ამინ - მნიშვნელობა და გამოყენება
Мирза Бадиаури |
A A 6111 |
საკვანძო მუხლები: რიცხვნი 5:20-22; მეორე რჯული 27:15-26; 1 ნეშტთა 16:36; ნეემია 5:13; ნეემია 8:6; ფსალმუნები 40:14; ფსალმუნები 71:19; ფსალმუნები 88:53; იერემია 28:6; მათეს სახარება 5:18; მათეს სახარება 6:2; მათეს სახარება 24:34; იოანეს სახარება 1:51; 1 პეტრეს წერილი 4:11; 1 პეტრეს წერილი 5:11; 2 პეტრეს წერილი 3:18; რომაელთა მიმართ 1:25; რომაელთა მიმართ 9:5; რომაელთა მიმართ 11:36; რომაელთა მიმართ 15:32; რომაელთა მიმართ 16:27; 1 კორინთელთა მიმართ 14:16; 1 კორინთელთა მიმართ 16:24; 2 კორინთელთა მიმართ 1:20; გალატელთა მიმართ 1:5; გალატელთა მიმართ 6:18; ეფესელთა მიმართ 3:21; ფილიპელთა მიმართ 4:20; 1 ტიმოთეს მიმართ 1:17; ებრაელთა მიმართ 13:21; გამოცხადება 1:6-7; გამოცხადება 3:14; გამოცხადება 5:14; გამოცხადება 7:11-12; გამოცხადება 19:4; გამოცხადება 22:20-21;
3.40.49. __
ამინ - ძვ. ბერძნ. ἀμήν რუს. аминь და ლათ. amen მომდინარეობენ ებრ. אמן ამენ, არაბ. آمِينَ — აღსრულდეს, ჭეშმარიტად, ნამდვილად.
ამინ ებრაულ სიტყვა ამენის ბერძნულ და შემდგომ სხვა ენებში, მათ შორის ქართულში ტრანსლიტერაციას წარმოადგენს. ის მომდინარეობს ფუძიდან ''ამან'', რაც ნიშნავს „იყო ერთგული“, „იყო სანდო“.
ძველი ქართული ფორმებია: „ამენ“ და „იყავნ, იყავნ“. ბოლნისის სიონის ყველაზე უძველესი წარწერა მთავრდება ასე — Ⴈ Ⴈ (იყავნ, იყავნ)
ლექსიკონი ქართული: ამინ - იყავნ, აღსრულდეს, გინა მრწამს ჭეშმარიტად, გინა მტკიცედ იყავნ, გინა ნამდვილი, გინა განესრულოს, გინა დაემკვიდროს, გინა დაემტკიცოს.
ამინ არის სიტყვა, რომელიც აბრაამულ რელიგიებში წარმოითქმის რიტუალური ტექსტების კითხვის, ლოცვის, კურთხევის დროს შინაარსის ან გამასრულებელი აზრის მიმართ თანამოზიარეობის ნიშნად - ჰო, დაე იყოს ასე! ფს.40,14; 71,19; 88,53
ამინ გამოიყენება ვინმეს მიერ ოფიციალურად ფიცის ან შეთანხმების დადებისა და პასუხისმგებლობის აღებისას რიცხ.5,20-22; რჯ.27,15—26; ნეემ.5,13 იერ.11,1-5
ამინ არის დამადასტურებელი
- ღვთის განდიდებისას 1ნეშ.16,36 ნეემ.8,6 ფს.71,19; 88,53; 1პეტ.4,11; 5,11; 2პეტ.3,18 რომ.9,5; 11,36; 2მორ.1,20 გალ.1,5 ეფ.3,21 ფლპ.4,20; 1ტიმ.1,17 ებრ.13,20.21 გმცხ.1,6.7; 7,11.12
- ღვთის სიტყვის აღსრულების იერ.28,6
- ძმათა მიმართ სიყვარულის 1კორ.16,24
- კურთხევის რომ.15,32 გალ.6,18 ეფ.3,21 ფლპ.4,23 გმცხ.20,21
- ხმამაღლა ნათქვამი განზრახვის იერ.11:5
ამინს მიუწერს, როცა დამწერი ღმერთს განადიდებს 1პეტ.4,11 რომ.1,25; 16,27
- ან როცა გამოთქვამს სურვილს, რომ მისი წერილის ადრესატებმა რაიმე სახით მიიღონ ღვთის წყალობა რომ.15,33; ებრ.13,21
- ან როცა მთელი გულით ემოწმება ვინმეს ნათქვამს გმცხ.22,20
პირველი ქრისტიანები ლოცვისა და მადლიერების შემდეგ ხმამაღლა წარმოთქვამდნენ საერთო „ამინს“ 1კორ.14,16
ზოგი ფსალმუნის დამთავრება ამ სიტყვით მიანიშნებს, რომ ისრაელის კრებული ფსალმუნების ან საგალობლების დასასრულს წარმოსთქვამდა „ამინს“ ფს.40,14
ქადაგებისას და სწავლებისას იესო განსაკუთრებული სახით იყენებდა ამ სიტყვას. ის ხშირად ამბობდა მას ფაქტის, დაპირების ან წინასწარმეტყველების წარმოთქმამდე იმის ხაზგასასმელად, რომ მისი სიტყვები ჭეშმარიტი და სანდო იყო. ამ შემთხვევებში ბერძნული სიტყვა ამენ ჭეშმარიტებად ითარგმნა მათ.5,18; 6,2.5.16; 24,34 ინ.1,51
ამინად იწოდება იესო ქრისტე 2კორ.1,20 გმცხ.3,14
ზეციური ქმნილებანი ამბობენ დასტურად ამინს გმცხ.5,14; 7,12; 19,4
ბიბლიის მუხლები
რიცხვნი 5
20-22 და თუ ქმრის უფლების ქვეშ მყოფი გზას ასცდი და შეიბილწე, და იწვა შენთან მამაკაცი, შენი ქმრის გარდა” – და დააფიცოს მღვდელმა ეს ქალი წყევლის ფიცით, და უთხრას მღვდელმა ქალს: „მიგცეს შენ უფალმა წყევლასა და ფიცს შენს ხალხში, რომ უფალმა დაგიდამბლაოს საზარდული და გაგისიოს მუცელი. და შევა ეს დამლახვრელი წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დაგიდამბლაოს საზარდული”. და იტყვის ქალი: „ამინ, ამინ”.
