ვუყვარვართ ღმერთს და ვხვდებით ამას
Мирза Бадиаури |
A A 612 |
საკვანძო მუხლები: იოანეს სახარება 15:9-10; იოანეს სახარება 15:13; იოანეს სახარება 17:23; 1 იოანე 4:9.1; რომაელთა მიმართ 5:8; რომაელთა მიმართ 8:37-39; გამოცხადება 1:5; გამოცხადება 3:19.;
1.2.7__ინ. 15,[9].10.13; 17,23; 1ინ. 4,9.10; რომ. 5,8; 8,37-39; გამოცხ. 1,5; 3,19.20
ბიბლიის მუხლები
იოანე 15
9. როგორც შემიყვარა მე მამამ, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ; დარჩით ჩემს სიყვარულში.
10. თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.
13. არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის.
იოანე 17
23. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
1იოანე 4
9. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამ ქვეყნად, რათა მისი წყალობით ვცხონდეთ.
10. სიყვარული ისაა, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ, და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მალხინებლად.
რომაელთა 5
8 მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.
რომაელთა 8
37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა.
38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი,
39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
გამოცხადება 1
5. და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით,
გამოცხადება 3
19. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.
20. აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან. .
__თემაზე წერდნენ__
დღისით შენ ოდნავ ისმინები, თუმც შენი ლტოლვა
მაინც იგრძნობა, ყველას ირგვლივ ჩუმად საუბრობ;
შენ ხარ საათის რეკვის შემდეგ დუმილის თრთოლვა,
თანდათანობით რომ იხშობა უფრო და უფრო.
და რამდენადაც უფრო მეტად დაეუფლება
დღეს დაღლილობა და ღამეში მიწვება რწევით,
ღმერთო, მით უფრო გაიზრდება შენი სუფევა
და სახლებიდან, როგორც კვამლი, ამოვა ზევით. __რაინერ მარია რილკე__
დანარჩენი მიწაში ჩაფლა გადაჭრილ ხესთან - და დაწვა.... თერთმეტი დრაჰკანი ამოაძვრინა და ბალიშის ქვეშ შეაცურა.
„არ მომკლან!“ ერთი დრაჰკანი ისევ ჯიბეში ჩააგდო: „ეგეება დასჯერდნენ...“ კარს უკან თითქოს ვიღაცა იდგა, სუნთქვაშეკრული. დომენიკოს ქათქათა საბანი თვალებზე აეფარებინა, ფრთხილად სუნთქავდა. როგორ არ შეეშინდებოდა, რა ადვილი იყო ყველაფერი - კარის გაღება, მის საწოლამდე ფეხაკრეფით მისვლა, დანიანი ხელის ერთხელ ღონივრად დაქნევა და მორჩა - არა, არა... ვიღაც იცავდა!... ვიღაცის იმედი ჰქონდა. არა, ის არ გასწირავდა... დამშვიდდა, მიეშვა, მთლიანად მიენდო იმ ვიღაცას... ახლა უკვე ნებიერად იწვა... ძილის საამო მარწუხები იგრძნო.... ერთხანს მაინც სუსტად ფხიზლობდა, მერე კი კედლისკენ იქცია პირი... სიამოვნებდა სუფთა ლოგინი, ნეტარებისგან მსუბუქად ამოიოხრა და ლოყა ხელისგულზე რომ დაიდო, მშვიდად ჩაეძინა. ვიღაცას უყვარდა. __გურამ დოჩანაშვილი__
მარტოკა იყო. საგულდაგულოდ დახშულ ოთახში. საწოლზე იწვა.... მარტო იყო და მაინც გრძნობდა, იმ სიბნელეში მაინც ამჩნევდა ჭერზე რაღაც უფორმო, უსახურ ლაქას, მარტო იყო და მაინც იცოდა - ვიღაცას უყვარდა! ეს ალესანდროს ძმა არ იყო, არც ალესანდრო, უფრო სხვა ვიღაც... __გურამ დოჩანაშვილი__
biblesimfony.jimdo.com
1.2.7