• georgian flag
  • english flag

რელიგიურობის შესახებ


author
Мирза Бадиаури
A A       716

საკვანძო მუხლები: 1 კორინთელთა მიმართ 3:3-7; იოანეს სახარება 14:10; იოანეს სახარება 8:32-33; მათეს სახარება 15:9; გამოსვლა 32:2-6; 3 მეფეთა 20:23; ესაია 44:17; ესაია 45:20; იერემია 44:17-19; მათეს სახარება 23:16; მათეს სახარება 23:20; მათეს სახარება 23:23; მარკოზის სახარება 7:3-4; მარკოზის სახარება 10:17-22; ლუკას სახარება 11:42; იოანეს სახარება 18:28; იაკობის წერილი 2:19; ებრაელთა მიმართ 10:11; ებრაელთა მიმართ 11:6;

1.2.29__

- რწმენის გარეშე რელიგიურობა არაფრის მომცემია დაბ.15,6 იაკ.2,19 ებრ.11,6

- რელიგიური მცდარი წარმოდგენა ჭეშმარიტ ღმერთზე 3მფ.20,23

- რელიგიურ კაცს ვერ შეუცვნია, რომ ქრისტე მამაშია და მამა - ქრისტეში ინ.14,10

- რელიგიურნი კერპებს ამზადებენ და წარმართებივით სცემენ თაყვანს გამ.32,2-6 ეს. 44,17; 45,20 იერ.44,17-19

- ადამიანთა გადმოცემებს აღასრულებენ და არა ღვთის სიტყვას მათ.23,16,20.23; მარ.7,3.4. ლუკ.11,42 ინ.18,28

- ჭეშმარიტება ვერ შეუცვნიათ წინაპრებისადმი თავიანთ კუთვნილებაზე დაიმედებულებს ინ.8,32.33

- ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებს და მცნებებს მათ.15,9

- სხვა საძირკველს დებენ რელიგიური მოძღვრები 1კორ.3,11

- თავიანთ ცბიერებაში არიან დატყვევებულნი 1კორ.3,18-20

- რელიგიურ კაცებს ერთმანეთის შური აქვთ და დავობენ როგორც ხორციელნი 1კორ.3,3

- რელიგიურთაგან ერთს პავლესი ჰგონია თავი, მეორეს - აპოლოსი 1კორ.3,4-7

- რელიგიურნი ამაოდ სწირავენ მსხვერპლს ებრ.10,11

- ცდილობენ აღასრულონ მცნებები, მაგრამ მწუხრდებიან ღვთის სიტყვის გამო მარ.10,17-22

- უფალი მოგვიწოდებს გამოვიდეთ რელიგიურებისგან გმცხ.18,4

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15:6
და ერწმუნა იგი უფალს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ.

გამოსვლა 32:2-6
უთხრა მათ აჰარონმა: „ჩამოხსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ძეებსა და ასულებს და მოიტანეთ ჩემთან”. და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურებიდან და მიუტანეს აჰარონს. აიღო მათი ხელიდან აჰარონმა, გამოკვეთა საჭრეთელით დარიჯაგი და ხბო ჩამოასხა. თქვეს: „ესაა შენი ღმერთი, ისრაელო, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანა”. ეს რომ დაინახა აჰარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ და თქვა: „უფლის დღესასწაულია ხვალ!” ადგნენ მეორე დღეს დილაადრიანად, სრულადდასაწველი შესწირეს და სამშვიდობო მსხვერპლიც მიიტანეს; დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, მერე ადგნენ და გამართეს ცეკვა-თამაში.

3 მეფეთა 20:23
და უთხრეს არამის მეფეს მისმა მსახურებმა: „მთების ღმერთია მათი ღმერთი, ამიტომ იყვნენ ჩვენზე ძლიერნი. თუ ველზე შევებრძოლებით, უცილობლად მათზე ძლიერნი ვიქნებით!

ესაია 44:17
ხის მონარჩენისგან კი ღმერთი, გამოთლილი კერპი გაიკეთა, მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს, მის წინაშე ლოცულობს და ეუბნება: “მიხსენი, რადგან ღმერთი ხარ ჩემი!”,

ესაია 45:20
შეიკრიბეთ და მოდით, ერთად შეგროვდით ერთაგან გადარჩენილნო; უცოდინარნი არიან ისინი, ვინც თავის ხის ქანდაკებებს დაატარებენ და ევედრებიან ღმერთს, რომელიც ვერ დაიხსნის.

იერემია 44:17-19
ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც ვთქვით, კვლავაც ვუკმევთ ცის დედოფალს, და საღვრელსაც დავუღვრით, როგორც ჩვენ და ჩვენი მამები ვაკეთებდით, ასევე ჩვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში; პურით ვძღებოდით, კარგად ვიყავით და უბედურება არ გვინახავს. მას შემდეგ, რაც ცის დედოფლისადმი კმევა შევწყვიტეთ და საღვრელს აღარ ვუღვრით, ყველაფერი მოგვაკლდა და მახვილისა და შიმშილის წერა შევიქენით. ცის დედოფალს რომ ვუკმევდით და საღვრელს ვუღვრიდით, განა ჩვენი ქმრების თანხმობის გარეშე ვუცხობდით კვერებს მისი გამოსახულებით და ვუღვრიდით საღვრელ მსხვერპლებს?”

მათე 15
9. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს.

მათეს 23:16-20
ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომ ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს – არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის მოვალეაო. უგუნურნო და ბრმანო! რა უფრო დიდია – ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს? და ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია; ხოლო ვინც ძღვენს დაიფიცებს, მასზე რომაა, ის მოვალეაო. ბრმანო, რომელი უფრო დიდია – ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ წმედს? ვინაიდან, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა.

მათეს 23:23
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში – სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ.

მარკოზის 7:3-4
რადგან ფარისეველნი და იუდეველნი იცავდნენ უხუცესთა გადმოცემას და ისე არ ჭამდნენ, თუ გულმოდგინედ არ დაიბანდნენ ხელებს; ბაზრიდან დაბრუნებულნი განბანის გარეშე არ ჭამდნენ; სხვაც ბევრი რამ არის, რასაც გადმოცემებით ასრულებდნენ, მაგალითად სასმისების, თასებისა და სპილენძის ქვაბების გამორეცხვას.

მარკოზის 10:17-22
გზაზე რომ გამოვიდა, ვიღაც კაცმა მიირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: „კეთილო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?” ხოლო იესომ უთხრა: „რატომ მიწოდე კეთილი? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა – ღმერთისა. იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, ცრუმოწმე ნუ იქნები, ნუ იცრუებ, პატივი ეცი შენს მამას და დედას”. მან მიუგო: „მოძღვარო, ყოველივე ამას სიჭაბუკიდან ვიცავ!” იესომ შეხედა, მოეწონა და უთხრა: ერთიღა გაკლია: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე. ხოლო ის შეაკრთო ამ სიტყვამ და დამწუხრებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.

ლუკას 11:42
მაგრამ ვაი თქვენ, ფარისეველნო, პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი მწვანილეულის მეათედს რომ იხდით და გვერდს უქცევთ ღმერთის სამართალსა და სიყვარულს! ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ!

იოანე 8
32. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.
33. მიუგეს მას: აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონებივართ ვინმეს. მაშ, რამ გათქმევინა, განთავისუფლდებითო?

იოანე 14
10. ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს.

იოანეს 18:28
იესო კაიაფასგან პრეტორიუმში წაიყვანეს. თენდებოდა; პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.

იაკობის 2:19
შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან.

1კორინთელთა 3
3. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, ვინაიდან თუ თქვენს შორის დღესაც შური და დავაა, განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან კაცნი?
4. მართლაცდა, თუ ერთი ამბობს: მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე: მე აპოლოსისო, განა ხორციელნი არა ხართ?
5. მაგრამ ან პავლე ვინ არის და ან აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ და თანაც იმდენად, რამდენადაც უფალი შეეწია თვითეულ მათგანს.
6. მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, გაზრდით კი უფალმა გაზარდა.
7. ასე რომ, არც დამრგველია რამე და არც მომრწყველი, არამედ - გამზრდელი ღმერთი.
11. რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე.
18. ნურავინ მოიტყუებს თავს; თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს.
19. რადგანაც სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა ღვთის წინაშე, როგრრც წერია: „მათსავ ცბიერებაში ატყვევებს ბრძენთ“.
20. და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ფუჭნი არიან ისინი“.

ებრაელთა 10:11
მღვდლები კი დგანან ყოველდღიურ მსახურებად და მრავალგზის სწირავენ ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელთაც არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა.

ებრაელთა 11:6
ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;

გამოცხადება 18
4. და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით.

biblesimfony.jimdo.com
1.2.29