მეორე რჯული 27
15. წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც გააკეთოს ქანდაკი ან ჩამოსხმული კერპი, ხელოსნის ხელით ნაკეთები, და დადგას ფარულად!’ და მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ‘ამინ!’
1ნეშტთა 16
36. კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. და მიუგო ერმა: ამენ! ქება უფალს!
ნეემია 5
13. გამოვიბერტყე ჩემი სამოსლის უბე და ვთქვი: ასე გამობერტყოს-მეთქი ღმერთმა თავისი სახლიდან და მამულიდან ყველა ის კაცი, რომელიც ამ სიტყვას არ შეასრულებს; ასე იყოს-მეთქი გაბერტყილი და გამოცარიელებული. და თქვა მთელმა კრებულმა: ამინ! და განადიდა უფალი. ხალხმა შეასრულა ეს სიტყვა.
ნეემია 8
6. ეზრა აკურთხებდა უფალს, დიად ღმერთს. ხალხი კი ხელებაპყრობილი პასუხობდა: ამინ! ამინ! და თაყვანს-სცმდა უფალს პირქვე დამხობილი.
ფსალმუნი 40
14. კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ!
ფსალმუნი 71
19. და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით მთელი ქვეყნიერება. ამინ, ამინ!
ფსალმუნი 88
53. კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე. ამინ, ამინ!
იერემია 28
6. თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: ამენ! ასე ქმნას უფალმა! აღასრულოს უფალმა შენი ნათქვამი, რაც იწინასწარმეტყველე უფლის სახლის ჭურჭლისა და გადასახლებულთა დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას.
მათე 5
18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
მათე 6
2. და როცა გასცემ მოწყალებას, ნუ აყვირებ შენს წინაშე ბუკ-ნაღარას, როგორც იქცევიან თვალთმაქცნი სინაგოგებსა თუ ქუჩაბანდებში, რათა განადიდოს ისინი ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
5. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
16. და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
მათე 24
34. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება.
იოანე 1
51. და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე.
1პეტრე 4
11. თუ ლაპარაკობს ვინმე, ღვთის სიტევისამებრ ილაპარაკოს; თუ მსახურებს ვინმე, ღვთის მიერ ბოძებული ძალით იმსახუროს, რათა სრულად იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ, ვისიცაა დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
1პეტრე 5
11. დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ
2პეტრე 3
18. არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ.
რომაელთა 1
25. სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.
რომაელთა 9
5. მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ.
რომაელთა 11
36. რადგანაც მისგან, მის მიერ და მის მიმართაა ყოველი. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რომაელთა 15
32. მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.
რომაელთა 16
27. ღმერთს, ერთსა და ბრძენს, იესო ქრისტეს მეოხებით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
1კორინთელთა 14
16. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ?
1კორინთელთა 16
24. ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოს მიერ. ამინ.
2კორინთელთა 1
20. ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა“ მასში და „ამინია“ მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.
გალატელთა 1
5. ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
გალატელთა 6
18. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან, ძმანო. ამინ.
ეფესელთა 3
21. დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ფილიპელთა 4
20. ღმერთსა და მამას ჩვენსას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანის სულს. ამინ.
1ტიმოთე 1
17. ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს - პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ებრაელთა 13
21. დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
გამოცხადება 1
6. ვინც მეფეებად და თავისი ღმერთისა და მამის მღვდლებად გვაქცია, - დიდება და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
7. აჰა, მოდის ღრუბლებით და იხილავს ყოველი თვალი; იხილავენ ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი. და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. ჰო, ამინ.
გამოცხადება 3
14. ხოლო ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა
გამოცხადება 5
14. ხოლო ოთხი ცხოველი ამბობდა: ამინ! ოცდაოთხი უხუცესი კი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.
გამოცხადება 7
11. ყველა ანგელოზი, რომელიც იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე, თაყვანი სცა ღმერთს და თქვა:
12. ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ღმერთს ჩვენსას უკუნითი უკუნისამდე.
გამოცხადება 19
4. ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხნენ და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს, და თქვეს: ამინ! ალილუია!
გამოცხადება 22
20. ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოდი, უფალო იესო!
21. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
=3.40.49. ამინ - მნიშვნელობა და გამოყენება