• georgian flag
  • english flag

ფერისცვალება


author
Мирза Бадиаури
A A       1137

საკვანძო მუხლები: გამოსვლა 34:29-30; ფსალმუნები 103:1-2; მათეს სახარება 17:2; მათეს სახარება 28:3; მარკოზის სახარება 9:2-3; ლუკას სახარება 9:29; იოანეს სახარება 1:14; იოანეს სახარება 17:24; მოციქულთა საქმეები 26:13-15; ფილიპელთა მიმართ 2:6-7; გამოცხადება 1:13-16; გამოცხადება 10:1; გამოცხადება 19:12-13;

2.3.39.__

1. მოსეს უბრწყინავდა პირისკანი უფალთან შეხვედრისგან გამ.34,29.30

2. უფლის ანგელოზი ბრწყინვალე სამოსით მათ.28,3 გმცხ.10,1

3. ღმერთს მოსავს ნათელი და დიდება ფს.103,1.2

4. ქრისტემ თავისი მიწიერი ცხოვრების ჟამს მიიღო დამდაბლებული კაცის ხატება ფლპ.2,6.7

5. ქრისტეს ფერისცვალება - ბრწყინვალე დიდების ჩვენება მათ.17,2 მარ.9,2.3 ლუკ.9,29 ინ.1,14; 17,24 საქ.26,13-15 გმცხ.1,13-16; 19,12.13

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 34
29. როცა ჩამოდიოდა მოსე სინაის მთიდან, აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა ხელში მოსეს მთიდან ჩამოსვლისას, არ იცოდა მოსემ, რომ უბრწყინავდა პირისკანი მასთან ლაპარაკისას.
30. დაინახეს აარონმა და ისრაელიანებმა მოსე და, აჰა, ბრწყინავდა მისი პირისკანი და ვერ გაბედეს მიახლოება.

ფსალმუნი 103
1. აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.
2. გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.

მათე 17
2. და იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი.

მათე 28
3. სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი - სპეტაკი, როგორც თოვლი.

მარკოზი 9
2. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღაღ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი.
3. სამოსი მისი გახდა მოელვარე და ისეთი სპეტაკი, როგორც ვერცერთი მრეცხავი ვერაფერს გაასპეტაკებს ამ ქვეყნად.

ლუკა 9
29. ლოცვისას სახის ფერი იცვალა, ხოლო სამოსი მისი გახდა სპეტაკი და ელვარე.

იოანე 1
14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.

იოანე 17
24. მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე.

საქმეები 26
13. შუადღისას, მეფეო, გზაზე ნათელი ვიხილე ზეცით, რომელიც აღემატებოდა მზის ბრწყინვალებას და მეც მომიცვა და ჩემი მხლებლებიც.
14. ყველანი მიწაზე დავემხეთ და ჩამესმა ხმა, რომელმაც ებრაულად მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება წიხლვა დეზისა.
15. მე მივუგე: ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.

ფილიპელთა 2
6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.
7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.

გამოცხადება 1
13. ხოლო შვიდ სასანთლეს შორის - მსგავსება კაცის ძისა, რომელსაც ემოსა გრძელი მოსასხამი და მკერდს ერტყა ოქროს სარტყელი;
14. თავი მისი და თმანი - სპეტაკი, როგორც ქათქათა მატყლი და როგორც თოვლი, ხოლო თვალნი მისნი, როგორც ალი ცეცხლისა.
15. ფეხნი მისნი - ცეცხლში გავარვარებული ელვარე რვალი, ხოლო ხმა მისი, როგორც ზათქი მრავალი წყლისა.
16. მარჯვენა ხელში ეპყრა შვიდი ვარსკვლავი და მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორლესული, ხოლო სახე მისი, როგორც მზე, სხივმფინარი თავისი ძალით.

გამოცხადება 10
1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი.

გამოცხადება 19
12. თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა.
13. სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა.