• georgian flag
  • english flag

ტკივილი


author
გიორგი ჯიჯიეშვილი
A A       568

საკვანძო მუხლები: ფსალმუნები 103:24;

შეკითხვა

მოგესალმებით. წმინდამ, კურთხეული იყოს იგი, ბევრი ლამაზი რამ შექმნა სამყაროში, მაგრამ ასევე შექმნა ისეთი რაღაცეები რაც რთულია გასაგებად. მე ვგულისხმობ ტკივილს. ყველა ვისაც ხელი მოუტეხავს ან ტერფი გადატრიალებია, იციან რაზეც ვსაუბრობ... მე მინდა ვიცოდე რატომ უნდა იყოს ასეთი მტკივნეული? მადლობა ელირან.

პასუხი

მოგესალმებით ელირან და მადლობას გიხდით თქვენი შეკითხვისთვის. ჩვენს სამყაროში ადგილი აქვს მტკივნეულ მოვლენებს და ამის ერთადერთი ახსნაა, სულის გამოსწორება ან გამოცდა, რომელიც განიცდის ამას. შეუძლებელია ეკამათო პირად გამოცდილებას, მაგრამ ხანდახან სულიერი ტანჯვის გადალახვის საშუალება გულისხმობს გონებრივი ტანჯვის გადალახვას, რომელიც ხდება გამოსავალი დახურული წრიდან, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაინახოთ რეალობის უფრო ფართო სურათი. ობიექტურობა გაძლევთ შანსს, რომ აღფრთოვანდეთ აღსაქმელად რთული რაღაცეებითაც კი, თუ გაიაზრებთ მათ აუცილებლობას. ის რაც შეზღუდული თვალისთვის აღიქმება ნაკლად, შეიძლება საჩუქარივით გაიხსნას ფართოდ მხედველისთვის. ფიზიკური ტკივილი ერთ-ერთი ასეთი მოვლენაა. მის გარეშე ჩვენ დიდხანს ვერ ვიცოცხლებდით. თუმცა, მოდით თავიდან გავერკვეთ განმარტებაში.

რა არის ტკივილი?
სხვებისგან განსხვავებით, რომლებსაც სხვანაირად მიაჩნიათ, სხეულის ნაწილები არ გრძნობენ ტკივილს, შეხებას, სიცივესა და სიცხეს. ჩვენი სხეულის ორგანოები სინამდვილეში მოშორებულია ყოველგვარ კუნთოვან მგრძნობელობას. გააზრების მექანიზმი და ტკივილის იმპულსი სრულიად წარმოიქმნება ჩვენს ტვინში, რომელიც გადმოგვცემს სხვადასხვა ფიზიკურ განცდებს როგორც საჭიროა.

საიდან იცის ტვინმა, რა გამოცდილება ააშენოს? ამრიგად, მთელი სხეული და მისი ცალკეული ნაწილები მოცულია ნერვული სისტემის ვეგეტატიური ნერვული სისტემის საშუალებით, თხელი და სქელი ძაფის მკვრივი ქსოვილის მსგავსად, რომელიც ზურგის ტვინშია კონცენტრირებული, რომელიც თავის ტვინისკენ არის მიმართული. საკმარისია შევეხოთ კანს სხეულის ნებისმიერ ნაწილში და ეს ძაფები მაშინვე ღებულობენ ელექტრო სიგნალებს, რომელიც აღწევენ ტვინამდე 241 კმ/სთ სიჩქარით!

