• georgian flag
  • english flag

ჭეშმარიტი სულიერი საკვების შესახებ


author
Мирза Бадиаури
A A       960

საკვანძო მუხლები: ესაია 49:10; ესაია 55:1-2; იერემია 15:16; ეზეკიელი 3:1-3; ლუკას სახარება 6:25; იოანეს სახარება 4:13-14; იოანეს სახარება 5:24; იოანეს სახარება 6:33; იოანეს სახარება 7:37; იოანეს სახარება 8:51; 1 იოანე 3:24; ეფესელთა მიმართ 1:13; გამოცხადება 7:16; გამოცხადება 10:9; გამოცხადება 22:17;

3.40.50.__

- ჭეშმარიტი სულიერი საჭმელი არის ღვთის სიტყვა იერ.15,[16] ეზეკ.3,1-3 ინ.6,35.48 გმცხ.10,9

- მის მჭამელს და მსმელს აღარ მოშივდება და აღარ მოსწყურდება ეს.49,10; 55,1.2 ინ.4,13.14; 7,37 გმცხ.7,16; 22,17

- ხოლო ქვეყნიური საკვებით მაძღარნი დაიმშევიან ლუკ.6,25

- თუ ვიწამებთ ინ.5,24 ეფ.1,13

- და დავიმარხავთ ჩვენში მის სიტყვას ინ.8,[51].55 1ინ.3,24 რომ.8,[9]-11

- ღმერთი გვაძლევს საუკუნო სიცოცხლეს ინ.5,24; 6,33

ბიბლიის მუხლები

ესაია 49
10. არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს.

ესაია 55
1. ჰოი, მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით, და ვერცხლის უქონელნო, წადით, იყიდეთ და ჭამეთ! წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე!
2. რისთვის ხარჯავთ ვერცხლს, თუ ბურს ვერ შოულობთ? რისთვის შრომობთ, თუ ვერ ძღებით? მე მომისმინეთ და შეჭამთ საუკეთესოს, ნოყიერი საკვებით დაიტკბობთ სულს.

იერემია 15
16. ნაპოვნია შენი სიტყვები და მე ვჭამე ისინი; შვება და გულის სიხარული იყო ჩემთვის შენი სიტყვა, რადგან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო.

ეზეკიელი 3
1. მითხრა: ადამის ძევ! შეჭამე, რასაც ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს.
2. გავაღე პირი და შევჭამე ეს გრაგნილი.
3. მითხრა: ადამის ძევ! აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში.

ლუკა 6
25. ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით; ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით;

იოანე 4
13. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება.
14. მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.

იოანე 5
24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.

იოანე 6
33. ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას.
35. და უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს.
48. მე ვარ პური სიცოცხლისა.

იოანე 7
37. ხოლო დღესასწაულის უკანასკნელ, დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას.

იოანე 8
51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს.
55. და ვერ გიცვნიათ იგი, მე კი ვიცნობ მას. ხოლო თუ ვიტყვი, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენსავით ცრუ ვიქნები. მაგრამ მე ვიცნობ და ვიმარხავ მის სიტყვას.

1იოანე 3
24. თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი - მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ.

ეფესელთა 1
13. მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,

გამოცხადება 7
16. ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი.

გამოცხადება 10
9. ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის.

გამოცხადება 22
17. სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი.