• georgian flag
  • english flag

ვიყოთ წმიდები


author
Мирза Бадиаури
A A       472

საკვანძო მუხლები: ლევიანნი 11:44-45; ლევიანნი 19:2; ლევიანნი 20:7; ლევიანნი 21:7; 1 პეტრეს წერილი 1:15-16; რომაელთა მიმართ 12:1; 2 კორინთელთა მიმართ 6:16; 2 კორინთელთა მიმართ 7:1; ებრაელთა მიმართ 12:1;

3.40.46.__

- როგორც წმიდაა ჩვენი მხმობელი ლევ.11,44.45; 19,[2]; 20,7.26; 21,7; 1პეტ.1,15.16

- ცოცხალ, წმიდა მსხვერპლად ვუძღვნათ ჩვენი სხეული ღმერთს რომ.12,1

- განვიწმიდოთ ხორცისა და სულის მწიკვლისგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით 2კორ.7,1

- მოთმინებით ჩამოვიშოროთ ყოველგვარი ხელფეხშემკვრელი ცოდვა ებრ.12,1

- მოვიცილოთ კერპები 2კორ.6,16

ბიბლიის მუხლები

ლევიანთა 11
44. რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; გაწმიდავდით და წმიდა იქნებით, როგორც მე ვარ წმიდა. არ გაიუწმიდუროთ თავი არანაირი ქვემძრომით, რომელიც მიწაზე დაღოღავს,
45. რადგან მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. იყავით წმიდები, როგორც მე ვარ წმიდა.

ლევიანთა 19
2. ელაპარაკე ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და უთხარი: წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.

ლევიანთა 20
7. წმიდაჰყავით თქვენი თავი და წმიდები იყავით, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
26. წმიდები იყავით ჩემთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, და გამოგარჩიეთ სხვა ხალხებისაგან, რომ ჩემი ყოფილიყავით.

ლევიანთა 21
7. წმიდაჰყავით თქვენი თავი და წმიდები იყავით, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

1პეტრე 1
15. არამედ წმიდა იყოს თქვენი ყოველი ქცევა, როგორც წმიდაა თქვენი მხმობელი.
16. ვინაიდან დაწერილია: „წმიდანი იყავით, რადგანაც მე წმიდა ვარ“.

რომაელთა 12
1. ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება.

2კორინთელთა 6
16. რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.

2კორინთელთა 7
1. ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.

ებრაელთა 12
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.