• georgian flag
  • english flag

ხსნა მხოლოდ იესო ქრისტეშია


author
Мирза Бадиаури
A A       867

საკვანძო მუხლები: ესაია 44:6; მარკოზის სახარება 16:16; იოანეს სახარება 3:16; იოანეს სახარება 14:6; მოციქულთა საქმეები 2:21; მოციქულთა საქმეები 4:12; 1 იოანე 4:9; 1 იოანე 5:12-13; რომაელთა მიმართ 5:8-10; 1 ტიმოთეს მიმართ 1:15;

1.2.16__ეს. 43,[11]; 44,6; მარ. 16,16; ინ. 3,16; 14,6; საქ.2,21; 4,12; 1ინ. 4,9; 5,12.13; რომ. 5,8-10; 1ტიმ. 1,15

ბიბლიის მუხლები

ესაია 43
11. მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!

ესაია 44
6. ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.

მარკოზი 16
16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება.

იოანე 3
16. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე

იოანე 14
6. უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა , ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ.

საქმე მოციქულთა 2
21. და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება“

საქმე მოციქულთა 4
12. სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს.

1იოანე 4
9. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამ ქვეყნად, რათა მისი წყალობით ვცხონდეთ.

1იოანე 5
12. ვისაც ჰყავს ძე, სიცოცხლე აქვს; ვისაც არა ჰყავს ძე ღვთისა, არც სიცოცხლე აქვს.
13. ეს მოგწერეთ, ღვთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე.

რომაელთა 5
8 მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.
9 ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით რისხვას მისი წყალობით.
10 ვინაიდან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს, შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით.

1ტიმოთე 1
15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.

biblesimfony.jimdo.com
1.2.16