მართლმადიდებელი ეკლესიის შავრაზმელთა ბანდა
![]() ლადო ქურთუბაძე |
A A 695 |
საკვანძო მუხლები: მოციქულთა საქმეები 24:12-16; იოანეს სახარება 17:3; იოანეს სახარება 4:23-25; მათეს სახარება 7:14; მათეს სახარება 23:9; მათეს სახარება 6:9; მოციქულთა საქმეები 4:12; იოანეს სახარება 3:16; დაბადება 3:14-15; გამოცხადება 18:8; გამოცხადება 17:16-17; გამოცხადება 17:5; გამოცხადება 17:1-2; მათეს სახარება 7:15-23; მათეს სახარება 24:23-26; გამოცხადება 22:8-9; მოციქულთა საქმეები 10:25-26; 1 პეტრეს წერილი 2:5-6; მოციქულთა საქმეები 17:24-25; 1 პეტრეს წერილი 4:3; გალატელთა მიმართ 5:21; რომაელთა მიმართ 13:13; ესაია 42:8; გამოსვლა 20:4-5; იოანეს სახარება 4:24; 1 იოანე 5:21; 1 კორინთელთა მიმართ 10:14; მოციქულთა საქმეები 17:29; 1 იოანე 4:12; მეორე რჯული 29:17; ესაია 44:6-20; ფსალმუნები 113:11-16; მათეს სახარება 12:34; მათეს სახარება 15:14; ლუკას სახარება 11:42-52; მათეს სახარება 23:1-35; მალაქია 2:1-9; მათეს სახარება 3:7; ფილიპელთა მიმართ 2:5; 1 კორინთელთა მიმართ 11:1; გამოცხადება 22:17; მათეს სახარება 10:8; 2 კორინთელთა მიმართ 4:13-15; ლუკას სახარება 18:24; მარკოზის სახარება 10:22; მათეს სახარება 19:21;
ერთმა მდიდარმა ახალგაზრდამ იესოს ჰკითხა თუ რა უნდა გაეკეთებინა მარადიული სიცოცხლის მისაღებად. უფალმა მას უთხრა: „წადი, გაყიდე შენი ქონება, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში, მერე მოდი და გამომყევი.'' (მათე 19:21).
მოდი გავარჩიოთ რას ამბობს ქრისტე და რამდენად მიჰყვებიან ე.წ. ''ქრისტიანები'' მას.
იმ მმართველს უნდა დაეთმო თავისი სიმდიდრე და გამხდარიყო ქრისტეს მიმდევარი. იგი დაინტერესებული იყო სულიერით, რადგან მოსეს კანონს იცავდა და სურდა გაეგო, კიდევ რის გაკეთება შეეძლო ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. მან ვერ დათმო მიწიერი განძი და ''დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა'' (მარკოზი 10:22).
იესოს სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა მისადმი და თქვა: ''რა ძნელი იქნება ღვთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვისაც ფული აქვს!'' (ლუკა 18:24).
უფალს მხოლოდ ის არ უთქვამს, უბრალოდ, ღარიბებს დაეხმარე და სიცოცხლეს მიიღებო. მან აგრეთვე მოუწოდა: ''მოდი და გამომყევი''. რამდენად საქები და სარგებლობის მომტანიც უნდა იყოს ქველმოქმედება, ქრისტიანობა უფრო მეტს მოიცავს.
ახალგაზრდამ არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო. ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რა მოუვიდა მას მაგრამ, ვიცით, რომ დაახლოებით ოთხი ათეული წლის შემდეგ რომაელთა ჯარებმა გაანადგურეს იერუსალიმი და იუდეის დიდი ნაწილი. ბევრმა იუდეველმა სიმდიდრეც დაკარგა და სიცოცხლეც.
პირველ საუკუნეში მცხოვრები ფარისევლების მსგავსად დღევანდელი სასულიერო პირები დაცვის თანხლებით დადიან. მათ ემსახურება რამდენიმე ათი ათას დოლარად შეფასებული პირადი ავტომობილი და თვითმფრინავი. ისინი არ ცხოვრობენ ბიბლიური პრინციპებით, ამიტომაც არ იწოდებიან ჭეშმარიტ ქრისტიანებად. ამის შესახებ ხმამაღლა არავინ საუბრობს, რადგან ხალხი გაზულუქებულ მღვდლებს ქრისტეს ეკლესიის მსახურებად მიიჩნევს, სინამდვილეში კი ცრუმოციქულები არიან (2 კორინთელები 4:13-15). ქართველების უძველესი რელიგია წარმართობა იყო და ახლაც ასეა.
თავად ვნახე თუ როგორ შეეცადა ერთი ათეისტი მცირედით მაინც დახმარებოდა ღარიბ ოჯახს. შეაგროვა საკვები, ტანსაცმელი და მათ გადასცა. როცა ქვეყანაში ფინანსური კრიზისია რელიგიური ლიდერები ფულს გართობაში უაზროდ ფლანგავენ. განა ასე იქცეოდნენ იესოს მოწაფეები?
ვიდრე წმინდა წერილის სისტემატიურ კვლევას დავიწყებდი და ქრისტიანი გავხდებოდი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი ვიყავი. ერთხელ მღვდელთან მივედი და ბიბლია ვთხოვე, მან კი 50 ლარი დამიფასა. მაშინ თანხა არ მქონდა და სახლში იმედგაცრუებული დავბრუნდი.
ერთადერთი რელიგიური ჯგუფი რომელიც ღვთის სიტყვას და ბიბლიურ ლიტერატურას უფასოდ არიგებს იეჰოვას მოწმეებია. აი, ამიტომაც არიან ისინი ღვთის მსახურები, ვინაიდან ყველაფერში ბაძავენ ქრისტეს და პირველი საუკუნის ჭეშმარიტ ქრისტიანებს (მათე 10:8; გამოცხადება 22:17; 1 კორინთელები 11:1; ფილიპელები 2:5).
ფარისევლებო, რა აზრი აქვს აშენოთ სამლოცველოები თუ ხალხს წირვაზე მისვლის და ფეხზე დგომის ძალა აღარ ექნება? იზრუნეთ ერთმანეთზე! ნუღარ გაავსებით ისედაც მდიდარ რელიგიურ ბიუჯეტს. აკეთეთ სიკეთე იესო ქრისტეს სახელით. ''გველგესლათა ნაშიერნო... გამოიღეთ მონანიების შესაფერისი ნაყოფი...'' (მათე 3:7).
მახსენდება ინდულგენცია, რომის პაპის მიერ ცოდვების მისატევებლად გაცემული სიგელი. კათოლიკები ირწმუნებოდნენ, რომ ვინც მას შეიძენდა, გათავისუფლდებოდა როგორც წარსულში, ასევე მომავალში ჩადენილი ცოდვებისაგან. გარდაცვალების შემდეგ კი ღმერთი ცოდვებისათვის პასუხს აღარ მოსთხოვდა. ბერები ამტკიცებდნენ, რომ ინდულგენციის შესყიდვით შეიძლებოდა გარდაცვლილი ახლობელის დახსნა ჯოჯოხეთიდან. ანალოგიური სიტუაციაა საქართველოში, საზოგადოების აზრით ეკლესიისთვის შესაწირავის გაღება საღვთო საქმეა.
დაფიქრდით, სწორად მიგაჩნიათ ღმერთთან იმ პიროვნებამ დაგაახლოვოთ და გმოძღვროთ ვინც თავად ყველაფერში ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას? თუ კი მხოლოდ ბიბლიის კარგად ცოდნაა ქრისტიანად ყოფნისთვის მთავარი და არა ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება, მაშინ სრულიად დასაშვებია შესაკრებლები ათეისტებით ავავსოთ.
