ადამიანის არსებობის მიზანია ღმერთთან ურთიერთობა
Мирза Бадиаури |
A A 3179 |
საკვანძო მუხლები: 1 პეტრეს წერილი 2:3; 1 თესალონიკელთა მიმართ 5:23;
1.2.22__1პეტ. 2,3; 1თეს. 5,[23]
ბიბლიის მუხლები
1პეტრე 2
3. ვინაიდან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი,
1თესალონიკელთა 5
23. თვით მშვიდობის ღმერთმა წმიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.
__თემაზე წერდნენ__
მხოლოდ ადამიანს უსმენს ღმერთი ქვეყნიურ ქმნილებათაგან და მხოლოდ მას ერთს ეცხადება, რადგან იგი კაცთმოყვარე და დიდად მოწყალეა. სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, ღმერთი ყოველთვის მის სიახლოვესაა. მხოლოდ ადამიანია ღმერთის ღირსეული თაყვანისმცემელი და მხოლოდ მისთვის იცვლის ფერს ღმერთი. ადამიანებისთვის შეჰქმნა ღმერთმა ცანიც, შემკული ვარსკვლავებითა და მნათობებით.. ადამიანისთვის გააჩინა ეს ქვეყანაც - დედამიწა, და ადამიანიც ხომ მხოლოდ თავისი სარგებლობისთვის ამუშავებს მიწას. ამიტომ ისინი, ვისაც ვერ შეუგრძვნია შემოქმედი ღმერთის ასეთი განგებულობა, უგულისხმო და უგრძნობელი ადამიანები არიან.
წმ.ანტონი დიდი
მხოლოდ ღმერთი არსებობსსაკუთარი თავისთვის, ჩვენ კი ყველანი, შემოქმედი ღმერთისთვის ვარსებობთ.
წმ.ეფრემ ასური
ღმერთის რწმენის შესახებ განსჯას წინ უსწრებს გულისთქმა, რომ ღმერთი არსებობს. ამ გულისთქმას ჩვენ მოვიხვეჭთ ქმნილ საგანთა მეშვეობით. გულმოდგინედ განვიხილავთ რა ქმნილ სამყაროს, შემეცნებით, რომ ღმერთი ყოვლადბრძენია, ყოვლადძლიერია და სახიერია... შევიმეცნებთ ყველა მის უხილავ თვისებას და ამგვარად ვაღიარებთ მას უზენაეს განმგებლად. რაკი მთელი სამყაროს შემოქმედი ღმერთია, ჩვენ კი სამყაროს ნაწილნი ვართ, მაშასადამე ღმერთი ჩვენი შემოქმედია. ასეთ შემეცნებას მოსდევს რწმენა, რწმენას კი - თაყვანისცემა.
წმინდა ბასილი დიდი
როგორადაც სხეული კვდება, თუკი მას სული გაეყრება, ასევე სულიც მკვდარია ღმერთთან ერთობისა და თანაზიარობის გარეშე.
ნეტარი ავგუსტინე
რატომ ვცხოვრობთ ქვეყანაზე? რა არის ადამიანის არსებობის მიზანი? - ხშირად სვამენ ამ კითხვებს ადამიანები.
რაც უფრო მეტად ვუფიქრდებით, ვხვდებით, რომ არც ფულია კმაყოფილების მომტანი, არც ცოდნა, არც გართობა და არც რაიმე წარმატება.
ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელ პასუხს გვაძლევს მხოლოდ ბიბლია. მასში სწერია რომ კაცი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად (დაბ.1,26), რომ ადამიანი არის ღვთის ჭურჭელი, „რათა აუწყოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ განამზადა სადიდებლად.“ (რომაელთა მიმართ 9,23). მაშასადამე შექმნილნი ვართ იმისთვის, რომ აღვივსოთ ღვთისნიერებით.
თუ ასეა, აღარც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ არც სიმდიდრეს, არც ცოდნას, არც გართობასა და მიღწევებს არ შეუძლიათ დაგვაკმაყოფილონ, იმიტომ რომ, შექმნილნი ვართ, რათა ჩვენში შევიცავდეთ ღმერთს.
ბიბლიაში ისიც გარკვევით სწერია, რომ ჩვენ შევდგებით სამი ნაწილისგან: „სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნას უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.“ (1თესალონიკელთა მიმართ 5,23) დიახ, ესაა ჩვენი შემადგენელი ნაწილები. ამათგან, სხეული გარე მატერიალურ სანყაროსთან შეხების ნაწილია, სამშვინველი - სამყაროსთან გონებრივი შეხებისა და ის სხეულის შიგნითაა განთავსებული. მასზე უფრო ღრმადაა ჩვენში სული, რომელიც სამყაროს შემოქმედთან - ღმერთთან გვაკავშირებს.
ჩვენ ვერ შევეხებით ჩვენი სხეულით ღმერთს, ვერ მივწვდებით გონებით, მისი შეცნობა ხდება მხოლოდ სულში.
ღმერთს სურს გაუხსნათ თქვენი სულის კარი მის სულს, რათა იგი შემოვიდეს თქვენში და მიიღოთ მასთან ურთიერთობით კმაყოფილება. აი ეს არის ადამიანის არსებობის მიზანი!
თქვენ შექმნილნი ხართ არა მხოლოდ იმისთვის, რომ შეიცავდეთ საკვებს კუჭში და ცოდნას ტვინში, ასევე იმისთვისაც ხართ შექმნილი, რომ შეიცავდეთ ღმერთს თქვენს სულში.
ენდრიუ იუ
biblesimfony.jimdo.com
1.2.22