ჩვენი თავისუფლების მოთვალთვალენი
Мирза Бадиаури |
A A 591 |
საკვანძო მუხლები: მოციქულთა საქმეები 15:1; 1 პეტრეს წერილი 2:8; იუდა 1:4; რომაელთა მიმართ 8:2; 2 კორინთელთა მიმართ 3:13-18; 2 კორინთელთა მიმართ 4:1-4; გალატელთა მიმართ 2:4; გალატელთა მიმართ 5:1; ებრაელთა მიმართ 12:15;
4.22.4. __
- სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტეში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან გაგვანთავისუფლა რომ.8,2
- მაგრამ ზოგი, რომლებიც ეურჩებიან სიტყვას 1პეტ.2,8
- გვამღვრევენ მოწოდებით დაიცავითო რჯული საქ.15,1.5.24 გალ.5,10-13
- სურთ უფლის მოწაფეებს დაადგან უღელი, რომელიც ისრაელიანებმაც კი ვერ შეძლეს ეზიდათ და რომლისგანაც ღვთის მადლით გაგვანთავისუფლა ქრისტემ საქ.15,10 გალ.5,1
- მათ ძველი აღთქმის კითხვისას ჩამოუხსნელი რჩებათ ის რიდე, მოსეს რომ ეფარა და მხოლოდ ქრისტეში იხსნება 2კორ.3,13-18; 4,1-4
- ამიტომაა, ცრუ ძმები რომ უთვალთვალებენ ჩვენს თავისუფლებას გალ.2,4
- და გარყვნილებად აქციეს ღვთის მადლი იუდ.1,[4]
- ფრთხილად ვიყოთ, რომ არავინ მოაკლდეს ღვთის მადლს და არ იბარტყოს რომელიმე მწარე ფესვმა ებრ.12,15
- ხოლო ჩვენ, რჯულისგან თავისუფალნი, ბოროტების დასაფარავად როდი ვიყენებთ თავისუფლებას, არამედ ვართ ისე, როგორც შეჰფერით ღვთის მონებს 1პეტ.2,16
ბიბლიის მუხლები
საქმეები 15
1. ზოგ-ზოგიერთნი ჩამოვიდნენ იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ მოსეს წესით არ მიიღებთ წინადაცვეთას, თავს ვერ იხსნითო.
5. მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი. ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს: საჭიროა წინადასცვითონ მათაც და მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯული.
10. მაშ, ახლა რაღად გამოსცდით ღმერთს? რად გინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენ შევძელით და ვერც ჩვენმა მამებმა?
24. რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა წინადაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის,
1პეტრე 2
8. მათთვის, ვინც ეურჩება სიტყვას, და ვისთვისაც ეს ხვედრი იყო გამიზნული.
16. როგორც იქცევიან თავისუფალნი: ბოროტების დასაფარავად როდი იყენებენ თავისუფლებას, არამედ არიან, როგორც ღვთის მონები.
იუდა 1
4. ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს.
რომაელთა 8
2. რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე.
2კორინთელთა 3
13. და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ დასასრული წარმავალისა.
14. მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი.
15. ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს.
16. მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი.
17. უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება.
18. ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან.
2კორინთელთა 4
1. ამრიგად, რაკი მოწყალებით მოგვენიჭა ეს მსახურება, გულს არ ვიტეხთ.
2. არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ, არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინიდისს ღვთის წინაშე.
3. ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული,
4. რომელთაც ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი.
გალატელთა 2
4. შემოპარულ ცრუ ძმებს კი, მალულად რომ შემოძვრნენ, რათა ეთვალთვალებინათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს ქრისტე იესოში, და ამრიგად, დავემონებინეთ, -
გალატელთა 5
1. თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს.
10. მწამს თქვენი უფალში, რომ არ გექნებათ სხვა აზრი: ვინც უნდა იყოს თქვენი ამამღვრეველი, ვერსად წაუვა მსჯავრს.
11. რისთვისღა მდევნიან, ძმანო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას? მაშინ ხომ შეწყდებოდა ცთუნება ჯვრისა.
12. ნეტავი მოიკვეთონ თქვენი ამმღვრევნი.
13. ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
ებრაელთა 12
15. ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოაკლდეს ღვთის მადლს და არ იბარტყოს რომელიმე ფესვმა სიმწრისა, რათა არ შეაურვოს და შებილწოს ბევრი თქვენგანი.