• georgian flag
  • english flag

ილია II და ღვთის სახელი


author
A A       2370

საკვანძო მუხლები:

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამბობს, რომ ღმერთს იაჰვე (იეჰოვა) ჰქვია https://www.facebook.com/kurtubadzelado/videos/227319464842782/?t=0. იგი ყოველთვის საუბრობდა და არასდროს უარყვია ღვთის ეს სახელი (ებრაულად יהוה).

ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში საუბრობს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი, რომ ახალი წლის აღნიშვნა არაქრისტიანულია და ახსენებს ღვთის სახელს იეჰოვას https://www.facebook.com/kurtubadzelado/videos/227242811517114/?t=6. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1992 წლის კალენდარში რომელიც ილიას ლოცვა კურთხევით გამოვიდა 203-ე გვერდზე მოხსენიებულია, რომ ღმერთს იეჰოვა (იეგოვა) ჰქვია. 2012 წელს გამოცემულ წიგნში ''საღმრთო რჯული'' 33-ე გვერდზე დაწერილია ''იეჰოვა (იეღოვა) არს ღმერთი!''. მრავალი ქართველი http://faqtebi777.blogspot.com/ და უცხოელი საზოგადო მოღვაწე იყენებს თავის ნაწარმოებში ღვთის სახელს ამ ფორმით http://www.divine-name.info/books.htm. 

პატივცემული მართლმადიდებლები ილიას უნეტარესს და უწმინდესს უწოდებენ თუმცა, წლების წინ პატრიარქი საზოგადოებას თხოვდა ელოცათ მისთვის, აღიარებდა რომ ჰქონდა ცოდვები და ხალხის ლოცვა დაეხმარებოდა უფლის სამსჯავროზე.

ილიას ნუ განვიკითხავთ მაგრამ, ნურც განვადიდებთ. დღეს მე პირადად გთხოვთ ილოცოთ მასზე, რომ მამა იეჰოვამ გაუნათოს გონება, დაანახვოს ბიბლიური ჭეშმარიტება და აპატიოს შეცოდებანი როგორც წუთისოფლის რიგით არასრულყოფილ პიროვნებას.

ერთი ტურისტი ღირსშესანიშნავ ადგილზე მივიდა და სურათების გადაღება დაიწყო. ამ დროს არქეოლოგმა გამოიარა, სხვა ადგილისკენ მიუთითა და უთხრა: მეგობარო, იქეთ უფრო მშვენიერი პეიზაჟია, იქ წაბრძანდით. გაბრაზებულმა ტურისტმა მიუგო: შენ რას მასწავლი? თუმცა, ის ადგილი მისთვის უცნობი იყო. მან არ იცოდა, რომ ნამდვილი არქეოლოგი ესაუბრებოდა რომელიც ადრე მასავით ტურისტი იყო და შემდეგ ირგვლივ ყველაფერი გამოიკვლია. თხარა, თხარა და ბოლოს ჭეშმარიტება და ფაქტები გამოთხარა. ნუ იქნებით დამკვირვებელი ტურისტი, არამედ იყავით მუდმივი მკვლევარი არქეოლოგი.

რომელიმე რელიგიასთან მიკერძოებაში რომ არ ჩამეთვალოს, ამიტომ ვისარგებლებ რუსული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გამომცემლობებით. ერთი ეკლესიის მიერ გამოცემულ წმინდა წერილებს შორის ასეთ განსხვავებაზე დასკვნები თქვენთვის მომინდია. 

ოსია თავი მე-12 მუხლი მე-5, სსგ - ოსია თავი მე-12 მუხლი მე-5, Выберите Версию. http://holybible.ge/bible/georgian/book-4-28-12-5-1-ru-m-geo--0?fbclid=IwAR3E8Kf2IVDytj6Pvcbj54DWNF_ahgtoYOccm6BhJohJUXyWZo0ioufkc94

გამოსვლა თავი მე-17 მუხლი მე-15, სსგ - გამოსვლა თავი მე-17 მუხლი მე-15, Выберите Версию. http://holybible.ge/bible/georgian/book-4-2-17-15-1-ru-m-geo--0?fbclid=IwAR2_g2_ZVopa5zEKEzqzezg-mNApXf1bEl62Z_SV3UpabRtMTsqQ8BQ0NOM

მსაჯული თავი მე-6 მუხლი 24-ე, სსგ - მსაჯული თავი მე-6 მუხლი 24-ე, Выберите Версию. http://holybible.ge/bible/georgian/book-4-7-6-24-1-ru-m-geo--0?fbclid=IwAR1r8lQjK3F4mrkpZb90LLumxoJ0HHZgum2ZufsMZSYmBldyDOUmVH3iZFg

გამოსვლა თავი 34-ე მუხლი მე-5, სსგ - გამოსვლა თავი 34-ე მუხლი მე-5, Выберите Версию. http://holybible.ge/bible/georgian/book-4-2-34-5-1-ru-m-geo--0?fbclid=IwAR016GKD--hnI7nIXYu9XUSltmMWdheuRsH3Z5--qSkBpkk87Rpa3PQWQUQ

გამოსვლა თავი 33-ე მუხლი მე-19, სსგ - გამოსვლა თავი 33-ე მუხლი მე-19, Выберите Версию. http://holybible.ge/bible/georgian/book-4-2-33-19-1-ru-m-geo--0?fbclid=IwAR3yTDVyVWEhMk4kcnA0-90m7cq1l57rMpHUUnLwD4b-9NzAEu_0d29I3FU

გამოსვლა თავი მე-15 მუხლი მე-3, სსგ - გამოსვლა თავი მე-15 მუხლი მე-3, Выберите Версию. http://holybible.ge/bible/georgian/book-4-2-15-3-1-ru-m-geo--0?fbclid=IwAR31HKW7i8AnVRNQLQcb_gZ9MWGYvsznYIVttOe0AIIyTYo-GDmVN-eaLZM

დაბადება თავი 22-ე მუხლი მე-14, სსგ - დაბადება თავი 22-ე მუხლი მე-14, Выберите Версию. http://holybible.ge/bible/georgian/book-4-1-22-14-1-ru-m-geo--0?fbclid=IwAR1FBhVmXxyXPLuEf1Ajzcy0G1lORs0y8nEFb1SCYLwgaUOp1BS-vFAWF_M

ავტორი: ლადო ქურთუბაძე