ადამიანს სჭირდება ცოდვის გამო დაკარგული დიდების დაბრუნება
Мирза Бадиаури |
A A 925 |
საკვანძო მუხლები: დაბადება 1:26-28; დაბადება 2:17; დაბადება 3:3-4; ეზეკიელი 18:23; ეზეკიელი 18:32; დაბადება 5:24; დაბადება 5:27; დაბადება 5:31; ლევიანნი 26:3; ფსალმუნები 8:5-7; 2 პეტრეს წერილი 3:9; რომაელთა მიმართ 5:12-21; რომაელთა მიმართ 6:23; რომაელთა მიმართ 8:2; 1 კორინთელთა მიმართ 15:22;
1.2.27__
1. ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად დაბ. 1,[26]-28; ფს.8,5-7
2. ცოდვის ჩადენის შემდეგ ადამიანი გახდა მოკვდავი, რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია დაბ. 2,9.[17]; 3,3.4.17.19; 5,5.8.11.14.17.20.27.31; ზირ. 14,17; რომ. 5,12-21; 6,23; 1კორ. 15,22
3. ღვთის წინაშე მავალნი გადარჩებიან დაბ. 5,24; ლევ. 26,3; სიბრძ.1,13; ეზ. 18,23[32]; 2პეტ.3,9; რომ. 8,2
ბიბლიის მუხლები
დაბადება 1
26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
დაბადება 2
9. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.
17. ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.
19. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.
დაბადება 5
5. სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა.
8. სრული ხანი შეთისა იყო ცხრაას თორმეტი წელი, და მოკვდა.
11. სრული ხანი ენოშისა იყო ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა.
14. სრული ხანი კაინანისა იყო ცხრაას ათი წელი, და მოკვდა.
17. სრული ხანი მაჰალალეელისა იყო რვაას ოთხმოდათხუთმეტი წელი, და მოკვდა.
20. სრული ხანი იარედისა იყო ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა.
24. დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა.
27. სრული ხანი მეთუშალახისა იყო ცხრაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა.
31. სრული ხანი ლამექისა იყო შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელი, და მოკვდა.
ლევიტელთა 26
3. თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ,
ფსალმუნნი 8
5. რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?
6. ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.
7. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.
სიბრძნე 1
13. რადგან სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს;
ზირაქი 14
17. ყოველი ხორციელი ძველდება სამოსელივით, რადგან დასაბამიდან გადაწყვეტილია; სიკვდილით მოკვდები.
ეზეკიელი 18
23. განა მსურს ბოროტეულის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს.
32. რადგან არ მახარებს მე მოსაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, აბა, მოიქეცით და იცოცხლეთ.
2პეტრე 3
9. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად.
რომაელთა 5
12 ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა.
13 ვინაიდან რჯულამდეც იყო ცოდვა სოფელში, მაგრამ, თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება.
14 მაგრამ სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ, როგორც შესცოდა ადამმა, რომელიც მომავლის სახეა.
15 მაგრამ მადლი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით.
16 ხოლო ნიჭი იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შემცოდისაგან, ვინაიდან მსჯავრი ერთისაგან გამოდის განსაკითხავად, ნიჭი მადლისა კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად.
17 ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლს და სიმართლის ნიჭს, იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს, მეშვეობით.
18 ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.
19 ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.
20 რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რომ ემრავლა დანაშაულს. ხოლო სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი,
21 რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ.
რომაელთა 6
23. ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
რომაელთა 8
2. რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე.
1კორინთელთა 15
22. და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა.
__თემაზე წერდნენ__
განუკვეთელი განიკვეთა ქვეყნად
და დაეფლა აბელი, რომელ მოიკლა ძმისა ხელითა;
შეიწყევა ქვეყანაი!
ხოლო ოდეს დაიფლა ღმერთი და კაცი,
იკურთხა მის წილ აწ და უკუნისამდე!
იოანე მინჩხი
სანამ პირველ ცოდვას ჩაიდენდნენ და უფლის მცნებას გარდახდებოდნენ, პირველი ადამიანები საღმრთო დიდებით იყვნენ შემოსილნი... და ვიდრე ღმერთის მცნებების მორჩილი აღმსრულებელი იყო, ადამი ღმერთის მეგობრად გვევლინებოდა და ღმრთისა თანა ჰგიებდა სამოთხეში.
წმ.მაკარი დიდი__
ადამში დამკვიდრებული სიტყვა ყველაფერი იყო მისთვის, მცნობელობაც, გულისხმის-ყოფაც, შეგრძნებაც ნეტარებისა, მემკვიდრეობაც და ცოდნაც. და პირველ ადამიანებს შინაგანად საღმრთო დიდება ჰქონდათ შემოსილი, ისე, რომ ისინი ვერ ხედავდნენ თავიანთ სიშიშვლეს.
წმ.მაკარი დიდი
პირველი ადამიანი საღმრთო პატივსა და სიწმიდეში იყო, ყოველივეზე მეუფებდა - დაწყებული ცით და დამთავრებული ყოველივე ქვეყნიურით; მას შეეძლო გარჩევა ვნებებისა, იგი უცხო იყო დემონებისათვის და შეურყვნელი ცოდვათა და მანკიერებათაგან, რამეთუ ნამდვილად იყო ხატი და მსგავსება ღმერთისა.
წმ.მაკარი დიდი
საღმრთო მადლის თავდაპირველ უხვებაში, არაფერი იყო იძულებითი - ადამიანი თავისუფალი იყო ნებელობის მხრივ: თუ ისურვებდა, ღმერთთან დარჩებოდა, საღმრთო მადლით შემოსილი, თუ არა და - მოშორდებოდა ღმერთს და მის მიერ მადლსაც მოაკლდებოდა. და რაკი იგი თავისი თავისუფალი ნებით მოშორდა შემოქმედს და ცოდვით დაეცა მსგავსად იმ ზეციური სულებისა, რომელნიც ამპარტავნებით დაეცნენ, იგი საღმრთო მადლსაც მოაკლდა.
წმ.მაკარი დიდი
სინანული ის კიბეა, რომლის საფეხურებსაც ჩვენ ავყავართ სანეტარო ადგილას, საიდანაც ოდესღაც დავეცით.
წმ.ეფრემ ასური
ადამიანის სიდიადე იმდენად აშკარაა, რომ თვით მისი უბადრუკობითაც დასტურდება. რადგან იმას, რაც ბუნებად ითვლება ცხოველში, ადამიანში ჩვენ ვუწოდებთ უბადრუკობას; ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ადამიანის ბუნება, რომელიც დღეს არაფრით განსხვავდება ცხოველური ბუნებისგან, ოდესღაც, ესე იგი დაცემამდე, უბიწო და უხრწნელი იყო.
რადგან ვინ თვლის თავს უბედურად იმის გამო, რომ მეფე არ არის, თუ არა ტახტიდან ჩამოგდებული მეფე? ვინ თვლიდა პავლუს ემილიუსს უბედურად იმის გამო, რომ კონსულობის ვადა გაუვიდა? პირიქით, ბედნიერად მიაჩნდათ, იმიტომ, რომ კონსული იყო, რადგან კონსულის წოდება მხოლოდ დროებით ენიჭება კაცს. მაგრამ, აი, პერსევსს კი უბედურ კაცად თვლიდნენ, რადგან მეფობა რომ არ წაერთმიათ, შეეძლო სიკვდილამდე მეფე ყოფილიყო; დიახ, უბედურ კაცად თვლიდნენ და უკვირდათ, რატომ თავი არ მოიკლაო. ვინ იტანჯება იმის გამო, რომ მხოლოდ ერთი პირი აქვს? მაგრამ აბა ცალთვალას ჰკითხეთ, როგორია თვალის დაკარგვა? ვინა სწუხს იმას, რატომ მესამე თვალი არა მაქვსო, მაგრამ ვის არ ანატრებინებს სიკვდილს ორივე თვალის დავსება? __ბლეზ პასკალი__
შეიცან მზვაობარო, რა პარადოქსი ხარ შენსავე თვალში, მოიდრიკე ქედი, უმწეო გონებავ; დადუმდი მეთქი, ბრიყვო ბუნებავ! იცოდე, ადამიანი უსასრულოდ აღემატება ადამიანს; ყური მიუგდე შენს მბრძანებელს და შეიცან ის, რაც სამუდამოდ დაფარული დარჩა შენთვის, შეიცან შენი ჭეშმარიტი მდგომარეობა, უსმინე ღმერთს!
რადგან ადამიანის ბუნება რომ არასოდეს დაცემულიყო, ის გულდანდობილად დატკბებოდა თავის უბიწოებაში, ჭეშმარიტებითა და ბედნიერებით; ხოლო ადამიანის ბუნება რომ ყოველთვის დაცემული ყოფილიყო, მას არავითარი წარმოდგენა არ ექნებოდა ჭეშმარიტებასა და ნეტარებაზე. მაგრამ მთელი ჩვენი უბედობის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყოფისთვის შესაძლოა სრულიად უცხო იყოს ყოველგვარი სიდიადე, ჩვენ მაინც ვიცით რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება, თუმცაღა ვერასოდეს ვეზიარებით მას; ჩვენ ვგრძნობთ ჭეშმარიტების წმინდა ხატებას, თუმცაღა ფლობით მხოლოდ სიცრუეს და სიყალბეს ვფლობთ. ჩვენ არც ის შეგვიძლია არაფერი არ ვიცოდეთ - იმდენად აშკარაა, რომ ოდესღაც ჩვენ ვიდექით სრულქმნილებისა და სრულყოფილების მაღალ საფეხურზე, საიდანაც, ჩვენდა სავალალოდ, ჩამოვჳარდით, დავეცით, დავმდაბლდით!
განა საოცარი არ არის, რომ ჩვენი ცნობიერებისთვის ყველაზე მიუწვდომელი საიდუმლო, ცოდვის მემკვიდრეობითობის საიდულოა, სწორედ ის, , რის გარეშეც ვერასოდეს შევიმეცნებდით ჩვენსავე თავს?! რადგან ჩვენს გონებას ყველაზე მეტად აოგნებს იმის მტკიცება, რომ პირველი ადამიანის ცოდვამ ყველას უწია და ცოდვილად აქცია ყველწ, ვისაც ცოდვის წყაროსაგან უზარმაზარი დროული დისტანცია აშორებს და ამიტომ, ერთის შეხედვით, თითქოს წარმოუდგენელია წილი ედოს პირველ ცოდვაში. ცოდვის ეს მემკვიდრეობითობა არამარტო შეუძლებელი გვეჩვენება, არამედ უკიდურესად უსამართლოც, და მართლაც, რა ეწინააღმდეგება უფრო მეტად ჩვენი უბადრუკი სამართლიანობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს, ვიდრე ის, რომ სამარადისოდ შეაჩვენო უმანკო ჩვილი, რომელსაც საკუთარი ნება არც კი გააჩნია, შეაჩვენო იმ ცოდვის გამო, რომელშიაც მას მხოლოდ იმდენად მიუძღვის ბრალი, რომ მისი ჩადენიდან ექვსი ათასი წლის შემდეგ დაიბადა? ღმერთმანი, არაფერი არაფერი არ გვთრგუნავს ისე, როგორც ეს სასტიკი მოძღვრება, და მაინც მისტერიათაგან ამ ყველაზე გონებამიუწვდომელი მისტერიის გარეშე, ჩვენთვის სამუდამოდ გონებამიუწვდომელი დარჩებოდა ჩვენივე თავი. ჩვენი არსებობის უსიხარულო ხლართი უსახო რგოლებად იგრაგნება უფსკრულის ფსკერზე და ადამიანი უფრო გაუგებარია ამ საიდუმლოს გარეშე, ვიდრე ეს საიდუმლოა გაუგებარი ადამიანისთვის. __ბლეზ პასკალი__
ჩვენ ხარბად დავეძებთ ჭეშმარიტებას, მაგრამ მხოლოდ ბუნდოვნებას ვპოულობთ ჩვენში.
ჩვენ დავეძებთ ბედნიერებას, მაგრამ მხოლოდ სიმწარეს და სიკვდილს ვპოულობთ.
ჩვენ არ შეგვიძლია არ გვსურდეს ჭეშმარიტება და ბედნიერება, მაგრამ არ შეგვიძლია ვეზიაროთ ჭეშმარიტ ცოდნას და შეუმღვრეველ ბედნიერებას. ეს სურვილი დასასჯელად და შესაჩვენებლად კი არ შემოგვრჩა, არამედ - უფრო იმიტომ, რომ გვახსოვდეს როგორ დავემხეთ, როგორ დავეცით და რა დავკარგეთ. __ბლეზ პასკალი__
დაცემული ბუნება. - ადამიანი არ მოქმედებს თავისი გონების, ესე იგი, თავისი ჭეშმარიტი არსის თანახმად. __ბლეზ პასკალი__
მარად ამაოდ ლამობ, ემსგავსო, ადამიანო, ღვთაებას შენა;
უპირველესად თვით ღვთაებრივი შენს საკუთრებად ვერ გაგიხდია.
__გოეთე__დაკარგული ედემი__
....სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი
როგორც ტკბილია გამოღვიძება;
სადაც ბუნების თავისუფლება
მონებას, როგორც უხმო ყვედრება,
ცოცხალ ფშვენითა უყენებს თვალსა.... __ილია ჭავჭავაძე__
როდემდის უნდა ჩვენ არ ვსცნობდეთ სიცოცხლის ფასსა?
როდემდის არ ვსცემთ ღვთიურს ნიჭსა ღირსსა თაყვანსა?
მის ყოველ წუთსა სიფრთხილითა რატომ არ ვხარჯავთ
და მის აქ ყოფნას ამაოებად რისთვისა ვსახავთ?
ძრწოდე, სულელო! ნუთუ ქრისტეს არ სცნობ სიტყვათა,
ნუთუ შენს თავსა მტვრითა შექმნილს ჰხედავ კვლავ მტვრადა
და შენს სიცოცხლეს, ამ უკვდავ ნიჭს, მტვრის თანამგზავრად?
რომ მარტო მისთვის იგი არ გაქვს, ქრისტემ სთქვა ცხადად -
ნუთუ არ იცი, რას გამცნებდა ღმერთი ჯვარცმული,
როს ბრძანა: „ვითა მამა ზეცის, იყავნ შენც სრული“. __ილია ჭავჭავაძე__
მრავალნი ცდილობენ ჰპოვონ კმაყოფილება ღმერთის საპირისპირო მხარეს, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ შექმნილნი ვართ ღვთის მსგავსად, და ამიტომ მხოლოდ მის სულს და მის სიტყვას შეუძლია მოგვანიჭოს კმაყოფილება ჩვენს ცხოვრებაში. ღმერთმა მოგვაგო ყოველდღიური ბედნიერება, მაგრამ რომ მოვიპოვოთ ის, უნდა მივყვეთ მის გეგმას, რომელიც მოცემულია ჩვენთვის წმიდა წერილში. მის საწინააღმდეგო ქმედებისთვის ჩვენ ყოველთვის ვისჯებით.
ბობ იანდიანი__
biblesimfony.jimdo.com
1.2.27