ურთიერთობა, ზიარება სული წმიდასთან
Мирза Бадиаури |
A A 816 |
საკვანძო მუხლები: ესაია 28:10-12; მსაჯული 14:6; მსაჯული 15:14; 1 მეფეთა 16:13; 1 მეფეთა 18:5; ფსალმუნები 45:11; იერემია 29:13; ზაქარია 4:6; მოციქულთა საქმეები 2:11; მოციქულთა საქმეები 3:12-20; ესაია 34:16; მათეს სახარება 4:1; მათეს სახარება 6:13; მათეს სახარება 12:28; ლუკას სახარება 1:35; ლუკას სახარება 3:16; იოანეს სახარება 3:8; იოანეს სახარება 4:10; იოანეს სახარება 7:38; იოანეს სახარება 11:33; იოანეს სახარება 14:16-17; იოანეს სახარება 16:13; მოციქულთა საქმეები 11:28; მოციქულთა საქმეები 16:7; იაკობის წერილი 4:5; 1 იოანე 3:24; რომაელთა მიმართ 5:5; რომაელთა მიმართ 8:9; 1 კორინთელთა მიმართ 3:16; 1 კორინთელთა მიმართ 6:19; 1 კორინთელთა მიმართ 12:13; ეფესელთა მიმართ 2:18; ფილიპელთა მიმართ 2:1;
3.40.44. __
ღვთის სული
- გადმოდის ჩვენზე ლუკ.1,35
- ქრისტე გვნათლავს მამისგან მიღებული სული წმიდით ლუკ.3,16; 1კორ.12,13 ეფ.2,18
- ნუგეშისმცემელია ჩვენი ინ.14,16.17
- გვისახავს გულში ღვთის სიყვარულს რომ.5,5
- მკვიდრობს, სუფევს ჩვენში - ღვთის სავანე და ტაძარი ვართ მათ.6,13 იაკ.4,5; 1ინ.3,24; 1კორ.3,16; 6,19 ეფ.2,22
- ხორციელად მყოფნი კი აღარ ვართ, არამედ სულიერად რომ.8,9
- სულის მიერ შობილი საით წავა არავინ უწყის ინ.3,8
- გვწინამძღრობს, წარგვმართავს ეს.28,10-12 ინ.16,13 რომ.8,14
- თავს გვიყრის ეს.34,16
- მივყავართ მათ.4,1
- არ გვრთავს წასვლის ნებას საქ.16,7
ცოცხალი წყალია იგი
- რომელიც უნდა ვითხოვოთ ინ.4,10.14
- და მიღების შემდეგ წარმოდინდება ჩვენგან ინ.7,38
ჩვენ
- ღმერთის სულით ვაძევებთ ეშმაკთ მათ.12,28
- აღვიძვრით სულით ინ.11,33.38 საქ.11,28
- გვაქვს თანამოზიარეობა ღვთის სულთან 2კორ.13,[14] ფლპ.2,1
რა ხდება, როცა სული წმიდა ეშვება კაცზე
- ცოდვით დაბორკილს სცვივა თოკები მსაჯ.15,14
- იმარჯვებს ლომზე - სატანაზე მსაჯ.14,6
- იღებს ზებუნებრივ სიბრძნეს 1მფ.18,5 (რადგან ცხებულ იქნა 1მფ.16,13)
- იწყებს ლაპარაკს ღვთის დიდებულ საქმეებზე საქ.2,11
- იღებს ძალას იქადაგოს სახარება საქ.3,12-20
როგორ ვსაუბრობთ სული წმიდასთან
- თუ მთელი გულით გვსურს იერ.29,13
- ღმერთი გვესაუბრება თავისი სულით ზაქ.4,6
- განმარტოებით კარმოხურულ ლოცვაში მათ.6,6
- ვჩერდებით და ვიგებთ, რომ ის არის ღმერთი ფს.45,11
- შეჩერებული სიჩუმესა და სიმშვიდეში ვხედავთ ჩვენს შინაგან მდგომარეობას 1თეს.5,23
- ამ დროს ვხვდებით ჩვენს მტერსაც, რომელიც უნდა განვდევნოთ იესო ქრისტეს სახელით, რათა არ დავუთმოთ ჩვენი სულის სიმშვიდე. სული წმიდასთან ურთიერთობის ძიება ჩვენი განწმედაცაა, თუკი გადავცემთ მას ჩვენს სამივე დროს
ბიბლიის მუხლები
მსაჯულთა 14
6. მოიცვა იგი უფლის სულმა და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია. მამისთვის და დედისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა.
