• georgian flag
  • english flag

ღვთის სიბრძნე აკვირვებთ ქვეყნიურთ


author
Мирза Бадиаури
A A       717

საკვანძო მუხლები: ფსალმუნები 138:14; მათეს სახარება 13:54; მარკოზის სახარება 1:27; მარკოზის სახარება 2:12; მარკოზის სახარება 6:51; მარკოზის სახარება 7:37; ლუკას სახარება 2:47; მოციქულთა საქმეები 2:7; მოციქულთა საქმეები 2:12; მოციქულთა საქმეები 3:10-13; მოციქულთა საქმეები 14:11;

1.2.4__ფს. 138,14; ზირ.47,[17]; მათ. 13,54; მარ. 1,27; 2,12; 6,51; 7,[37]; ლუკ. 2,47 საქ. 2,7.12; 3,10-13; 14,11


ფსალმუნნი 138
14. გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით.

ზირაქი 47
17. შენი საგალობლებით და ანდაზებით, იგავებით და განმარტებებით განცვიფრდნენ ქვეყნები.

მათე 13
54. მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?

მარკოზი 1
27. განცვიფრდა ყველა, ისე რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ და ამბობდნენ: რა არის ეს? რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს, და ისინიც ემორჩილებიან მას?

მარკოზი 2
12. ისიც მაშინვე აღდგა, აიღო თავისი სარეცელი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ, უკვირდა ყველას, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: არასოდეს ამგვარი რამ არ გვინახავსო.

მარკოზი 6
51. ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა, რამაც კიდევ უფრო განაცვიფრა ისინი.

მარკოზი 7
37. დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო

ლუკა 2
47. ყველა მსმენელს უკვირდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი.

საქმე მოციქულთა 2
7. უკვირდა ყველას და განცვიფრებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალალეველნი არ არიან?
12. უკვირდა ყველას და გაოგნებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: რას მოასწავებს ეს?

საქმე მოციქულთა 3
10. იცნეს, ვინც იყო: ტაძრის „მშვენიერ ბჭესთან“ რომ იჯდა მოწყალების სათხოვად; ამიტომაც შიშითა და განცვიფრებით აღივსნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.
11. რაკი პეტრეს და იოანეს არ შორდებოდა, მთელი ხალხი განცვიფრებული მისცვივდა მათ „სოლომონის ბჭესთან“.
12. ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს უთხრა: კაცნო ისრაელიტნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით ავადგმევინეთ ფეხი?
13. აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა ის აპირებდა გაეთავისუფლებინა იგი.

საქმე მოციქულთა 14
11. როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო.

__თემაზე წერდნენ__

ერთია სახელი, რომელიც შეიძლება ღვთაებრივ არსს აღნიშნავდეს, - კერძოდ კი ეს არის განკვირვება, სიტყვის უთქმელად რომ აღმოცენდება სულში შემოქმედ ღმერთზე ფიქრისას
.წმ.გრიგოლ ნოსელი


მაოცებს ორი რამ - ვარსკვლავიანი ცა ჩემს ზემოთ და ზნეობრივი კანონი ჩემში.
ე.კანტი

biblesimfony.jimdo.com
1.2.4