• georgian flag
  • english flag

კეთილი და ბოროტი საუნჯით აღსავსე გულები


author
Мирза Бадиаури
A A       1339

საკვანძო მუხლები: ფსალმუნები 40:6-8; ფსალმუნები 51:4-6; ფსალმუნები 58:8; ფსალმუნები 63:3-7; ფსალმუნები 139:3-6; იგავნი სოლომონისა 10:20; იგავნი სოლომონისა 12:18-20; იგავნი სოლომონისა 22:17-18; იერემია 9:2; მათეს სახარება 12:34-37; ლუკას სახარება 6:45; იოანეს სახარება 7:38; მოციქულთა საქმეები 5:3; მოციქულთა საქმეები 8:21-23; იაკობის წერილი 3:5-6; იაკობის წერილი 3:9-10; იუდა 1:15; რომაელთა მიმართ 3:13-14; 2 კორინთელთა მიმართ 4:6; ეფესელთა მიმართ 4:29; ეფესელთა მიმართ 5:4; ებრაელთა მიმართ 8:10;

1.2.12__ფს. 40,6-8; 51,4-6; 58,8; 63,3-7; 139,3-6; იგ. 10,20; 12,18-20; 22,17.18; იერ. 9,2; მათ. 12,34-37; ლუკ. 6,[45]; ინ. 7,38; საქ. 5,3; 8,21-23; იაკ. 3,5.6.9.10; იუდ. 15; რომ. 3,13.14; 2კორ. 4,6; ეფ. 4,29; 5,4; ებრ. 8,10

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნნი 40
6. ჩემი მტრები ავს იტყვიან ჩემზე: „როდის მოკვდება და გაქრება მისი სახელი“.
7. და თუ მოვა სანახავად, ტყუილს ილაპარაკებს; მისი გული სიცრუეს თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება.
8. ერთთავად ჩემზე ჩურჩულებენ ყველანი, ვინც მოძულეა ჩემი; ბოროტს ფიქრობენ ჩემზე.

ფსალმუნნი 51
4. ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.
5. გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად, სიცრუე - სიმართლის ლაპარაკზე მეტად. სელა.
6. გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარი;

ფსალმუნნი 58
8. აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო.

ფსალმუნნი 63
3. დამიფარე ვერაგთა ჩუმი ზრახვისაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან.
4. რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი - მწარე სიტყვა,
5. რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ.
6. ძალას მოიკრებენ ცუდი საქმისათვის, მოითათბირებენ მახეების დაგებას, ამბობენ: ვინ შეამჩნევს მათ?
7. ეძიებენ სიმრუდეს, ძიებას ძიებით ასრულებენ, ხოლო შიგნეული კაცისა და გული ღრმაა.

ფსალმუნნი 139
3. რომელნიც ბოროტებას ფიქრობენ გულში, ყოველდღე ემზადებიან საომრად.
4. მოილესეს ენები გველივით, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ. სელა.
5. დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელიდან; მოძალადე კაცისაგან დამიფარე, რომელნიც ფიქრობენ ჩემი ნაბიჯების დაბრკოლებას.
6. გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. სელა.
იგავნი 1020. მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა.

იგავნი 12
18. გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია.
19. მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება, მატყუარა ენა კი - წამიერია.
20. ავისმზრახველთ გულში სიცრუე აქვთ, მშვიდობისმყოფელთ კი - სიხარული.

იგავნი 22
17. ყური დამიგდე, მოისმინე ბრძენკაცთა სიტყვები და ცოდნისკენ მოაქციე გული,
18. რადგან საამურია, თუკი დაიმარხავ გულში, თუ ბაგეზე გექნება გამზადებული.

იერემია 9
2. მშვილდივით მოუზიდავთ ენები, სიცრუე და არა სიმართლე ბატონობს ქვეყანაზე, ბოროტებიდან ბოროტებისკენ მიდიან და მე არ მცნობენ, ამბობს უფალი.

მათე 12
34. იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე.
35. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.
36. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.
37. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები.

ლუკა 6
45. კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტი, რადგანაც გულის სისავსისგან მეტყველებს მისი ბაგე.

იოანე 7
38. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი.

საქმე მოციქულთა 5
3. მაგრამ პეტრემ თქვა: ანანაა, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი?

საქმე მოციქულთა 8
21. არა გაქვს წილი და არც ხვედრი შენ ამ სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არაწრფელია ღმრთის წინაშე.
22. მაშ, შეინანე ეგ შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ეგება მოგიტევოს შენი გულისთქმა.
23. რადგანაც გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შეკრულს.

იაკობი 3
5. ასევე ენაც რა პატარა ასოა და რამდენს იქადის, ერთი ციცქნა ალი კი რამხელა ტყესა ჰბუგავს.
6. ენაც ალია, უსამართლობის სამყარო; ენას ისეთი ადგილი უჭრავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან.
9. ენით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და ენითვე შევაჩვენებთ ღვთის ხატად შექმნილ კაცთაც.
10. ერთსა და იმავე ბაგეთაგან გამოვა კურთხევაცა და წყევლაც; არ უნდა იყოს ეს, ძმანო ჩემნო, ასე.

იუდა
15. რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი.

რომაელთა 3
13. პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე.
14. პირი წყევლითა და სიმწრით აქვთ სავსე.

2კორინთელთა 4
6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.

ეფესელთა 4
29. ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილიშესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ.

ეფესელთა 5
4. არც სიბილწე, ბრიყვული სიტყვა თუ უკადრი ლიზღობა, არამედ უპირატესად - მადლიერება.

ებრაელთა 8
10. აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი

biblesimfony.jimdo.com