პოზიციის სისწორე რწმენაში
Мирза Бадиаури |
A A 657 |
საკვანძო მუხლები: გამოსვლა 50:20; ესაია 11:5; ეზეკიელი 18:31; მათეს სახარება 5:3-16; მათეს სახარება 11:29; ლუკას სახარება 4:3-13; მოციქულთა საქმეები 10:38; მოციქულთა საქმეები 14:22; მოციქულთა საქმეები 20:35; იაკობის წერილი 4:7; 1 პეტრეს წერილი 1:6-7; 1 პეტრეს წერილი 2:20-21; 1 პეტრეს წერილი 3:14; 1 პეტრეს წერილი 4:1; 1 პეტრეს წერილი 5:9; 1 იოანე 2:6; რომაელთა მიმართ 8:28; რომაელთა მიმართ 12:2; რომაელთა მიმართ 13:12; რომაელთა მიმართ 14:15; რომაელთა მიმართ 15:3; 1 კორინთელთა მიმართ 2:16; 1 კორინთელთა მიმართ 10:13; 1 კორინთელთა მიმართ 11:1; ეფესელთა მიმართ 2:10; ეფესელთა მიმართ 4:17-24; ეფესელთა მიმართ 5:2; ეფესელთა მიმართ 6:11-14; ფილიპელთა მიმართ 2:5; კოლასელთა მიმართ 3:10; 1 თესალონიკელთა მიმართ 5:8; 2 ტიმოთეს მიმართ 3:12; ტიტეს მიმართ 2:11-13; ტიტეს მიმართ 3:5; გამოცხადება 1:9; გამოცხადება 6:11; გამოცხადება 7:14;
3.40.43. __
_ მივბაძოთ ქრისტეს, როგორც დადიოდა და რა ზრახვებიც ჰქონდა. ვიქონიოთ სწორი პოზიცია რწმენაში 1ინ.2,6; 1კორ. 11,1;; ეფ. 2,10; 4,20.21 ფლპ.2[5]
_ განვახლდეთ გონების სულით, გავშორდეთ ძველი კაცის უწინდელ ყოფას, შევიმოსოთ ახალი კაცი, გვქონდეს განახლებული გონისა და სულის პოზიცია. ჩვენი ჰო იყოს ჰო და არა - არა. ნდომით არ ვუყურებდეთ ქალს. არ გვაცთუნებდეს მარჯვენა. ვიყოთ წმიდანი გულით ეზ. 18,31; მათ. 5,8.28.29.37; რომ. 12,2; 1კორ.2,16 ეფ.4,22.[23].24;კოლ. 3.10; ტიტ.3.5
_ ვისწავლოთ მისგან სიმშვიდე, თვინიერება და გულის სიმდაბლე. არ ვურისხდებოდეთ ძმას უმიზეზოდ. არ მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შტორმის დროს თუ ეს აუცილებელი არ არის. განსაცდელის ჟამს ვფიქრობთ ''ვაი თუ ასე არ მოხდეს'' ან ''ვაი თუ ასე მოხდეს''. სჯობს დავიცხროთ ემოციები და გამუდმებით ვიყოთ კონტაქტში ღმერთთან მათ. 5,5.22-25; 11,29
_ წინ აღვუდგეთ მტერს რწმენით. ეშმაკს არ შეძლია ჩვენი ჯობნა, თუ გვიკავია სწორი პოზიცია ლუკ. 4,3-13; იაკ. 4,7; 1პეტ. 1,6.7; 5[9]; 1კორ. 10,13; ეფ. 4,27; 6,11-13.16
_ ვიყოთ გლახაკნი სულით მათ. 5,3
_ მგლოვიარენი მათ. 5,4
_ არ ვიღებდეთ საკვებს, რომლითაც დაბრკოლდებიან ძმები რომ. 14,15; ეფ. 4,17-19
_ არ ვეძიებდეთ საკუთარ სიამოვნებას რომ. 15,3; 1კორ. 10,33
_ ვქველმოქმედებდეთ, შევეწეოდეთ მთხოვნელთ და უმწეოთ, ვიყოთ მოწყალენი საკუთარი ნაშრომით მათ. 5,7.42; საქ. 10,38; 20,35
_ ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი მათ. 5,9
_ შემოვისარტყლოთ სიმართლითა და სიწრფელით გონების წელი. ვიყოთ სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი და დევნილნი. ჩვენი სიმართლე უნდა აღემატებოდეს მწიგნობართა სიმართლეს ეს. 11,5; მათ. 5,6.10.20; 1პეტ. 1[13]; რომ. 13,12; ეფ. 5,8; 6[14]; 1.თეს. 5,8; ტიტ. 2,11-13
_ ვიყოთ მარილი მიწისა და ნათელი ქვეყნისა მათ. 5,13-16
_ ვევნებოდეთ მის მსგავსად სიკეთისთვის. ვინც შემოგვკრავს მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მივუპყროთ. ვაცნობიერებდეთ, რომ ყოველივე შეგვეწევა სასიკეთოდ დაბ.50,20 მათ. 5,11.12.39; საქ. 14,22; 1პეტ. 2,20.21; 3,14; 4,1.13; რომ.8,28; 2ტიმ. 3,12; გმცხ. 1,9; 6,11; 7,14
_ ვიაროთ ისეთივე სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ. გვიყვარდეს მტრები მათ.5,44 -47 ეფ. 5,2
_ ვიყოთ მსახურნი და არა სუფრასთან მსხდომნი მათ. 20,26-28
ბიბლიის მუხლები
დაბადება 50
20. თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთედ ჩათვალა, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა.
