იესო ქრისტემ თითოეული ადამიანისთვის დაღვარა თავისი სისხლი, როგორც უსაყვარლესმა მეგობარმა, რათა გვქონდეს ხსნა ცოდვათა ტყვეობიდან
Мирза Бадиаури |
A A 1124 |
საკვანძო მუხლები: მარკოზის სახარება 8:37;
1.2.25__
მარკ.8,[37]
- ღვთის მადლით ყველას გულისთვის იხილა სიკვდილის გემო ებრ.2,9
ბიბლიის მუხლები
მარკოზი 8
37. ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?
ებრაელთა 2
9. არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო, რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით, ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო.
__თემაზე წერდნენ__
ქრისტემ ორმაგი განწმედა მოგვმადლა; ერთი - საუკუნო, სულიწმიდისმიერი და ამით ჩვენში უწინდელი წახდენა განკურნა და განწმიდა, ხორცისაგან აღმოცენებული; მეორე გაწმედა კი ჩვენი - სისხლისმიერია (რამეთუ ჩვენად, გათავისებულად ვაღიარებ იმ სისხლს, რომელიც იესო ქრისტემ დაღვარა - უფალმა ღმერთმა ჩემმა) - ეს არის პირველშობილი ცოდვის გამოსყიდვა და მთელი სამყაროს ხსნა.
წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი__
ჩემს სულთმობრძაობაში მე ვფიქრობდი შენზე; მე შენთვის დავსთხიე სისხლი.
ნუთუ შენ მთხოვ , რომ სისხლი დავსთხიო კაცთა სახსნელად, შენ კი ცრელიც არ გსურს დაღვარო.
დაითმინე კირთება და ხორცის მონობა; მე შენ ამჯერად მხოლოდ სულიერი მონობისაგან განთავისუფლებ.
მე უფრო ახლო მეგობარი ვარ შენი, ვიდრე ყველა სხვა მეგობარი, ვინაიდან მათზე მეტი სიკეთე გიყავ: ისინი ვერ დაითმენდნენ იმას, რასაც მე ვითმენ შენს გამო, და არ მოკვდებოდნენ შენი გულისთვის, ურწმუნო, უნდო და გულხენეშო, როგორც მე მოვკვდი, მზადა ვარ მოვკვდე და კვლავაც მოვკვდები რჩეულთათვის.
ბლეზ პასკალი__
თავისი ერთერთი ლაშქრობის დროს სპარსეთის მეფე კიროსმა ტყვედ აიყვანა ერთი დიდებული თავის ოჯახთან ერთად.
კიროსმა ჰკითხა დიდებულს: „რას მომცემ, რომ დაგიბრუნო შენ თავისუფლება?“
„ჩემს ნახევარ სამეფოს“, - იყო პასუხი.
„და თუ გავათავისუფლებ შენს შვილებსაც?“
„მთელ ჩემს სამფლობელოს.“
„მაშინ რაღას მომცემ, თუ შენს ცოლსაც გავათავისუფლებ?“
ჯიროსს ისე მოეწონა დიდებულის პასუხი, რომ აჩუქა თავისუფლება მთელ მის ოჯახს გამოსასყიდის გარეშე.
სახლისკენ მიმავალმა დიდებულმა ჰკითხა მეუღლეს:
„თუ შეამჩნიე რა სულგრძელი ყოფილა კიროსი?“
მან უპასუხა: „მე მხოლოდ ის დავინახე, ვინც თვითონ იყო მზად გაეწირა თავისი სიცოცხლე ჩემს გასანთავისუფლებლად.“
იესო ქრისტე არა მხოლოდ მზად იყო ამისთვის, მან გასწირა თავისი სიცოცხლე ჩვენთვის.
იაკობ ლევენი
ბრძენკაცთა უმრავლესობა კაცთა მოდგმას იმას უკიჟინებს, რომ უბადრუკობაა,, მატლია, არარაობაა, ამაოებაა და განქარებადია, მაგრამ მოვიდა უფალი ჩვენი ქრისტე იესო... როგორ გგონიათ უბადრუკი მატლისათვის და არარაობისათვის მოვიდოდა?
შოთა ორველაშვილი
biblesimfony.jimdo.com
1.2.25