პირველ სიყვარულს ნუ დავუტევებთ
Мирза Бадиаури |
A A 637 |
საკვანძო მუხლები: მეორე რჯული 4:9; იერემია 2:2; მათეს სახარება 24:12-13; ფილიპელთა მიმართ 1:9; 1 თესალონიკელთა მიმართ 4:9-10; 2 თესალონიკელთა მიმართ 1:3; ებრაელთა მიმართ 6:10-11; გამოცხადება 2:4; გამოცხადება 3:15-19;
3.40.47.__
- გავფრთხილდეთ და გულისყურით ვიყოთ, გულიდან არ ამოგვივარდეს ჩვენი თვალით ნანახი საქმეები რჯ.4,9
- გვახსოვდეს ყმაწვილური ერთგულება და პატარძლური სიყვარული, უდაბნოში, უხნავ-უთესზე რომ მივყვებოდით მეტრფეს იერ.2,2.5
- ღმერთი არ ივიწყებს ჩვენს გარჯას სიყვარულისას ებრ.6,10.11
- ურჯულოების მომრავლების გამო ნუ განელდება ჩვენში სიყვარული, დავითმინოთ სიცოცხლისთვის მათ.24,12.13
- ნუ ვიქნებით ნელთბილი, შევინანოთ და დავუბრუნდეთ უფალს გმცხ.2,[4]; 3,15-19
- ვილოცოთ სიყვარულის ზრდისთვის ყოველგვარ შემეცნებასა და შეგრძნებაში ფლპ.1,9
- უფრო მეტად გვიყვარდეს ძმები 1თეს.4,9.10; 2თეს.1,3
ბიბლიის მუხლები
მეორე რჯული 4
9. ოღონდ გაფრთხილდი და გულისყურით იყავი, რომ არ დაგავიწყდეს შენი თვალით ნანახი საქმეები, და ვიდრე ცოცხალი ხარ, გულიდან არ ამოგივარდეს. აცოდინე შენს შვილებს და შვილთაშვილებს.
იერემია 2
2. წადი და ყურში ჩასძახე იერუსალიმს: ასე ამბობს-თქო უფალი: მე მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და პატარძლური სიყვარული, როცა მომყვებოდი უდაბნოში, უხნავ-უთეს მიწაზე.
5. ასე ამბობს უფალი: რა ნახა ჩემში ცუდი თქვენმა მამა-პაპამ, რომ განმიდგა, ამაოებას რომ აჰყვა და თავადაც ამაოებაში ჩაეფლო?
მათე 24
12. და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული.
13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
ფილიპელთა 1
9. და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველგვარ შეგრძნებაში,
1თესალონიკელთა 4
9. ხოლო ძმათმოყვარეობისთვის ზედმეტად მიმაჩნია რამე მოგწეროთ, რადგანაც თვით ღმერთმა გასწავლათ, რომ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი,
10. და ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელს მაკედონიაში, მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, კიდევ უფრო მეტად გიყვარდეთ ისინი;
2თესალონიკელთა 1
3. მოვალენი ვართ, ძმანო, მარადჟამ ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, როგორც ჯერ-არს, ვინაიდან უმეტესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთურთის მიმართ.
ებრაელთა 6
10. რადგანაც ღმერთი უსამართლო როდია, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და შრომა სიყვარულისა, რაც გამოავლინეთ მისი სახელისათვის, ვინაიდან ემსახურებოდით და ახლაც ემსახურებით წმიდათ.
11. მაგრამ გვსურს, რომ თვითეული თქვენგანი სასოების სავსებისთვისაც ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას.
გამოცხადება 2
4. თუმცა შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ დაუტევე შენი პირველი სიყვარული.
გამოცხადება 3
15. ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი.
16. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან.
17. რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი.
18. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო.
19. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.