ესაია 11
5. სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე,
ეზეკიელი 18
31. მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რისთვის უნდა ამოწყდეთ, ისრაელის სახლო?
მათე 5
3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.
6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.
8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.
10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის.
12. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
13. თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად.
14. თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული.
15. როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს.
16. დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს.
20. რადგანაც გეუბნებით თქვენ: თუკი თქვენი სიმართლე არ აღემატა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
22. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს.
23. ხოლო თუ მიგაქვს შესაწირავი საკუთრხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის,
24. დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი.
25. დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად ადგიხართ გზას, რათა მომჩივანმა არ მიგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა - მსახურს, და ჩავარდე საპყრობილეში.
28. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
29. თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.
37. არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და - არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია.
39. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას.
40. და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც.
41. ანდა თუ ვინმე გაიძულებს ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას.
42. მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ.
მათე 11
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
ლუკა 4
3. და უთხრა მას ეშმაკმა: თუ ძე ხარ ღმრთისა, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს.
4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით.
5. აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში.
6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ.
7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება.
8. მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.
9. მიიყვანა იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, გადავარდი აქედან,
10. ვინაიდან დაწერილია: თავისი ანგელთზებისათვის უბრძანებია შენი დაცვა,
11. და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.
12. მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.
13. ყველა გამოცდა რომ დაამთავრა, ეშმაკი დრომდე გაშორდა მას.
საქმეები 10
38 როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან შეპყრობილებს, ვინაიდან ღმერთი იყო მასთან.
საქმეები 14
22. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.
საქმეები 20
35. ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ სწორედ ამნაირი შრომით უნდა შეეწიოთ უმწეოთ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები, როგორც თავად თქვა: გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.
იაკობი 4
7. მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან.
1პეტრე 1
6. და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს, შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით,
7. რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, - საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის, როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე,
1პეტრე 2
20. მართლაცდა, თუკი შეცოდებისათვის გცემენ და ითმენთ, ვითომ რა საქები საქციელია? ხოლო თუ სიკეთის ქმნისათვის გაწამებენ და ითმენთ, ეს კი მადლია ღვთის წინაშე.
21. ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს.
1პეტრე 3
14. მაგრამ, კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით და ნურცა ძრწით.
1პეტრე 4
1. ამრიგად, რაკი ქრისტე ჩვენთვის ევნო ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან ხორციელად ვნებული აღარა სცოდავს.
13. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ.
1პეტრე 5
9. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად.
1იოანე 2
6. ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისე უნდა იაროს, როგორც იარებოდა იგი.
რომაელთა 8
28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.
რომაელთა 12
2. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.
რომაელთა 13
12. ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.
რომაელთა 14
15. ხოლო თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
რომაელთა 15
3. რადგან ქრისტეც თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ როგორც წერია: „შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს“.
1კორინთელთა 2
16. რადგანაც ვინ შეიცნო ქრისტეს აზრი, რომ ასწავლოს მას? ჩვენ კი ქრისტეს აზრი გვაქვს.
1კორინთელთა 10
13. სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა.
33. ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ.
1კორინთელთა 11
1. მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს.
ეფესელთა 2
10. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.
ეფესელთა 4
17. ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი.
18. გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
19. გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
20. ხოლო თქვენ ასე როდი შეგიცვნიათ ქრისტე,
21. რადგანაც არა მარტო მოგისმენიათ, კიდევაც გისწავლიათ მისგან (ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება), -
22. განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას,
23. განახლებულიყავით თქვენი გონების სულით
24. და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით.
ეფესელთა 5
2. და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.
8. რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
ეფესელთა 6
11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,
ფილიპელთა 2
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
კოლასელთა 3
10. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად,
1თესალონიკელთა 5
8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.
2ტიმოთე 3
12. ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება.
ტიტე 2
11. რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი,
12. ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად,
13. და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,
ტიტე 3
5. მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით,
გამოცხადება 1
9. მე, იოანე, თქვენი ძმა და იესო ქრისტეს ურვის, სუფევისა და მოთმინების თანაზიარი, ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ჰქვია პატმოსი, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის.
გამოცხადება 6
11. და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ.
გამოცხადება 7
14. მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი.