• georgian flag
  • english flag

რჯულისა და მადლის რაობა მადლის ქვეშევრდომთათვის


author
Мирза Бадиаури
A A       702

საკვანძო მუხლები:

3.41.12.__

რჯული
- რასაც რჯული ამბობს რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს რომ.3,19
- რჯული მიეცა ისრაელს რჯ.5,1-3
- ქრისტე ცხოვრობდა რჯულით და ვალდებული იყო დამორჩილებოდა. იგი იყო რჯულის დასასრული მათ.5,17 რომ.10,4 გალ.4,4
- რჯულით შეიცნობა ცოდვა, მიგვითითებს პრობლემაზე რომ.3,20; 7,7-11
- რჯული შეიქმს რისხვას, რადგან სადაც არ არის რჯული არც დარღვევაა რომ.4,15
- ვინც რჯულის საქმეთაგან არიან წყევლის ქვეშ არიან გალ.3,10
- ხოლო ჳინც რჯულს აღასრულებს რჯულითვე იცოცხლებს გალ.3,12
- ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისგან და თვით დაიწყევლა ჩვენთვის გალ.3,13
- ღმერთმა გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებული საქმეების გამო, არამედ თავისი გულმოწყალებით რომ.3,20; 9,32; 11,6 გალ.3,2.3 ეფ.2,9 ტიტ.3,5
- მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით რომ.4,[4]
- რჯულით კი არ გვამართლებს ღმერთი, არამედ რწმენის სიმართლით რომ.4,13 გალ.3,11
- რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა ვიდრე რწმენას მივიღებდით, ახლა კი უკვე აღარ ვართ მისი მეთვალყურეობის ქვეშ გალ.3,24.25
- მოვკვდეთ რჯულისთვის ქრისტეს მეოხებით, რათა ვეკუთვნოდეთ მკვდრეთით აღმდგარს რომ.7,4-6
- რჯულის ქვეშ თუ ვიქნებით ამაოა რწმენა რომ.4,14 გალ.2,21
- რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტეს მიერ იქმნა ინ.1,17
- ქრისტე აუქმებს რჯულს და ადგენს მადლს ეფ.2,15 ებრ.10,9
- რჯულით არავის შეუძლია თავის ხსნა საქ.13,39 გალ.5,4 ებრ.10,1
- სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტეში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან გაგვანთავისუფლა რომ.8,2
- ღმერთი თავის სულს გვაძლევს რწმენის შესმენით და არა რჯულით გალ.3,5
- ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ: არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს 2კორ.3,6-9

მადლი
- ყველანი უსასყიდლოდ ვმართლდებით მისი მადლით და წყალობით მათ.1,21; 9,13 ინ.8,36; 1პეტ.1,18.19 რომ.3,[24]; 5,9.10.15-19 ეფ.1,7; 2,7 კოლ.1,14
- ღმერთმა აგვირჩია და გვიხმო რომ.8,30.33.34
- ახლა არ არის არავითარი სასჯელი ქრისტეში მყოფთათვის მიქ.7,19 რომ.8,1 გმცხ.4,3
- ისრაელიც ღვთის მადლით გადარჩება რომ.1,25-35
- გვიხსნა ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით ტიტ.3,5
- ღმერთმა თავისი რჯული ჩადო ჩვენს გონებაში და გულებზე დაგვაწერა ებრ.8,10
- სისხლი ქრისტესი წმენდს ჩვენს სინდისს მკვდარ საქმეთაგან ცოცხალი ღმერთის სამსახურისთვის ებრ.9,14
- ღმერთი სიხარულითა და მშვიდობით გვავსებს რწმენის მიერ და სული წმიდით გვაქვს იმედი რომ.15,13

ღვთის მადლში მყოფნი
- გამართლებულნი ვართ რწმენით ინ.6,28.29 რომ.3,21.22; 5,[2] ეფ.2,8.9
- ხსნილნი ვართ სასოებით იმის მიმართ, რასაც ვერ ვხედავთ და მოთმინებით მოველით ფს.129,7 რომ.8,30 ეფ.3,12; 2თეს.2,16 ებრ.3,6; 6,18
- განვიბანოთ, განვიწმიდოთ, გავმართლდეთ ქრისტეს სახელით და ღვთის სულით 1ინ.3,3; 1კორ.6,11 ებრ.10,19
- თუ მადლით ვართ, უკვე აღარ ვართ რჯულით, თორემ მადლი აღარაა მადლი რომ.11,6
- თუ სულით ვიარებით რჯულის ქვეშ აღარ ვართ გალ.5,18
- ნუ იქნება ცოდვის სუფევა ჩვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დავემორჩილებით მის ვნებებს რომ.6,12.13
- ვეღარ გვეუფლება ცოდვა რომ.5,20.21; 6,1.[14].15.20-23
- ღვთის სიკეთეს სინანულისკენ მივყავართ რომ.2,4
- ვესწრაფოთ სიმართლეს ფს.16,15
- ვუსმინოთ მის რჩევას და გვწამდეს მისი სიტყვები ფს.72,24 ინ.5,24
- ვიყოთ სანდო და კეთილი მონები მათ.25,21
- შევიდეთ ერთადერთი კარით ინ.10,9; 14,6 საქ.14,27
- ვიყოთ კეთილ საქმეთა მოშურნენი და მეტისმეტად არ შევაფასოთ რასაც ვაკეთებთ უფლისთვის მათ.20,1-16 რომ.2,7ტიტ.2,14
- ხელთ გვიპყრია საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგვეძლოს წინააღმდეგობა უკეთურისადმი ეფ.6,13 გმცხ.3,21
- განსაცდელში კრავის სისხლით ვისპეტაკებთ ჩვენს სამოსს 1პეტ.1,5-9 რომ.8,17.18; 2კორ.4,17 გმცხ.7,14
- ვერაფერი განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს რომ.8,35
- ყოველივეს ვძლევთ მისი წყალობით რომ.8,37