• georgian flag
  • english flag

ნუ დავკეტავთ გულს ღვთის სულის წინაშე, ნუ შევაჭირვებთ ურჩობით


author
Мирза Бадиаури
A A       614

საკვანძო მუხლები: ესაია 63:10; მათეს სახარება 12:31-32; ლუკას სახარება 12:10; მოციქულთა საქმეები 7:51; იაკობის წერილი 4:4-6; ეფესელთა მიმართ 4:30; ებრაელთა მიმართ 10:29;

2.4.5. __

ეს.63,[10] საქ.7,51 იაკ.4,4-6 ეფ.4,30

- სული წმიდის გმობა არ მიეტევება მათ.12,31.32 ლუკ.12,10

- სასჯელი მადლის სულის მაგინებლისთვის ებრ.10,[29]

ბიბლიის მუხლები

ესაია 63
10. მაგრამ აჯანყდნენ და შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა.

მათე 12
31. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ.
32. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად.

ლუკა 12
10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება.

საქმეები 7
51. ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.

იაკობი 4
4. მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა.
5. იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს“.
6. მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომაც თქმულა: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“.

ეფესელთა 4
30. ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.

ებრაელთა 10
29. როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?