• georgian flag
  • english flag

ურწმუნოთ ეშინოდეთ მორწმუნის ღმერთის


author
Мирза Бадиаури
A A       625

საკვანძო მუხლები: დაბადება 35:5; გამოსვლა 1:17; გამოსვლა 8:19; გამოსვლა 9:20; გამოსვლა 9:30; გამოსვლა 12:33; გამოსვლა 14:18; გამოსვლა 15:6; გამოსვლა 15:14-16; გამოსვლა 23:27; მეორე რჯული 11:25; მეორე რჯული 28:10; მეორე რჯული 30:7; იესო ნავეს ძე 2:9-11; იესო ნავეს ძე 4:24; იესო ნავეს ძე 5:1; იესო ნავეს ძე 9:24; მსაჯული 5:4; 1 მეფეთა 4:6-8; 1 მეფეთა 7:10; 1 მეფეთა 11:7; 1 მეფეთა 14:15; 2 ნეშტთა 17:10; ფსალმუნები 13:5; მარკოზის სახარება 4:41;

1.2.5__დაბ. 35,[5]; გამ. 1,17; 8,19; 9,20.30; 12,33; 14,18; 15,6.14-16; 23,27; რჯ. 11,25; 28,10; 30,7; იეს.ნ. 2,9-11; 4,24; 5,1; 9,24; მსაჯ. 5,4; 1მფ 4,6-8; 7,10; 11,7; 14,15; 2ნეშ 17,10 ფს 13,5 მარ 4,41

ბიბლიის მუხლები

დაბადება 35
5. და დაიძრნენ. ღვთის შიში იყო გარეშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძეთ.

გამოსვლათა 1
17. ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას: ცოცხალს ტოვებდნენ ვაჟებს.

გამოსვლათა 8
19. უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: ეს ღვთის ხელია! გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ შეისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.

გამოსვლათა 9
20. ვინც შეუშინდა ფარაონის მორჩილთაგან უფლის სიტყვას, ჭერქვეშ შეაფარა თავისი ყმები და საქონელი.

30. მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ შეუშინდებით უფალ ღმერთს შენ და შენი მორჩილნი.

გამოსვლათა 12
33. აიძულეს ეგვიპტელებმა ხალხი, სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან, რადგან ფიქრობდნენ, ამოვწყდებითო ყველანი.

გამოსვლათა 14
18. მიხვდება ეგვიპტე, რომ უფალი ვარ, როცა გამოვაჩენ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებზე და მხედრებზე.

გამოსვლათა 15
6. შენი მარჯვენა, უფალო, განთქმულია ძალით; შენი მარჯვენა, უფალო, ლეწავს შენს მტრებს.
14. გაიგონეს ხალხებმა და შეძრწუნდნენ, აცახცახდნენ ფელაშეთის მკვიდრნი.
15. მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთავრები, მოაბის ბელადები შეიპყრო შიშმა; დაღონდნენ ქანაანის მკვიდრნი.
16. დაეცათ თავზარი შენი ძლიერი მკლავისაგან. ქვასავით იდუმონ ვიდრე ჩაივლიდეს, უფალო, შენი ერი, ვიდრე ჩაივლიდეს ეს ხალხი, შენ რომ დაიხსენი.

გამოსვლათა 23
27. წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშსა და ზარს, შევაძრწუნებ ყოველ ხალხს, ვისთანაც კი მიხვალ. ზურგს შევაქცევინებ შენთვის შენს მტრებს.

მეორე რჯული 11
25. ვერავინ დაგიდგებათ წინ, შიშსა და ზარს დასცემს თქვენგნით უფალი ყველა ქვეყანას, სადაც კი შეაბიჯებთ, როგორც მას უთქვამს თქვენთვის.

მეორე რჯული 28
10. დაინახავს ქვეყნის ყველა ხალხი, რომ უფლის სახელია შენზე დარქმეული და შეეშინდებათ შენი.

მეორე რჯული 30
7. მოაწევს უფალი, შენი ღმერთი, მთელს ამ წყევლას შენს მტრებზე და მოძულეებზე, რომლებიც გდევნიდნენ შენ.

იესო ნავეს ძე 2
9. უთხრა კაცებს: მე ვიცი, რომ უფალმა თქვენ მოგცათ ეს ქვეყანა, რომ თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველანი და რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე.
10. რადგან გვსმენია, როგორ ამოაშრო თქვენს წინამე უფალმა მეწამული ზღვა, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, რა უყავით ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმელო სიხონსა და ყოგს, რომელთაც მუსრი გაავლეთ.
11. შევიტყვეთ და შეგვიდრკა გული, მხნეობა აღარავის შერჩა თქვენს გამო, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა დედამიწაზე.

იესო ნავეს ძე 4
24. რათა ყველა ხალხმა გაიგოს ამ ქვეყანაზე უფლის მარჯვენის ამბავი, რომ მაგარია იგი, რათა მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა.

იესო ნავეს ძე 5
1. როცა გაიგეს იორდანეს დასავლეთი ნაპირის მეფეებმა და ზღვისპირეთის ქანაანელმა მეფეებმა, რომ ამოაშრო უფალმა იორდანეს წყალი ისრაელიანთა წინაშე, ვიდრე გაღმა გამოვიდოდნენ, შეუდრკათ გული და მხნეობა წაუხდათ ისრაელიანთა გამო.

იესო ნავეს ძე 9
24. მიუგეს იესოს და უთხრეს: გაგებული ჰქონდათ თქვენს მორჩილთ, რაც გამოუცხადა შენმა ღმერთმა მოსეს, თავის მორჩილს, რიამ თქვენ მოგცემდათ მთელს ამ ქვეყანას და გადააშენებდა ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს თქვენს წინაშე. დიდად შეგვეშინდა თქვენი და ამიტომაც მოვიქეცით ასე.

მსაჯულთა 5
4. როცა სეყირიდან გადმოხვედი, უფალო, როცა ედომის ველზე გამოხვედი, მიწა ირყეოდა, ცაც კი იღვრებოდა, ღრუბლებიც კი წყლად იღვრებოდნენ.

1მეფეთა 4
6. მოესმათ ფილისტიმელებს გრიალი და თქვეს: ეს რა გრიალი დგას ებრაელთა ბანაკში? შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოსულიყო ბანაკში.

7. შეეშინდათ ფილისტიმელებს, როცა ითქვა: ღმერთი მოვიდაო ბანაკში. თქვეს: ვაი ჩვენ, რადგან ასეთი რამე არც გუშინ, არც გუშინწინ არ მომხდარა.

8. ვაი ჩვენ, ვინ გვიხსნის ამ ძლიერი ღმერთებისგან! ეს ისინი არიან, ის ღმერთებია, ეგვიპტელები რომ გვემეს უდაბნოში ყოველგვარი საგვემელით.

1მეფეთა 7
10. როდესაც სამუელი აღუვლენდა უფალს აღსავლენს და ფილისტიმელებიც მოდგნენ ისრაელთან საბრძოლველად, იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე, შეაძრწუნა და იძლივნენ ისინი ისრაელიანთაგან.

1მეფეთა 11
7. ადგა და აკუწა ორივე ხარი და მოციქულების ხელით დაგზავნა მთელს ისრაელში, შეუთვალა: ვინც საულს და სამუელს არ გაჰყვება, ასე მოუვა მის ხარებს. უფლის შიში დაეცა ხალხს და გამოვიდნენ როგორც ერთი კაცი.

1მეფეთა 14

15. შიშის ზარმა მოიცვა ბანაკი, ველი და მთელი საყარაულო. თვით მარბიელიც კი შეძრწუნდა. იძრა მიწა და გარდამოვიდა ღვთის ზარი.

2ნეშტთა 17
10. უფლის დიდი შიში ჰქონდა ყველა იმ ქვეყნის სამეფოს, იუდას ირგვლივ რომ იყო, და არ ებრძოდნენ იოშაფატს.

ფსალმუნნი 13
5. იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია.

მარკოზი 4
41. ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?



__თემაზე წერდნენ__

ერთხელ გადასახლებაში წმ.ელენეს კუნძულზე მყოფმა ნაპოლეონმა საუბარი წამოიწყო წარსული დროის დიდებულ კაცებზე და დაიწყო მათთან შედარება. ამ დროს უცებ მიმართა ერთ თავის თანამოსაუბრეს კითხვით:
„შეგიძლია მითხრა , ვინ იყო იესო ქრისტე?“
და როცა იმან აღიარა, რომ ამის შესახებ არასოდეს უფიქრია, ნაპოლეონმა თქვა: „მე ვფიქრობ, რომ რაღაც გამეგება ადამიანების და გეტყვი: ყველა სხვები იყვნენ ადამიანები და მეც კაცი ვარ, მაგრამ ამ ერთს ვერ შეედრება ვერავინ, იმიტომ რომ იესო ქრისტე იყო ადამიანზე მეტი.“ __ნაპოლეონი__


გეშინოდეს ადამიანისა, რომლის ღმერთიც ზეცაში ცხოვრობს. _ბერნარდ.შოუ__


დიდი ინგლისელი ფიზიკოსი მაიკლ ფარადეი იჯდა მაგიდასთან და კითხულობდა ბიბლიას. შემოსულმა მეგობარმა დაინახა თავზე ხელებშემოწყობილი და შეშინებულმა ჰკითხა:
„რა მოგივიდათ, ცუდად ხომ არა ხართ?“
ო, არა, რას ბრძანებთ! მე განცვიფრებული ვარ, რატომაა რომ ადამიანები ბევრ უმნიშვნელოვანეს საკითხებში გზააბნეულობას ამჯობინებენ, როცა რომ ღმერთმა აჩუქა მათ საუცხოო გამოცხადებათა წიგნი?!“
__მაიკლ ფარადეი__


მითხარით, ოდესმე განგიცდიათ შიში ღმერთის წინაშე?“
„არა,“ - მომიგო მან, -„არ ეგების ყოვლადმოწყალე ღმერთის შიში.“
მაშინ მე შევეცადე ამეხსნა მთავარი: „თქვენ სცდებით, ვისაც კი თუნდაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ღმერთის შესახებ, ისიც კი უნდა მიხვდეს, რომ არაფერია წმიდა და მართალ ღმერთზე უფრო საშინელი, ჩვენი ცოდვების განმკითხველ ღმერთზე უფრო საშინელი. თქვენ გგონიათ ის ამართლებს თქვენე ცოდვებს? თქვენ საუბრობთ ყოვლად მოყვარული ღმერთის შესახებ. ბიბლია კი სულ სხვა რამეს ამბობს: საშინელია ცხოველი, ცოცხალი ღმერთის ხელში მოხვედრა. თუ არ გქონიათ შიში ღმერთის წინაშე, მაშასადამე ჯერ არც კი დაგიწყიათ წმიდა ღმერთისა და თქვენი ცოდვილი ცხოვრების რეალური დანახვა. როცა დაიწყებთ ღმერთის შიშის განცდას, მაშინ იკითხავთ უთუოდ: როგორ დაიცვათ თავი ღმერთისგან? ჩემი აზრით ღმერთის რისხვის წინაშე შიშის არქონა ჩვენი დროის უდიდესი უგუნურებაა, როცა ხალხი სერიოზულად აღარ აღიქვამს ცოცხალ ღმერთსა და მის რისხვას ჩვენს ცოდვათა გამო.
კარლ ჰაიმი გვიყვებოდა, პეკინში რომ ჩავიდა, იქ მიიყვანეს ერთ მთაზე, რომლის წვერშიც იდგა ზეციური საკურთხეველი. მას განუმარტეს, რომ საყოველთაო მიტევების ღამეს მას აწყდება ასიათასობით ადამიანი მაშხალებით ხელში. კაიზერი, ჩინეთის მმართველი ადის და სწირავს მსხვერპლს თავისი ხალხისთვის. ჰაიმი ამბობდა, რომ წარმართებსაც კი ჰქონდათ წარმოდგენა ღვთის რისხვის შესახებ და იცოდნენ, რომ ადამიანს ცოდვის გამოსყიდვა და მიტევება ესაჭიროება.
განათლებული ევროპელი კი ფიქრობს, რომ თავისუფლად შეუძლია მსჯელობა ყოვლადმოყვარული ღმერთის შესახებ, რომელიც ბედნიერია იმით, რომ ადამიანები პატიოსნად იხდიან საეკლესიო გადასახადებს. უმჯობესია ისევ ღმერთის შიშს მივუბრუნდეთ. ჩვენ, ყველანი ხომ ცოდვილები ვართ. როცა კვლავ ვისწავლით ღვთისმოშიშებას, მაშინ ვიკითხავთ თუ სად არის ხსნა ღმერთის რისხვისგან. მაშინ გახდება ნათელი ჩვენთვის, რომ იესოა ჩვენთვის ხსნა, რომელიც არის სიყვარული ღმერთისა ჩვენს მიმართ. __ვილჰელმ ბუში

biblesimfony.jimdo.com
1.2.5