„ახლა თქვენ გიბრძანებთ, მღვდლებო! თუ არ მომისმენთ და გულთან არ მიიტანთ ამას, რომ განადიდოთ ჩემი სახელი, - ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, - მეც მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც თქვენი კურთხევა, რადგან გულთან არ მიგაქვთ ჩემი ბრძანება. აი, თქვენ გამო გავკიცხავ დათესილ თესლს და სახეში მოგაყრით ნეხვს, თქვენი დღესასწაულების ნეხვს; წაგიყვანენ და ჩაგაგდებენ მასში. გაიგებთ, რომ ჩემგან არის ეს ბრძანება... ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. [მღვდლებო] თქვენ კი გზიდან გადაუხვიეთ. მრავალი დააბრკოლეთ კანონის დაცვისას... ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. ამიტომ, მეც საძულველს გაგხდით და დაგამცირებთ მთელი ხალხის თვალში, რადგან არ იცავდით ჩემს გზებს და მიკერძოებას ავლენდით კანონის დაცვისას“. (მალაქია 2:1-9).
''მაშინ იესომ მიმართა ხალხსა და თავის მოწაფეებს... [მღვდლები] კრავენ მძიმე ტვირთს და ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა. ყველაფერს სხვების დასანახავად აკეთებენ... იგრძელებენ ტანსაცმლის ფოჩებს, უყვართ საპატიო ადგილები ვახშმებზე და წინა ადგილები... [ეკლესიებში], მოედნებზე რომ ესალმებიან და ხალხი რომ რაბის [მოძღვარს] უწოდებს. თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ; არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ - ზეციერი; ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი - ქრისტე. თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს; ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! უკეტავთ ზეციერ სამეფოს ადამიანებს, არც თქვენ შედიხართ და არც შემსვლელებს უშვებთ. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი მაინც მოაქციოთ და როდესაც მოაქცევთ, გეენის [განადგურების] კერძად აქცევთ მას, თქვენზე ორჯერ მეტად. ვაი თქვენ, ბრმა მეგზურებო, რომლებიც ამბობთ: „თუ ვინმე ტაძარს დაიფიცებს, ეს არაფერია, მაგრამ თუ ვინმე ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ვალდებულია შეასრულოს ფიცი“. უგუნურებო და ბრმებო!... იმასაც ამბობთ: „თუ ვინმე სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია, მაგრამ თუ ვინმე დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ვალდებულია შეასრულოს ფიცი“... ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! იხდით... მეათედს [შესაწირავს], მაგრამ დაივიწყეთ უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება... ბრმა მეგზურებო, ქინქლის მწურავებო და აქლემის მყლაპავებო! ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! სასმისსა და ჯამს გარედან წმენდთ, შიგნით კი ნაძარცვითა და ზედმეტობით არის სავსე. ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც გასუფთავდეს. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! შეთეთრებულ სამარხებს ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზად ჩანან, შიგნით კი მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით არიან სავსე. გარეგნულად თქვენც მართლები ჩანხართ ადამიანთა თვალში, შიგნით კი თვალთმაქცობითა და უკანონობით ხართ სავსე. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო!... წინასწარმეტყველთა მკვლელების ძეები ხართ... გველებო, გველგესლას ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს? ამიტომ, გიგზავნით წინასწარმეტყველებს, ბრძენებსა და მოძღვრებს. ზოგ მათგანს მოკლავთ და ბოძზე გააკრავთ, ზოგს გაშოლტავთ... და ერთი ქალაქიდან მეორეში განდევნით, რათა მოგეწიოთ ყველა მართლის სისხლი, მიწაზე დაღვრილი, მართალი აბელის სისხლიდან ზაქარიას, ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც საწმინდარსა და სამსხვერპლოს შორის მოკალით. (მათე 23:1-35).
''ვაი თქვენ, ფარისევლებო, რადგან იხდით... მეათედს, ღვთის სამართალსა და სიყვარულს კი გვერდს უვლით!... ვაი თქვენ ფარისევლებო, რადგან გიყვართ წინა ადგილები... და მისალმება მოედნებზე! ვაი თქვენ, რადგან შეუმჩნეველ სამარხებს ჰგავხართ, რომლებზეც ადამიანები დააბიჯებენ და არც კი იციან! ერთმა კანონის მცოდნემ მიუგო: ''მოძღვარო, ამით ჩვენც გვაყენებ შეურაცყოფას''. მაშინ მან უთხრა: ვაი თქვენც, კანონის მცოდნეებო, რადგან ძნელად სატარებელ ტვირთს ჰკიდებთ ადამიანებს, თვითონ კი ამ ტვირთს თითსაც არ აკარებთ... ვაი თქვემ, კანონის მცოდნეებო, რადგან წაიღეთ ცოდნის გასაღები. არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებსაც ხელი შეუშალეთ.'' (ლუკა 11:42-52).
''[მღვდლები] ბრმა მეგზურები არიან. თუ ბრმას ბრმა მიუძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება.'' (მათე 15:14).
''გველგესლას ნაშიერნო! როგორ ილაპარაკებთ კარგს, როცა ბოროტები ხართ პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს.'' (მათე 12:34).
''ჩვენი ღმერთი [იეჰოვა] ზეცაშია; რაც სურდა ყველაფერი მოიმოქმედა. მათი [ცრუ ქრისტიანების] კერპები [რელიგიური გამოსახულებები] ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი: პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ, ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმა არ ამოსდით ხორხიდან. მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა ვინც მათზეა მინდობილი.'' (ფსალმუნი 115:3-8 იგივე ფსალმუნი 113:11-16, სსგ).
''აი რას ამბობს იეჰოვა... მეფე და გამომსყიდველი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: მე ვარ პირველი და უკანასკნელი, ჩემ გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი! ვინ არის ჩემი მსგავსი?! დაიძახოს, რომ მითხრას და წარმომიდგინოს თავისი მტკიცება; მოყვნენ, რაც უნდა მოხდეს და რაც მას შემდეგ იქნება იმ დღიდან, რაც ძველი ხალხი შევქმენი! ნუ შეშინდებით და ნუ გაოგნდებით! განა იმ დროიდან არ გაგონებდით და არ გეუბნებოდით თითოეულს?! თქვენა ხართ ჩემი მოწმეები! განა არსებობს ღმერთი ჩემ გარდა?! არა, არ არის სხვა კლდე, არ ვცნობ არც ერთს!“ გამოსახულების ყველა შემქმნელი არარაობაა, ფუჭი იქნება მათი სასურველი კერპები. მათი მოწმეები არიან და ვერაფერს ხედავენ, არც არაფერი იციან, რათა შერცხვნენ. ვინ შექმნა ღმერთი ან ვინ ჩამოასხა ქანდაკება? ფუჭია იგი. აი, ყველა მისი ამხანაგი შერცხვება, ხელოსნები ხომ მხოლოდ ადამიანები არიან. ყველანი ერთად შეიკრიბებიან, გაჩერდებიან, შეშინდებიან და ყველანი შერცხვებიან. საჭრისით რკინის დამმუშავებელი ნაკვერჩხლებზე ამუშავებს მას. ჩაქუჩით ჭედავს და თავისი ძლიერი მკლავით ამუშავებს. მოშივდა და ძალა ეცლება, წყალს არ სვამს და იღლება. მეჩუქურთმე ჭიმავს ლარს, წითელი ცარცით ხაზავს; საჭრეთლით ამუშავებს ხეს. ფარგლით ხაზავს და ქმნის ადამიანის გამოსახულებას, ადამიანივით ლამაზს, რომ სახლში დადგას. ზოგის საქმეა კედრების მოჭრა. ირჩევს ისეთი ჯიშის ხეს, რომელიც დიდი იზრდება და აცდის, რომ იზარდოს ტყის ხეებს შორის. დარგო დაფნის ხე, რომელსაც შხაპუნა წვიმა ზრდის. ადამიანი მას ცეცხლის დასანთებად იყენებს. ნაწილს გასათბობად იღებს. ცეცხლს ანთებს და პურს აცხობს. ღმერთსაც აკეთებს, რომ მდაბლად თაყვანი სცეს. გამოსახულებას აკეთებს და მის წინაშე ემხობა. ნახევარს ცეცხლში წვავს, ნახევარს ხორცის შესაწვავად იყენებს და ძღება. თბება და ამბობს, აი, გავთბი და ცეცხლი დავინახეო. დანარჩენით ღმერთს იკეთებს, გამოსახულებას. მის წინაშე ემხობა, მდაბლად თაყვანს სცემს, ლოცულობს და ეუბნება, მიხსენი, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარო. არ იციან, არ ესმით, რადგან თვალები გაეგლისათ და ვერ ხედავენ, გულები გაეგლისათ და წვდომის უნარი არა აქვთ. არც ერთი არ უხმობს გულს, არც ცოდნა აქვთ და არც შეგნება, რომ თქვან: „ნახევარი ცეცხლში დავწვი, ნაკვერჩხლებზე პური გამოვაცხვე; ხორცს ვწვავ და ვჭამ. განა დანარჩენი სისაძაგლედ უნდა ვაქციო?! განა გამომშრალი ხის ნაჭრის წინ უნდა დავემხო?!“ ნაცარს ჭამს. მისი მოტყუებული გული გზას აცდენს მას. ის ვერ დაიხსნის თავის სულს, ვერც იმას იტყვის, განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაშიო?!'' (ესაია 44:6-20).
''თქვენ დაინახეთ მათი სისაძაგლეები და მათი ნეხვიანი კერპები - ხის, ქვის, ვერცხლისა და ოქროსი, რომლებიც მათ ჰქონდათ...'' (კანონი 29:17 იგივე 2 რჯული 29:17).
''ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სიყვარული სრულყოფილია ჩვენში.'' (1 იოანე 4:12).
''რადგან ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა გვეგონოს, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს, ვერცხლს ან ქვას, ადამიანის ხელოვნებითა და წარმოსახვით გამოქანდაკებულს.'' (საქმეები 17:29).
''ამიტომ, ჩემო საყვარელნო, გაექეცით კერპთაყვანისმცემლობას. (1 კორინთელები 10:14).
''შვილებო, თავი დაიცავით კერპებისგან.'' (1 იოანე 5:21).
''ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“. (იოანე 4:24).
''არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო, რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი ვარ, ვსჯი ძეებს მესამე და მეოთხე თაობამდე ჩემი მოძულე მამების დანაშაულის გამო...'' (გამოსვლა 20:4, 5).
''მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას, არც ჩემს ქებას - ქანდაკებებს [ხატებს].'' (ესაია 42:8).
''წესიერებით ვიაროთ, როგორც დღისით, არა ღრეობითა და გადამეტებული სმით, არა უზნეობითა და თავაშვებულობით, არა დავითა და შურით...'' (რომაელები 13:13).
''შური, გადამეტებული სმა, ღრეობა და მსგავსი საქმეები. გაფრთხილებთ, როგორც ადრეც გაგაფრთხილეთ, რომ ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ.'' (გალატელები 5:21).
''თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით: ეძლეოდით თავაშვებულობას, ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას, ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას.'' (1 პეტრე 4:3).
''ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, და რომელიც არის ცისა და დედამიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში [ეკლესიებში] არ მკვიდრობს, არც ადამიანთა ხელით სამსახურს მოითხოვს, თითქოს რამე სჭირდებოდეს, რადგან თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს.'' (საქმეები 17:24, 25).
''თქვენც, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად შენდებით, რათა გახდეთ წმინდა სამღვდელოება და იესო ქრისტეს მეშვეობით ღვთისთვის მოსაწონი სულიერი მსხვერპლი შესწიროთ. როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი: აი, ვდებ სიონში ქვას, რჩეულს, ქვაკუთხედს, ძვირფასს, და ვისაც იგი სწამს, იმედი არასოდეს გაუცრუვდება.'' (1 პეტრე 2:5, 6).
''პეტრე რომ შევიდა, კორნელიუსი შეეგება, მის ფეხებთან დაემხო და მდაბლად თაყვანი სცა, მაგრამ პეტრემ წამოაყენა და უთხრა: „ადექი, მეც ადამიანი ვარ“. (საქმეები 10:25, 26).
''მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს ყველაფერი და, როცა მოვისმინე და ვიხილე, თაყვანსაცემად დავემხვე ანგელოზის ფეხებთან, რომელიც ამას მაჩვენებდა, მაგრამ მან მითხრა: „იცოდე, ნუ იზამ ამას! მეც ისეთივე მონა ვარ, როგორც შენ, შენი ძმები - წინასწარმეტყველები - და ამ გრაგნილის სიტყვების დამცველნი. ღმერთს ეცი თაყვანი.'' (გამოცხადება 22:8, 9).
''მაშინ თუ ვინმე გეტყვით, აი აქ არის ქრისტე ან იქ არისო, არ დაიჯეროთ, რადგან გამოჩნდებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ დიდ ნიშნებსა და საკვირველებებს, რათა რჩეულებიც კი შეაცდინონ, თუ შეძლებენ. ეს გასაფრთხილებლად გითხარით. ამიტომ, თუ ვინმე გეტყვით: „აი ის უდაბნოშია“, ნუ გახვალთ; „აი ის შიგნითა ოთახებშია“, არ დაიჯეროთ. (მათე 24:23-26).
''უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან. მათ მათივე ნაყოფით იცნობთ. განა კრეფენ ეკლიდან ყურძენს ან ნარიდან ლეღვს? ასევე კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს. კარგი ხე უვარგის ნაყოფს ვერ მოისხამს, ვერც ცუდი ხე მოისხამს კარგ ნაყოფს. ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ ისხამს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. ასე რომ, მათივე ნაყოფით იცნობთ მათ. ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო! (მათე 7:15-23).
დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია. მოგიწოდებთ, დატოვეთ ცრუ რელიგია რომელიც მალე განადგურდება (გამოცხადება 17:1, 2, 5, 16, 17; 18:8), პირად მხსნელად მიიღეთ იესო ქრისტე (დაბადება 3:14, 15; იოანე 3:16; საქმეები 4:12), ზეციერ მამად აღიარეთ იეჰოვა (მათე 6:9; მათე 23:9) და გახდით ჭეშმარიტი ქრისტიანები! (მათე 7:14; იოანე 4:23, 24; 17:3).
''მათ არც ტაძარში ვუნახივარ ვინმესთან მოკამათე და არც სინაგოგებსა თუ ქალაქში ამიშფოთებია ხალხი. ვერც იმას დაამტკიცებენ, რაშიც ახლა მდებენ ბრალს. ვაღიარებ თქვენ წინაშე, რომ თუმცა ისინი ამას სექტას უწოდებენ, მე ჩემი მამა-პაპის ღმერთს ვუსრულებ წმინდა მსახურებას, რადგან მწამს ყველაფერი, რაც კანონშია მოცემული და წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია. მათ მსგავსად მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, გათვითცნობიერებული მქონდეს, რომ ცუდი არაფერი გავაკეთო ღვთისა და ადამიანების წინაშე.'' (საქმეები 24:12-16).
ტექსტში გამოყენებულია ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი (აქთ) და საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა (სსგ).
ავტორი ლადო ქურთუბაძე