შემოქმედმა, კურთხეულ იყოს მისი სახელი, დააპროგრამა ჩვენი ტვინი, რომ დაარეგისტრიროს ეს სტიმულები მათთვის სპეციალურად განკუთვნის ადგილში, ე.წ. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და შესაბამისი რეფლექსების წარმოქმნაში დაწყებული შეხებით, ტენიანობით, სიმშრალით, ტემპერატურით, წნევით და დამთავრებული რა თქმა უნდა ტკივილით, გააჩნია ზემოქმედების ძალას. ნერვული დაბოლოებების წყალობით ჩვენ ვიცით რა ხდება ჩვენს შიგნით და შეგვიძლია რეაგირება მოვახდინოთ ჩვენი სურვილის შესაბამისად.
ადამიანებს, რომელთაც კოსმეტიკური ხასიათის ოპერიაციებს უკეთებენ, ვერაფერს გრძნობენ ოპერირებულ ადგილზე რადგან იქ ნერვებზე არ იყო შეხება. როცა ტვინი ვერ ღებულობს სიგნალებს რეცეპტორებიდან ტაქტილური ან მტკივნეული გამოცდილება არ ყალიბდება. ზურგის ტვინი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ამ ინფორმაციის გადაცემაში, ასე რომ, მისი დაზიანების შემთხვევაში არის პარალიზების საშიშროება.

აქამდე ნათქვამიდან ის შეიძლება ითქვას, რომ ტკივილი ჩვენი ცხოვრების აუცილებელი ნაწილია, რომელსაც ახასიათებს ტაქტილური შეგრძნებები და განსხვავებული ტემპერატურების გავლენა, და ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა რომ მივიღოთ საკუტარი თავისგან ცუდიც და კარგიც. მაგრამ ეს არ არის ჭეშმარიტება, არც წესი, არც პრინციპი. ტკივილი არსებითად დადებითია.

ადამიანები, რომლებმაც არ იციან რა არის ტკივილი

ამის დასამტკიცებლად, მე უკიდურესად მოულოდნელ მაგალითს მოვიყვან. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ადამიანი იბადება გენეტიკური დარღვევით, რომელთაც არ აქვთ ტკივილის აღქმის საშუალება. მათ შეუძლიათ შეეხონ საგნებს, გაარჩიონ სიცივე და სიცხე, ასევე სიამოვნების მიღება და ყველა ემოციების განცდა როგორც სხვა ყველა ადამიანს- გარდა ტკივილისა!
საუბარია უიშვიათეს გენეტიკურ მუტაციაზე ტვინის ნერვულ სისტემაში რომელსაც სახელად უწოდებენ CIPA (Congenital insensitivity to pain with anhidrosis), რომელიც იმარტება როგორც „ტკივილის უგრძნობლობა ანჰიდროზომთან ერთად (ოფლდენის შეწყვეტა)“.

ეს უიშვიათესი დაავადება იშვიათად გვხვდება ჩვენს სამყაროშ (მხოლოდ რამოდენიმე ასეული შემთხვევაა დაფიქსირებული დღემდე), თუმცა გასაოცარია, რომ ეს დაავადება გავრცელებულია ნეჯვის უდაბნოში მცხოვრებ ბედუინებს შორის. ბედუინებში ჩვეულებრივი წესია ოჯახების შექმნა კლანებს შიგნით, ხშირად ქორწინება ხდება ბიძაშვილებსა და მამიდაშვილებს შორის და რადგან ორივე მშობელს აქვს შეცვლილი გენის ასლი ამ დარღვევის გამოვლენა უფრო ხშირად აქ გვხვდება ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას.

ტვინი პასუხისმგებელია მტკივნეული გამოცდილების შექმნაზე, ასევე მაღალი და დაბალი ტემპერატურის აღქმაზე. ზემოთხსენებული გენეტიკური მუტაცია ასეთი ადამიანების ტვინიდან წლის ტკივილის შექმნის საშუალებას, თუმცა საშუალებას აძლევს სხვა ნებისმიერი ფიზიოლოგიური შეგრძნებების აღქმას.

ალბათ ვინც ამ დაავადების შესახებ იგებს პირველად თვლის, რომ ეს შესანიშნავი კურთხევაა და ალბათ ცოტათი შურთ კიდეც მათი. ადამიანი რომლისთვისაც უცნობია ტკივილის შეგრძნება, მაგრამ სიამოვნებას განიცდის თავის მხრივ უცხოპლანეტელს ჰგავს. თუმცა სინამდვილეში ეს არის წყევლა, და დაავადებულები ძნელად თუ აღწევენ სრულწლოვნობის ასაკს.

იფიქრეთ ადამიანზე, რომელიც ზამთრის სიცივეში სითბოთი ტკბება, მაგრამ ვერ რეაგირებს მწველ ცეცხლზე. ჩვენი ენა ღიზიანდება ძალიან ცხელი სასმელების დალევი დროს, ჩვენ შევხტებით ხოლმე როცა ვეხებით ზედმეტად ცხელ ზედაპირს. მაგრამ ისინი ვინც ვერ გრძნობენ ტკივილს, მათთვის უცნობია არასასიამოვნო რეფლექსები, არ ეშინიათ ზიანი მიაყენონ საკუტარ თავს სანამ მისი ეფექტი თვალით დასანახი არ გახდება, უფრო მეტიც ისინი ვერ აცნობიერებენ თავიანთი სხეულის ჭეშმარიტ მდგომარეობას, ხანდახან კი უკვე ძალიან გვიანია.

ტკივილის აღქმის უუნარობისა და ანტიჰიდროზის გამო ისინი ვერ აღიქვამენ თუ რაიმე შეერჭოთ სხეულის რომელიმე ნაწილში, ან გაეჭრათ, ამიტომ ყურადღებასაც ვერ აქცევენ ინფიცირებულ წყლულებსა და ჭრილობებს. შესაბამისად ასეთ ადამიანებს სჭირდებათ რეგულარული გამოკვლევები თავიდან ფეხებამდე. მოტეხილობისას ისინი ვერ გრძნობენ ამას და სიტუაცია უფრო რთულდება როცა ისინი აგრძელებენ ჩვეულად მოძრაობას.

ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ გაიგონ შინაგანი ორგანოების ტკივილი, როდის მიმარტავენ ისინი საშველად. იგივეა კუნთოვანი ტკივილის დროს, კუჭის კრუნჩხვების დროს, სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს, გახშირებული გულისცემის დროს და ა.შ. მაღალი სიცხის დროსაც ისინი ვერ აცნობიერებენ თავიანთი სხეულის მდგომარეობას და ვერ ხედავენ წოლითი რეჟიმისა და დასვენების აუცილებლობის საჭიროებას, აგრძელებენ ჩვეულებრივად მოქმედებას.

ასევე ტრავმის შემდეგ აღდგენის დროს, ისინი ვერ ხვდებიან როდის არის ის დრო როცა გამოჯანმრთელდნენ, რადგან სხეული არ ატყობინებს მათ იმის შესახებ ტკივათ თუ არა, რამდენად ძლიერია ტკივილი, რასაც მიყავს ისინი საკუთარი თავის დაზიანებამდე ისევ და ისევ. ამ გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანებმა შეიძლება მთელი სიცოცხლე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარონ, მაგრამ ვერასდროს თქვან რა სტკივათ!

ასეთი მაგალითები გვასწავლის რამდენად მნიშვნელოვანია უმნიშვნელო ტკივილი, და უფრო მნიშვნელოვანია მძიმე ტკივილი, რადგან ამის გარეშე ძალიან ცოტა ადამიანი მივა სიბერემდე.

მეცნიერება ამტკიცებს

მეცნიერები ამტკიცებენ: ტკივილის სინდრომი სასიცოცხლოდ აუცილებელია, და ადამიანის არსებობისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სიამოვნება. ტკივილი სხეულში არ არის რაიმე გადახრა ან რაიმეს დეფიციტი, ღმერთმა არ ქნას, სწორედაც რომ პირიქითაა, ის საოცრად ბრწყინვალე ქმნილებაა, მასში მოცემული მიზანი შეიძლება ითვალისწინებდეს შესაბამისი კვლევის წყაროების უსასრულო რაოდენობის შინაარსს.

“რა აურაცხელია შენი საქმენი, უფალო!” (ფსალმ. 103:24). ბევრი ადამიანი იხსენებს ამ მუხლს როდესაც რაღაც სასიამოვნო და ლამაზს ხედავს ამ სამყაროში, მაგრამ ჩვენ თანაბრად მადლიერნი უნდა ვიყოთ არა მხოლოდ სასიამოვნო რარაცეების გამო, არამედ იმის გამო რაც ხელს უწყობს ჩვენს ადამიანურ არსებობას.