• georgian flag
  • english flag

ნუ მივეცემით თვითკმაყოფილებას მიღწეულით


author
Мирза Бадиаури
A A       596

საკვანძო მუხლები: მეორე რჯული 1:6-7; იგავნი სოლომონისა 4:18; ესაია 51:1-2; ლუკას სახარება 9:62; 2 პეტრეს წერილი 1:5-8; 2 პეტრეს წერილი 3:18; რომაელთა მიმართ 4:19-22; 1 კორინთელთა მიმართ 9:25-27; 1 კორინთელთა მიმართ 13:10-12; 2 კორინთელთა მიმართ 7:1; 2 კორინთელთა მიმართ 13:9; გალატელთა მიმართ 5:16-17; ეფესელთა მიმართ 4:15; ფილიპელთა მიმართ 3:13; 1 ტიმოთეს მიმართ 5:10; ებრაელთა მიმართ 5:14; ებრაელთა მიმართ 6:1; ებრაელთა მიმართ 12:23; ებრაელთა მიმართ 13:21;

3.40.48. __

- გვეყოფა ერთ ადგილზე ყოფნა რჯ.1,6.7

- დავივიწყოთ უკან დარჩენილი და წინ ვიყუროთ ლუკ.9,62 ფლპ.3,[13]

- კეთილის და ბოროტის გარჩევა ვიცით, ამიტომ დავუტევოთ ქრისტეს სიტყვის საწყისნი, ვისწრაფოთ სრლყოფისკენ ებრ.5,14; 6,1

- უფრო მეტად ვიყოთ ნათელნი ქვეყნისა იგავ.4,18

- გულმოდგინედ ვეცადოთ რწმენას სათნოებაც მივუსართოთ 2პეტ.1,5-8

- ვიზარდოთ ქრისტეს მადლითა და შემეცნებით 2პეტ.3,18 ეფ.4,15

- შევხედოთ აბრაამს, როცა ერთი იყო და რწმენაშეურყეველი, მაშინ აკურთხა ღმერთმა ეს.51,1.2 რომ.4,19-22

- როდესაც მოიწევა სრულქმნილება, მაშინ განქარდება ნაწილობრივი 1კორ.13,10-12

- დავითმინოთ ყველაფერი ჯილდოს მისაღებად 1კორ.9,25-27

- სულიერად ვიაროთ და ნუ ვცდილობთ აღვასრულოთ ხორცის სურვილი გალ.5,16.17

- სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით 2კორ.7,1 ებრ.12,23

- გულმოდგინედ ვასრულებდეთ ყველა კეთილ საქმეს 1ტიმ.5,10 ებრ.13,21

- ვილოცოთ სხვების სრლყოფისათვის 2კორ.13,9

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 1
6. უფალი, ჩვენი ღმერთი გველაპარაკა ხორებში და გვითხრა: გეყოფათ, ამ მთაზე ცხოვრება!
7. გაბრუნდით და მოედეთ ამორეველთა მთას და მათი მეზობლების ქვეყნებს, მთასა და ბარს, დაბლობს, სამხრეთის ზღვის სანაპიროს, ქანაანელთა ქვეყანას და ლიბანს დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე.

იგავნი 4
18. მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.

ესაია 51
1. მისმინეთ, სიმართლის მადევარნო, უფლის მძებნელნო! შეხედეთ კლდეს, საიდანაც ხართ გამოკვეთილნი, და ორმოს ღრმულს, საიდანაც ხართ ამოთხრილნი!
2. შეჰედეთ აბრაამს, თქვენს მამას, და სარას, თქვენს მშობელს, რადგან როცა ერთი იყო, მაშინ მოვუწოდე მას, ვაკურთხე და გავამრავლე.

ლუკა 9
62. მაგრამ იესომ უთხრა მას: არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის.

2პეტრე 1
5. ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას კი - შემეცნება,
6. შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, ხოლო მოთმინებას - ღვთისმოსაობა,
7. ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული.
8. თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, უქმად და უნაყოფოდ არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას.

2პეტრე 3
18. არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ.

რომაელთა 4
19. არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი;
20. არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს.
21. რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც.
22. ამიტომაც შეერაცხა მას სიმართლედ.

1კორინთელთა 9
25. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი.
26. ამიტომ ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე.
27. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი.

1კორინთელთა 13
10. ხოლო როდესაც მოიწევა სრულქმნილება, მაშინ განქარდება ნაწილობრივი.
11. როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს.
12. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები.

2კორინთელთა 7
1. ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.

2კორინთელთა 13
9. რადგანაც ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი - ძლიერნი, და ამიტომაც თქვენი სრულყოფისთვის ვლოცულობთ.

გალატელთა 5
16. ჰოდა, მე ვამბობ: სელიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი,
17. რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ.

ეფესელთა 4
15. არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმგრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე,

ფილიპელთა 3
13. არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი;

1ტიმოთე 5
10. და თავისი კეთილი საქმით ცნობილი: რომ დაზარდა შვილები, რომ მასპინძლობდა სტუმრებს, ფეხებს ჰბანდა წმიდათ, შეეწეოდა გაჭირვებული, და გულმოდგინედ ასრულებდა ყველა კეთილ საქმეს.

ებრაელთა 5
14. უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ.

ებრაელთა 6
1. ამიტომ დავუტევოთ ქრისტეს სიტყვის საწყისნი. ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ და კვლავ ნუღარ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას,

ებრაელთა 12
23. მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოვლისგამკითხავ ღმერთს და სრულქმნილებას ზიარებულ მართალთა სულებს,

ებრაელთა 13
21. დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.