -
16. კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს.
23. მხოლოდ ის სმენოდათ, რომ ოდესღაც მათი მდევნელი ამჟამად ახარებს რწმენას, რომელსაც უწინ ებრძოდა.

გალატელთა 2
15. ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილი წარმართნი.

ეფესელთა 2
3. ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრანვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი;

ფილიპელთა 3
8. და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის - ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე,

კოლასელთა 2
8. ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით.

1ტიმოთე 1
4. და ნუ გადაჰყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით.

1ტიმოთე 4
7. ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.

2ტიმოთე 1
3. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით;
5. მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც.

2ტიმოთე 3
15. თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.

ებრაელთა 11
8. რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდითდა.
9. რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად.
10. ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი.
11. რწმენითვე იყო, რომ უნაყოფო სარამაც მიიღო ჩასახვის ძალა და ხანგადასულმა შვა, რადგანაც სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
12. ამიტომ ერთისგან, და ისიც ლამის მკვდრისაგან, იშვნენ მრავალნი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და ურიცხვი ქვიშა ზღვის პირას.
13. რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად.
14. რადგანაც ასე მეტყველნი ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
15. ის სამშობლო რომ ხსომებოდათ, საიდანაც გამოვიდნენ, მოასწრებდნენ იქ მიბრუნებას.
16. მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ.

ებრაელთა 13
7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას.

გამოცხადება 12
11. იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე.

__თემაზე წერდნენ__

***
“ერთი მითხარი, ქართველ ხალხზე რას იტყვი, ივანე? განა ქრისტიანია იგი თავის სულითა და ხასიათით?
- არა, წარმართები ვართ.
- მაშ, ვინ გაავსო საქართველო ეკლესიებით და მონასტრებით?
- თავად-აზნაურებმა, მთავრებმა და მეფეებმა.
მართალია, ქრისტეს სჯულის დაცვას ქართველებმა მრავალი მილლიონი შესწირეს, მაგრამ, ჩემის ღრმა რწმენით, ქართველთა ქრისტიანობა მხოლოდ ფარი იყო ეროვნულ პირსახის დასაცავად და შესანარჩუნებლად.
ჩვენ სემიტები ვართ, მაშასადამე, ჩვენ უფრო მუსლიმანური ან ებრაული მატერიალისტური რელიგია გვიდგება, ვიდრე არიული ქრისტიანობა. ამიტომ გასცვალა ქართველთა მესამედმა ისე ადვილად ქრისტიანობა მუსლიმანობაზე. გაიხსენე იეზუიტების მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში. იქ ქრისტიანობა ისე არ ჰხარობდა, როგორც ვაშლზე დამყნილი მუხა არ ჰხარობს.
წარმართობის ატავიზმი ჩვენში ყოველთვის მძლავრად ჰფეთქავდა, და, აი, მაგალითიც. მთელმა სამეგრელომ ორ კვირაში ყველა ეკლესიები დაჰკეტა და არც დანარჩენმა საქართველომ გამოიდო ეკლესიისათვის თავი.
- ხალხი მაინც ინათლება და ჯვარს იწერს.
- მართალია, მაგრამ ეგ ქრისტიანული რწმენით კი არ მოსდით, არამედ ადათის, ჩვეულებისა და ტრადიციის შესანახად სჩადიან. გარდა ამისა, ქართველს ვერ ნახავ, რომ წარმართული სახელი არ ჰქონდეს: კუროკი, ტოგო, ჭიპი, ჯვებე, პუპი, ცანგალა, ჩიკორა, დრუნჩა, დრუზა, ყბაჩა და სხვა ათასი. ევროპიელებში ან რუსებში ამისთანა ამბავს თითქმის ვერ გაიგებ.
ზოგს უკვირს, რატომ საქართველოში სექტანტობა არ იყოო?
იმიტომ არ იყო, ჩემო თეიმურ, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის ურწმუნო იყო, ხოლო სადაც რწმენა არ არის, იქ ჭეშმარიტი ღმერთის ძიებაც არ არის, ხოლო სადაც ძიება არ არის, იქ სექტაც არ იქმნის.”
__მიხეილ ჯავახიშვილი - ''ჯაყოს ხიზნები''__

biblesimfony.jimdo.com
1.2.40