იწამე უფალი იესო და ცხონდები შენცა და შენი სახლიც
Мирза Бадиаури |
A A 539 |
საკვანძო მუხლები: დაბადება 17:7; დაბადება 18:19; იერემია 32:39; მოციქულთა საქმეები 2:38-39; მოციქულთა საქმეები 11:14; მოციქულთა საქმეები 16:15; მოციქულთა საქმეები 18:8;
4.15.5.__
დაბ.17,7,, 18,19 იერ.32,39 საქ.2,38.39,, 11,14,, 16,15.[31]-34,, 18,8
ბიბლიის მუხლები
დაბადება 17
7. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები.
დაბადება 18
19 რადგან ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ - იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა აუხდინოს უფალმა აბრაამს ყველაფერი, რაც ნათქვამი აქვს მასზე.
იერემია 32
39. ჩავუდგამ მათ ერთ გულს და მივცემ ერთ გზას, რომ მუდამ ეშინოდეთ ჩემი თავიანთ სასიკეთოდ და თავიანთი შვილების სასიკეთოდ მათ შემდგომ.
საქმეები 2
38. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს.
39. ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.
საქმეები 11
14. ის გეტყვის სიტყვებს, რითაც ცხონდებით შენცა და მთელი შენი სახლიც.
საქმეები 16
15. თავის სახლეულთან ერთად რომ მოინათლა, შეგვეხვეწა: თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით, ჩემს სახლში დარჩითო, და დაგვიყოლია.
31. ხოლო მათ უთხრეს: იწამე უფალი იესო და ცხონდები შენცა და შენი სახლიც.
32. და უქადაგეს ღვთის სიტყვა მასაც და მთელს მის სახლსაც.
33. ღამითვე შინ წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლა შინაურებთან ერთად.
34. მერე შინ მიიპატიჟა, სუფრა გაუწყო და მთელ თავის სახლეულთან ერთად ხარობდა, რომ იწამა ღმერთი.
საქმეები 18
8. სინაგოგის წინამძღვარმა კრისპუსმა მთელი თავისი სახლეულითურთ ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, პავლეს რომ უსმენდა, ირწმუნა და ნათელ იღო.