მანდილიონი (ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის შესახებ)
![]() ვასილ ნებიერიძე |
A A 2402 |
საკვანძო მუხლები:
მინდა მოგითხროთ გარდამოცემაზე (თქმულებაზე) რომელიც ძალიან გავრცელებულია. და ხშირად ხატთაყვანისცემის მართებულებაზე მოჰყავთ არგუმენტად
რომ უფალმა თავად დაუშვა, ყოფილიყო თავისი გამოსახულება,
ამ ამბავს ყველა ჰყვება როგორც სინამდვილეს, მიუხედავად იმისა სასულიერო პირია, თუ უბრალო მრევლი,
შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო ამ ხატთან დაკავშირებული გარდამოცემები თუ წერილობითი მოხსენიებები
-ყველაზე გავრცელებული გავრცელებული ვერსია გარდმოცემისა ამ ხატის შესახებ ასეთია:
“ედესის მეფე ავგაროზი( ავგარი/ აბგარი) რომელიც დასნეულებული იყო ისე რომ ადამიანური საშუალებით მისი მკურნალობა შეუძლებელი გახდა
ესმა პალესტინაში იესო ქრისტეს განკურნებების შესახებ,
გააგზავნა მასთან მალემსრბოლელი თან გაატანა წერილობითი თხოვნა რომ ქრისტე ედესაში ჩამოსულიყო მის განსაკურნავად
უფალმა მიიღო მალემსრბოლელი.
თავაზიანი უარი უთხრა ,ვინაიდან და რადგანაც მისი მიწიერი მისია დასასრულს უახლოვდებოდა.
სანაცვლოდ მან ასევე დასწერა წერილი ავგაროზისადმი
სადაც ჰპირდებოდა რომ მალევე აუცილებლად გააგზავნიდა მის რომელიმე მოწაფეს მის განსაკურნავად,
ამავე დროს მალებსრბოლელი სახელად ანანია მხატვარიც იყო
ეცადა ქრისტეს პორტრეტის შექმნა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა ვინაიდან უფლის სახე ღვთაებრივი სახით იყო გაბრწინებული
ამიტომ უფალმა თავად გამოართვა დასახატი ტილო-მანდილი
(აქედან მოდის ხატის სახელიც)
მიიდო სახეზე აღბეჭდა თავის სახე და გადასცა მალემსრბოლელს
რომელმაც ეს ხატი წაიღო ედესაში “
გარდმოცემა ავგაროზსა და ქრისტეს შორის მიმოწერაზე
პირველად ფიქსირდება მეოთხე საუკუნეში
ეკლესიის მამად წოდებულ ევსები კესარიელის( 263-340 წწ)
“ ეკლესიის ისტორიაში”
წიგნი 1-ლი თავი 13-ი.
ევსების მტკიცებით მას ხელთ ჰქონდა ედესის სამეფო წინგთსაცავიდან ამოღებული ნამდვილი წერილები:
ავგაროზის წერილი!
იესოს, კეთილ მაცხოვარს, რომელიც გამოჩნდა იერუსალიმის შემოგარენში, მესმა შენსა და შენი განკურნებების შესახებ, რომ ისინი შენს მიერ წამლებისა და სამკურნალო მცენარეების გარეშე სრულდება. როგორც გადმომცეს, შენ ისე მოქმედებ, რომ ბრმები ხედავენ, კოჭლები დადიან, კეთროვნებს განწმინდავ, უწმინდურ სულებს და ეშმაკებს განდევნი, მძიმე სნეულებებით გატანჯულებს კურნავ, და მკვდრებს აღადგენ.შენ ან ღმერთი ხარ ციდან ამის საკეთებლად ჩამოსული, ან ღვთის ძე, ამიტომ წერილით გევედრები, რომ იჩქარო ჩემთან და ტანჯვები რაც მაქვს, განკურნო. ასევე მესმა, რომ იუდეველები შფოთავენ შენზე და სურთ, რომ გიბოროტონ. ჩემი ქალაქი ძალიან მცირეა, მაგრამ ძლიერი და ნაყოფიერი , რაც ორივეს გვეყოფა"
იესოს საპასუხო წერილი!
"ნეტარ ხარ, რომელმაც ჩემი ირწმუნე ისე, რომ მე არ გინახივარ. რადგან ჩემს შესახებ დაწერილია, რომ ვინც მიხილა, არ ირწმუნებს ჩემსას, რათა მათ, ვისაც არ ვუნახივარ, ირწმუნონ და სიცოცხლე ჰქონდეთ რაც შეეხება იმას, როდესაც მომწერე, რომ შენთან მოვიდე, ჯერ უნდა აღვასრულო ყველაფერი, რის გამოც აქ ვარ წარმოგზავნილი, და ასე აღსრულების შემდეგ უნდა ავიდე მასთან, ვინც წარმომგზავნა მე. და მას შემდეგ, რაც ავალ, წარვგზავნი შენთან რომელიმე მოწაფეს, რათა განკურნოს შენი ტანჯვები და მოგანიჭოს სიცოცხლე შენ და შენთან მყოფთ"
- ასევე ევსები ამბობს რომ
მას შემდეგ რაც ქრისტე ჯვარზე აწამეს მოკვდა , დამარხეს, აღსდგა, და ამაღლდა,
მოციქულმა თომამ გაიხსენა ავგაროზი
გამოარჩია თადეოზი ( არა მოციქული თადეოზი არამედ 70 მოწაფეთაგან ერთ-ერთი თადეოზ ედესელი) და შემდეგ აღწერილი აქვს თადეოსი მოღვაწეობა
აღსანიშნავია რომ ამ ამბავის აღწერა მხოლოდ მეოთხე საუკუნეში გვხვდება
აღსანიშნავია რომ ევსების მიერ აღწერილ ამ გარდამოცემაში არსად გვხვდება ცნობა “ ქრისტეს სახის გამოსახულებიან ტილოზე “
Doctrine Addai
-პირველი ცნობა ქრისტეს სახის გამოსახულების ე.წ მანდილიონის არსებობის შესახებ
გვხვდება ნაშრომში “ Doctrine Addai ( Addai სირიულად თადეოზი ანუ თადეოზის დოქტრინა)
ნაშრომი მიეწერება ედესის ერთ-ერთ ეპისოკოპოსის კალამს
და თარიღდებაა დაახლ. 400 წლით
ნაშრომში აღწერილია თადეოსის და მისი მოწაფის მარის მისიონერული მოღვაწეობა და
სწორედ ამ ნაშრომში მოიხსენიება პირველად
მეფე ავგაროზისადმი მიძღვნილი ხატი “ქრისტეს გამოსახულებით”
მაგრამ ნაშრომის მიხედვით ის დახატა ავგაროზის მალემსრბოლელმა ანანიამ ( სირიულად Hannan) მაშინ როცა მას ქრისტე ესაუბრებოდა
ამრიგად ჩვენ გვაქვს პირველი წყარო რომელიც “ ქრისტეს სახის გამოსახულების მქონე ხატს” ახსებებს
მაგრამ მის დახატვას უკავშირებს მალემსბოლელ ანანიას ანუ სახელდებს ხელთქმნილად და არა ხელთუქმნელად სასწაულებრივად და ზებუნებრივად
-ერთი წყარო რომლის მოშველიება რომლის მოშველიებაც შეგვიძლია არის ისტორიკოს პროკოფი კესარიელის ცნობები
პროკოფი აღწერს რა სპარსელების მიერ ედესის 544 წლის ალყას
ახსენებს ზემოთ ხსენებულ მიმოწერას თუმცა არსად ახსებებს ხატს
ასევე არსებობს ისტორიული წყარო “ ედესის ქრონიკები” 540-550- წწ
რომელიც აღწერს სპარსელების მიერ ედესის ალყის დროს მომხდარ ღვთიურ ჩარევებს და სასწაულებს თუმცა არსად ახსენებს რაიმე ხატს მით უმეტეს ხელთუქმნელს ზებუნებრივს და ა.შ
არსებობს კიდევ ერთი წყარო “ეგერიას მოგზაურობა “
პილიგრიმ ქალ ეგერიაზე( ან ეთერიაზე)
რომელიც ესპანეთიდან / ( ან გაალიიდან)
წავიდა წმინდა მიწის მოსალოცად გზად რამოდენიმე ქალაქში გაჩერდა მათ შორის ედესაში
ედესაში მას “ გიდობა” თავად ედესის ეპისკოპოსმა გაუწია
მრავალ საინტერესო ადგილთან ერთად ანახა ის კარიბჭე საიდანაც “მალემსრბოლელმა ანანიამ უფლის წერილი შემოიტანა ქალაქში”.
თუმვა მას არაფერი უთქვავს
ანანიას მიერ მოტანილ ხატზე
ნაშრომის დაწერის თარიღზე დისკუსია მომდინარეობს
თუმვა უმეტესობა ემხრობა
აზრს რომ ნაშრომი დაწერილია მეოთხე საუკუნის ბოლოსკენ დაახლოებით 380 წელს
პირველი გაჟღერება ქრისტეს ხელთუქმნელი ზებუნებრივი ხატისა
ხდება მეექვსე საუკუნის დასასრულს ევაგრიუს სქოლასტიკოსის (537-594 წ)’
ნაშრომში “ ეკლესიის ისტორია”
თავად ნაშრომი თარიღდება 593 წლით
ის აღწერს სპარსელებისგან ედესის ალყის დროს როგორ უწევდა ეს ხატი დახმარებას ედესის მოსახლეობას
როგორ უშლიდა ხელს სპარსელებს ედესის აღებაში
მაგრამ ევაგრიუსის ნაშრომში ეს ხატი უკვე მალემსრბოლელ ანანიას დახატული კი არ იყო და ხელთქმნილი
არამედ ხელთუქმნელი,
უფლის სახე ზებუნებრივად გადასული ტილოზე,
სასწაულმოქმედი ხატი ,
სწორედ ევაგრე სქოლასტიკოსის მიერ აღწერილი ამბავი აიტაცა ეკლესიამ და მტკიცედ მოიკიდა ფეხი გარდამოცემის ევაგრესეულმა ვერსიამ
ამ გადმოცემას ევაგრესეულ ვერსიაზე დაყრდნობით გადმოგვცემს მერვე საუკუნეში მოღვაწე იკონოფილიით განსაკუთრებულად შეპყრობილი( ხატების სიყვარული) და ხატების უდიდესი დამცველი რომელიც
იოანე დამაკელი 675-749 წწ
თავის ნაშრომ “ წყარო ცოდნისა”
რომელიც ტრილოგიას ( სამწიგნეულს)
წარმოადგენს მესამე წიგნში რომლის სახელწოდებაა
“მართმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გარდამოცემა”
ეხება თემას ხატების შესახებ
დასკვნით ეტაპზე ის აღწერს ამ გარდამოცემას:
“გადმოგვცემენ ერთ ამბავს, რომ ქალაქ ედესაში გამეფებულმა ავგარმა მხატვარი გაუგზავნა უფლის მიმსგავსებული გამოსახულების შესაქმნელად.
მაგრამ როცა მხატვარი დადგა უფლის პირდაპირ , მისი დახატვა დააპირა ვერ შესძლო ეს,
რადგან სახე უფლისა თვალის დამაბრმავებელი, სინათლით იყო გაბრწყინებული;
მაშინ უფალს თვით აუღია ტილოს ნაჭერი, დაუდია თავის ღვთაებრივ და ცხოველმყოფელ სახეზე და ამგვარად აღუბეჭდია მასზე საკუთარი ხატი, რომელიც მხატვარს მეფე ავგარსათვის გაუგზავნია,
როგორც ეს თავად ავგარს სურდა
ასე შექმნილა უფლის პირველი ხელთუქმნელი ხატი”
თავად ხატი “ მანდილიონი” წარმოადგენდა ოთხკუთხედ თეთრ ტილოზე ჩვეულებრივი საღებავებით შესრულებულ ნახატს,
ხატი გაქრა 609 წელს სპარსელების მიერ ედესის აღების შემდეგ
და გამოჩნდა მეათე საუკუნეში 944 წელს იმპერატორ
რომან ლაკაპენოსის დროს
ხატი გაცვალა რამოდენიმე მუსლიმ ტყვეში( ედესა მაშინ უკვე არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი)
და ჩამოიტანეს კოსტანტინეპოლში სადაც იმყოფებოდა 1205 წლამდე სანამ ევროპელი ჯვაროსნები
კონსტანტინეპოლს აიღებდნენ
ერთ-ერთი ვერსიით
სხვა უამრავ სიმდიდრესთან ერთად მანდილიონის ხატიც გაატანილ იქნა ევროპაში
რომელიც საბოოლოოდ მოხდა საფრანგეთში
რომელიც იყიდა საფრანგეთის მეფემ შარლ მეშვიდემ 1241 წელს და დაასვენეს პარიზის “ Sainte chapelle in paris “
პატიზის სანტ-კაპელაში
სადაც დაცული იყო 18-ე საუკუნემდე
ხატი საბოლოოდ დაიკარგა საფრანგეთის რევოლუციის დროს
დასკვნა
1 ავგაროზის და ქრისტეს შესახებ გარდამოცემა არ ყოფილა მეოთხე საუკუნეზე უადრეს
2 მეოთხე საუკუნეში პიველად გაიჟღერა ამ ამბავმა ევსები კესარიელთან
თუმცა არსად ყოფილა მოხსენიებული ავგაროზისადმი გაგზავნილი ქრისტეს ხატი და მოხსენიებულია წერილები
ასევე ეგერიას მოგზაურობაში არ ჩანს ხატი ჩანს წერილი
3 მეხუთე საუკუნეში დასაწყისში
ნაშრომ Doctrine Addai მოიხსენიება ე.წ ქრისტეს ხატი
თუმცა მის დახატვას მიაწერს
მალემსრბოლელ ანანიას
4 უფრო გვიან საუკუნის წყაროებში ჩნდება ხელთუქმნელი ხატის იდეა ევაგრე სქოლასტიკოსთან და
უფრო გვიან იოანე დამასკელთან
გარდმოცემაში წამოწეულია ხატის ხელთუქმნელობის ზებუნებრივი შექმნის ამბავი
ქრება წერილები გარდამოცემიდან წამოწეულია წინა პლანზე ხატი
აქედან გამომდინარე ხატის წარმოშობის პირველი საუკუნით დათარიღება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
ვინაიდან არ არსებობს მეოთხე საუკუნემდე მისი მოხსენიების დამადასტურებელი წყარო
ასევე არ არსებობს გარდამოცემის ერთნაირი სიუჟეტი
არამეს არის სხვადასხვა ისტორია
ამ გარდამოცემის ყველაზე სანდო აღწერა თუ ასე მიდგა საქმე ალბათ ევსები კესარიელი ჩაითვლება რადგან დიდია ევსების როგორც ისტორიკოსის სანდოობა
აღსანიშნავია რომ ხელთუქმნელი ხატის იდეა მოგვიანებით ჩნდება
და განსხვადება უფრო ადრეული აღწერისაგან ამ გარდამოცემისა
ქრისტეს ხელთუქმელი ხატის ამბავი არასანდო გარდამოცემაა
ამიტომ მისი მოშველიება და რაიმეს დასამტკიცებლად გამოყენება არასერიოზულია