მსაჯულთა 15
14. ლეხთან რომ მივიდა, ყიჟინით შემოეხვივნენ ფილისტიმელები. უფლის სული გადმოვიდა მასზე, თოკები, რომლებითაც ხელები ჰქონდა შეკრული, დამწვარი სელივით შეიქმნა და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან.
1მეფეთა 16
13. აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. ადგა სამუელი და წავიდა რამათს.
1მეფეთა 18
5. ყველგან დადიოდა დავითი, სადაც კი გააგზავნიდა მას საული, და ჭკვიანურად იქცეოდა. დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად; ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მორჩილებსაც.
ფსალმუნი 45
11. შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი; ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.
ესაია 28
10. რადგან რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ;
11. რადგან ლუღლუღა ბაგეებით და უცხოთა ენით დაელაპარაკება ამ ხალხს.
12. მან უთხრა მათ: აჰა, საშვებელი, მიეცით შვება მაშვრალს! აჰა, განსვენება! მაგრამ მოსმენა არ უნდოდათ.
ესაია 34
16. მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არცერთი მათგანი არ დააკლდება, სათითაოდ საძებარნი არ იქნებიან, რადგან თავად მისმა ბაგემ ბრძანა და მისმა სულმა თავი მოუყარა.
იერემია 29
13. დამიწყებთ ძებნას და მიპოვნით, თუ მთელი გულით მეძებეთ.
ზაქარია 4
6. მომიგო და მითხრა: ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ ნათქვამი: არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს ცაბაოთ უფალი.
მათე 4
1. მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან გამოსაცდელად.
მათე 6
6. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
13. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.
მათე 12
28. ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმრთის სასუფეველს.
ლუკა 1
35. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი.
ლუკა 3
16. მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით.
იოანე 3
8. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც.
იოანე 4
10. მიუგო იესომ და უთხრა მას: რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ.
14. მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.
იოანე 7
38. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი.
იოანე 11
33. როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა:
38. ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ.
იოანე 14
16. ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, -
17. ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება.
იოანე 16
13. ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.
საქმეები 2
11. იუდეველნი და პროზელიტნი, კრიტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს.
საქმეები 3
12. ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს უთხრა: კაცნო ისრაელიტნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით ავადგმევინეთ ფეხი?
13. აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა ის აპირებდა გაეთავისუფლებინა იგი.
14. მაგრამ თქვენ უარყავით წმიდა, მართალი, და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი მოეცა თქვენთვის.
15. ხოლო სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.
16. რაკიღა ირწმუნა მისი სახელი, ეს კაცი, ვისაც ხედავთ და იცნობთ, განამტკიცა მისმა სახელმა; და მისმა რწმენამ ყველა თქვენგანის წინაშე უბოძა სიმრთელე.
17. თუმცა აწ ვიცი, ძმანო, რომ უმეცრებით ჩაიდინეთ ეს, ისევე, როგორც თქვენმა მთავრებმა.
18. ხოლო ღმერთმა როგორც წინასწარ გვაუწყა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა.
19. მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა წარიხოცოს თქვენი ცოდვები,
20. მოიწიოს ჟამი სულის მოთქმისა უფლის პირისგან და მოგივლინოთ თქვენთვის წინასწარ აღთქმული იესო ქრისტე,
საქმეები 11
28. წამოდგა ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი და განაცხადა სულით, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ ქვეყანაში, რაც ახდა კიდეც კლავდიუსის დროს.
საქმეები 16
7. მისიას რომ მიაღწიეს, ბითვინიაში დააპირეს წასვლა, მაგრამ სულმა არ დართო ნება.
იაკობი 4
5. იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს“.
1იოანე
24. თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი - მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ.
რომაელთა 5
5 ხოლო სასოება არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
რომაელთა 8
9. ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ - სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი.
14. ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს.
1კორინთელთა 3
16. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?
1კორინთელთა 6
19. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?
1კორინთელთა 12
13. რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი.
ეფესელთა 2
18. რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას.
22. და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.
ფილიპელთა 2
1. ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეში ქრისტეში, თუ არის რაიმე სიამე სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანაზიარობა სულისა, თუ არის რაიმე თანალმობა ან წყალობა,