• georgian flag
  • english flag

თავისუფლება ქრისტეში


author
Мирза Бадиаури
A A       1180

საკვანძო მუხლები: ფსალმუნები 118:45; ესაია 61:1; იერემია 6:6; ოსია 6:3; ზაქარია 9:11.; მალაქია 4:2; იოანეს სახარება 8:32; იაკობის წერილი 1:25; იაკობის წერილი 2:12; 1 პეტრეს წერილი 2:16; რომაელთა მიმართ 6:22; რომაელთა მიმართ 8:22; 2 კორინთელთა მიმართ 3:17; გალატელთა მიმართ 5:1; გალატელთა მიმართ 5:13;

1.2.2__ფს. 118,45; ეს. 61,1; იერ. 6,16; ოს. 6,3; ზაქ. 9,11.12; მალ. 4,2; ინ. 8,[32.36]; იაკ. 1,25; 2,12; 1პეტ. 2,16; რომ. 6,22; 8,2; 2კორ. 3,17; გალ. 5,1.13

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნნი 118
45. ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.

ესაია 61
1. სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად.

იერემია 6

6. ასე ამბობს უფალი: დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს, იმ გზით იარეთ და სულისთვის შვებას ჰპოვებთ. მათ კი თქვეს: არ ვივლითო.

ოსია 6
3. შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის შეცნობას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს.

ზაქარია 9
11 შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გულისთვის გავათავისუფლებ შენს ტყვეებს ჭიდან, სადაც წყალი არა დგას.
12 დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, იმედის ტყვენო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ.

მალაქია 4
2. ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე; თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის ხბოებივით.

იოანე 8
32. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.
36. ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით.

იაკობი 1
25. მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.

იაკობი 2
12. მაშ, ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელნი.

1პეტრე 2
16. როგორც იქცევიან თავისუფალნი: ბოროტების დასაფარავად როდი იყენებენ თავისუფლებას, არამედ არიან, როგორც ღვთის მონები.

რომაელთა 6
22. ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი - საუკუნო სიცოცხლე.

რომაელთა 8
22. ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი - საუკუნო სიცოცხლე.

2კორინთელთა 3
17. უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება.

გალატელთა 5
1. თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს.
13. ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.

biblesimfoni.jimdo.com
1.2.2