• georgian flag
  • english flag

ქვეყნიერებას არ შეუძლია ღვთის სულის მიღება, ვერ ხედავს,არ იცნობს და მშვინვიერია


author
Мирза Бадиаури
A A       641

საკვანძო მუხლები: რიცხვნი 11:28.; იოანეს სახარება 14:17; 1 იოანე 3:24; 1 იოანე 4:5.6; რომაელთა მიმართ 8:9; 1 კორინთელთა მიმართ 2:4; გამოცხადება 2:17;

1.2.1__რიცხ. 11,28.29; ინ. 14,[17]; 1ინ. 3,24; 4,5.6; რომ. 8,9; 1კორ. 2,14; გამოცხ. 2,17


რიცხვთა 11
28. მიუგო იესო ნავეს ძემ, მოსეს მსახურმა, თავისი გულუბრყვილობით, და თქვა: მოსე, ჩემო ბატონო! შეაწყვეტინე!
29. უთხრა მოსემ: ხომ არ გშურს ჩემ მაგიერ? ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!

იოანე 14
17. ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება.

1იოანე 3
24. თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი - მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ.

1იოანე 4
5/. ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ.
6. ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას.

რომაელთა 8
9. ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ - სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი.

1კორინთელთა 2
4. მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო.=1.9.2.

გამოცხადება 2
17. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა.

biblesimfony.jimdo.com
1.2.1