• georgian flag
  • english flag

ლოცვის ძლევამოსილებისთვის


author
Мирза Бадиаури
A A       946

საკვანძო მუხლები: ფსალმუნები 65:6-7; ესაია 55:6-7; მათეს სახარება 7:7-11; მარკოზის სახარება 11:23-24; იაკობის წერილი 4:1-3; იაკობის წერილი 5:13-18; რომაელთა მიმართ 8:15; ეფესელთა მიმართ 2:18; ეფესელთა მიმართ 3:12; ფილიპელთა მიმართ 4:6; ებრაელთა მიმართ 4:16; ებრაელთა მიმართ 10:19; ებრაელთა მიმართ 11:6;

3.21.2. __

-მართალი უნდა იყო, თამამად, რომ მიგესვლებოდეს უფალთან ფს.65,18.19

- რათა გვქონდეს სითამამე, მოვინანიოთ მრავალგზის მიმტევებელი მამის წინაშე. მივეახლოთ წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინდისისგან სხურებით გულგანწმედილნი და სუფთა წყლით ტანგანბანილნი ეს.55,6.7 მათ.7,7-11 რომ.8,15 ებრ.10,22

- მივეახლოთ მადლის ტახტს წყალობის დროულად მისაღებად, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით ებრ.4,[16]; 10,19

- მივეახლოთ სულით ეფ.2,18

- სათხოვარი მადლიერებით გავუმჟღავნოთ ფლპ.4,6

- გვქონდეს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით ეფ.3,12

- მთა თუ გვსურს დავძრათ - არ შევეჭვდეთ, ლოგიკა არ ჩავრთათ მარ.11,23.24

- მოვიცილოთ ჩვენს ასოებში მბრძოლი ვნებები, წარმატებაში ხელი რომ არ შეგვიშალონ იაკ.4,1-3

- გაჭირვებაში თუ დალხინებაში ლოცვა უნდა იყოს ჩვენი პირველი რეაქცია და არა უკანასკნელი იმედი იაკ.5,13-18

- ღმერთს იმაზე განუზომლად მეტის ქმნა შეუძლია, ვიდრე ვითხოვთ. ამიტომ ვითხოვოთ უფრო მეტი ეფ.3,20

- ღმერთს ვინც უახლოვდება სწამდეს, რომ იგი სანაცვლოს მიაგებს მაძიებელს ებრ.11,6

- გარდაცვლილის ცოლმა ილოცა და ქმარი აღსდგა ებრ.11,35

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 65
18. სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი.
19. ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას

ესაია 55
6. ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი.
7. მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია.

მათე 7
7. ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ.
8. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.
9. თუ გეგულებათ თქვენს შორის კაცი, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას?
10. ან თევზი სთხოვოს და გველი მისცეს მას?
11. ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილი საბოძვარი მისცეთ თქვენს შვილებს, რაოდენ უფრო მეტ სიკეთეს მისცემს მამა თქვენი ზეციერი მის მიმართ მთხოვნელთ?

მარკოზი 11
23. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, - ექნება ის, რასაც იტყვის.
24. ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ.

იაკობი 4
1. საიდან იღებენ დასაბამს თქვენი ბრძოლები და ცილობანი, თუ არა თქვენსავ ასოებში ურთიერთმბრძოლი ვნებებისაგან?
2. გსურთ და არა გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ საწადელს ვერ აღწევთ; იბრძვით და ომობთ, მაგრამ ვერ იხვეჭთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ.
3. ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ.

იაკობი 5
13. უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს.
14. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით.
15. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება.
16. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.
17. ელია ჩვენნაირი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა, და სამი წლისა და ექვსი თვის მანძილზე წვეთი არ დასცემია მიწას.
18. კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თვისი ნაყოფი.

რომაელთა 8
15. რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: აბბა, მამაო!

ეფესელთა 2
18. რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას.

ეფესელთა 3
12. ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით.
20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, -

ფილიპელთა 4
6. ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.

ებრაელთა 4
16. მაშ, თამამად მივეახლთთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის.

ებრაელთა 10
19. ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით,
22. მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,

ებრაელთა 11
6. რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ.
35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.

__თემაზე წერდნენ__

***
ყოველდღე ხეს რომ შესძახო გახმიო, გახმებაო.
__ქართული ხალხური__