• georgian flag
  • english flag

ირგვლივ სიცრუე და გაუტანლობაა


author
Мирза Бадиаури
A A       833

საკვანძო მუხლები: გამოსვლა 1:16; იობი 8:15-18; იერემია 17:9; მათეს სახარება 2:16; 1 კორინთელთა მიმართ 6:9-10;

1.2.24__გამ. 1,16; იობ. 6,15-18; იერ. 17,[9]; მათ. 2,16; 1კორ. 6,9.10

გამოსვლათა 1
16. უთხრა: როცა მოამშობიარებთ ებრაელ ქალებს, ნახეთ, თუ ვაჟი იყოს, მოკალით, თუ ქალი - ცოცხალი დარჩეს.

იობი 6
15. ჩემი მოძმენი მუხანათობენ ხევებივით, ხევების ღვარივით მიედინებიან.
16. ყინულისგან ჩაშავებულნი, მათ ქვეშ თოვლი იმალება.
17. გადნებიან და გაქრებიან; დააცხუნებს და ადგილზევე აორთქლდებიან,
18. იცვლიან კალაპოტებს, გადიან უდაბნოში და იკარგებიან,

იერემია 17
9. უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?

მათე 2
16. მაშინ, რა იხილა ჰეროდემ, რომ მოტყუებულ იქნა მოგვების მიერ, ძალზე განრისხდა, წარგზავნა ხალხი და ამოაწყვეტინა ყოველი ყრმა ბეთლემსა და მთელს მის შემოგარენში, ორ-ორი წლისა და უმრწემესნი, თანახმად ასაკისა, რომელიც გამოიკითხა მოგვებისაგან.

1კორინთელთა 6
9. ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი,
10. ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

―თემაზე წერდნენ―
როცა ადამიანი ცრუობს, უპირველესად დიდ პაუზებს აკეთებს. არ არის მართალი, როცა ამბობენ - ადამიანი თუ თვალს გისწორებს, ე. ი. არ ტყუისო. სინამდვილეში პირიქითაა - ზოგჯერ, როცა თვალებში გიყურებენ, შეიძლება უფრო გატყუებდნენ.
ბილ კლინტონი როცა სასამართლოზე გამოდიოდა და ცრუობდა, ხშირად ცხვირზე იკიდებდა ხელსო, ამბობენ. ადამიანს როცა რაიმეს თქმა არ უნდა, პირზეც იფარებს ხელს, შეიძლება ხელ-ფეხი გადააჯვარედინოს, ამ დროს იგი რაღაცას ფარავს. საუბრისას ჯიბეში ხელის ჩაყოფაც იმავეს ნიშნავს. როცა მიზნად აქვს დასახული მოტყუება, მაშინ სიცრუე არც ხმაში და არც სახეზე არ ეტყობა, მაგრამ აკეთებს არაადეკვატურ მოძრაობებს. მაგალითად, არას თქმისას თუ თავს თანხმობის ნიშნად დახრის, ნიშნავს, რომ ის ცრუობს. ასეა, როცა ქალს სთხოვენ იცეკვოს, სიტყვიერად ამბობს არას, მაგრამ არაცნობიერად თანხმობის ნიშნად თავს დაბლა ხრის, ე. ი. ის ამ დროს კეკლუცობს, სინამდვილეში კი ცეკვა მართლა სურს. ჩვენ შეიძლება ტყუილი სხვადასხვა ხერხით დავფაროთ, მაგრამ სხეულის რამე მოძრაობაში ინფორმაცია მაინც გაჟონავს. __ფსიქოლოგი ნატა გელოვანი__

biblesimfony.jimdo.com
1.2.24