• georgian flag
  • english flag

რწმენის ბაგით აღიარების მნიშვნელოვნობა


author
Мирза Бадиаури
A A       806

საკვანძო მუხლები: 1 ტიმოთეს მიმართ 6:12; მეორე რჯული 26:3; მათეს სახარება 10:32; მათეს სახარება 12:34-35; მარკოზის სახარება 11:23; ლუკას სახარება 12:8; იოანეს სახარება 6:69; იოანეს სახარება 9:22; იოანეს სახარება 12:42; იოანეს სახარება 20:28-29; მოციქულთა საქმეები 8:37; 1 იოანე 4:2; 2 იოანე 1:7; რომაელთა მიმართ 10:8-10; ებრაელთა მიმართ 10:23; ებრაელთა მიმართ 11:1;

3.40.45. __

- რწმენის გაცხადება, აღიარება ღმერთისა და კაცთა წინაშე ან ვინმეს შიშით ვერ აღიარება რჯ.26,3.5 მათ.10,32 ლუკ.12,8 ინ.6,69; 9,22; 12,42; 20,28.29 საქ.8,37; 1ინ.4,2; 2ინ.1,7; 1ტიმ.6,12

- გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე მათ.12,34.35

- გულით გვწამს სიმართლისთვის, ბაგით კი ვაღიარებთ საუკუნო სიცოცხლისთვის იგავ.18,20.21 რომ.10,8.[9].10

- ვამბობთ მტკიცე რწმენით, შეუეჭვებლად მარ.11,23 ებრ.10,23; 11,1

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 26
3. მიდი მღვდელთან, რომელიც იმჟამად იქნება, და უთხარი: ვაცხადებ დღეს უფლის, შენი ღმერთის წინაშე, რომ შემოვედი იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის მოსაცემად აღუთქვა უფალმა ჩვენს მამა-პაპას.
5. ილაპარაკე და თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: მოხეტიალე არამელი იყო ჩემი მამა, ჩავიდა ეგვიპტეში და მდგმურობდა იქ მცირერიცხოვანი ხალხითურთ და წარმოიშვა მისგან დიდი, ძლიერი და მრავალრიცხოეანი ერი.

იგავნი 18
20. კაცი თავისი პირის ნაყოფით ივსებს სტომაქს; საკუთარი ბაგეების მოსავლით ძღება.
21. სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ.

მათე 10
32. ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.

მათე 12
34. იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე.
35. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.

მარკოზი 11
23. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, - ექნება ის, რასაც იტყვის.

ლუკა 12
8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე.

იოანე 6
69. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.

იოანე 9
22. ასე თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდათ, რადგანაც იუდეველებს პირი შეეკრათ: ვინც აღიარებს მას ქრისტედ, სინაგოგიდან მოვკვეთთო.

იოანე 20
28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს.

საქმეები 8
37. ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.

1იოანე 4
2. ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის.

2იოანე 1
7. რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე.

რომაელთა 10
8. მაგრამ რას ამბობნ? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში“; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ.
9. რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.
10. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.

1ტიმოთე 6
12 იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც ხარ მოწოდებული, და მრავალი მოწმის წინაშე აღიარე კეთილი აღსარება.

ებრაელთა 10
23. მტკიცედ მივსდიოთ აღსარებას სასოებისას, რადგან სარწმუნოა აღმთქმელი.

ებრაელთა 11
1. ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა.